მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის რა ეცვა "ოსკარის" ცერემონიალზე? (+20 ფოტო)
ვის რა ეცვა "ოსკარის" ცერემონიალზე? (+20 ფოტო)

ლოს-ან­ჯე­ლეს­ში "ოს­კა­რის" რი­გით 86-ე და­ჯილ­დო­ე­ბის გრან­დი­ო­ზუ­ლი ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბას ელენ დე­ჯე­რე­ნე­სი უძღვე­ბო­და. წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი პო­ზი­რებ­დნენ.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ვარ­სკვლა­ვუ­რი წყვი­ლი, ბრედ პიტი და ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი ერ­თად მი­ვიდ­ნენ. ან­ჯე­ლი­ნამ საყ­ვა­რელ შავ ფერ­ზე წელს უარი თქვა. მსა­ხი­ობ­მა არ­ჩე­ვა­ნი ელი სა­ა­ბის კა­ბა­ზე შე­ა­ჩე­რა და კო­ლე­გა ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, კა­ბის სექ­სუ­ა­ლურ სი­ლუ­ეტს უპი­რა­ტე­სო­ბა არ მი­ა­ნი­ჭა.

ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ობ ჯე­ნი­ფერ ლო­უ­რენსს მო­დე­ლის პა­რა­მეტ­რე­ბი აქვს და ნე­ბის­მი­ერ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე თა­მა­მი, ტან­ზე გა­მოკ­ვე­თი­ლი კა­ბით პო­ზი­რებს. ლო­უ­რენ­სი მნიშ­ვნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობს - და­ჯილ­დო­ე­ბის დროს ხან კი­ბე­ზე ეცე­მა, ხან კაბა ეხე­ვა და ხა­ნაც ტექსტს ვერ კი­თხუ­ლობს. რო­დე­საც წი­თე­ლი ხა­ლი­ჩის ნა­ხე­ვა­რი გა­ი­ა­რა და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა შვე­ბით ამო­ი­სუნ­თქეს, სწო­რედ მა­შინ უმტყუ­ნა მა­ღალ­ქუს­ლი­ან­მა ფეხ­საც­მელ­მა და ფო­ტოგ­რა­ფებ­საც წაქ­ცე­უ­ლი ვარ­სკვლა­ვი არ გა­მოჰ­პარ­ვი­ათ.

ჯუ­ლია რო­ბერტსის არ­ჩე­ვა­ნი "ჟი­ვენ­შის" კლა­სი­კუ­რი შავი ფე­რის კაბა იყო, რო­მელ­საც ყვა­ვი­ლე­ბის ფორ­მის მაქ­მა­ნე­ბი ამ­შვე­ნებ­და. კა­ბას ღრმად ამოჭ­რი­ლი დე­კოლ­ტე ჰქონ­და, რომ­ლის ჭრი­ლი ერ­თგვა­რი ბა­დე­თი იყო შევ­სე­ბუ­ლი.

მომ­ღე­რა­ლი ლედი გაგა სა­ზო­გა­დო­ე­ბას არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი სტი­ლის სა­მო­სით აო­ცებს. ეპა­ტა­ჟუ­რი მომ­ღე­რა­ლი გვი­ხი­ლავს თმით შე­კე­რილ სა­მოს­ში, ხორ­ცის კა­ბა­ში, სპერ­მის ფორ­მის ქუდ­სა, თუ მო­ნა­ზო­ნის ანა­ფო­რა­ში, მაგ­რამ "ოს­კა­რის" ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე ყვე­ლა გა­ა­ო­ცა, რო­დე­საც ქა­ლუ­რი, დახ­ვე­წი­ლი სტი­ლი მო­ირ­გო.

სე­რი­ალ "შერ­ლო­კის" 37 წლის ვარ­სკვლავ ბე­ნე­დიქტ კამ­ბერ­ბე­ჩის იუ­მორ­ზე ჰო­ლი­ვუდ­ში უკვე ლე­გენ­დე­ბი და­დის. მას არც ამ­ჯე­რად უღა­ლა­ტა ამ გრძნო­ბამ და წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე, ოფი­ცი­ა­ლურ ფო­ტო­სე­სი­ა­ზე ყვე­ლა სტან­დარ­ტი და­არ­ღვია.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა +ვი­დეო

ამა­ვე თე­მა­ზე:

ოს­კა­რე­ბის ტრი­უმ­ფა­ტო­რი ფილ­მი "გრა­ვი­ტა­ცია" გახ­და

ვარ­სკვლა­ვუ­რი სელფ­შო­ტი, რო­მელ­მაც ინ­ტერ­ნე­ტი და­ი­პყრო

ლოს-ან­ჯე­ლეს­ში სა­უ­კე­თე­სო ფილ­მე­ბი და მსა­ხი­ო­ბე­ბი და­ა­სა­ხე­ლეს: დი კაპ­რიო ისევ "ოს­კა­რის" გა­რე­შე დარ­ჩა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ვის რა ეცვა "ოსკარის" ცერემონიალზე? (+20 ფოტო)

ვის რა ეცვა "ოსკარის" ცერემონიალზე? (+20 ფოტო)

ლოს-ანჯელესში "ოსკარის" რიგით 86-ე დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ელენ დეჯერენესი უძღვებოდა. წითელ ხალიჩაზე ჰოლივუდის ვარსკვლავები პოზირებდნენ.

ღონისძიებაზე ვარსკვლავური წყვილი, ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ერთად მივიდნენ. ანჯელინამ საყვარელ შავ ფერზე წელს უარი თქვა. მსახიობმა არჩევანი ელი სააბის კაბაზე შეაჩერა და კოლეგა ქალბატონებისგან განსხვავებით, კაბის სექსუალურ სილუეტს უპირატესობა არ მიანიჭა.

ახალგაზრდა მსახიობ ჯენიფერ ლოურენსს მოდელის პარამეტრები აქვს და ნებისმიერ ღონისძიებაზე თამამი, ტანზე გამოკვეთილი კაბით პოზირებს. ლოურენსი მნიშვნელოვან ღონისძიებებზე ძალიან ნერვიულობს - დაჯილდოების დროს ხან კიბეზე ეცემა, ხან კაბა ეხევა და ხანაც ტექსტს ვერ კითხულობს. როდესაც წითელი ხალიჩის ნახევარი გაიარა და ორგანიზატორებმა შვებით ამოისუნთქეს, სწორედ მაშინ უმტყუნა მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა და ფოტოგრაფებსაც წაქცეული ვარსკვლავი არ გამოჰპარვიათ.

ჯულია რობერტსის არჩევანი "ჟივენშის" კლასიკური შავი ფერის კაბა იყო, რომელსაც ყვავილების ფორმის მაქმანები ამშვენებდა. კაბას ღრმად ამოჭრილი დეკოლტე ჰქონდა, რომლის ჭრილი ერთგვარი ბადეთი იყო შევსებული.

მომღერალი ლედი გაგა საზოგადოებას არაორდინალური სტილის სამოსით აოცებს. ეპატაჟური მომღერალი გვიხილავს თმით შეკერილ სამოსში, ხორცის კაბაში, სპერმის ფორმის ქუდსა, თუ მონაზონის ანაფორაში, მაგრამ "ოსკარის" ცერემონიალზე ყველა გააოცა, როდესაც ქალური, დახვეწილი სტილი მოირგო.

სერიალ "შერლოკის" 37 წლის ვარსკვლავ ბენედიქტ კამბერბეჩის იუმორზე ჰოლივუდში უკვე ლეგენდები დადის. მას არც ამჯერად უღალატა ამ გრძნობამ და წითელ ხალიჩაზე, ოფიციალურ ფოტოსესიაზე ყველა სტანდარტი დაარღვია.

იხილეთ ფოტოგალერეა +ვიდეო

ამავე თემაზე:

ოსკარების ტრიუმფატორი ფილმი "გრავიტაცია" გახდა

ვარსკვლავური სელფშოტი, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო

ლოს-ანჯელესში საუკეთესო ფილმები და მსახიობები დაასახელეს: დი კაპრიო ისევ "ოსკარის" გარეშე დარჩა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება