საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანრი ჯოხაძე: ''კაი, გეხვეწები, რა გავიმარჯვე, ვიცოდი ზუსტად, რომ მე გავიდოდი''
ანრი ჯოხაძე: ''კაი, გეხვეწები, რა გავიმარჯვე, ვიცოდი ზუსტად, რომ მე გავიდოდი''

"ევ­რო­ვი­ზი­ის" მო­ნა­წი­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ უკვე მო­გახ­სე­ნეთ. ვი­ნა­ი­დან მათი შერ­ჩე­ვა ყო­ველ­თვის აჟი­ო­ტაჟს იწ­ვევ­და, გა­დავ­წყვი­ტე, რამ­დე­ნი­მე მომ­ღერ­ლის­თვის მე­კი­თხა აზრი წლე­ვან­დელ არ­ჩე­ვან­ზე.

ანრი ჯო­ხა­ძე:

- ანრი, რას ფიქ­რობ, "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე?

- კარ­გის მეტს რას უნდა ვფიქ­რობ­დე?! ძა­ლი­ან კარ­გი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. რაც მთა­ვა­რია, რო­გორც იქნა, მიხ­ვდა "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი", რომ ვისი გაგ­ზავ­ნაც სურთ, მას სა­კონ­კურ­სო ფსევ­დო­მა­რა­თონ­ში არ მი­ა­ღე­ბი­ნონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ეს ძა­ლი­ან კარ­გი ტენ­დენ­ცი­აა. "ში­ნიც" და მა­რი­კო ებ­რა­ლი­ძეც ჩემ­თვის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­გან შემ­დგა­რი ბენ­დია, რომ­ლის იმე­დიც უნდა გვქონ­დეს.

- შენი პროგ­ნო­ზი რო­გო­რია?

- ვე­რა­ფერს ვი­ტყვი. ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან პა­რა­დოქ­სუ­ლია ჩვე­ნი გა­მოს­ვლე­ბი "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე". აჟი­ტი­რე­ბუ­ლი ის­ტე­რი­კა გვქონ­და გა­სულ წელს ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი­სა და სოფო გე­ლო­ვა­ნის გამო, ვამ­ბობ­დით, არი­ქა, სა­მე­ულ­ში მოვ­ხვდე­ბი­თო, არარ­სე­ბუ­ლი პი­ა­რი ავა­გო­რეთ და ბო­ლოს მე­თხუთ­მე­ტე ად­გი­ლი ძლივს მი­ვი­ღეთ. ჩემ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც ტაშს მიკ­რავ­დნენ "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში" და მა­ვან­ნი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, კარ­გა­დაა საქ­მეო, ფი­ნალ­შიც კი ვერ მოვ­ხვდი, პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში გა­მო­მა­პან­ღუ­რეს "ევ­რო­ვი­ზი­ი­დან" (იცი­ნის). ასე­თი კონ­კურ­სია "ევ­რო­ვი­ზია". პო­ლი­ტი­კურ ტონ­საც ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. რამ­დე­ნად ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფოდ მი­გიჩ­ნევს თა­ვად ევ­რო­პა. მე არ მე­გო­ნა, ამ დო­ნე­ზე თუ იყო პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი ეს კონ­კურ­სი, მაგ­რამ რა გა­ე­წყო­ბა, ასეა.

- შენ ხომ "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­კურ­სის შემ­დეგ გა­ემ­გზავ­რე და რა­ტომ ფიქ­რობ, რომ ეს ფსევ­დო­კონ­კურ­სია?

- კაი, გეხ­ვე­წე­ბი, რა გა­ვი­მარ­ჯვე, ვი­ცო­დი ზუს­ტად, რომ მე გა­ვი­დო­დი (იცი­ნის).

- ხუმ­რობ?

- ყო­ველ წელს ასე იყო. მე წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი, რომ ეს კონ­კურ­სი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. რაში სჭირ­დე­ბო­დათ? ანრი ჯო­ხა­ძის "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" წარ­გზავ­ნის წი­ნა­აღ­მდე­გი ვინ­მე იქ­ნე­ბო­და? უბ­რა­ლოდ, ჩა­ა­ტა­რეს ეს ფსევ­დო­კონ­კურ­სი, ისე­თი, არა­ვის რომ არ სჭირ­დე­ბო­და და ტყუ­ი­ლად ვი­ღაც ადა­მი­ა­ნებს ალან­ძღვი­ნეს ჩემი თავი. ვი­ცო­დი, რომ მე გა­ვი­მარ­ჯვებ­დი. ასე­ვე იცოდ­ნენ სტე­ფა­ნემ და სამ­მა გო­გომ, რომ ისი­ნი წა­ვი­დოდ­ნენ და ასე იყო სოფო ხალ­ვა­შის დრო­საც. ჯობს, გა­მო­ა­ცხა­დონ, ვისი გაშ­ვე­ბა სურთ. ვინ იტყვის, რომ "შინ" და მა­რი­კო ებ­რა­ლი­ძე არ იმ­სა­ხუ­რე­ბენ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ხე­ლით წას­ვლას? არ მე­გუ­ლე­ბა ისე­თი ნა­ძი­რა­ლა, ამ ადა­მი­ა­ნებ­ზე თქვას, რა­ტომ მი­დი­ა­ნო. უნდა წა­ვიდ­ნენ, აბა, რა უნდა ქნან.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ანრი ჯოხაძე: ''კაი, გეხვეწები, რა გავიმარჯვე, ვიცოდი ზუსტად, რომ მე გავიდოდი''

ანრი ჯოხაძე: ''კაი, გეხვეწები, რა გავიმარჯვე, ვიცოდი ზუსტად, რომ მე გავიდოდი''

''ევროვიზიის'' მონაწილეების შესახებ უკვე მოგახსენეთ. ვინაიდან მათი შერჩევა ყოველთვის აჟიოტაჟს იწვევდა, გადავწყვიტე, რამდენიმე მომღერლისთვის მეკითხა აზრი წლევანდელ არჩევანზე.

ანრი ჯოხაძე:

- ანრი, რას ფიქრობ, ''საზოგადოებრივი მაუწყებლის'' გადაწყვეტილებაზე?

- კარგის მეტს რას უნდა ვფიქრობდე?! ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. რაც მთავარია, როგორც იქნა, მიხვდა ''საზოგადოებრივი მაუწყებელი'', რომ ვისი გაგზავნაც სურთ, მას საკონკურსო ფსევდომარათონში არ მიაღებინონ მონაწილეობა. ეს ძალიან კარგი ტენდენციაა. ''შინიც'' და მარიკო ებრალიძეც ჩემთვის პროფესიონალებისგან შემდგარი ბენდია, რომლის იმედიც უნდა გვქონდეს.

- შენი პროგნოზი როგორია?

- ვერაფერს ვიტყვი. ყოველთვის ძალიან პარადოქსულია ჩვენი გამოსვლები ''ევროვიზიაზე''. აჟიტირებული ისტერიკა გვქონდა გასულ წელს ნოდიკო ტატიშვილისა და სოფო გელოვანის გამო, ვამბობდით, არიქა, სამეულში მოვხვდებითო, არარსებული პიარი ავაგორეთ და ბოლოს მეთხუთმეტე ადგილი ძლივს მივიღეთ. ჩემ შემთხვევაში, როდესაც ტაშს მიკრავდნენ ''საზოგადოებრივ მაუწყებელში'' და მავანნი მეუბნებოდნენ, კარგადაა საქმეო, ფინალშიც კი ვერ მოვხვდი, პირველივე ტურში გამომაპანღურეს ''ევროვიზიიდან'' (იცინის). ასეთი კონკურსია ''ევროვიზია''. პოლიტიკურ ტონსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რამდენად ევროპულ სახელმწიფოდ მიგიჩნევს თავად ევროპა. მე არ მეგონა, ამ დონეზე თუ იყო პოლიტიზებული ეს კონკურსი, მაგრამ რა გაეწყობა, ასეა.

- შენ ხომ ''ევროვიზიაზე'' საქართველოში ჩატარებული კონკურსის შემდეგ გაემგზავრე და რატომ ფიქრობ, რომ ეს ფსევდოკონკურსია?

- კაი, გეხვეწები, რა გავიმარჯვე, ვიცოდი ზუსტად, რომ მე გავიდოდი (იცინის).

- ხუმრობ?

- ყოველ წელს ასე იყო. მე წინააღმდეგი ვიყავი, რომ ეს კონკურსი ჩაეტარებინათ. რაში სჭირდებოდათ? ანრი ჯოხაძის ''ევროვიზიაზე'' წარგზავნის წინააღმდეგი ვინმე იქნებოდა? უბრალოდ, ჩაატარეს ეს ფსევდოკონკურსი, ისეთი, არავის რომ არ სჭირდებოდა და ტყუილად ვიღაც ადამიანებს ალანძღვინეს ჩემი თავი. ვიცოდი, რომ მე გავიმარჯვებდი. ასევე იცოდნენ სტეფანემ და სამმა გოგომ, რომ ისინი წავიდოდნენ და ასე იყო სოფო ხალვაშის დროსაც. ჯობს, გამოაცხადონ, ვისი გაშვება სურთ. ვინ იტყვის, რომ ''შინ'' და მარიკო ებრალიძე არ იმსახურებენ ჩვენი ქვეყნის სახელით წასვლას? არ მეგულება ისეთი ნაძირალა, ამ ადამიანებზე თქვას, რატომ მიდიანო. უნდა წავიდნენ, აბა, რა უნდა ქნან.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება