ინტერნეტ სივრცეში დიდი ინტერესი გამოიწვია ვიდეოკადრებმა, რომელზეც კიბოთი დაავადებული ცნობილი რუსი პოპშემსრულებელი, ჟანა ფრისკე მოჩანს. ვიდეო ნიუ-იორკში იმ დროსაა გადაღებული, როცა მეუღლესა და მეგობარს ჟანა კლინიკაში მიჰყავთ.
პრესის ინფორმაციით, მომღერალს მისი მეგობარი ოლგა ორლოვა და სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი მეუღლე დიმიტრი შეპელევი გვერდიდან არ ცილდებიან. სწორედ ისინი დაჰყვებიან ჟანას ნიუ-იურკში მდებარე კლინიკა Memorial Sloan-Kettering-ში, სადაც მომღერალი ქიმიოთეტარაპიის კურსს იტარებს.
ჟანას ჯანმრთელობის მდგომარეობას უამრავი ადამიანი გულშემატკივრობს. მას მეოთხე სტადიის ტვინის სიმსივნე აქვს. ამ დღეებში კი მომღერლის ოჯახის მეგობარმა იულია ალექსანდროვამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჟანასა და დიმიტრის შვილმა პირველი ნაბიჯები გადადგა.
ჟანა ფრისკემ შვილი ავადმყოფობის პერიოდში გააჩინა, რის გამოც დაავადების დასაწყისში ქიმიოთერაპიის კურსზე უარი თქვა.
მომზადებულია ekb.dk.ru-ს მიხედვით.