პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდოდა თანამედროვე შერლოკს ტიბეტში
რა უნდოდა თანამედროვე შერლოკს ტიბეტში

რამ­დე­ნი­მე წლის წინ მსა­ხი­ობ ბე­ნე­დიქტ კამ­ბერ­ბეჩს ცოტა თუ იც­ნობ­და. თუმ­ცა, მას შემ­დეგ, რაც მან მთა­ვა­რი როლი მი­ი­ღო სე­რი­ალ­ში "შერ­ლო­კი", სა­ყო­ველ­თა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და.

ბე­ნე­დიქტ კამ­ბერ­ბე­ჩი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში 1976 წლის 19 ივ­ლისს მსა­ხი­ო­ბე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მსა­ხი­ო­ბის მამა ტი­მო­თი კარლ­ტო­ნი (Timothy Carlton), ხოლო დედა ვან­და ვენ­ტჰა­მი (Wanda Ventham) არი­ან. ბავ­შვო­ბა მსა­ხი­ობ­მა და­სავ­ლეთ სა­ს­ექსში გა­ა­ტა­რა, სა­დაც მან და­წყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბაც მი­ი­ღო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბე­ნე­დიქ­ტი ოჯახ­თან ერ­თად ლონ­დონ­ში გა­და­ვი­და და სწავ­ლა პრეს­ტი­ჟულ - ჰე­რო­უს სკო­ლა­ში (Harrow School) გა­აგ­რძე­ლა.

სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ კამ­ბერ­ბეჩს უმაღ­ლეს­ში მა­შინ­ვე არ ჩა­უ­ბა­რე­ბია. მო­მა­ვალ­მა მსა­ხი­ობ­მა 1 წელი შეს­ვე­ნე­ბა აიღო და ტი­ბეტ­ში გა­ემ­გზავ­რა, რათა მო­ნას­ტერ­ში ინ­გლი­სუ­რი ეს­წავ­ლე­ბი­ნა. შემ­დეგ მან ჩა­ა­ბა­რა მან­ჩეს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც დრა­მას სწავ­ლობ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სამ­სა­ხი­ო­ბო შე­საძ­ლე­ბო­ბე­ბი რომ გა­ე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნა, კამ­ბერ­ბეჩ­მა სწავ­ლა ლონ­დო­ნის მუ­სი­კი­სა და დრა­მის ხე­ლოვ­ნე­ბის აკა­დე­მი­ა­ში გა­ნაგ­რძო, სა­დაც მი­ი­ღო ხე­ლოვ­ნე­ბის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი კლა­სი­კუ­რი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბის სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში.

პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ბე­ნე­დიქტმა ბრი­ტა­ნე­თის თე­ატ­რე­ბის სცე­ნა­ზე გა­დად­გა. შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნა­მუ­შევ­რის­თვის ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბი 2005 წელს ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი იყო ლო­უ­რენს ოლი­ვი­ეს სა­ხე­ლო­ბის ჯილ­დო­ზე (Laurence Olivier Award) მა­მა­კა­ცის სა­უ­კე­თე­სო მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლის­თვის სპექ­ტაკლში "ჰედა გაბ­ლე­რი" (Hedda Gabler).

კამ­ბერ­ბე­ჩის­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხმა­მა­ღა­ლი პრო­ექ­ტი გა­მოდ­გა BBC-ის სა­ტე­ლე­ვი­ზიო ფილ­მი "ჰო­კინ­გი", რო­მე­ლიც 2004 წელს გა­და­ი­ღეს. ფილმში ბე­ნე­დიქტმა ბრი­ტა­ნე­ლი ფი­ზი­კო­სის და კოს­მო­ლო­გის, სტი­ვენ ჰო­კინ­გის როლი შე­ას­რუ­ლა. ფილმში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის ის ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი იყო BAFTA TV Awards-ზე "სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბის" ნო­მი­ნა­ცი­ა­ში.

2010 -2011 წლებ­ში მსა­ხი­ობ­მა დენი ბო­ი­ლის ორ მას­შტა­ბურ თე­ატ­რა­ლურ პრო­ექ­ტში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. დად­გმებს "ბავ­შვე­ბის მო­ნო­ლო­გე­ბი" ( The Children's Monologues) და "ფრან­კენშტე­ი­ნი" (Frankenstein) დიდი წარ­მა­ტე­ბა ხვდა წი­ლად. "ფრან­კენშტე­ინ­ში" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის მსა­ხი­ო­ბი დიდი ბრი­ტა­ნე­თის უმაღ­ლე­სი თე­ატ­რა­ლუ­რი ჯილ­დო­ე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვეს.

მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ბე­ნე­დიქტ კამ­ბერ­ბეჩ­მა სა­ყო­ველ­თაო აღი­ა­რე­ბა მა­ინც BBC-ის სე­რი­ალ "შერ­ლო­კის" შემ­დეგ მო­ი­პო­ვა. სე­რი­ა­ლი ეკ­რან­ზე 2010 წელს გა­მო­ვი­და და მა­შინ­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და.

სე­რი­ალ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი შერ­ლოკ ჰოლმსის რო­ლის­თვის მსა­ხი­ო­ბი ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი იყო "ემის" პრე­მი­ა­ზე და "ოქ­როს გლო­ბუს­ზე".

კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე მსა­ხი­ობ­მა უკვე მო­ას­წრო 69 ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მათ შო­რი­საა ფილ­მე­ბი: 12 Years a Slave, The Fifth Estate, Atonement, The Other Boleyn Girl , The Whistleblower, War Horse და სხვა.

მსა­ხი­ო­ბი ხში­რად ხუმ­რობს სა­კუ­თარ გვარ­ზეც. "ის აბა­ზა­ნა­ში გა­ზე­ბის გაშ­ვე­ბას ჰგავს, ძვე­ლი და რთუ­ლად წარ­მო­სათ­ქმე­ლია. თვი­თო­ნაც კი ვერ წარ­მოვ­თქვამ უშეც­დო­მოდ. როცა მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სია ავირ­ჩიე, დედა მირ­ჩევ­და, გვა­რი შე­მეც­ვა­ლა, მაგ­რამ არ და­ვუ­ჯე­რე...", - ამ­ბობ­და მსა­ხი­ო­ბი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, ბე­ნე­დიქტ კამ­ბერ­ბე­ჩი ჟურ­ნალ Time -ის გა­რე­კან­ზეც მოხ­ვდა.

ასე­ვე, მსა­ხი­ობ­მა 2013 წლის ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი მსა­ხი­ო­ბის ტი­ტუ­ლი მი­ი­ღო. მან პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა ჟურ­ნალ Empire-ის ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი მსა­ხი­ო­ბე­ბის ასე­ულ­ში. რე­ი­ტინ­გი ხმის მი­ცე­მის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ად­გი­ნეს და მას­ში და­ახ­ლო­ე­ბით 50 000-მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

კამ­ბერ­ბეჩს ცოლი არ ჰყავს. 12 წელი ხვდე­ბო­და მსა­ხი­ობ ოლი­ვია პუ­ლეს, მერე - დი­ზა­ი­ნერ ანა ჯონსს, თუმ­ცა არც ერ­თზე არ უქორ­წი­ნია.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

რა უნდოდა თანამედროვე შერლოკს ტიბეტში

რა უნდოდა თანამედროვე შერლოკს ტიბეტში

რამდენიმე წლის წინ მსახიობ ბენედიქტ კამბერბეჩს ცოტა თუ იცნობდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მან მთავარი როლი მიიღო სერიალში "შერლოკი", საყოველთაოდ პოპულარული გახდა.

ბენედიქტ კამბერბეჩი დიდ ბრიტანეთში  1976 წლის 19 ივლისს მსახიობების ოჯახში დაიბადა. მსახიობის მამა ტიმოთი კარლტონი (Timothy Carlton), ხოლო დედა ვანდა ვენტჰამი (Wanda Ventham) არიან. ბავშვობა მსახიობმა დასავლეთ სასექსში გაატარა, სადაც მან დაწყებითი განათლებაც მიიღო. მოგვიანებით ბენედიქტი ოჯახთან ერთად ლონდონში გადავიდა და სწავლა პრესტიჟულ - ჰეროუს სკოლაში (Harrow School) გააგრძელა.

სკოლის დამთავრების შემდეგ კამბერბეჩს უმაღლესში მაშინვე არ ჩაუბარებია. მომავალმა მსახიობმა 1 წელი შესვენება აიღო და ტიბეტში გაემგზავრა, რათა მონასტერში ინგლისური ესწავლებინა. შემდეგ მან ჩააბარა მანჩესტერის უნივერსიტეტში, სადაც დრამას სწავლობდა. მოგვიანებით, სამსახიობო შესაძლებობები რომ გაეუმჯობესებინა, კამბერბეჩმა სწავლა ლონდონის მუსიკისა და დრამის ხელოვნების აკადემიაში განაგრძო, სადაც მიიღო ხელოვნების მაგისტრის ხარისხი კლასიკური თეატრის მსახიობის სპეციალიზაციაში.

პირველი სერიოზული პროფესიული ნაბიჯები ბენედიქტმა ბრიტანეთის თეატრების სცენაზე გადადგა. შესანიშნავი ნამუშევრისთვის ახალგაზრდა მსახიობი 2005 წელს ნომინირებული იყო ლოურენს ოლივიეს სახელობის ჯილდოზე (Laurence Olivier Award) მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის სპექტაკლში "ჰედა გაბლერი" (Hedda Gabler).

კამბერბეჩისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი პროექტი გამოდგა BBC-ის სატელევიზიო ფილმი "ჰოკინგი", რომელიც 2004 წელს გადაიღეს. ფილმში ბენედიქტმა ბრიტანელი ფიზიკოსის და კოსმოლოგის, სტივენ ჰოკინგის როლი შეასრულა. ფილმში შესრულებული როლისთვის ის ნომინირებული იყო BAFTA TV Awards-ზე "საუკეთესო მსახიობის" ნომინაციაში.

2010 -2011 წლებში მსახიობმა დენი ბოილის ორ მასშტაბურ თეატრალურ პროექტში მიიღო მონაწილეობა. დადგმებს "ბავშვების მონოლოგები" ( The Children's Monologues) და "ფრანკენშტეინი" (Frankenstein) დიდი წარმატება ხვდა წილად. "ფრანკენშტეინში" შესრულებული როლისთვის მსახიობი დიდი ბრიტანეთის უმაღლესი თეატრალური ჯილდოებით დააჯილდოვეს.

მიუხედავად ყველაფრისა, ბენედიქტ კამბერბეჩმა საყოველთაო აღიარება მაინც BBC-ის სერიალ "შერლოკის" შემდეგ მოიპოვა. სერიალი ეკრანზე 2010 წელს გამოვიდა და მაშინვე პოპულარული გახდა. 

სერიალში შესრულებული შერლოკ ჰოლმსის როლისთვის მსახიობი ნომინირებული იყო "ემის" პრემიაზე და "ოქროს გლობუსზე".

კარიერის მანძილზე მსახიობმა უკვე მოასწრო 69 ფილმში მონაწილეობა. მათ შორისაა ფილმები: 12 Years a Slave, The Fifth Estate,  Atonement,  The Other Boleyn Girl , The Whistleblower, War Horse  და სხვა.

მსახიობი ხშირად ხუმრობს საკუთარ გვარზეც.  "ის აბაზანაში გაზების გაშვებას ჰგავს, ძველი და რთულად წარმოსათქმელია. თვითონაც კი ვერ წარმოვთქვამ უშეცდომოდ. როცა მსახიობის პროფესია ავირჩიე, დედა მირჩევდა, გვარი შემეცვალა, მაგრამ არ დავუჯერე...", - ამბობდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.

გასული წლის ოქტომბერში, ბენედიქტ კამბერბეჩი ჟურნალ Time -ის გარეკანზეც მოხვდა.

ასევე, მსახიობმა 2013 წლის ყველაზე სექსუალური მსახიობის ტიტული მიიღო. მან პირველი ადგილი დაიკავა ჟურნალ Empire-ის ყველაზე სექსუალური მსახიობების ასეულში. რეიტინგი ხმის მიცემის საფუძველზე შეადგინეს და მასში დაახლოებით 50 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

კამბერბეჩს ცოლი არ ჰყავს. 12 წელი ხვდებოდა მსახიობ  ოლივია პულეს, მერე - დიზაინერ ანა ჯონსს, თუმცა არც ერთზე არ უქორწინია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"