Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექსკლუზივი: მამა გაბრიელზე ფილმის გადაღება იწყება - დავით ქაცარავა პროექტის დეტალებზე
ექსკლუზივი: მამა გაბრიელზე ფილმის გადაღება იწყება - დავით ქაცარავა პროექტის დეტალებზე

რე­ჟი­სო­რი გია კა­ჭა­რა­ვა ცოტა ხან­ში თა­ნა­მედ­რო­ვე წმინ­დან­ზე, მამა გაბ­რი­ელ­ზე ფილ­მს გა­და­ი­ღებს, ამის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მუ­შაო და­წყე­ბუ­ლია. გა­და­ღე­ბე­ბი გა­ზა­ფხულ­ზე უნდა და­ი­წყოს. ცოტა ხან­ში წმინ­და­ნის როლ­ზე მსა­ხი­ო­ბე­ბის შე­სარ­ჩე­ვად ქას­თინ­გი გა­მო­ცხად­დე­ბა.

Ambebi.ge ფილ­მის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის წევ­რებს, მე­უღ­ლე­ებს: და­ვით ქა­ცა­რა­ვა­სა და სოფო ხა­ჭა­პუ­რი­ძეს ესა­უბ­რა. ფილმში და­ვი­თი ერთ-ერთ როლს შე­ას­რუ­ლებს.

სოფო ხა­ჭა­პუ­რი­ძე, პრო­ექ­ტის პიარ-მე­ნე­ჯე­რი:

- ამ პრო­ექ­ტის რე­ჟი­სო­რი, იდე­ის ავ­ტო­რი და სცე­ნა­რის­ტიც გია კა­ჭა­რა­ვაა. ის ერთ-ერთი პრო­დი­უ­სე­რიც იქ­ნე­ბა. ბა­ტო­ნი გია ამ­ჟა­მად მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მუ­შა­ობს და კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და სო­ცი­ა­ლურ სფე­რო­ებს გა­ნა­გებს. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი მცხე­თა­ში ხარ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, სვე­ტი­ცხო­ვე­ლი და სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტე­რი არ მო­ი­ლო­ცო. იქა­უ­რი სიწ­მინ­დე­ე­ბის მად­ლმო­სი­ლე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლას კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბა და ამას­თან, ჩვე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე წმინ­და­ნის საფ­ლა­ვიც ხომ იქ არის? ბა­ტონ გი­ა­ზე ამ მად­ლმა იქო­ნია გავ­ლე­ნა და მამა გაბ­რი­ე­ლის მიერ გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­და. ის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ბერი გახ­ლდათ, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­ში ბე­რად იმ პე­რი­ოდ­ში აღიკ­ვე­ცა, როცა მღვდლებს და ზო­გა­დად სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს დევ­ნიდ­ნენ, კლავ­დნენ, ეკ­ლე­სი­ებს არ­ბევ­დნენ, ან­გრევ­დნენ და ხა­ტებს შე­უ­რა­ცხყოფ­დნენ.

დიახ, გო­დერ­ძი ურ­გე­ბა­ძე აღ­მოჩ­ნდა პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი, ვინც იმ დროს ბე­რად აღიკ­ვე­ცა და მამა გაბ­რი­ე­ლი ეწო­და.

- ე.ი. სცე­ნა­რი რე­ა­ლურ ფაქ­ტებ­ზეა აგე­ბუ­ლი?

- დიახ. ამ წმინ­და­ნის ცხოვ­რე­ბა ბავ­შვო­ბის პე­რი­ო­დი­დან და­წყე­ბუ­ლი, სი­ბე­რით დას­რუ­ლე­ბუ­ლი, ისე­თი სა­ინ­ტე­რე­სო გახ­ლავთ, რომ სცე­ნა­რი ერთ ფილმში არ ჩა­ე­ტია და ამი­ტომ შე­იქ­მნე­ბა ორი სე­რია. სცე­ნა­რი გა­კეთ­და უშუ­ა­ლოდ დედა პა­რას­კე­ვას მო­გო­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც წიგ­ნად არის გა­მო­ცე­მუ­ლი, რა­ზეც გვაქვს მისი ნე­ბარ­თვაც.

- ამ პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით პატ­რი­არ­ქი თუ არის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი?

- ზო­გა­დად ეს თემა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლია, მაგ­რამ ჯერ პატ­რი­არ­ქთან ეს სა­კი­თხი არ მიგ­ვი­ტა­ნია, რად­გა­ნაც მა­ინც სა­წყის ეტაპ­ზე ვართ. რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფერს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ და სა­სუ­რი­ე­რო პი­რე­ბის მი­თი­თე­ბე­ბით ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლებთ.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია ისიც, რომ ფილ­მის გა­და­ღე­ბა­ში ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­ეძ­ლე­ბა წვლი­ლის შე­ტა­ნა... დედა პა­რას­კე­ვას თხოვ­ნაც იყო და და­ლოც­ვაც, რომ ამ საქ­მე­ში ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ჩა­ერ­თოს. ამი­ტომ საპ­რო­დი­უ­სე­რო ჯგუფ­მა ავი­ღეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი და ვი­საც სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა, იმ ნომ­რით, არ­სე­ბულ ან­გა­რიშ­ზე გა­და­რი­ცხავს და ფილ­მის შექ­მნა­ში შე­მო­წი­რუ­ლო­ბის სა­ხით ჩერ­თვე­ბა.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ფილ­მის გა­და­ღე­ბა ერთი გამ­ჭო­ლი პრო­ცე­სი არ არის, უამ­რავ ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ახლა ყვე­ლაფ­რის სამ­ზა­დის­ში ვართ...

და­ვით ქა­ცა­რა­ვა, ფილ­მის პრო­დი­უ­სე­რი და ერთ-ერთი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი:

- ჩემი გმი­რი, რო­მე­ლიც უნდა ვი­თა­მა­შო, მამა გაბ­რი­ე­ლის ან­ტი­პო­დი გახ­ლავთ. უსა­შინ­ლე­სი ადა­მი­ა­ნია, ასე­თი როლი ჯერ არ შემ­ხვედ­რია და მი­თა­მა­შია. კაცი, ვინც უნდა გა­ვა­სა­ხი­ე­რო, ამი­რან ქრის­ტე­სი­აშ­ვი­ლი გახ­ლავთ.

- ეს პი­როვ­ნე­ბა რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბობ­და?

- არა. ის გა­ნა­სა­ხი­ე­რებს იმ სის­ტე­მას, რო­მე­ლიც მამა გაბ­რი­ელ­სა და მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს ებ­რძო­და. ამი­რა­ნი "კა­გე­ბეს" გე­ნე­რა­ლი გახ­ლავთ და იმ დღი­დან, რო­გორც კი მამა გაბ­რი­ე­ლი ამ გა­ზა­ზე დგე­ბა, მიჰ­ყვე­ბა და ცდი­ლობს, გა­ა­ნა­დუ­როს, გა­ტე­ხოს. ამი­რან ქრის­ტე­სი­აშ­ვი­ლი არის რე­ა­ლუ­რად საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სი­ტე­მის გან­სა­ხი­ე­რე­ბა. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან ცუდ ადა­მი­ანს ვთა­მა­შობ. სცე­ნარ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას ერთ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ: თურ­მე არ­სე­ბობ­და "უღვთო მებ­რძოლ­თა კავ­ში­რი", რო­მელ­საც ეკ­ლე­სი­ას­თან ბრძო­ლა­ში სრუ­ლი უფ­ლე­ბა ჰქონ­და მი­ნი­ჭე­ბუ­ლი: ყო­ველ­გვა­რი გა­სა­მარ­თლე­ბის, იუ­რი­დი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რის გა­რე­შე, ად­გილ­ზე და­ეხვრი­ტა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და მორ­წმუ­ნე­ებს უსას­ტი­კე­სად გას­წო­რე­ბო­და. მოკ­ლედ, ამ სა­ში­ნე­ლი კავ­ში­რის ხელ­მძღავ­ნე­ლი არის ის ამი­რან ქრის­ტე­სი­აშ­ვი­ლი.

- ცუდი როლი გქო­ნი­ათ...

- კი, წარ­მო­იდ­გი­ნეთ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე ებ­რძვის მამა გაბ­რი­ელს... რო­დე­საც სცე­ნარს ვეც­ნო­ბო­დი, სა­ნამ ბო­ლომ­დე არ ჩა­ვი­კი­თხე, ვერ მივ­ხვდი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და, ის შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა. თან, ვფიქ­რობ­დი, ნე­ტავ, ეს როლი არ მქონ­დეს სა­თა­მა­შო-მეთ­ქი და მა­ინც ვერ ავ­ცდი. ასე რომ, ვეც­დე­ბი, უკი­დუ­რე­სად სა­ში­ნე­ლი პერ­სო­ნა­ჟი კარ­გად გან­ვა­სა­ხი­ე­რო, ისე, რომ ჩემს თა­მაშ­ში ეჭვი არ შე­ე­პა­როთ.

- და გა­და­წყვე­ტი­ლი გაქვთ, იყოთ და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ნა­ძი­რა­ლა?…

- კი, უნდა ვიყო და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ნა­ძი­რა­ლა, სი­ყალ­ბის გა­რე­შე.

- რო­დის და­ი­წყე­ბა გა­და­ღე­ბა?

- გა­და­ღე­ბე­ბი გა­ზა­ფხუ­ლი­დან იგეგ­მე­ბა, მაგ­რამ ზუს­ტი თა­რი­ღი დათ­ქმუ­ლი ჯერ არ გვაქვს. შემ­დეგ კვი­რას გა­და­ღე­ბის ზუსტ თა­რიღს გმო­ვა­ცხა­დებთ და ასე­ვე იმას, თუ რო­დის ჩა­ტარ­დე­ბა ქას­თინ­გი.

- ე.ი. მამა გაბ­რი­ე­ლის როლს ვინ ითა­მა­შებს, ეს ჯერ არ არის გარ­კვე­უ­ლი?

- არა, ამას ქას­თინ­გი შე­არ­ჩევს. ეს ერთ-ერთი რთუ­ლი ეტა­პი იქ­ნე­ბა. გაბ­რი­ელ ბე­რის პერ­სო­ნა­ჟი სამ­მა მსა­ხი­ობ­მა უნდა გა­ნა­სა­ხი­ე­როს (ბე­რის ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეტა­პი რომ ზუს­ტად აი­სა­ხოს). ამის­თვის უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ 12-14 წლის ასა­კის და 25-35 წლის ასა­კის მსა­ხი­ო­ბე­ბი და მსა­ხი­ო­ბი, მამა გაბ­რი­ე­ლის როლი უკვე ცხოვ­რე­ბის ბოლო ეტაპ­ზე რომ ითა­მა­შოს...

- ფილ­მს ვინ და­ა­ფი­ნან­სებს?

- გან­ცხა­დე­ბა-პრო­ექ­ტი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში გვაქვს შე­ტა­ნი­ლი. ვე­ლო­დე­ბით პა­სუხს. ისე­თი პრო­ექ­ტია და ისე­თი ფილ­მია, რა­ტომ არ უნდა და­ა­ფი­ნან­სონ?

- თუ უარი თქვეს?

- მა­შინ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მოგ­ვი­წევს გა­დარ­თვა, კერ­ძო პი­რებ­სა და კომ­პა­ნი­ებს უნდა მივ­მარ­თოთ. მაგ­რამ იმე­დი გვაქვს, რომ ეს იქ­ნე­ბა ჭეშ­მა­რი­ტად სა­ხალ­ხო პრო­ექ­ტიც და ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ხა­ტავს სურ­ვილს, მას­ში ჩა­ერ­თოს და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა.

- ბევ­რი პერ­სო­ნა­ჟი ეყო­ლე­ბა ფილ­მს?

- კი, ფილმში ძა­ლი­ან ბევ­რი პერ­სო­ნა­ჟი იქ­ნე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით, 60-მდე მსა­ხი­ო­ბი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე ქას­თინ­გის წე­სით შე­ირ­ჩე­ვი­ან. ასე რომ, მო­მარ­თუ­ლე­ბი და მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი ვართ შრო­მის­თვის.

- ასეთ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი ხდე­ბა ხოლ­მე...

- იყო რა­ღაც დამ­თხვე­ვე­ბი, რაც ჩვე­ნი გუნ­დის­თვის სიმ­ბო­ლუ­რი და ნიშ­ნის მომ­ცე­მი აღ­მოჩ­ნდა. პირ­ვე­ლად რო­დე­საც მე და გია კა­ჭა­რა­ვა ერ­თმა­ნეთს შევ­ხვდით, ისე მოხ­და, რომ იმ დღეს მამა გაბ­რი­ე­ლის ხსე­ნე­ბის დღე იყო... მერე ზუს­ტად მა­შინ, რო­დე­საც ამ სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბა და­ვი­წყეთ, ჩვე­ნი გვა­რი (ქა­ცა­რა­ვე­ბის) და­ლო­ცეს და მფარ­ველ წმინ­და­ნად გვა­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ისე, რომ მე არც ვი­ცო­დი, მამა გაბ­რი­ე­ლი აირ­ჩი­ეს... ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი თით­ქმის ყო­ველ­დღე ხდე­ბა და იმ­დე­ნად ხში­რია ეს, რომ ამას მუდ­მივ პო­ზი­ტი­ვად და ხელ­შემ­წყობ პი­რო­ბად აღ­ვიქ­ვამთ. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან მო­მარ­თუ­ლე­ბი ვართ ამ და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ლა­უ­რად Ambebi.ge-სთვის

ექსკლუზივი: მამა გაბრიელზე ფილმის გადაღება იწყება - დავით ქაცარავა პროექტის დეტალებზე

ექსკლუზივი: მამა გაბრიელზე ფილმის გადაღება იწყება - დავით ქაცარავა პროექტის დეტალებზე

რეჟისორი გია კაჭარავა ცოტა ხანში თანამედროვე წმინდანზე, მამა გაბრიელზე ფილმს გადაიღებს, ამისთვის სერიოზული სამუშაო დაწყებულია. გადაღებები გაზაფხულზე უნდა დაიწყოს. ცოტა ხანში წმინდანის როლზე მსახიობების შესარჩევად ქასთინგი გამოცხადდება.

Ambebi.ge ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს, მეუღლეებს: დავით ქაცარავასა და სოფო ხაჭაპურიძეს ესაუბრა. ფილმში დავითი ერთ-ერთ როლს შეასრულებს.

სოფო ხაჭაპურიძე, პროექტის პიარ-მენეჯერი:

- ამ პროექტის რეჟისორი, იდეის ავტორი და სცენარისტიც გია კაჭარავაა. ის ერთ-ერთი პროდიუსერიც იქნება. ბატონი გია ამჟამად მცხეთის მუნიციპალიტეტში მუშაობს და კულტურის, სპორტისა და სოციალურ სფეროებს განაგებს. როდესაც ადამიანი მცხეთაში ხარ, შეუძლებელია, სვეტიცხოველი და სამთავროს დედათა მონასტერი არ მოილოცო. იქაური სიწმინდეების მადლმოსილების შესახებ ყველას კარგად მოეხსენება და ამასთან, ჩვენი თანამედროვე წმინდანის საფლავიც ხომ იქ არის? ბატონ გიაზე ამ მადლმა იქონია გავლენა და მამა გაბრიელის მიერ განვლილი ცხოვრებით დაინტერესდა. ის პირველი ქართველი ბერი გახლდათ, ვინც საქართველოში ბერად იმ პერიოდში აღიკვეცა, როცა მღვდლებს და ზოგადად სასულიერო პირებს დევნიდნენ, კლავდნენ, ეკლესიებს არბევდნენ, ანგრევდნენ და ხატებს შეურაცხყოფდნენ.

დიახ, გოდერძი ურგებაძე აღმოჩნდა პირველი ქართველი, ვინც იმ დროს ბერად აღიკვეცა და მამა გაბრიელი ეწოდა.

- ე.ი. სცენარი რეალურ ფაქტებზეა აგებული?

- დიახ. ამ წმინდანის ცხოვრება ბავშვობის პერიოდიდან დაწყებული, სიბერით დასრულებული, ისეთი საინტერესო გახლავთ, რომ სცენარი ერთ ფილმში არ ჩაეტია და ამიტომ შეიქმნება ორი სერია. სცენარი გაკეთდა უშუალოდ დედა პარასკევას მოგონებების მიხედვით, რომელიც წიგნად არის გამოცემული, რაზეც გვაქვს მისი ნებართვაც.

- ამ პროექტთან დაკავშირებით პატრიარქი თუ არის ინფორმირებული?

- ზოგადად ეს თემა სასულიერო პირების მიერ მიღებულია, მაგრამ ჯერ პატრიარქთან ეს საკითხი არ მიგვიტანია, რადგანაც მაინც საწყის ეტაპზე ვართ. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავითვალისწინებთ და სასურიერო პირების მითითებებით ვიხელმძღვანელებთ.

მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ ფილმის გადაღებაში ნებისმიერ ადამიანს შეეძლება წვლილის შეტანა... დედა პარასკევას თხოვნაც იყო და დალოცვაც, რომ ამ საქმეში ქართველი ხალხი ჩაერთოს. ამიტომ საპროდიუსერო ჯგუფმა ავიღეთ ტელეფონის ნომერი და ვისაც სურვილი ექნება, იმ ნომრით, არსებულ ანგარიშზე გადარიცხავს და ფილმის შექმნაში შემოწირულობის სახით ჩერთვება.

მოგეხსენებათ, ფილმის გადაღება ერთი გამჭოლი პროცესი არ არის, უამრავ ნაწილისგან შედგება და შესაბამისად, ახლა ყველაფრის სამზადისში ვართ...

დავით ქაცარავა, ფილმის პროდიუსერი და ერთ-ერთი როლის შემსრულებელი:

- ჩემი გმირი, რომელიც უნდა ვითამაშო, მამა გაბრიელის ანტიპოდი გახლავთ. უსაშინლესი ადამიანია, ასეთი როლი ჯერ არ შემხვედრია და მითამაშია. კაცი, ვინც უნდა გავასახიერო, ამირან ქრისტესიაშვილი გახლავთ.

- ეს პიროვნება რეალურად არსებობდა?

- არა. ის განასახიერებს იმ სისტემას, რომელიც მამა გაბრიელსა და მართლმადიდებლობას საბჭოთა კავშირის დროს ებრძოდა. ამირანი "კაგებეს" გენერალი გახლავთ და იმ დღიდან, როგორც კი მამა გაბრიელი ამ გაზაზე დგება, მიჰყვება და ცდილობს, გაანადუროს, გატეხოს. ამირან ქრისტესიაშვილი არის რეალურად საბჭოთა კავშირის სიტემის განსახიერება. მოკლედ, ძალიან ცუდ ადამიანს ვთამაშობ. სცენარზე მუშაობისას ერთ საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინეთ: თურმე არსებობდა "უღვთო მებრძოლთა კავშირი", რომელსაც ეკლესიასთან ბრძოლაში სრული უფლება ჰქონდა მინიჭებული: ყოველგვარი გასამართლების, იურიდიული პროცედურის გარეშე, ადგილზე დაეხვრიტა სასულიერო პირები და მორწმუნეებს უსასტიკესად გასწორებოდა. მოკლედ, ამ საშინელი კავშირის ხელმძღავნელი არის ის ამირან ქრისტესიაშვილი.

- ცუდი როლი გქონიათ...

- კი, წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ებრძვის მამა გაბრიელს... როდესაც სცენარს ვეცნობოდი, სანამ ბოლომდე არ ჩავიკითხე, ვერ მივხვდი, როგორ შეიძლებოდა, ის შემესრულებინა. თან, ვფიქრობდი, ნეტავ, ეს როლი არ მქონდეს სათამაშო-მეთქი და მაინც ვერ ავცდი. ასე რომ, ვეცდები, უკიდურესად საშინელი პერსონაჟი კარგად განვასახიერო, ისე, რომ ჩემს თამაშში ეჭვი არ შეეპაროთ.

- და გადაწყვეტილი გაქვთ, იყოთ დამაჯერებელი ნაძირალა?…

- კი, უნდა ვიყო დამაჯერებელი ნაძირალა, სიყალბის გარეშე.

- როდის დაიწყება გადაღება?

- გადაღებები გაზაფხულიდან იგეგმება, მაგრამ ზუსტი თარიღი დათქმული ჯერ არ გვაქვს. შემდეგ კვირას გადაღების ზუსტ თარიღს გმოვაცხადებთ და ასევე იმას, თუ როდის ჩატარდება ქასთინგი.

- ე.ი. მამა გაბრიელის როლს ვინ ითამაშებს, ეს ჯერ არ არის გარკვეული?

- არა, ამას ქასთინგი შეარჩევს. ეს ერთ-ერთი რთული ეტაპი იქნება. გაბრიელ ბერის პერსონაჟი სამმა მსახიობმა უნდა განასახიეროს (ბერის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი რომ ზუსტად აისახოს). ამისთვის უნდა შევარჩიოთ 12-14 წლის ასაკის და 25-35 წლის ასაკის მსახიობები და მსახიობი, მამა გაბრიელის როლი უკვე ცხოვრების ბოლო ეტაპზე რომ ითამაშოს...

- ფილმს ვინ დააფინანსებს?

- განცხადება-პროექტი კულტურის სამინისტროში გვაქვს შეტანილი. ველოდებით პასუხს. ისეთი პროექტია და ისეთი ფილმია, რატომ არ უნდა დააფინანსონ?

- თუ უარი თქვეს?

- მაშინ სხვა მიმართულებით მოგვიწევს გადართვა, კერძო პირებსა და კომპანიებს უნდა მივმართოთ. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება ჭეშმარიტად სახალხო პროექტიც და ბევრი ადამიანი გამოხატავს სურვილს, მასში ჩაერთოს და კულტურის სამინისტროც დაგვეხმარება.

- ბევრი პერსონაჟი ეყოლება ფილმს?

- კი, ფილმში ძალიან ბევრი პერსონაჟი იქნება დაკავებული, დაახლოებით, 60-მდე მსახიობი, რომლებიც ასევე ქასთინგის წესით შეირჩევიან. ასე რომ, მომართულები და მობილიზებულები ვართ შრომისთვის.

- ასეთ პროექტებზე მუშაობისას საინტერესო ამბები ხდება ხოლმე...

- იყო რაღაც დამთხვევები, რაც ჩვენი გუნდისთვის სიმბოლური და ნიშნის მომცემი აღმოჩნდა. პირველად როდესაც მე და გია კაჭარავა ერთმანეთს შევხვდით, ისე მოხდა, რომ იმ დღეს მამა გაბრიელის ხსენების დღე იყო... მერე ზუსტად მაშინ, როდესაც ამ საკითხზე მსჯელობა დავიწყეთ, ჩვენი გვარი (ქაცარავების) დალოცეს და მფარველ წმინდანად გვარის წარმომადგენლებმა ისე, რომ მე არც ვიცოდი, მამა გაბრიელი აირჩიეს... ასეთი საინტერესო ამბები თითქმის ყოველდღე ხდება და იმდენად ხშირია ეს, რომ ამას მუდმივ პოზიტივად და ხელშემწყობ პირობად აღვიქვამთ. მოკლედ, ძალიან მომართულები ვართ ამ დავალების შესასრულებლად.

ლალი ფაცია

სპეცილაურად Ambebi.ge-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება