პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლოს-ანჯელესში "ოქროს გლობუსის" გადაცემის ცერემონია გაიმართა
ლოს-ანჯელესში "ოქროს გლობუსის" გადაცემის ცერემონია გაიმართა

ლოს-ან­ჯე­ლე­სის სას­ტუმ­რო Beverly Hilton-ში პრე­მია "ოქ­როს გლო­ბუ­სის" გა­და­ცე­მის რი­გით 71-ე სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა.

"სა­უ­კე­თე­სო დრა­მა­ტულ ფილ­მად" სტივ მაკ­ქვი­ნის სუ­რა­თი "12 წელი მო­ნო­ბა­ში" აღი­ა­რეს. ფილ­მი რე­ა­ლურ მოვ­ლე­ნებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. მაკ­ქვინ­მა ფილ­მი თა­ვი­სუ­ფა­ლი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლის, სო­ლო­მონ ნორ­ტა­პის მე­მუ­ა­რე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ი­ღო. სო­ლო­მონ ნორ­ტა­პი ნიუ-იორკში XIX სა­უ­კუ­ნის შუა წლებ­ში ცხოვ­რობ­და. 1841 წელს იგი ოჯახ­თან ერ­თად ვა­შინგტონ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­დაც მას სამ­სა­ხუ­რი შეს­თა­ვა­ზეს. მაგ­რამ იქ მა­მა­კა­ცი გა­ი­ტა­ცეს და ლუ­ი­ზი­ა­ნას შტატ­ში პლან­ტა­ცი­ა­ზე სა­მუ­შა­ოდ მო­ნად გა­ყი­დეს. იგი მხო­ლოდ 12 წლის შემ­დეგ გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

კრი­ტი­კო­სებ­მა სუ­რათს გა­ცი­ლე­ბით მეტი ჯილ­დო უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლეს. იგი ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი იყო კა­ტე­გო­რი­ებ­ში "სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი" (ჩი­ვე­ტელ ეჯი­ო­ფო­რი), "მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლის სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი" (მა­იკლ ფას­ბინ­დე­რი), "მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლის სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი" (ლუ­პი­ტა ნი­ონ­გო), "სა­უ­კე­თე­სო სცე­ნა­რი" (ჯონ რიდ­ლი), "სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სო­რი" (სტივ მაკ­ქვი­ნი) და "ფილ­მის სა­უ­კე­თე­სო მუ­სი­კა" (ჰანს ცი­მე­რი). მაგ­რამ პროგ­ნო­ზე­ბი არ გა­მარ­თლდა.

ცე­რე­მო­ნი­ის მთა­ვა­რი ჯილ­დოს (ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "სა­უ­კე­თე­სო დრა­მა­ტუ­ლი ფილ­მი") პრე­ტენ­დენ­ტე­ბი ასე­ვე იყ­ვნენ პოლ გრინ­გრა­სის ფილ­მი "კა­პი­ტა­ნი ფი­ლიფ­სი", ალ­ფონ­სო კუ­ა­რო­ნის "გრა­ვი­ტა­ცია", სტი­ვენ ფრირ­ზის "ფი­ლო­მე­ნა" (Philomena) და რონ ჰო­ვარ­დის "რბო­ლა".

ალ­ფონ­სო კუ­ა­რონს "ოქ­როს გლო­ბუ­სი" გა­და­ე­ცა, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სორს ფილ­მის­თვის "გრა­ვი­ტა­ცია" - მან აჯო­ბა დე­ვიდ ო.რა­სელს ("ამე­რი­კუ­ლი აფე­რა"), სტივ მაკ­ქვინს, რო­მელ­მაც "12 წელი მო­ნო­ბა­ში" გა­და­ი­ღო, ალექ­სან­დრ პე­ინს ("ნებ­რას­კა") და "კა­პი­ტა­ნი ფი­ლიფ­სის" შემ­ქმნელ პოლ გრინ­გრასს.

ფილმ "ჟას­მინ­ში" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის კეიტ ბლან­შე­ტი "დრა­მა­ტუ­ლი ფილ­მის სა­უ­კე­თე­სო ქალ მსა­ხი­ო­ბად" აღი­ა­რეს. ამ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში ასე­ვე წარ­დგე­ნილ­ნი იყ­ვნენ სან­დრა ბუ­ლო­კი ("გრა­ვი­ტა­ცია"), ჯუდი დენ­ჩი ("ფი­ლო­მე­ნა), ემა ტომპსო­ნი ("მის­ტერ ბენ­ქსის გა­და­სარ­ჩე­ნად") და კა­ე­იტ უინსლე­ტი ("შრო­მის დღე")

მე­თიუ მა­კო­ნა­ჰიმ გა­ი­მარ­ჯვა კა­ტე­გო­რი­ა­ში - "დრა­მა­ტუ­ლი ფილ­მის სა­უ­კე­თე­სო მა­მა­კა­ცი მსა­ხი­ო­ბი". ჯილ­დო მას ფილმ "და­ლა­სის მყიდ­ველ­თა კლუბ­ში" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის ერგო.

პრე­მი­ის მფლო­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბი ჯე­ნი­ფერ ლო­უ­რენ­სიც გახ­და. მან ჯილ­დო მო­ი­პო­ვა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლის სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი" ფილმ "ამე­რი­კულ აფე­რა­ში" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის.

"ოქ­როს გლო­ბუ­სი" ამ ფილმში მო­ნა­წი­ლე კი­დევ ერთ ქალ მსა­ხი­ობს ერგო. ემი ადამ­სი "სა­უ­კე­თე­სო კო­მე­დი­ურ მსა­ხი­ო­ბად" აღი­ა­რეს.

ლე­ო­ნარ­დო დი კაპ­რი­ომ "ოქ­როს გლო­ბუ­სი" მო­ი­პო­ვა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "სა­უ­კე­თე­სო მა­მა­კა­ცის როლი კო­მე­დი­ა­ში ან მი­უ­ზიკლში", ფილ­მის­თვის "უოლ-სტრი­ტის მგე­ლი" .

ფილმ "ამე­რი­კუ­ლი აფე­რას" "ოქ­როს გლო­ბუ­სი" ერგო ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "სა­უ­კე­თე­სო კო­მე­დია ან მუ­ზიკ­ლი".

რე­ჟი­სორ სტი­ვენ სო­დერ­ბერ­გის ფილმმა Behind the Candelabra-მა მო­ი­პო­ვა პრე­მია ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "სა­უ­კე­თე­სო ტე­ლე­ფილ­მი ან მინი-სე­რი­ა­ლი".

შოუ ამე­რი­კელ მსა­ხი­ო­ბებს ტინა ფეის და ემი პო­ლერს მიჰ­ყავ­დათ. სა­პა­ტიო სტუმ­რის რან­გში ცე­რე­მო­ნი­ას რე­ჟი­სო­რი ვუდი ალე­ნი ეს­წრე­ბო­და. ალე­ნი "ოქ­როს გლო­ბუს­ზე" ათ­ჯერ იყო ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი და პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დო მხო­ლოდ ორ­ჯერ მო­ი­პო­ვა.

იხი­ლეთ ასე­ვე: "ოქ­როს გლო­ბუ­სი 2014"- წი­თე­ლი ხა­ლი­ჩა (+30 ფოტო)

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.com-ის მი­ხედ­ვით.

ლოს-ანჯელესში "ოქროს გლობუსის" გადაცემის ცერემონია გაიმართა

ლოს-ანჯელესში "ოქროს გლობუსის" გადაცემის ცერემონია გაიმართა

ლოს-ანჯელესის სასტუმრო Beverly Hilton-ში პრემია "ოქროს გლობუსის" გადაცემის რიგით 71-ე საზეიმო ცერემონია გაიმართა.

"საუკეთესო დრამატულ ფილმად" სტივ მაკქვინის სურათი "12 წელი მონობაში" აღიარეს. ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. მაკქვინმა ფილმი თავისუფალი და განათლებული აფროამერიკელის, სოლომონ ნორტაპის მემუარების მიხედვით გადაიღო. სოლომონ ნორტაპი ნიუ-იორკში XIX საუკუნის შუა წლებში ცხოვრობდა. 1841 წელს იგი ოჯახთან ერთად ვაშინგტონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მას სამსახური შესთავაზეს. მაგრამ იქ მამაკაცი გაიტაცეს და ლუიზიანას შტატში პლანტაციაზე სამუშაოდ მონად გაყიდეს. იგი მხოლოდ 12 წლის შემდეგ გათავისუფლდა.

კრიტიკოსებმა სურათს გაცილებით მეტი ჯილდო უწინასწარმეტყველეს. იგი ნომინირებული იყო კატეგორიებში "საუკეთესო მსახიობი" (ჩივეტელ ეჯიოფორი), "მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო მსახიობი" (მაიკლ ფასბინდერი), "მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო მსახიობი" (ლუპიტა ნიონგო), "საუკეთესო სცენარი" (ჯონ რიდლი), "საუკეთესო რეჟისორი" (სტივ მაკქვინი) და "ფილმის საუკეთესო მუსიკა" (ჰანს ციმერი). მაგრამ პროგნოზები არ გამართლდა.

ცერემონიის მთავარი ჯილდოს (ნომინაციაში "საუკეთესო დრამატული ფილმი") პრეტენდენტები ასევე იყვნენ პოლ გრინგრასის ფილმი "კაპიტანი ფილიფსი", ალფონსო კუარონის "გრავიტაცია", სტივენ ფრირზის "ფილომენა" (Philomena) და რონ ჰოვარდის "რბოლა".

ალფონსო კუარონს "ოქროს გლობუსი" გადაეცა, როგორც საუკეთესო რეჟისორს ფილმისთვის "გრავიტაცია" - მან აჯობა დევიდ ო.რასელს ("ამერიკული აფერა"), სტივ მაკქვინს, რომელმაც "12 წელი მონობაში" გადაიღო, ალექსანდრ პეინს ("ნებრასკა") და "კაპიტანი ფილიფსის" შემქმნელ პოლ გრინგრასს.

ფილმ "ჟასმინში" შესრულებული როლისთვის კეიტ ბლანშეტი "დრამატული ფილმის საუკეთესო ქალ მსახიობად" აღიარეს. ამ ნომინაციაში ასევე წარდგენილნი იყვნენ სანდრა ბულოკი ("გრავიტაცია"), ჯუდი დენჩი ("ფილომენა), ემა ტომპსონი ("მისტერ ბენქსის გადასარჩენად") და კაეიტ უინსლეტი ("შრომის დღე")

მეთიუ მაკონაჰიმ გაიმარჯვა კატეგორიაში - "დრამატული ფილმის საუკეთესო მამაკაცი მსახიობი". ჯილდო მას ფილმ "დალასის მყიდველთა კლუბში" შესრულებული როლისთვის ერგო.

პრემიის მფლობელი მსახიობი ჯენიფერ ლოურენსიც გახდა. მან ჯილდო მოიპოვა ნომინაციაში "მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო მსახიობი" ფილმ "ამერიკულ აფერაში" შესრულებული როლისთვის.

"ოქროს გლობუსი" ამ ფილმში მონაწილე კიდევ ერთ ქალ მსახიობს ერგო. ემი ადამსი "საუკეთესო კომედიურ მსახიობად" აღიარეს.

ლეონარდო დი კაპრიომ "ოქროს გლობუსი" მოიპოვა ნომინაციაში "საუკეთესო მამაკაცის როლი კომედიაში ან მიუზიკლში", ფილმისთვის "უოლ-სტრიტის მგელი" .

ფილმ "ამერიკული აფერას" "ოქროს გლობუსი" ერგო ნომინაციაში "საუკეთესო კომედია ან მუზიკლი".

რეჟისორ სტივენ სოდერბერგის ფილმმა Behind the Candelabra-მა მოიპოვა პრემია ნომინაციაში "საუკეთესო ტელეფილმი ან მინი-სერიალი".

შოუ ამერიკელ მსახიობებს ტინა ფეის და ემი პოლერს მიჰყავდათ. საპატიო სტუმრის რანგში ცერემონიას რეჟისორი ვუდი ალენი ესწრებოდა. ალენი "ოქროს გლობუსზე" ათჯერ იყო ნომინირებული და პრესტიჟული ჯილდო მხოლოდ ორჯერ მოიპოვა.

იხილეთ ასევე: "ოქროს გლობუსი 2014"- წითელი ხალიჩა (+30 ფოტო)

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება