პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდასხმა სუხიშვილებზე - ნინო სუხიშვილის პირველი კომენტარი (ექსკლუზივი)
თავდასხმა სუხიშვილებზე - ნინო სუხიშვილის პირველი კომენტარი (ექსკლუზივი)

"რა­მიშ­ვი­ლე­ბის" პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი" დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აა­ნონ­სებ­დნენ, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში წარ­მა­ტე­ბით შედ­გა. თუმ­ცა ახა­ლი პროგ­რა­მის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ასე­თი შე­ფა­სე­ბაც გაჩ­ნდა, - "ეს ყვე­ლა­ფე­რი სი­ახ­ლე კი არა, ჰონგ კონ­გის ბა­ლე­ტის" პროგ­რა­მის ანა­ლო­გი­ა­აო... სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის პლა­გი­ა­ტო­ბა­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას ისი­ნიც აჰ­ყვნენ, ვი­საც ზო­გა­დად "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ექ­ტის მი­მართ აქვთ უარ­ყო­ფი­თი პო­ზი­ცია...

Ambebi.ge კო­მენ­ტა­რის­თვის ნინო სუ­ხიშ­ვილს, "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის" ხელ­მძღვა­ნელს და­უ­კავ­შირ­და.

- ნინო, პრე­მი­ე­რის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ ქვე­ნი ახა­ლი პრო­ექ­ტი "რა­მიშ­ვი­ლე­ბი" "ჰონგ კონ­გის ბა­ლე­ტის" ანა­ლო­გია. რას იტყვით ამა­ზე?

- ეს ამ­ბა­ვი მეც სხვის­გან გა­ვი­გე... რო­დე­საც ამა თუ იმ ახალ პრო­ექ­ტზე ვმუ­შა­ობთ, ჩვენ­თვის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო ყო­ველ­თვის ქარ­თუ­ლი ცეკ­ვაა (რაც უნდა არა­ფოლკ­ლო­რულ პრო­ექტს ვა­კე­თებ­დეთ); ჩვენ­თვის ყვე­ლა­ფერ­ში - კოს­ტი­უ­მებ­შიც და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ა­შიც ქარ­თუ­ლი ცეკ­ვაა ამო­სა­ვა­ლი, რად­გა­ნაც მუ­შა­ო­ბა სხვა­ნა­ი­რად არ გა­მოგ­ვდის. იმას, რა­საც ახლა ჩვე­ნი ახა­ლი პრო­ექ­ტი ("რა­მიშ­ვი­ლე­ბი") შე­ა­და­რეს, ანუ ჩი­ნურს, ტა­ი­ლან­დურს თუ ია­პო­ნურს, ამა­ზე რა კო­მენ­ტა­რი უნდა გა­ვა­კე­თო, არც ვიცი. მთე­ლი ჩი­ნე­თი და ტა­ი­ლან­დი გა­დაჭ­რე­ლე­ბუ­ლია ფე­რა­დი ში­ფო­ნი­ა­ნი სა­ხე­ლო­ი­ა­ნი კა­ბე­ბით, დარ­ბი­ან და იმ გრძელ სა­ხე­ლო­ებს და­აფ­რი­ა­ლე­ბენ. შე­იძ­ლე­ბა ეს სცე­ნა არა­ერთ კარგ ფილმშიც იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ ჩვენს ნა­მუ­შე­ვარს მას ვერც ვა­და­რებ, ანა­ლოგს ვერ ვავ­ლებ, რად­გა­ნაც ამ მხრივ ქარ­თუ­ლი კოს­ტი­უ­მი (ოსუ­რი, გნე­ბავთ, მთი­უ­ლუ­რი კაბა) გრძე­ლი, გამჭვირ­ვა­ლე ში­ფო­ნი­ა­ნი სა­ხე­ლო­ე­ბით სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ის ჩვენს პროგ­რა­მა­ში ბევ­რი წე­ლია, არ­სე­ბობს. აქამ­დე თვალ­ში არა­ვის მოხ­ვედ­რია? იქ­ნებ აქე­დან აქვთ სხვებს იქ წა­ღე­ბუ­ლი?

- ხაზ­გას­მა ხდე­ბა კი­დევ ერთ ილეთ­ზე, რა­საც მუხ­ლებ­ზე და­ცე­მა და გას­რი­ა­ლე­ბა ჰქვია...

- სა­სა­ცი­ლოა... მუხ­ლებ­ზე და­ცე­მა-გას­რი­ლე­ბა ჩვენს პროგ­რა­მა­ში რო­დი­დან არის, არც კი ვიცი. კარ­გად მახ­სოვს, როცა ჩვე­ნი ან­სამ­ბლი, "ბროდ­ვე­ი­ზე", 80-იან წლებ­ში ერთ-ერთი წლის სა­უ­კე­თე­სო შოუდ გა­მო­ცხად­და, მიშა ბა­რიშ­ნი­კო­ვი მო­ვი­და და ბე­ბი­ა­ჩემს ხე­ლე­ბი და­უ­კოც­ნა. მო­ცეკ­ვა­ვე ბი­ჭებს კი ეკი­თხე­ბო­და: - მუხ­ლებ­ზე გას­რი­ა­ლე­ბას რო­გორ აკე­თებ­თო? ის კი არა, ქალ­ბა­ტო­ნი ნინო ერ­თა­დერ­თი ქალი იყო, ვინც მუხ­ლებ­ზე გას­რი­ა­ლე­ბას აკე­თებ­და. ასე რომ, ეს ყვე­ლა­ფე­რი თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლია და ბო­რო­ტი შე­ფა­სე­ბე­ბია! ვი­საც ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბის შურს, ბოღ­მა არ ას­ვე­ნებს, ინ­ტერ­ნე­ტიც სწო­რედ მათი მეშ­ვე­ო­ბით ჭრელ­დე­ბა.

- იყა­ვით ასე­თი შე­ფა­სე­ბე­ბის­თვის მზად?

- ამ კონ­კრე­ტულ პრო­ექ­ტზე ამა­ზე არც გვი­ფიქ­რია... ისე, ქარ­თულ ცეკ­ვა­საც რომ ვა­კე­თებთ, მა­ში­ნაც არის ამ­დაგ­ვა­რი თავ­დას­ხმა... რე­ა­ლუ­რად კი ჩვენს კონ­ცერ­ტებ­ზე ბი­ლეთს ვერ იშო­ვით, ხალ­ხი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია... იწე­რე­ბა და­დე­ბი­თი რე­ცენ­ზი­ე­ბი... ახლა თუ ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­ცი­რე­სი პრო­ცენ­ტი ამით ბედ­ნი­ე­რი არ არის, ეს მათი პრობ­ლე­მაა. წე­სით, ასეთ თე­მა­ზე კო­მენ­ტარს არც უნდა ვა­კე­თებ­დე, რად­გა­ნაც ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა. სა­ერ­თოდ, ყო­ველ­თვის თავს ვი­კა­ვებ, რო­დე­საც პლა­გი­ა­ტო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი. რა უნდა ვთქვა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ჩვენ­გან იღე­ბენ, გვბა­ძა­ვენ, ჩვენ­სას იმე­ო­რე­ბენ და სწო­რედ ეს არის იმის მი­ზე­ზი, რომ სულ ახალ-ახა­ლის კე­თე­ბა გვინ­და... არას­დროს ჩემს კო­ლე­გებ­ზე არა­ფე­რი მით­ქვამს.

- სა­ერ­თოდ, რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ ამ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა?

- ამ პრო­ექ­ტით შე­ვე­ცა­დეთ, გა­მოგ­ვე­ხა­ტა ის, რისი თქმაც დღეს­დღე­ო­ბით გვინ­დო­და. მოკ­ლედ, "რა­მიშ­ვი­ლებ­ში" რაც გვა­წუ­ხებს, ყვე­ლა­ფე­რი ჩავ­დეთ. არის აგ­რე­სია, სიყ­ვა­რუ­ლი, ბრძო­ლა, ნოს­ტალ­გი­აც... ასე რომ, ჩავ­დეთ ტკი­ვი­ლიც და სი­ხა­რუ­ლიც, ბევ­რი ემო­ცია. ეს არის 50-წუ­თი­ა­ნი, ერთი ამო­სუნ­თქვით მო­ყო­ლი­ლი ამ­ბა­ვი. ჩვე­ნი შრო­მა წარ­მა­ტე­ბუ­ლიც აღ­მოჩ­ნდა და პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან მომ­წონს. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ პრე­მი­ე­რა შედ­გა და შოუს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ძა­ხი­ლი აქვს, მშვე­ნი­ე­რი რე­ცენ­ზი­ე­ბია. ახლა თუ ვი­ღაც გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი სა­დღაც ზის და წერს რა­ღა­ცას, რო­მელ­საც დრო და ენერ­გია არ ენა­ნე­ბა, ის ჩემ­ში სიბ­რა­ლულს იწ­ვევს.

თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღა­ცას რა­ღაც მარ­თლა არ მო­ე­წო­ნოს, რაც ნორ­მა­ლუ­რია, რად­გა­ნაც ყვე­ლა­ფე­რი გე­მოვ­ნე­ბის სა­კი­თხია და და­საძ­რა­ხიც არა­ფე­რია, მაგ­რამ რო­დე­საც ეს ყვე­ლაფ­რი გეს­ლი­თა და ბოღ­მით კეთ­დე­ბა, ამა­ზე რე­ა­გი­რე­ბაც უაზ­რო­ბაა.

მთა­ვა­რი ის არის, რომ ჩვე­ნი ად­გი­ლი ქარ­თულ კულ­ტუ­რა­ში კარ­გად და­ვი­კა­ვეთ. ისე, ისიც კარ­გია, როცა ამ­დე­ნი კვი­რა შენ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად Ambebi.ge-სთვის

იხი­ლეთ ვი­დეო "რა­მიშ­ვი­ლე­ბის" პრე­მი­ე­რი­დან

იხი­ლეთ ვი­დეო

თავდასხმა სუხიშვილებზე - ნინო სუხიშვილის პირველი კომენტარი (ექსკლუზივი)

თავდასხმა სუხიშვილებზე - ნინო სუხიშვილის პირველი კომენტარი (ექსკლუზივი)

"რამიშვილების" პროექტი, რომელსაც "სუხიშვილები" დიდი ხნის განმავლობაში აანონსებდნენ, რუსთაველის თეატრში წარმატებით შედგა. თუმცა ახალი პროგრამის შესახებ ინტერნეტსივრცეში ასეთი შეფასებაც გაჩნდა, - "ეს ყველაფერი სიახლე კი არა, ჰონგ კონგის ბალეტის" პროგრამის ანალოგიააო... სუხიშვილების პლაგიატობაში დადანაშაულებას ისინიც აჰყვნენ, ვისაც ზოგადად "სუხიშვილების" ნებისმიერი პროექტის მიმართ აქვთ უარყოფითი პოზიცია...

Ambebi.ge კომენტარისთვის ნინო სუხიშვილს, "სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის" ხელმძღვანელს დაუკავშირდა.

- ნინო, პრემიერის შემდეგ სოციალურ ქსელში წერენ, რომ ქვენი ახალი პროექტი "რამიშვილები" "ჰონგ კონგის ბალეტის" ანალოგია. რას იტყვით ამაზე?

- ეს ამბავი მეც სხვისგან გავიგე... როდესაც ამა თუ იმ ახალ პროექტზე ვმუშაობთ, ჩვენთვის შთაგონების წყარო ყოველთვის ქართული ცეკვაა (რაც უნდა არაფოლკლორულ პროექტს ვაკეთებდეთ); ჩვენთვის ყველაფერში - კოსტიუმებშიც და ქორეოგრაფიაშიც ქართული ცეკვაა ამოსავალი, რადგანაც მუშაობა სხვანაირად არ გამოგვდის. იმას, რასაც ახლა ჩვენი ახალი პროექტი ("რამიშვილები") შეადარეს, ანუ ჩინურს, ტაილანდურს თუ იაპონურს, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, არც ვიცი. მთელი ჩინეთი და ტაილანდი გადაჭრელებულია ფერადი შიფონიანი სახელოიანი კაბებით, დარბიან და იმ გრძელ სახელოებს დააფრიალებენ. შეიძლება ეს სცენა არაერთ კარგ ფილმშიც იყოს გამოყენებული, მაგრამ ჩვენს ნამუშევარს მას ვერც ვადარებ, ანალოგს ვერ ვავლებ, რადგანაც ამ მხრივ ქართული კოსტიუმი (ოსური, გნებავთ, მთიულური კაბა) გრძელი, გამჭვირვალე შიფონიანი სახელოებით საუკუნეებიდან მოყოლებული გამოირჩეოდა. ის ჩვენს პროგრამაში ბევრი წელია, არსებობს. აქამდე თვალში არავის მოხვედრია? იქნებ აქედან აქვთ სხვებს იქ წაღებული?

- ხაზგასმა ხდება კიდევ ერთ ილეთზე, რასაც მუხლებზე დაცემა და გასრიალება ჰქვია...

- სასაცილოა... მუხლებზე დაცემა-გასრილება ჩვენს პროგრამაში როდიდან არის, არც კი ვიცი. კარგად მახსოვს, როცა ჩვენი ანსამბლი, "ბროდვეიზე", 80-იან წლებში ერთ-ერთი წლის საუკეთესო შოუდ გამოცხადდა, მიშა ბარიშნიკოვი მოვიდა და ბებიაჩემს ხელები დაუკოცნა. მოცეკვავე ბიჭებს კი ეკითხებოდა: - მუხლებზე გასრიალებას როგორ აკეთებთო? ის კი არა, ქალბატონი ნინო ერთადერთი ქალი იყო, ვინც მუხლებზე გასრიალებას აკეთებდა. ასე რომ, ეს ყველაფერი თითიდან გამოწოვილია და ბოროტი შეფასებებია! ვისაც ჩვენი წარმატების შურს, ბოღმა არ ასვენებს, ინტერნეტიც სწორედ მათი მეშვეობით ჭრელდება.

- იყავით ასეთი შეფასებებისთვის მზად?

- ამ კონკრეტულ პროექტზე ამაზე არც გვიფიქრია... ისე, ქართულ ცეკვასაც რომ ვაკეთებთ, მაშინაც არის ამდაგვარი თავდასხმა... რეალურად კი ჩვენს კონცერტებზე ბილეთს ვერ იშოვით, ხალხი აღფრთოვანებულია... იწერება დადებითი რეცენზიები... ახლა თუ ადამიანების უმცირესი პროცენტი ამით ბედნიერი არ არის, ეს მათი პრობლემაა. წესით, ასეთ თემაზე კომენტარს არც უნდა ვაკეთებდე, რადგანაც ძალიან სასაცილოა. საერთოდ, ყოველთვის თავს ვიკავებ, როდესაც პლაგიატობაზეა ლაპარაკი. რა უნდა ვთქვა, მთელი ცხოვრება ჩვენგან იღებენ, გვბაძავენ, ჩვენსას იმეორებენ და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ სულ ახალ-ახალის კეთება გვინდა... არასდროს ჩემს კოლეგებზე არაფერი მითქვამს.

- საერთოდ, რატომ გადაწყვიტეთ ამ პროექტზე მუშაობა?

- ამ პროექტით შევეცადეთ, გამოგვეხატა ის, რისი თქმაც დღესდღეობით გვინდოდა. მოკლედ, "რამიშვილებში" რაც გვაწუხებს, ყველაფერი ჩავდეთ. არის აგრესია, სიყვარული, ბრძოლა, ნოსტალგიაც... ასე რომ, ჩავდეთ ტკივილიც და სიხარულიც, ბევრი ემოცია. ეს არის 50-წუთიანი, ერთი ამოსუნთქვით მოყოლილი ამბავი. ჩვენი შრომა წარმატებულიც აღმოჩნდა და პროექტი ძალიან მომწონს. ბედნიერი ვარ, რომ პრემიერა შედგა და შოუს არაჩვეულებრივი გამოძახილი აქვს, მშვენიერი რეცენზიებია. ახლა თუ ვიღაც გაბოროტებული ადამიანი სადღაც ზის და წერს რაღაცას, რომელსაც დრო და ენერგია არ ენანება, ის ჩემში სიბრალულს იწვევს.

თუმცა შეიძლება, ვიღაცას რაღაც მართლა არ მოეწონოს, რაც ნორმალურია, რადგანაც ყველაფერი გემოვნების საკითხია და დასაძრახიც არაფერია, მაგრამ როდესაც ეს ყველაფრი გესლითა და ბოღმით კეთდება, ამაზე რეაგირებაც უაზრობაა.

მთავარი ის არის, რომ ჩვენი ადგილი ქართულ კულტურაში კარგად დავიკავეთ. ისე, ისიც კარგია, როცა ამდენი კვირა შენზე ლაპარაკობენ...

ლალი ფაცია

სპეციალურად Ambebi.ge-სთვის

იხილეთ ვიდეო "რამიშვილების" პრემიერიდან

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება