საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მექალთანე იბრაგიმ ფაშას სასიყვარულო ინტრიგები რეალურ ცხოვრებაში
მექალთანე იბრაგიმ ფაშას სასიყვარულო ინტრიგები რეალურ ცხოვრებაში

თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი "დი­დე­ბუ­ლი სა­უ­კუ­ნის" თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის­თვის ფარ­გე­ლოს, იგი­ვე იბ­რა­გიმ ფა­შას რო­ლის შემ­სრუ­ლებ­ლის ოკან ია­ლა­ბი­კის ცხოვ­რე­ბა იქ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ოკა­ნი 1978 წლის 13 დე­კემ­ბერს, სტამ­ბოლ­ში და­ი­ბა­და. სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა­ში პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ოკან­მა ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბა­ში გა­დად­გა - სკო­ლის თე­ატ­რში ას­რუ­ლებ­და მთა­ვარ რო­ლებს. სწო­რედ მა­შინ მიხ­ვდა ია­ლა­ბი­კი, რომ მისი მო­წო­დე­ბა მსა­ხი­ო­ბო­ბაა.

იმი­სათ­ვის, რომ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­ეღრმა­ვე­ბი­ნა, ოკან­მა სტამ­ბო­ლის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­ა­ბა­რა, სა­დაც მან არა მარ­ტო მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო, არა­მედ თურ­ქე­თის სა­უ­კე­თე­სო პე­და­გო­გებ­თან გა­იღ­რმა­ვა სამ­სა­ხი­ო­ბო ცოდ­ნა.

ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ოკან ია­ლა­ბიკ­მა სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მო­სინ­ჯა, კერ­ძოდ კი ტე­ლე­სე­რი­ა­ლებ­ში. პირ­ვე­ლი როლი ოკან­მა 2003 წელს, სე­რი­ალ­ში შერ­სე­რი შე­ას­რუ­ლა, სა­დაც მა­ღა­ლი წრის წარ­მო­მად­გე­ნელ გო­გო­ნა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა, უმუ­შე­ვა­რი ახალ­გაზ­რდა გა­ნა­სა­ხი­რა.

შემ­დეგ იყო მსა­ხი­ო­ბის გარ­და­სახ­ვა ფილმში "გა­მი­გე, საყ­ვა­რე­ლო" (2006 წ.), ამას მოყ­ვა "შე­მოდ­გო­მის ტკი­ვი­ლი", "ნა­დი­რო­ბის სე­ზო­ნი" (რომ­ლის­თვი­საც უმაღ­ლე­სი ჯილ­დო და­იმ­სა­ხუ­რა) და სხვა...

თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა ოკანს "დი­დე­ბულ­მა სა­უ­კუ­ნემ" მო­უ­ტა­ნა. მსა­ხი­ობ­მა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად შე­ას­რუ­ლა ფარ­გე­ლოს როლი, მან უმაღ­ლე­სი სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბით გად­მოს­ცა ფილმში სიყ­ვა­რუ­ლი, პა­ტი­ვის­ცე­მა, შური და კონ­კუ­რენ­ტებ­თან ბრძო­ლის უნა­რი.

მა­მა­კა­ცის რო­ლის სა­უ­კე­თე­სოდ შეს­რუ­ლე­ბის­თვის სე­რი­ალ­ში "დი­დე­ბუ­ლი სა­უ­კუ­ნე" ოკა­ნი უმაღ­ლე­სი პრე­მი­ით - "ან­ტა­ლია" -და­ა­ჯილ­დო­ეს.

დღე­ი­სათ­ვის ოკანს 40-მდე წარ­მა­ტე­ბუ­ლი როლი აქვს ნა­თა­მა­შე­ვი.

მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე კი ცნო­ბი­ლია ის, რომ მსა­ხი­ო­ბი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ხვდე­ბო­და ულა­მა­ზეს თურქ მსა­ხი­ობ ქალს, ჰან­დე სო­რალს, წყვი­ლი 2 წლის წინ კი­დეც უნდა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა, მოვ­ლე­ნე­ბი მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­იც­ვა­ლა და ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ.

ახლა მსა­ხი­ო­ბი სხვა თურქ ლა­მაზ­მანს, ასე­ვე მსა­ხი­ობს, ჰან­დე დო­გან­დე­მირს ხვდე­ბა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ასე­ვე: მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი მა­მა­კა­ცი - ვის ეკუთ­ვნის მალ­კო­ჩოგ­ლუ ბალი ბეის გული?

mona liza
0

პარგელო, პარგალი არაა მართალი. იბრაჰიმ მამაკაცის სახელია ხოლო პარგა თურქულად პართიას(ადმინისტრაციული ერთეული, ტერიტორი) ჰქვია და უნდა თარგმნილიყო როგორც იბრაიმ პართიელი, პართიიდან

მექალთანე იბრაგიმ ფაშას სასიყვარულო ინტრიგები რეალურ ცხოვრებაში

მექალთანე იბრაგიმ ფაშას სასიყვარულო ინტრიგები რეალურ ცხოვრებაში

თურქული სერიალების მოყვარულთათვის, განსაკუთრებით კი "დიდებული საუკუნის" თაყვანისმცემლებისთვის ფარგელოს, იგივე იბრაგიმ ფაშას როლის შემსრულებლის ოკან იალაბიკის ცხოვრება იქნება საინტერესო.

იხილეთ ფოტოგალერეა

ოკანი 1978 წლის 13 დეკემბერს, სტამბოლში დაიბადა. სამსახიობო კარიერაში პირველი ნაბიჯები ოკანმა ჯერ კიდევ ბავშვობაში გადადგა - სკოლის თეატრში ასრულებდა მთავარ როლებს. სწორედ მაშინ მიხვდა იალაბიკი, რომ მისი მოწოდება მსახიობობაა.

იმისათვის, რომ შემოქმედებითი პოტენციალი გაეღრმავებინა, ოკანმა სტამბოლის კონსერვატორიაში ჩააბარა, სადაც მან არა მარტო მუსიკალური განათლება მიიღო, არამედ თურქეთის საუკეთესო პედაგოგებთან გაიღრმავა სამსახიობო ცოდნა.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ოკან იალაბიკმა საკუთარი შესაძლებლობები ტელევიზიაში მოსინჯა, კერძოდ კი ტელესერიალებში. პირველი როლი ოკანმა 2003 წელს, სერიალში შერსერი შეასრულა, სადაც მაღალი წრის წარმომადგენელ გოგონაზე შეყვარებული ახალგაზრდა, უმუშევარი ახალგაზრდა განასახირა.

შემდეგ იყო მსახიობის გარდასახვა ფილმში "გამიგე, საყვარელო" (2006 წ.), ამას მოყვა "შემოდგომის ტკივილი", "ნადირობის სეზონი" (რომლისთვისაც უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა) და სხვა...

თუმცა, ყველაზე დიდი პოპულარობა ოკანს "დიდებულმა საუკუნემ" მოუტანა. მსახიობმა არაჩვეულებრივად შეასრულა ფარგელოს როლი, მან უმაღლესი სამსახიობო ოსტატობით გადმოსცა ფილმში სიყვარული, პატივისცემა, შური და კონკურენტებთან ბრძოლის უნარი.

მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის სერიალში "დიდებული საუკუნე" ოკანი უმაღლესი პრემიით - "ანტალია" -დააჯილდოეს.

დღეისათვის ოკანს 40-მდე წარმატებული როლი აქვს ნათამაშევი.

მის პირად ცხოვრებაზე კი ცნობილია ის, რომ მსახიობი დიდი ხნის განმავლობაში ხვდებოდა ულამაზეს თურქ მსახიობ ქალს, ჰანდე სორალს, წყვილი 2 წლის წინ კიდეც უნდა დაქორწინებულიყო, თუმცა, მოვლენები მოულოდნელად შეიცვალა და ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

ახლა მსახიობი სხვა თურქ ლამაზმანს, ასევე მსახიობს, ჰანდე დოგანდემირს ხვდება.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მამაკაცი - ვის ეკუთვნის მალკოჩოგლუ ბალი ბეის გული?