მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტკივილი, რომელიც სოფო ნიჟარაძეს პარტნიორთან აერთიანებს
ტკივილი, რომელიც სოფო ნიჟარაძეს პარტნიორთან აერთიანებს

სოფო ნი­ჟა­რა­ძი­სა და რა­მაზ ლა­ზა­რიშ­ვი­ლის წყვი­ლი პრო­ექტს "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" წინა ხუთ­შა­ბათს, შოუს და­წყე­ბამ­დე ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ადრე, სო­ფოს მა­მის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო გა­მო­ე­თი­შა... 21 წლის რა­მაზ ლა­ზა­რიშ­ვი­ლი მე­წყვი­ლე­ზე, სა­კუ­თარ და­დე­ბით და უარ­ყო­ფით თვი­სე­ბებ­ზე გვე­სა­უბ­რა, ბო­ლოს კი ისიც გაგ­ვიმ­ხი­ლა, თუ რას ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას ქა­ლის შე­ფა­სე­ბი­სას.

- ძა­ლი­ან ცუდი ფაქ­ტი მოხ­და: შოუს და­წყე­ბამ­დე ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ადრე, ანუ როცა უკვე გე­ნე­რა­ლუ­რი რე­პე­ტი­ცია გავ­ლი­ლი გვქონ­და და სას­ცე­ნო კოს­ტი­უ­მე­ბიც გვეც­ვა, სო­ფოს ცუდი ამ­ბა­ვი შე­ა­ტყო­ბი­ნეს. ჩემი მე­წყვი­ლის გამო ვწუხ­ვარ, რად­გან ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი, რას ნიშ­ნავს მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბა - ეს ტკი­ვი­ლი მეც გა­მოც­დი­ლი მაქვს.

- თქვენ ამ პრო­ექ­ტის ერთ-ერთი ფა­ვო­რი­ტი წყვი­ლი იყა­ვით და შე­სა­ბა­მი­სად, გა­მარ­ჯვე­ბის დიდი შან­სიც გქონ­დათ...

- გე­თან­ხმე­ბი, გა­მარ­ჯვე­ბის მარ­თლაც დიდი შან­სი გვქონ­და. გული მწყდე­ბა, პრო­ექტს ნა­ად­რე­ვად რომ გა­მო­ვე­თი­შეთ, მაგ­რამ სო­ფოს გუ­ლის­წყვე­ტას­თან შე­და­რე­ბით, ჩემი არა­ფე­რია.

- სო­ფოს მა­მას ხომ არ იც­ნობ­დი?

- არა, პი­რა­დად არ ვიც­ნობ­დი.

- იყა­ვი პა­ნაშ­ვიდ­ზე? სო­ფოს მი­უ­სამ­ძიმ­რე?

- იმ სა­ღა­მოს­ვე წა­ვე­დი, მაგ­რამ მის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს ვერ მი­ვა­გე­ნი, ზუს­ტი მი­სა­მარ­თი არ ვი­ცო­დი, ამი­ტომ მე­ო­რე დღეს მი­ვე­დი და მი­ვუ­სამ­ძიმ­რე.

- ხომ არ იცი, ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად რით გარ­და­იც­ვა­ლა?

- რო­გორც ვიცი, მძი­მე სე­ნით იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, სიმ­სივ­ნე ჰქონ­და.

- თა­ვად სო­ფო­ზე რას იტყვი, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნია? და­მე­გობ­რე­ბა უკვე მო­ას­წა­რით?

- უშუ­ა­ლო და მე­გობ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნია. რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი და თბი­ლი პი­როვ­ნე­ბაა და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ასეთ ადა­მი­ან­თან არ იმე­გობ­რო?

- რა­მაზ, თუ არ­სე­ბობს შან­სი იმი­სა, რომ პრო­ექ­ტში დაბ­რუნ­დეთ?

- სამ­წუ­ხა­როდ, პრო­ექ­ტში ჩვე­ნი დაბ­რუ­ნე­ბის შან­სი აღარ არ­სე­ბობს, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ამა­ზე ლა­პა­რა­კი ჯერ ნა­ად­რე­ვია.

- მას შემ­დეგ, რაც ასე პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დი, ალ­ბათ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბიც მო­გიმ­რავ­ლდნენ, არა?

- რა თქმა უნდა, მაგ­რამ შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი ნამ­დვი­ლად არ მყავს და არც მათი მო­გე­რი­ე­ბა მიხ­დე­ბა. ისი­ნი უბ­რა­ლოდ, თბილ მე­სი­ჯებს მწე­რენ, რაც გარ­კვე­უ­ლი დო­ზით სა­სი­ა­მოვ­ნოც არის. სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მით ვცხოვ­რობ და ხან­და­ხან გა­სარ­თო­ბა­დაც ვერ ვიც­ლი.

- შენი ოჯა­ხი გაგ­ვა­ცა­ნი...

- თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. მყავს დედა და ჩემ­ზე უფ­რო­სი ორი და: ირი­ნა და სოფო ლა­ზა­რიშ­ვი­ლე­ბი. ერთი საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს, მე­ო­რე კი გა­თხო­ვი­ლია და თა­ვი­სი ოჯა­ხი აქვს. დე­და­ჩე­მი იტა­ლი­ა­შია. კი­დევ, მყავს ბე­ბია. მამა, 17 წლის რომ გავ­ხდი, მა­შინ გარ­და­მეც­ვა­ლა. ბავ­შვო­ბი­დან საკ­მა­ოდ და­მო­უ­კი­დებ­ლად ვიზ­რდე­ბო­დი.

- შენი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და?

- და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას დე­დამ მი­მაჩ­ვია. ის ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და, ჩემს საქ­მე­ში ნაკ­ლე­ბად ჩა­რე­უ­ლი­ყო. გაკ­ვე­თი­ლე­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ფეხ­ბურ­თსა და ცეკ­ვა­ზე მარ­ტო დავ­დი­ო­დი, სკო­ლის და­ვა­ლე­ბებ­საც და­მო­უ­კი­დებ­ლად ვას­რუ­ლებ­დი. ასე იმი­ტომ კი არ ხდე­ბო­და, რომ დედა დრო­ის დე­ფი­ციტს გა­ნიც­დი­და, უბ­რა­ლოდ, ცდი­ლობ­და, მას­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ გავმხდა­რი­ყა­ვი. "შენ ამას შეძ­ლებ!"- ყო­ველ­თვის ამ სი­ტყვე­ბით მამ­ხნე­ვებ­და.

- შე­გიძ­ლია შენს და­დე­ბით და უარ­ყო­ფით თვი­სე­ბებ­ზე გვე­სა­უბ­რო?

- სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი ყო­ველ­თვის მი­ჭირს, მაგ­რამ შე­ვეც­დე­ბი... მოდი, უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბით და­ვი­წყებ, რად­გან სა­კუ­თა­რი თა­ვის კრი­ტი­კა უფრო კარ­გად გა­მომ­დის, ვიდ­რე - ქება-დი­დე­ბა (იღი­მის). ჩემს ყვე­ლა­ზე დიდ უარ­ყო­ფით თვი­სე­ბად მი­ვიჩ­ნევ იმას, რომ "ფეთ­ქე­ბა­დი"ხა­სი­ა­თი მაქვს, რაც შე­ე­ხე­ბა და­დე­ბითს - შრო­მის­მოყ­ვა­რე ვარ. სახ­ლში ყოფ­ნაც დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს, რის გა­მოც მე­გობ­რე­ბი ხში­რად მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ. მე­უბ­ნე­ბი­ან: გა­რეთ გა­მო­დი, სახ­ლში რას აკე­თე­ბო და ხან სად მთა­ვა­ზო­ბენ წას­ვლას და ხან - სად (იცი­ნის).

- რამ შე­იძ­ლე­ბა წო­ნას­წო­რო­ბა და­გა­კარ­გვი­ნოს?

- ყვე­ლა­ზე მე­ტად, ადა­მი­ან­ში უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მა­ღი­ზი­ა­ნებს. ასე­თებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან მი­ჭირს. თა­ვად ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ვარ. მიყ­ვარს, როცა ყვე­ლა საქ­მე გათ­ვლი­ლი და და­გეგ­მი­ლი მაქვს.

- ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებ­ზე რა აზ­რის ხარ?

- ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებს დიდ პა­ტივს ვცემ, მაგ­რამ რა­ღა­ცებ­ზე ევ­რო­პუ­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი მაქვს. ბავ­შვო­ბი­დან ვი­ცო­დი, რომ კა­რი­ე­რის გა­საგ­რძე­ლებ­ლად იტა­ლი­ა­ში (დე­დას­თან) ან საფ­რან­გეთ­ში (ჩემს დას­თან) უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი. ჰოდა, ასეც მოხ­და: სას­წავ­ლებ­ლად იტა­ლი­ა­ში წა­ვე­დი, იქა­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე. წე­სით, კა­რი­ე­რაც იქ უნდა ამე­წყო, მაგ­რამ ევ­რო­პა­ში ყოფ­ნა ვერ შევ­ძე­ლი. აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ პატ­რი­ო­ტი ვარ (იცი­ნის) და სულ რა­ღაც 3 თვე­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი.

- რა­მაზ, რო­გო­რი გო­გო­ნე­ბი მოგ­წონს?

- ლა­მა­ზი და მომ­ხიბ­ვლე­ლი შე­იძ­ლე­ბა, ქე­რაც იყოს და შავგვრე­მა­ნიც. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მან­დი­ლო­სა­ნი მთლი­ა­ნო­ბა­ში რო­გო­რია.

- მან­დი­ლოს­ნის შე­ფა­სე­ბი­სას უპი­რა­ტე­სო­ბას მის ში­ნა­გან სამ­ყა­როს ანი­ჭებ თუ გა­რეგ­ნო­ბას?

- რომ გი­თხრა, - ში­ნა­გან სამ­ყა­როს-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებ. პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მა­ინც ადა­მი­ა­ნის გა­რეგ­ნო­ბი­დან იქ­მნე­ბა და ამის შემ­დეგ ინ­ტე­რეს­დე­ბი მისი ხა­სი­ა­თი­თა და თვი­სე­ბე­ბით. ვინც ამ­ბობს, რომ უპი­რა­ტე­სო­ბას ქა­ლის ში­ნა­გან სამ­ყა­როს ანი­ჭებს, მისი არ მჯე­რა. ლო­გი­კუ­რია, რომ თუ ადა­მი­ა­ნი გა­რეგ­ნუ­ლად არ მო­გე­წო­ნა, მისი ახ­ლოს გაც­ნო­ბის სურ­ვი­ლიც არ გა­გიჩ­ნდე­ბა.

- მან­დი­ლო­სანს სიყ­ვა­რუ­ლი თუ აუხ­სნია შენ­თვის?

- (იღი­მის) არა, ასე­თი შემ­თხვე­ვა ნამ­დვი­ლად არ მქო­ნია, რაც ალ­ბათ ჩემი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბის ბრა­ლია... თუმ­ცა, არა, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, როცა მან­დი­ლო­სანს უთ­ქვამს: მიყ­ვარ­ხა­რო, მაგ­რამ ამ დროს არც მე დავ­ბნე­ულ­ვარ და და­უ­ფიქ­რებ­ლად მით­ქვამს, - მეც-მეთ­ქი და მერე "გა­მი­ტა­რე­ბია". ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის, რად­გან რო­მე­ლი­ღაც ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი მეც მომ­წო­ნე­ბია, სულ ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი და "ტე­ლე­ვი­ზორ­ში გა­მო­ჭი­მუ­ლი"კი არ ვი­ყა­ვი (იცი­ნის). მომ­წონს, რო­ცა მწე­რენ, რომ ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბა მოს­წონთ. "ფე­ის­ბუკ­ზე"უამ­რავ წე­რილს ვი­ღებ.

- პო­პუ­ლა­რო­ბა კარ­გია?

- პო­პუ­ლა­რო­ბის ზე­ნი­ტში ალ­ბათ ჯერ არ ვარ და არც იმის თქმა შე­მიძ­ლია, - ეს ყვე­ლა­ფე­რი დამ­ღლე­ლია-მეთ­ქი. მაგ­რამ როცა სა­კუ­თა­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა შენ აღარ გე­კუთ­ვნის და სა­ჯა­რო ხდე­ბა, ეს უკვე მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლია.

- ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ქორ­წი­ლე­ბი თუ მოგ­წონს? თა­ვად თუ გი­ფიქ­რია, რო­გორ ქორ­წილს გა­და­იხ­დი?

- ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ქორ­წი­ლი, სი­მარ­თლე გი­თხრა, არ მომ­წონს. სხვა­თა შო­რის, ნამ­დვი­ლად მი­ფიქ­რია იმა­ზე, თუ რო­გო­რი ქორ­წი­ლი უნდა მქონ­დეს. სა­კუ­თარ ქორ­წილს ლა­მაზ ბუ­ნე­ბა­ში გა­და­ვიხ­დი, სა­დაც არ იქ­ნე­ბი­ან ტრა­დი­ცი­უ­ლი თა­მა­და და დამ­კვრე­ლე­ბი. უბ­რა­ლოდ, ჩავ­რთავთ რო­მან­ტი­კულ მუ­სი­კას და მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი ძა­ლი­ან კარგ დროს გა­ა­ტა­რე­ბენ... ხში­რად ვცდი­ლობ, ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი და­ვიც­ვა, მაგ­რამ როცა კონ­კრე­ტუ­ლი რა­ღაც ჩემს შე­ხე­დუ­ლე­ბებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, იძუ­ლე­ბუ­ლი ვხდე­ბი, ტრა­დი­ცი­ე­ბი და­ვი­ვი­წყო და რო­გორც მე მომ­წონს, ისე გა­ვა­კე­თო.

- როცა და­ო­ჯა­ხე­ბას გა­და­წყვეტ, რჩე­უ­ლის მშობ­ლებ­თან მისი ხე­ლის სა­თხოვ­ნე­ლად თუ მიხ­ვალ?

- სხვა­თა შო­რის, ეს ტრა­დი­ცია მომ­წონს და ვეც­დე­ბი, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო. წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გორ მე­სი­ა­მოვ­ნე­ბა, ჩემი შვი­ლის ხე­ლის სა­თხოვ­ნე­ლად რომ მოვა სა­სი­ძო (იღი­მის).

- იმ ტრა­დი­ცი­ის შე­სა­ხებ თუ გსმე­ნია, სა­ქარ­თვე­ლო­ში გო­გო­ნას მშობ­ლე­ბი მზითვს რომ უგ­რო­ვებ­დნენ? და­ინ­ტე­რეს­დე­ბი თუ არა შენი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლის მზი­თე­ვით?

- ორი და მყავს და ეს თემა ჩემ­თვის უცხო არ არის. დე­და­ჩე­მი მათ ხშირ-ხში­რად ეუბ­ნე­ბო­და, - ეს თქვე­ნი მზი­თე­ვი­აო. მა­შინ ვერ ვი­გებ­დი, რას ნიშ­ნავ­და ეს... ჩემი რჩე­უ­ლის მზი­თე­ვით რა თქმა უნდა, დი­დად არ და­ვინ­ტე­რეს­დე­ბი. მშო­ბელს რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც აქვს, შვილს იმით უნდა და­ეხ­მა­როს. რა სა­ჭი­როა ჭურ­ჭლის, სა­ბან-ბა­ლი­შის აქეთ-იქით ტა­რე­ბა?..

- და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ დე­დას­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბას აპი­რებ?

- და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ, რა თქმა უნდა, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ცალ­კე ვი­ცხოვ­რებ. დე­დამ დიდი ხა­ნია, ამ აზრს შე­მაჩ­ვია. როცა ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი წყვი­ლი მარ­ტო ცხოვ­რობს, ურ­თი­ერ­თო­ბებს უფრო კარ­გად ალა­გე­ბენ. დე­დას­თან სტუმ­რად მი­ვალთ ხოლ­მე.

- შენ­მა მო­მა­ვალ­მა მე­უღ­ლემ დე­და­შენს "დედა"უნდა და­უ­ძა­ხოს?

- თუ ამის სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა, რა თქმა უნდა, დე­დამ­თი­ლის­თვის "დე­დის"და­ძა­ხე­ბას არ ავუკ­რძა­ლავ, მაგ­რამ სი­მარ­თლე გი­თხრა, ეს ტრა­დი­ცია არ მომ­წონს: დე­და­ჩე­მი თუ მისი დე­დაა, მე მისი ძმა გა­მოვ­დი­ვარ...

- მე­უღ­ლეს ჩაც­მუ­ლო­ბას თუ გა­უ­კონ­ტრო­ლებ?

- სხვა­თა შო­რის, ეჭ­ვი­ა­ნი ვარ. მსი­ა­მოვ­ნებს, როცა ჩემ გვერ­დით მომ­ხიბ­ვლე­ლი მან­დი­ლო­სა­ნია, მაგ­რამ მის მი­მართ სხვე­ბის ზედ­მე­ტი ყუ­რა­დღე­ბა მა­ღი­ზი­ა­ნებს. გარ­კვე­უ­ლი დო­ზით ალ­ბათ, მის ჩაც­მუ­ლო­ბას გა­ვა­კონ­ტრო­ლებ. ვიცი, რომ ეს კარ­გი თვი­სე­ბა არ არის. წარ­მო­მიდ­გე­ნია, მე რომ ვინ­მემ ჩაც­მუ­ლო­ბა გა­მი­კონ­ტრო­ლოს, რა და­მე­მარ­თე­ბა... მე უბ­რა­ლოდ ვურ­ჩევ, რა უნდა ჩა­იც­ვას და რა არა, ჰოდა, თუ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს, ხომ კარ­გი, თუ არა და, ჩაც­მის სტი­ლის გამო ნამ­დვი­ლად არ ვე­ჩხუ­ბე­ბი.

- სა­ქორ­წი­ლო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში გა­ემ­გზავ­რე­ბო­დი?

- მოგ­ზა­უ­რო­ბა ჩემი სუს­ტი წერ­ტი­ლია. ჩემი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ვარ ნამ­ყო­ფი. სა­ქორ­წი­ლო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში ალ­ბათ, ვე­ნე­ცი­ა­ში გა­ვემ­გზავ­რე­ბო­დი.

- ტრა­დი­ცი­უ­ლი ოქ­როს რგო­ლი თუ მოგ­წონს, რო­მელ­საც წყვი­ლე­ბი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და და­ო­ჯა­ხე­ბის ნიშ­ნად ატა­რე­ბენ?

- მომ­წონს, მაგ­რამ ვფიქ­რობ, მე და ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე ნიშ­ნო­ბის ბეჭ­დებს შე­ვი­ძენთ.

- რამ­დე­ნად რო­მან­ტი­კუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ?

- ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში რო­მან­ტი­კუ­ლი არ ვარ, მაგ­რამ როცა ვის­ვე­ნებ და ბევ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მაქვს, ვცდი­ლობ, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და ამა­ვე დროს, რო­მან­ტი­კუ­ლი ვიყო.

სოფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

ტკივილი, რომელიც სოფო ნიჟარაძეს პარტნიორთან აერთიანებს

ტკივილი, რომელიც სოფო ნიჟარაძეს პარტნიორთან აერთიანებს

სოფო ნიჟარაძისა და რამაზ ლაზარიშვილის წყვილი პროექტს "ცეკვავენ ვარსკვლავები" წინა ხუთშაბათს, შოუს დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, სოფოს მამის მოულოდნელი გარდაცვალების გამო გამოეთიშა... 21 წლის რამაზ ლაზარიშვილი მეწყვილეზე, საკუთარ დადებით და უარყოფით თვისებებზე გვესაუბრა, ბოლოს კი ისიც გაგვიმხილა, თუ რას ანიჭებს უპირატესობას ქალის შეფასებისას.

- ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა: შოუს დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, ანუ როცა უკვე გენერალური რეპეტიცია გავლილი გვქონდა და სასცენო კოსტიუმებიც გვეცვა, სოფოს ცუდი ამბავი შეატყობინეს. ჩემი მეწყვილის გამო ვწუხვარ, რადგან ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს მამის გარდაცვალება - ეს ტკივილი მეც გამოცდილი მაქვს.

- თქვენ ამ პროექტის ერთ-ერთი ფავორიტი წყვილი იყავით და შესაბამისად, გამარჯვების დიდი შანსიც გქონდათ...

- გეთანხმები, გამარჯვების მართლაც დიდი შანსი გვქონდა. გული მწყდება, პროექტს ნაადრევად რომ გამოვეთიშეთ, მაგრამ სოფოს გულისწყვეტასთან შედარებით, ჩემი არაფერია.

- სოფოს მამას ხომ არ იცნობდი?

- არა, პირადად არ ვიცნობდი.

- იყავი პანაშვიდზე? სოფოს მიუსამძიმრე?

- იმ საღამოსვე წავედი, მაგრამ მის საცხოვრებელ სახლს ვერ მივაგენი, ზუსტი მისამართი არ ვიცოდი, ამიტომ მეორე დღეს მივედი და მივუსამძიმრე.

- ხომ არ იცი, ასე მოულოდნელად რით გარდაიცვალა?

- როგორც ვიცი, მძიმე სენით იყო დაავადებული, სიმსივნე ჰქონდა.

- თავად სოფოზე რას იტყვი, როგორი ადამიანია? დამეგობრება უკვე მოასწარით?

- უშუალო და მეგობრული ადამიანია. რაც მთავარია, ძალიან ნიჭიერი და თბილი პიროვნებაა და როგორ შეიძლება, ასეთ ადამიანთან არ იმეგობრო?

- რამაზ, თუ არსებობს შანსი იმისა, რომ პროექტში დაბრუნდეთ?

- სამწუხაროდ, პროექტში ჩვენი დაბრუნების შანსი აღარ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.

- მას შემდეგ, რაც ასე პოპულარული გახდი, ალბათ თაყვანისმცემლებიც მოგიმრავლდნენ, არა?

- რა თქმა უნდა, მაგრამ შემაწუხებელი თაყვანისმცემლები ნამდვილად არ მყავს და არც მათი მოგერიება მიხდება. ისინი უბრალოდ, თბილ მესიჯებს მწერენ, რაც გარკვეული დოზით სასიამოვნოც არის. საერთოდ, ძალიან დატვირთული დღის რეჟიმით ვცხოვრობ და ხანდახან გასართობადაც ვერ ვიცლი.

- შენი ოჯახი გაგვაცანი...

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. მყავს დედა და ჩემზე უფროსი ორი და: ირინა და სოფო ლაზარიშვილები. ერთი საფრანგეთში ცხოვრობს, მეორე კი გათხოვილია და თავისი ოჯახი აქვს. დედაჩემი იტალიაშია. კიდევ, მყავს ბებია. მამა, 17 წლის რომ გავხდი, მაშინ გარდამეცვალა. ბავშვობიდან საკმაოდ დამოუკიდებლად ვიზრდებოდი.

- შენი დამოუკიდებლობა რაში გამოიხატებოდა?

- დამოუკიდებლობას დედამ მიმაჩვია. ის ყოველთვის ცდილობდა, ჩემს საქმეში ნაკლებად ჩარეულიყო. გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, ფეხბურთსა და ცეკვაზე მარტო დავდიოდი, სკოლის დავალებებსაც დამოუკიდებლად ვასრულებდი. ასე იმიტომ კი არ ხდებოდა, რომ დედა დროის დეფიციტს განიცდიდა, უბრალოდ, ცდილობდა, მასზე დამოკიდებული არ გავმხდარიყავი. "შენ ამას შეძლებ!"- ყოველთვის ამ სიტყვებით მამხნევებდა.

- შეგიძლია შენს დადებით და უარყოფით თვისებებზე გვესაუბრო?

- საკუთარ თავზე ლაპარაკი ყოველთვის მიჭირს, მაგრამ შევეცდები... მოდი, უარყოფითი თვისებებით დავიწყებ, რადგან საკუთარი თავის კრიტიკა უფრო კარგად გამომდის, ვიდრე - ქება-დიდება (იღიმის). ჩემს ყველაზე დიდ უარყოფით თვისებად მივიჩნევ იმას, რომ "ფეთქებადი"ხასიათი მაქვს, რაც შეეხება დადებითს - შრომისმოყვარე ვარ. სახლში ყოფნაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს, რის გამოც მეგობრები ხშირად მსაყვედურობენ. მეუბნებიან: გარეთ გამოდი, სახლში რას აკეთებო და ხან სად მთავაზობენ წასვლას და ხან - სად (იცინის).

- რამ შეიძლება წონასწორობა დაგაკარგვინოს?

- ყველაზე მეტად, ადამიანში უპასუხისმგებლობა მაღიზიანებს. ასეთებთან ურთიერთობა ძალიან მიჭირს. თავად ძალიან მოწესრიგებული ვარ. მიყვარს, როცა ყველა საქმე გათვლილი და დაგეგმილი მაქვს.

- ქართულ ტრადიციებზე რა აზრის ხარ?

- ქართულ ტრადიციებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ რაღაცებზე ევროპული, თავისუფალი შეხედულებები მაქვს. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ კარიერის გასაგრძელებლად იტალიაში (დედასთან) ან საფრანგეთში (ჩემს დასთან) უნდა წავსულიყავი. ჰოდა, ასეც მოხდა: სასწავლებლად იტალიაში წავედი, იქაურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. წესით, კარიერაც იქ უნდა ამეწყო, მაგრამ ევროპაში ყოფნა ვერ შევძელი. აღმოვაჩინე, რომ პატრიოტი ვარ (იცინის) და სულ რაღაც 3 თვეში საქართველოში დავბრუნდი.

- რამაზ, როგორი გოგონები მოგწონს?

- ლამაზი და მომხიბვლელი შეიძლება, ქერაც იყოს და შავგვრემანიც. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მანდილოსანი მთლიანობაში როგორია.

- მანდილოსნის შეფასებისას უპი­რატესობას მის შინაგან სამყაროს ანიჭებ თუ გარეგნობას?

- რომ გითხრა, - შინაგან სამყაროს-მეთქი, მოგატყუებ. პირველი შთაბეჭდილება მაინც ადამიანის გარეგნობიდან იქმნება და ამის შემდეგ ინტერესდები მისი ხასიათითა და თვისებებით. ვინც ამბობს, რომ უპირატესობას ქალის შინაგან სამყაროს ანიჭებს, მისი არ მჯერა. ლოგიკურია, რომ თუ ადამიანი გარეგნულად არ მოგეწონა, მისი ახლოს გაცნობის სურვილიც არ გაგიჩნდება.

- მანდილოსანს სიყვარული თუ აუხსნია შენთვის?

- (იღიმის) არა, ასეთი შემთხვევა ნამდვილად არ მქონია, რაც ალბათ ჩემი დიპლომატიურობის ბრალია... თუმცა, არა, ყოფილა შემთხვევები, როცა მანდილოსანს უთქვამს: მიყვარხარო, მაგრამ ამ დროს არც მე დავბნეულვარ და დაუფიქრებლად მითქვამს, - მეც-მეთქი და მერე "გამიტარებია". ასეთი ადამიანების ძალიან კარგად მესმის, რადგან რომელიღაც ცნობილი ადამიანი მეც მომწონებია, სულ ასეთი პოპულარული და "ტელევიზორში გამოჭიმული"კი არ ვიყავი (იცინის). მომწონს, რო­ცა მწერენ, რომ ჩემი შემოქმედება მოსწონთ. "ფეისბუკზე"უამრავ წერილს ვიღებ.

- პოპულარობა კარგია?

- პოპულარობის ზენიტში ალბათ ჯერ არ ვარ და არც იმის თქმა შემიძლია, - ეს ყველაფერი დამღლელია-მეთქი. მაგრამ როცა საკუთარი პირადი ცხოვრება შენ აღარ გეკუთვნის და საჯარო ხდება, ეს უკვე მოსაბეზრებელია.

- ქართული ტრადიციული ქორწილები თუ მოგწონს? თავად თუ გიფიქრია, როგორ ქორწილს გადაიხდი?

- ქართული ტრადიციული ქორწილი, სიმართლე გითხრა, არ მომწონს. სხვათა შორის, ნამდვილად მიფიქრია იმაზე, თუ როგორი ქორწილი უნდა მქონდეს. საკუთარ ქორწილს ლამაზ ბუნებაში გადავიხდი, სადაც არ იქნებიან ტრადიციული თამადა და დამკვრელები. უბრალოდ, ჩავრთავთ რომანტიკულ მუსიკას და მოწვეული სტუმრები ძალიან კარგ დროს გაატარებენ... ხშირად ვცდილობ, ქართული ტრადიციები დავიცვა, მაგრამ როცა კონკრეტული რაღაც ჩემს შეხედულებებს ეწინააღმდეგება, იძულებული ვხდები, ტრადიციები დავივიწყო და როგორც მე მომწონს, ისე გავაკეთო.

- როცა დაოჯახებას გადაწყვეტ, რჩეულის მშობლებთან მისი ხელის სათხოვნელად თუ მიხვალ?

- სხვათა შორის, ეს ტრადიცია მომწონს და ვეცდები, გავითვალისწინო. წარმომიდგენია, როგორ მესიამოვნება, ჩემი შვილის ხელის სათხოვნელად რომ მოვა სასიძო (იღიმის).

- იმ ტრადიციის შესახებ თუ გსმენია, საქართველოში გოგონას მშობლები მზითვს რომ უგროვებდნენ? დაინტერესდები თუ არა შენი მომავალი მეუღლის მზითევით?

- ორი და მყავს და ეს თემა ჩემთვის უცხო არ არის. დედაჩემი მათ ხშირ-ხშირად ეუბნებოდა, - ეს თქვენი მზითევიაო. მაშინ ვერ ვიგებდი, რას ნიშნავდა ეს... ჩემი რჩეულის მზითევით რა თქმა უნდა, დიდად არ დავინტერესდები. მშობელს რისი საშუალებაც აქვს, შვილს იმით უნდა დაეხმაროს. რა საჭიროა ჭურჭლის, საბან-ბალიშის აქეთ-იქით ტარება?..

- დაოჯახების შემდეგ დედასთან ერთად ცხოვრებას აპირებ?

- დაოჯახების შემდეგ, რა თქმა უნდა, მეუღლესთან ერთად ცალკე ვიცხოვრებ. დედამ დიდი ხანია, ამ აზრს შემაჩვია. როცა ახალდაქორწინებული წყვილი მარტო ცხოვრობს, ურთიერთობებს უფრო კარგად ალაგებენ. დედასთან სტუმრად მივალთ ხოლმე.

- შენმა მომავალმა მეუღლემ დედაშენს "დედა"უნდა დაუძახოს?

- თუ ამის სურვილი ექნება, რა თქმა უნდა, დედამთილისთვის "დედის"დაძახებას არ ავუკრძალავ, მაგრამ სიმართლე გითხრა, ეს ტრადიცია არ მომწონს: დედაჩემი თუ მისი დედაა, მე მისი ძმა გამოვდივარ...

- მეუღლეს ჩაცმულობას თუ გაუკონტროლებ?

- სხვათა შორის, ეჭვიანი ვარ. მსიამოვნებს, როცა ჩემ გვერდით მომხიბვლელი მანდილოსანია, მაგრამ მის მიმართ სხვების ზედმეტი ყურადღება მაღიზიანებს. გარკვეული დოზით ალბათ, მის ჩაცმულობას გავაკონტროლებ. ვიცი, რომ ეს კარგი თვისება არ არის. წარმომიდგენია, მე რომ ვინმემ ჩაცმულობა გამიკონტროლოს, რა დამემართება... მე უბრალოდ ვურჩევ, რა უნდა ჩაიცვას და რა არა, ჰოდა, თუ გაითვალისწინებს, ხომ კარგი, თუ არა და, ჩაცმის სტილის გამო ნამდვილად არ ვეჩხუბები.

- საქორწილო მოგზაურობაში, რომელ ქვეყანაში გაემგზავრებოდი?

- მოგზაურობა ჩემი სუსტი წერტილია. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. საქორწილო მოგზაურობაში ალბათ, ვენეციაში გავემგზავრებოდი.

- ტრადიციული ოქროს რგოლი თუ მოგწონს, რომელსაც წყვილები სიყვარულისა და დაოჯახების ნიშნად ატარებენ?

- მომწონს, მაგრამ ვფიქრობ, მე და ჩემი მომავალი მეუღლე უფრო თანამედროვე ნიშნობის ბეჭდებს შევიძენთ.

- რამდენად რომანტიკული ადამიანი ხარ?

- ყოველდღიურობაში რომანტიკული არ ვარ, მაგრამ როცა ვისვენებ და ბევრი თავისუფალი დრო მაქვს, ვცდილობ, ყურადღებიანი და ამავე დროს, რომანტიკული ვიყო.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება