პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ჭაჭუას პირველი ინტერვიუ გიგი გაჩეჩილაძესთან დაშორების შემდეგ
სალომე ჭაჭუას პირველი ინტერვიუ გიგი გაჩეჩილაძესთან დაშორების შემდეგ

სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დი, რო­მე­ლიც პრო­ექტ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" შე­იკ­რა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნი გახ­და. სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ა­სა და გიგი გა­ჩე­ჩი­ლა­ძის მრა­ვალ­წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ინ­გრა და ახლა პი­რად ცხოვ­რე­ბას ცალ-ცალ­კე იწყო­ბენ. რო­დე­საც პრო­ექ­ტის მე­ო­რე სე­ზონ­ში სა­ლო­მე გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძეს­თან და­ა­წყვი­ლეს, მა­შინ­ვე გაჩ­ნდა ეჭვი მათ შო­რის გრძნო­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ამას ორი­ვე დღემ­დე უარ­ყოფს. "მე­სა­მე ადა­მი­ა­ნი ჩვე­ნი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი არ გამ­ხდა­რა", - ამ­ბობს სა­ლო­მე. მარ­თა­ლია, გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე ახალ სიყ­ვა­რულ­ზე პრე­სას­თან გახ­სნი­ლად სა­უბ­რობ­და, მაგ­რამ სა­ლო­მე კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის­გან თავს იკა­ვებ­და, მის მი­მართ ბევ­რი კი­თხვა დაგ­როვ­და, რო­მელ­ზე პა­სუ­ხებ­საც ჩვე­ნი სა­უბ­რი­დან შე­ი­ტყობთ, თუმ­ცა ინ­ტერ­ვიუ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მე­სა­მე სე­ზო­ნით და­ვი­წყეთ.

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მე­სა­მე სე­ზონ­მა ჩემი მო­ლო­დი­ნი ნამ­დვი­ლად გა­ა­მარ­თლა, ვფიქ­რობ­დი, რომ კარ­გი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ექ­ნე­ბო­და და არც შევ­მცდარ­ვარ. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს პარტნი­ორს, ტოლი ბო­ი­სას, წინა სე­ზონ­თან შე­და­რე­ბით სუს­ტი პარტნი­ო­რი მყავ­და, მაგ­რამ ბოლო ტუ­რებ­ში აშ­კა­რად იგ­რძნო­ბო­და მისი პროგ­რე­სი ცეკ­ვის თვალ­საზ­რი­სით. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც ვერ ვი­ტყვი, პრო­ექ­ტი არა­სა­მარ­თლი­ა­ნად დავ­ტო­ვეთ-მეთ­ქი, შე­იძ­ლე­ბო­და, ერთი-ორი ტუ­რიც დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვით, მაგ­რამ მა­ინც მი­ვიჩ­ნევ, რომ ღირ­სე­უ­ლად წა­მო­ვე­დით. მარ­თლა ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტე­ბი დარ­ჩნენ, წელს გო­გო­ნე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლად კარ­გი ნა­კა­დია.

- ძლი­ე­რი მო­ცეკ­ვა­ვე ხარ, მაგ­რამ თუ წინა სე­ზონს არ ჩავ­თვლით, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ყო­ველ­თვის სუს­ტი პარტნი­ო­რი გყავს ხოლ­მე.

- მე­წყვი­ლე­ებს პრო­დი­უ­სე­რი გვირ­ჩევს და ცდი­ლობს, ძლი­ე­რი სუსტთან და­ა­ყე­ნოს, რომ ძა­ლე­ბი თა­ნაბ­რად გა­და­ნა­წილ­დეს. მე­ო­რე სე­ზონ­ზე ბევ­რი ვიწ­ვა­ლე, რომ მე და გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძეს წყვილ­ში გვე­ცეკ­ვა, მარ­თა­ლია, ძლი­ე­რი წყვი­ლი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ და­უშ­ვეს ეს გა­მო­ნაკ­ლი­სი. როცა გა­ვი­გე, ვის უნდა მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მე­ო­რე სე­ზონ­ზე, გა­მოვ­თქვი ჩემი აზრი და გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს. მე­სა­მე სე­ზონ­ზე კი, ტო­ლის გარ­და, სხვას­თან ვერ დავ­დგე­ბო­დი სი­მაღ­ლის გამო, მა­გა­ლი­თად, გი­ორ­გი ყიფ­ში­ძეს­თან ვერ ვი­ცეკ­ვებ­დი, რად­გან ქუს­ლებ­ზე დად­გო­მი­სას სი­მაღ­ლის პრობ­ლე­მა გვექ­ნე­ბო­და. მარ­ტო ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი არაა გა­დამ­წყვე­ტი პარტნი­ო­რის შერ­ჩე­ვი­სას, მაგ­რამ ესეც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია.

- რო­გორ შე­ა­ფა­სებ ტო­ლის, რო­გო­რი მე­წყვი­ლე იყო?

- თუ სა­მი­ვე სე­ზო­ნის პარტნი­ო­რებს გა­დავ­ხე­დავთ, ვი­ტყვი, რომ ტოლი იყო ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლი და არც ზარ­მა­ცობ­და, ალ­ბათ სპორ­ტსმე­ნი რო­მაა, გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვს შრო­მის უნა­რი, არას­დროს უთ­ქვამს და­ვი­ღა­ლე, მე­ზა­რე­ბაო, არ და­უგ­ვი­ა­ნია რე­პე­ტი­ცი­ა­ზე, ცდი­ლობ­და, ბევ­რი ემუ­შა­ვა და ბოლო ტუ­რებ­ში აშ­კა­რად ჩან­და, რომ აცეკვდა.

- რო­გორ აგ­რძე­ლებ ცხოვ­რე­ბას პრო­ექ­ტის შემ­დეგ, ალ­ბათ, მეტი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გაქვს?

- არა, არ არის ასე, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის დე­ფი­ცი­ტი ახ­ლაც მაქვს, დე­კემ­ბერ­ში უცხო­ე­ლი მე­წყვი­ლე ჩა­მომ­დის და მას ვე­ლო­დე­ბი. გარ­და ამი­სა, გავ­ხსე­ნი სტუ­დია, სხვა­თა შო­რის, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სწო­რედ ჩემს სტუ­დი­ა­ში გა­დი­ან რე­პე­ტი­ცი­ებს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

სალომე ჭაჭუას პირველი ინტერვიუ გიგი გაჩეჩილაძესთან დაშორების შემდეგ

სალომე ჭაჭუას პირველი ინტერვიუ გიგი გაჩეჩილაძესთან დაშორების შემდეგ

სასიყვარულო სამკუთხედი, რომელიც პროექტ ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' შეიკრა, საზოგადოების ინტერესის საგანი გახდა. სალომე ჭაჭუასა და გიგი გაჩეჩილაძის მრავალწლიანი ურთიერთობა დაინგრა და ახლა პირად ცხოვრებას ცალ-ცალკე იწყობენ. როდესაც პროექტის მეორე სეზონში სალომე გიორგი ვარდოსანიძესთან დააწყვილეს, მაშინვე გაჩნდა ეჭვი მათ შორის გრძნობის არსებობის შესახებ, მაგრამ ამას ორივე დღემდე უარყოფს. ''მესამე ადამიანი ჩვენი დაშორების მიზეზი არ გამხდარა'', - ამბობს სალომე. მართალია, გიორგი ვარდოსანიძე ახალ სიყვარულზე პრესასთან გახსნილად საუბრობდა, მაგრამ სალომე კარგა ხნის განმავლობაში ინტერვიუებისგან თავს იკავებდა, მის მიმართ ბევრი კითხვა დაგროვდა, რომელზე პასუხებსაც ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ, თუმცა ინტერვიუ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მესამე სეზონით დავიწყეთ.

- ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მესამე სეზონმა ჩემი მოლოდინი ნამდვილად გაამართლა, ვფიქრობდი, რომ კარგი გამოხმაურება ექნებოდა და არც შევმცდარვარ. რაც შეეხება ჩემს პარტნიორს, ტოლი ბოისას, წინა სეზონთან შედარებით სუსტი პარტნიორი მყავდა, მაგრამ ბოლო ტურებში აშკარად იგრძნობოდა მისი პროგრესი ცეკვის თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ვიტყვი, პროექტი არასამართლიანად დავტოვეთ-მეთქი, შეიძლებოდა, ერთი-ორი ტურიც დავრჩენილიყავით, მაგრამ მაინც მივიჩნევ, რომ ღირსეულად წამოვედით. მართლა ძლიერი კონკურსანტები დარჩნენ, წელს გოგონების გამორჩეულად კარგი ნაკადია.

- ძლიერი მოცეკვავე ხარ, მაგრამ თუ წინა სეზონს არ ჩავთვლით, შეიძლება ითქვას, რომ ყოველთვის სუსტი პარტნიორი გყავს ხოლმე.

- მეწყვილეებს პროდიუსერი გვირჩევს და ცდილობს, ძლიერი სუსტთან დააყენოს, რომ ძალები თანაბრად გადანაწილდეს. მეორე სეზონზე ბევრი ვიწვალე, რომ მე და გიორგი ვარდოსანიძეს წყვილში გვეცეკვა, მართალია, ძლიერი წყვილი ვიყავით, მაგრამ დაუშვეს ეს გამონაკლისი. როცა გავიგე, ვის უნდა მიეღო მონაწილეობა მეორე სეზონზე, გამოვთქვი ჩემი აზრი და გაითვალისწინეს. მესამე სეზონზე კი, ტოლის გარდა, სხვასთან ვერ დავდგებოდი სიმაღლის გამო, მაგალითად, გიორგი ყიფშიძესთან ვერ ვიცეკვებდი, რადგან ქუსლებზე დადგომისას სიმაღლის პრობლემა გვექნებოდა. მარტო ფიზიკური მონაცემები არაა გადამწყვეტი პარტნიორის შერჩევისას, მაგრამ ესეც გასათვალისწინებელია.

- როგორ შეაფასებ ტოლის, როგორი მეწყვილე იყო?

- თუ სამივე სეზონის პარტნიორებს გადავხედავთ, ვიტყვი, რომ ტოლი იყო ძალიან მონდომებული და არც ზარმაცობდა, ალბათ სპორტსმენი რომაა, გამომუშავებული აქვს შრომის უნარი, არასდროს უთქვამს დავიღალე, მეზარებაო, არ დაუგვიანია რეპეტიციაზე, ცდილობდა, ბევრი ემუშავა და ბოლო ტურებში აშკარად ჩანდა, რომ აცეკვდა.

- როგორ აგრძელებ ცხოვრებას პროექტის შემდეგ, ალბათ, მეტი თავისუფალი დრო გაქვს?

- არა, არ არის ასე, თავისუფალი დროის დეფიციტი ახლაც მაქვს, დეკემბერში უცხოელი მეწყვილე ჩამომდის და მას ველოდები. გარდა ამისა, გავხსენი სტუდია, სხვათა შორის, ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მონაწილეები სწორედ ჩემს სტუდიაში გადიან რეპეტიციებს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება