პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტარანტინო მორიგი ვესტერნის გადაღებას აპირებს
ტარანტინო მორიგი ვესტერნის გადაღებას აპირებს

რე­ჟი­სორ­მა კვენ­ტინ ტა­რან­ტი­ნომ თით­ქმის და­ას­რუ­ლა თა­ვის მომ­დევ­ნო ფილ­მის სცე­ნარ­ზე მუ­შა­ო­ბა. ტა­რან­ტი­ნომ ამის შე­სა­ხებ ჯეი ლე­ნოს­თან ტე­ლეპ­როგ­რა­მა The Tonight Show-ში გა­ნა­ცხა­და.

ტა­რან­ტი­ნომ აღ­ნიშ­ნა, რომ მისი მო­რი­გი ფილ­მი "გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ჯან­გოს" მსგავ­სად, ვეს­ტერ­ნი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, რე­ჟი­სორ­მა და­ა­კონ­კრე­ტა, რომ პრო­ექ­ტი "ჯან­გოს" გაგ­რძე­ლე­ბა არ არის.

"ჯან­გოს დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­ღებ­დი და ვეს­ტერ­ნე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ამი­ტომ, რაც გა­ვერ­კვიე რო­გორ გა­და­ვი­ღო ვეს­ტერ­ნი, გა­დავ­წყვი­ტე: ok, ახლა, რო­დე­საც ვიცი, რა­საც ვა­კე­თებ, ღირს კი­დევ ერთი გა­და­ვი­ღო", - გა­ნა­ცხა­და ტა­რან­ტი­ნომ.

ფილ­მი "გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ჯან­გო" ეკ­რა­ნებ­ზე 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში გა­მო­ვი­და. ფილ­მი ტა­რან­ტი­ნოს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში პირ­ვე­ლი ვეს­ტერ­ნი იყო. სუ­რა­თი "ოს­კა­რის" 5 ნო­მი­ნა­ცი­ა­ზე იყო წარ­დგე­ნი­ლი, მათ შო­რის "სა­უ­კე­თე­სო ფილ­მის­თვის". თუმ­ცა, ფილმმა ოს­კა­რი მი­ი­ღო სა­უ­კე­თე­სო სცე­ნა­რის­თვის (ტა­რან­ტი­ნო) და მა­მა­კა­ცის რო­ლის მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლის­თვის (კრის­ტოფ ვალ­ცი).

ადრე ტა­რან­ტი­ნომ გა­ნა­ცხა­და, რომ "ჯან­გოს" გა­ნი­ხი­ლავს რო­გორც ტრი­ლო­გი­ის მე­ო­რე ფილ­მს. პირ­ველ ნა­წი­ლად მი­იჩ­ნე­ვა 2009 წელს გა­მო­სუ­ლი "უსა­ხე­ლო ნა­ბიჭ­ვრე­ბი" (Inglourious Basterds).

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Guardian-ის მი­ხედ­ვით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ტარანტინო მორიგი ვესტერნის გადაღებას აპირებს

ტარანტინო მორიგი ვესტერნის გადაღებას აპირებს

რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ თითქმის დაასრულა თავის მომდევნო ფილმის სცენარზე მუშაობა. ტარანტინომ ამის შესახებ ჯეი ლენოსთან ტელეპროგრამა The Tonight Show-ში განაცხადა.

ტარანტინომ აღნიშნა, რომ მისი მორიგი ფილმი "გათავისუფლებული ჯანგოს" მსგავსად, ვესტერნი იქნება. თუმცა, რეჟისორმა დააკონკრეტა, რომ  პროექტი "ჯანგოს" გაგრძელება არ არის. 

"ჯანგოს დიდი სიამოვნებით ვიღებდი და ვესტერნები ძალიან მიყვარს. ამიტომ, რაც გავერკვიე როგორ გადავიღო ვესტერნი, გადავწყვიტე: ok, ახლა, როდესაც ვიცი, რასაც ვაკეთებ, ღირს კიდევ ერთი გადავიღო", - განაცხადა ტარანტინომ.

ფილმი "გათავისუფლებული ჯანგო" ეკრანებზე 2012 წლის დეკემბერში გამოვიდა. ფილმი ტარანტინოს შემოქმედებაში პირველი ვესტერნი იყო. სურათი "ოსკარის" 5 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, მათ შორის "საუკეთესო ფილმისთვის". თუმცა, ფილმმა ოსკარი მიიღო საუკეთესო სცენარისთვის (ტარანტინო) და მამაკაცის როლის მეორეხარისხოვანი როლისთვის (კრისტოფ ვალცი).

ადრე ტარანტინომ განაცხადა, რომ "ჯანგოს" განიხილავს როგორც  ტრილოგიის მეორე ფილმს. პირველ ნაწილად მიიჩნევა 2009 წელს გამოსული "უსახელო ნაბიჭვრები" (Inglourious Basterds).

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება