საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზუზუ ბეჟაშვილი ახალ თავგადასავლებში აღმოჩნდა
ზუზუ ბეჟაშვილი ახალ თავგადასავლებში აღმოჩნდა

მსა­ხი­ობ ზუზუ ბეჟაშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბა­ში სი­ახ­ლე­ე­ბია: ორ ფილმში გა­და­ი­ღე­ბენ. გარ­და ამი­სა, მისი პერ­სო­ნა­ჟი პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" და­აბ­რუ­ნეს, მარ­თა­ლია ისე აქ­ტი­უ­რად არ ჩანს ეკ­რან­ზე, მაგ­რამ მა­ინც უხა­რია, რომ საყ­ვა­რე­ლი გმი­რის თა­მა­ში უწევს...

"ამ­ბე­ბი.გე" ზუზუ ბეჟაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

- მე­სი­ა­მოვ­ნა, რომ ჩემი გმი­რი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" ისევ გა­მოჩ­ნდა...

ასე­ვე მაქვს გა­და­ღე­ბე­ბი მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან ფილმზე. ახალ­გაზ­რდა, სა­ინ­ტე­რე­სო რე­ჟი­სორ­თან ვმუ­შა­ობთ და კი­დევ ძა­ლი­ან დიდი მო­ლო­დი­ნი მაქვს ქარ­თულ-რუ­სუ­ლი პრო­ექ­ტის, სა­დაც მთა­ვა­რი გმი­რი - გოგი უნდა გან­ვა­სა­ხი­ე­რო. ფილ­მს ჰქვია "გოგი ჩა­მო­ვი­და". სა­ინ­ტე­რე­სო სცე­ნა­რია, რო­მე­ლიც ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი იუ­მო­რი­თაა გა­ზა­ვე­ბუ­ლი, რა­საც ხაზს გან­სა­კუთ­რე­ბით ვუს­ვამ, რად­გა­ნაც ეს ის იუ­მო­რია, რო­მე­ლიც არ მძულს. მე­ო­რე ფილ­მიც იგი­ვე პრო­დი­უ­სინ­გის მიერ იქ­ნე­ბა გა­და­ღე­ბუ­ლი და ვფიქ­რობ, მას­ზე მუ­შა­ო­ბა "გო­გი­ზე" ადრე და­ი­წყე­ბა, სა­დაც ასე­ვე კარ­გი როლი მაქვს...

ლო­დი­ნი არ მიყ­ვარს, მაგ­რამ ცუდ ხა­სი­ათს შვე­ლის, როცა მახ­სენ­დე­ბა, რომ ეს პრო­ექ­ტი მე­ლო­დე­ბა. "გოგი" მხო­ლოდ კი­ნო­თე­ატ­რებ­ზე ("ამი­რა­ნი" და "რუს­თა­ვე­ლი") არ არის გათ­ვლი­ლი. მას "ესენ­გე"-ს ქვეყ­ნე­ბის 170 კი­ნო­თე­ატ­რში აჩ­ვე­ნე­ბენ. რო­გორც პრო­დუ­სე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, ფილმში რუსი მსა­ხი­ო­ბე­ბიც ითა­მა­შე­ბენ...

- რო­გორ მოხ­ვდი ამ ფილმში?

- პრო­დი­უ­სერ­მა დათო აბ­და­ლა­ძემ და არა მარ­ტო მან, ჩემი თავი მთა­ვა­რი გმი­რის როლ­ზე შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფს შეს­თა­ვა­ზა, გა­და­უგ­ზავ­ნა ჩემი ყვე­ლა­ნა­ი­რი მო­ნა­ცე­მი, რაც გა­მაჩ­ნია. შემ­დეგ მოს­კო­ვი­დან ჩა­მო­ვი­და პრო­დუ­სე­რი, რო­მე­ლიც შემ­ხვდა.

- კონ­ტრაქტს ხელი უკვე მო­ა­წე­რე?

- დო­კუ­მენტზე ჯერ ხელი არ მო­მი­წე­რია, ესეც მალე მოხ­დე­ბა, გა­ვერ­კვე­ვი კონ­ტრაქ­ტის პი­რო­ბებ­ში და მერე. რაც მთა­ვა­რია, ეს არის ქარ­თულ-რუ­სუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი.

- ამ პრო­ექ­ტში ვინ წარ­მო­ად­გენს ქარ­თულ მხა­რეს?

- ამა­ზე ლა­პა­რა­კის­გან ჯერ თავს შე­ვი­კა­ვებ, რად­გან არ ვიცი, მათ აქვთ თუ არა ამის შე­სა­ხებ სა­უბ­რის სურ­ვი­ლი. ვი­ლა­პა­რა­კებ მხო­ლოდ ჩემ­ზე...

- გო­გის რო­ლის შე­სას­რუ­ლებ­ლად რო­გორ ემ­ზა­დე­ბი და რა­ზეა სა­ერ­თოდ ეს ფილ­მი?

- იცით, რამ­დე­ნი ხა­ნია ეს სცე­ნა­რი წა­ვი­კი­თხე და სახ­ლში მი­დევს? თა­ვი­დან რომ გა­ვე­ცა­ნი, მა­შინ­ვე მო­მინ­და ამ რო­ლის თა­მა­ში. ამ პერ­სო­ნაჟ­ზე ვფიქ­რობ და ბევრ რა­მეს ჩემს თავ­ში ვცვლი კი­დეც, ანუ რო­გო­რი წარ­მო­მიდ­გე­ნია გმი­რი, რო­მე­ლიც უნდა გან­ვა­სა­ხი­ე­რო, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ რე­ჟი­სო­რის მო­თხოვ­ნე­ბიც ხომ უნდა და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლო?..

- მოკ­ლედ, გოგი უკვე "მომ­წი­ფე­ბუ­ლი" გყო­ლია...

- თუ ჩემი წარ­მოდ­გე­ნა და­ემ­თხვა რე­ჟი­სო­რი­სას და ერთ ენა­ზე ვი­ლა­პა­რა­კებთ მე, რე­ჟი­სო­რე­ბი და სცე­ნა­რის­ტე­ბი, ბედ­ნი­ე­რე­ბა იქ­ნე­ბა... სცე­ნა­რის­ტი ამი­რან ამი­რა­ნაშ­ვი­ლია (სამ­წუ­ხა­როდ, პი­რა­დად არ ვიც­ნობ). რე­ჟი­სო­რია ევ­გე­ნი გრი­გო­რი­ე­ვი, პრო­დუ­სე­რი მოს­კო­ვი­დან რეზო შა­რა­ბი­ძე გახ­ლავთ. ქარ­თუ­ლი მხა­რის რე­ჟი­სორს კი სა­ი­დუმ­ლოდ თუ სურპრი­ზად შე­მო­ვი­ნა­ხავ.

წი­ნას­წარ ლა­პა­რა­კი დი­დად არ მიყ­ვარს, მაგ­რამ უკვე იმ­დე­ნი შეხ­ვედ­რა მქონ­და და იმ­დე­ნი მი­ლოც­ვა მი­ვი­ღე თვი­თონ პრო­დუ­სე­რე­ბის­გან, რომ არ ვფიქ­რობ, რომ წი­ნას­წარ ლა­პა­რა­კი გა­მომ­დის.

- ე.ი. გა­და­ღე­ბა გა­ზა­ფხულ­ზე იწყე­ბა, ხომ?

- ზუს­ტი თა­რი­ღის და­სა­ხე­ლე­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბა, რად­გან კვლა­ვაც მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­ვა­რა­უ­დოდ, უფრო გა­ზა­ფხულ-ზა­ფხულ­ში.

- სად იქ­ნე­ბა გა­და­ღე­ბა?

- გა­და­ღე­ბე­ბი რამ­დე­ნა­დაც ვიცი, თბი­ლის­ში, ბა­თუმ­სა და მოს­კოვ­ში იქ­ნე­ბა. ზო­გი­ერ­თი ობი­ექ­ტის­თვის რუს­თავს გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ და კი­დევ ბევრ ლო­კა­ცი­ას (სა­ზღვა­რი, მა­ტა­რე­ბე­ლი, გემი).

- ისე, სცე­ნა­რის წი­ნას­წარ გათ­ქმა არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ მოკედ რომ გვი­თხრა ფილ­მი რა­ზეა?

- ფილ­მი მე­გობ­რო­ბა­ზეა... ჩემი გმი­რი მსა­ხი­ო­ბია, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში იტა­ლი­ურ ეზო­ში ცხოვ­რობს, სა­დაც მე­ზობ­ლად რუსი ტიპი ჰყავს, რო­მელ­თა­ნაც ბავ­შო­ბა გა­ა­ტა­რა. ისი­ნი ერ­თმა­ნეთს შეჰ­პირ­დნენ, შვი­ლი პირ­ვე­ლად ვი­საც გა­უჩ­ნდე­ბა, პა­ტა­რას მე­ო­რე მო­ნათ­ლავს.

რუსი სა­ცხოვ­რებ­ლად მურ­მანსკში მი­დის, სა­დაც და­ო­ჯახ­დე­ბა და იქ ჩემს გმირ­საც ეპა­ტი­ჟე­ბა, რათა ახალ­შო­ბი­ლი მო­ნათ­ლოს. გოგი მურ­მანსკში მოს­კო­ვის გავ­ლით მი­დის და სა­ზღვრი­დან მისი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის სე­რია იწყე­ბა. რუ­სე­ბის ოჯახ­ში კი ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას სუფ­რა იშ­ლე­ბა, - სა­ქარ­თვე­ლო­დან სტუ­მარს ელი­ან. ჩემი გმი­რი მათ­თან ფილ­მის ბო­ლოს ჩა­დის...

- ამ­ბა­ვი მო­მე­წო­ნა...

- ჰო, მეც მომ­წონს და ვნა­ხოთ, რა გა­მო­ვა...

- წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებ.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ზუზუ ბეჟაშვილი ახალ თავგადასავლებში აღმოჩნდა

ზუზუ ბეჟაშვილი ახალ თავგადასავლებში აღმოჩნდა

მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის შემოქმედებით ცხოვრებაში სიახლეებია: ორ ფილმში გადაიღებენ. გარდა ამისა, მისი პერსონაჟი პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" დააბრუნეს, მართალია ისე აქტიურად არ ჩანს ეკრანზე, მაგრამ მაინც უხარია, რომ საყვარელი გმირის თამაში უწევს...

"ამბები.გე" ზუზუ ბეჟაშვილს დაუკავშირდა.

- მესიამოვნა, რომ ჩემი გმირი, რომელიც ძალიან მიყვარს, სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ისევ გამოჩნდა...

ასევე მაქვს გადაღებები მოკლემეტრაჟიან ფილმზე. ახალგაზრდა, საინტერესო რეჟისორთან ვმუშაობთ და კიდევ ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს ქართულ-რუსული პროექტის, სადაც მთავარი გმირი - გოგი უნდა განვასახიერო. ფილმს ჰქვია "გოგი ჩამოვიდა". საინტერესო სცენარია, რომელიც ინტელექტუალური იუმორითაა გაზავებული, რასაც ხაზს განსაკუთრებით ვუსვამ, რადგანაც ეს ის იუმორია, რომელიც არ მძულს. მეორე ფილმიც იგივე პროდიუსინგის მიერ იქნება გადაღებული და ვფიქრობ, მასზე მუშაობა "გოგიზე" ადრე დაიწყება, სადაც ასევე კარგი როლი მაქვს...

ლოდინი არ მიყვარს, მაგრამ ცუდ ხასიათს შველის, როცა მახსენდება, რომ ეს პროექტი მელოდება. "გოგი" მხოლოდ კინოთეატრებზე ("ამირანი" და "რუსთაველი") არ არის გათვლილი. მას "ესენგე"-ს ქვეყნების 170 კინოთეატრში აჩვენებენ. როგორც პროდუსერები ამბობენ, ფილმში რუსი მსახიობებიც ითამაშებენ...

- როგორ მოხვდი ამ ფილმში?

- პროდიუსერმა დათო აბდალაძემ და არა მარტო მან,  ჩემი თავი მთავარი გმირის როლზე შემოქმედებით ჯგუფს შესთავაზა, გადაუგზავნა ჩემი ყველანაირი მონაცემი, რაც გამაჩნია. შემდეგ მოსკოვიდან ჩამოვიდა პროდუსერი, რომელიც შემხვდა.

- კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერე?

- დოკუმენტზე ჯერ ხელი არ მომიწერია, ესეც მალე მოხდება, გავერკვევი კონტრაქტის პირობებში და მერე. რაც მთავარია, ეს არის ქართულ-რუსული ერთობლივი პროექტი.

- ამ პროექტში ვინ წარმოადგენს ქართულ მხარეს?

- ამაზე ლაპარაკისგან ჯერ თავს შევიკავებ, რადგან არ ვიცი, მათ აქვთ თუ არა ამის შესახებ საუბრის სურვილი. ვილაპარაკებ მხოლოდ ჩემზე...

- გოგის როლის შესასრულებლად როგორ ემზადები და რაზეა საერთოდ ეს ფილმი?

- იცით, რამდენი ხანია ეს სცენარი წავიკითხე და სახლში მიდევს? თავიდან რომ გავეცანი, მაშინვე მომინდა ამ როლის თამაში. ამ პერსონაჟზე ვფიქრობ და ბევრ რამეს ჩემს თავში ვცვლი კიდეც, ანუ როგორი წარმომიდგენია გმირი, რომელიც უნდა განვასახიერო, მაგრამ საბოლოოდ რეჟისორის მოთხოვნებიც ხომ უნდა დავაკმაყოფილო?..

- მოკლედ, გოგი უკვე "მომწიფებული" გყოლია...

- თუ ჩემი წარმოდგენა დაემთხვა რეჟისორისას და ერთ ენაზე ვილაპარაკებთ მე, რეჟისორები და სცენარისტები, ბედნიერება იქნება... სცენარისტი ამირან ამირანაშვილია (სამწუხაროდ, პირადად არ ვიცნობ). რეჟისორია ევგენი გრიგორიევი, პროდუსერი მოსკოვიდან რეზო შარაბიძე გახლავთ. ქართული მხარის რეჟისორს კი საიდუმლოდ თუ სურპრიზად შემოვინახავ.

წინასწარ ლაპარაკი დიდად არ მიყვარს, მაგრამ უკვე იმდენი შეხვედრა მქონდა და იმდენი მილოცვა მივიღე თვითონ პროდუსერებისგან, რომ არ ვფიქრობ, რომ წინასწარ ლაპარაკი გამომდის.

- ე.ი. გადაღება გაზაფხულზე იწყება, ხომ?

- ზუსტი თარიღის დასახელება გამიჭირდება, რადგან კვლავაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სავარაუდოდ, უფრო გაზაფხულ-ზაფხულში.

- სად იქნება გადაღება?

- გადაღებები რამდენადაც ვიცი, თბილისში, ბათუმსა და მოსკოვში იქნება. ზოგიერთი ობიექტისთვის რუსთავს გამოიყენებენ და კიდევ ბევრ ლოკაციას (საზღვარი, მატარებელი, გემი).

- ისე, სცენარის წინასწარ გათქმა არ შეიძლება, მაგრამ მოკედ რომ გვითხრა ფილმი რაზეა?

- ფილმი მეგობრობაზეა... ჩემი გმირი მსახიობია, რომელიც თბილისში იტალიურ ეზოში ცხოვრობს, სადაც მეზობლად რუსი ტიპი ჰყავს, რომელთანაც ბავშობა გაატარა. ისინი ერთმანეთს შეჰპირდნენ, შვილი პირველად ვისაც გაუჩნდება, პატარას მეორე მონათლავს.

რუსი საცხოვრებლად მურმანსკში მიდის, სადაც დაოჯახდება და იქ ჩემს გმირსაც ეპატიჟება, რათა ახალშობილი მონათლოს. გოგი მურმანსკში მოსკოვის გავლით მიდის და საზღვრიდან მისი თავგადასავლების სერია იწყება. რუსების ოჯახში კი ყოველ შაბათ-კვირას სუფრა იშლება, - საქართველოდან სტუმარს ელიან. ჩემი გმირი მათთან ფილმის ბოლოს ჩადის...

- ამბავი მომეწონა...

- ჰო, მეც მომწონს და ვნახოთ, რა გამოვა...

- წარმატებებს გისურვებ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება