სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოხდა გოჩა ჩერტკოევსა და გაჩეჩილაძეებს შორის
რა მოხდა გოჩა ჩერტკოევსა და გაჩეჩილაძეებს შორის

მარ­თა­ლია, რატი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" პრო­ექ­ტის მიღ­მა დარ­ჩა, მაგ­რამ გული არ გა­უ­ტე­ხია. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში აპი­რებს, რომ სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბის ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ში მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ყვე­ლა­ზე მე­ტად რუმ­ბა, ჩა-ჩა-ჩა, ჯა­ი­ვი და პა­სა­დობ­ლი უყ­ვარს. თუ ოდეს­მე დის, შო­რე­ნა გა­ჩე­ჩი­ლა­ძის, და სი­ძის, გოჩა ჩერ­ტკო­ე­ვის, სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვებ­ში მიღ­წე­ულ შე­დე­გებს გა­ი­მე­ო­რებს, მხო­ლოდ მა­შინ იტყვის, რომ ტყუ­ი­ლად არ უშ­რო­მია.

- ოთხი წელი ცხოვ­რობ­დი ამე­რი­კა­ში, თბი­ლის­ში ოჯა­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით დაბ­რუნ­დი?

- თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მე თვი­თონ მი­ვი­ღე. მი­ნი­მუმ ოთხი წელი თბი­ლის­ში ვიქ­ნე­ბი და მერე შე­იძ­ლე­ბა, სხვა ქვე­ყა­ნა­ში წა­ვი­დე. ჩა­მოს­ვლი­სას ყვე­ლა მე­კი­თხე­ბო­და, რა­ტომ და რის­თვის ჩა­მოხ­ვე­დიო. ყვე­ლა ხომ ამე­რი­კა­ში წას­ვლა­ზე ოც­ნე­ბობს. პირ­ვე­ლად იმი­ტომ წა­ვე­დი, რომ ჩემი და გა­მეც­ნო. ჩემი ნა­ხე­ვარ­და შო­რე­ნა პირ­ვე­ლად თექ­ვსმე­ტი წლის ასაკ­ში გა­ვი­ცა­ნი. თა­ვი­დან თვე-ნა­ხე­ვა­რი დავ­რჩი. ნა­ხე­ვა­რი წლის მერე გა­დავ­წყვი­ტე, რომ ისევ ამე­რი­კა­ში ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი და დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ ცეკ­ვა­ზეც ამე­რი­კა­ში და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი. ოთხი წელი ჩემი მე­წყვი­ლე ვერ ვი­პო­ვე. ამას რომ ვამ­ბობ, ყვე­ლას უკ­ვირს. ამე­რი­კა­ში მე­წყვი­ლე რო­გორ ვერ იშო­ვეო. და­ლას­ში ვცხოვ­რობ­დი, სა­დაც სა­მე­ჯლი­სო მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი ბევ­რნი არ იყ­ვნენ.

- რო­გორც ვხვდე­ბი, ცეკ­ვა­ზე უარს არას­დროს იტყვი.

- ცეკ­ვა­ზე ვე­რას­დროს ვი­ტყვი უარს. მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი ვამ­ბობთ ხოლ­მე, ცეკ­ვის გარ­და არაფ­რის გა­კე­თე­ბა არ შეგ­ვიძ­ლი­აო. ცეკ­ვის გარ­და მა­თე­მა­ტი­კა­ში ვი­ყა­ვი მა­გა­რი. ფეხ­ბურთზე დავ­დი­ო­დი ცხრა წელი. ფეხ­ბურთს ცეკ­ვის გამო და­ვა­ნე­ბე თავი. სხვას არა­ფერს ვა­კე­თებ, ვიღ­ვი­ძებ, მოვ­დი­ვარ სტუ­დი­ა­ში და მერე მთე­ლი დღე აქ ვარ. სამი ჯგუ­ფი მყავს და ჩემს მე­წყვი­ლეს მა­რი­ამ ია­ქაშ­ვილ­თან ერ­თად ბევ­რს ვვარ­ჯი­შობ. თბი­ლის­ში ვი­პო­ვე ჩემი მე­წყვი­ლე.

- აპი­რებ, მას­თან ერ­თად შე­ჯიბ­რე­ბებ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- თვის ბო­ლოს მივ­დი­ვართ უკ­რა­ი­ნა­ში. კი­ევ­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი ტარ­დე­ბა სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვებ­ში. იქი­დან ერთი კვი­რის მერე გერ­მა­ნი­ა­ში, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე წა­ვალ და იმე­დია, სა­ქარ­თვე­ლოს ვა­სა­ხე­ლებ.

- შენ­თან ერ­თად გიგი გა­ჩე­ჩი­ლა­ძეც მო­დის ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ზე?

- გიგი წა­მო­ვა, რომ მსა­ჯო­ბის ლი­ცენ­ზია გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოს. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ჩემ­თან ერ­თად "თე­ლას" კი­დევ ექ­ვსი წყვი­ლი მო­დის. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე კი კი­დევ ერთი წყვი­ლი ბა­თუ­მი­დან.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

რა მოხდა გოჩა ჩერტკოევსა და გაჩეჩილაძეებს შორის

რა მოხდა გოჩა ჩერტკოევსა და გაჩეჩილაძეებს შორის

მართალია, რატი გაჩეჩილაძე ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' პროექტის მიღმა დარჩა, მაგრამ გული არ გაუტეხია. უახლოეს მომავალში აპირებს, რომ სამეჯლისო ცეკვების ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში მიიღოს მონაწილეობა. ყველაზე მეტად რუმბა, ჩა-ჩა-ჩა, ჯაივი და პასადობლი უყვარს. თუ ოდესმე დის, შორენა გაჩეჩილაძის, და სიძის, გოჩა ჩერტკოევის, სამეჯლისო ცეკვებში მიღწეულ შედეგებს გაიმეორებს, მხოლოდ მაშინ იტყვის, რომ ტყუილად არ უშრომია.

- ოთხი წელი ცხოვრობდი ამერიკაში, თბილისში ოჯახის გადაწყვეტილებით დაბრუნდი?

- თბილისში დაბრუნების გადაწყვეტილება მე თვითონ მივიღე. მინიმუმ ოთხი წელი თბილისში ვიქნები და მერე შეიძლება, სხვა ქვეყანაში წავიდე. ჩამოსვლისას ყველა მეკითხებოდა, რატომ და რისთვის ჩამოხვედიო. ყველა ხომ ამერიკაში წასვლაზე ოცნებობს. პირველად იმიტომ წავედი, რომ ჩემი და გამეცნო. ჩემი ნახევარდა შორენა პირველად თექვსმეტი წლის ასაკში გავიცანი. თავიდან თვე-ნახევარი დავრჩი. ნახევარი წლის მერე გადავწყვიტე, რომ ისევ ამერიკაში ჩავსულიყავი და დავრჩენილიყავი. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ცეკვაზეც ამერიკაში დავიწყე სიარული. ოთხი წელი ჩემი მეწყვილე ვერ ვიპოვე. ამას რომ ვამბობ, ყველას უკვირს. ამერიკაში მეწყვილე როგორ ვერ იშოვეო. დალასში ვცხოვრობდი, სადაც სამეჯლისო მოცეკვავეები ბევრნი არ იყვნენ.

- როგორც ვხვდები, ცეკვაზე უარს არასდროს იტყვი.

- ცეკვაზე ვერასდროს ვიტყვი უარს. მოცეკვავეები ვამბობთ ხოლმე, ცეკვის გარდა არაფრის გაკეთება არ შეგვიძლიაო. ცეკვის გარდა მათემატიკაში ვიყავი მაგარი. ფეხბურთზე დავდიოდი ცხრა წელი. ფეხბურთს ცეკვის გამო დავანებე თავი. სხვას არაფერს ვაკეთებ, ვიღვიძებ, მოვდივარ სტუდიაში და მერე მთელი დღე აქ ვარ. სამი ჯგუფი მყავს და ჩემს მეწყვილეს მარიამ იაქაშვილთან ერთად ბევრს ვვარჯიშობ. თბილისში ვიპოვე ჩემი მეწყვილე.

- აპირებ, მასთან ერთად შეჯიბრებებში მიიღო მონაწილეობა?

- თვის ბოლოს მივდივართ უკრაინაში. კიევში ევროპის ჩემპიონატი ტარდება სამეჯლისო ცეკვებში. იქიდან ერთი კვირის მერე გერმანიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე წავალ და იმედია, საქართველოს ვასახელებ.

- შენთან ერთად გიგი გაჩეჩილაძეც მოდის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე?

- გიგი წამოვა, რომ მსაჯობის ლიცენზია გაიუმჯობესოს. ევროპის ჩემპიონატზე ჩემთან ერთად ''თელას'' კიდევ ექვსი წყვილი მოდის. მსოფლიო ჩემპიონატზე კი კიდევ ერთი წყვილი ბათუმიდან.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება