მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვერ დაეტეოდნენ ფიცარზე ჯეკი და როუზი "ტიტანიკის" ჩაძირვისას - ჯეიმს კემერონის განმარტება
 რატომ ვერ დაეტეოდნენ ფიცარზე ჯეკი და როუზი "ტიტანიკის" ჩაძირვისას - ჯეიმს კემერონის განმარტება

1997 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი, კულ­ტად ქცე­უ­ლი ფილ­მი "ტი­ტა­ნი­კი" უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის­თვის დღემ­დე რჩე­ბა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რელ ფილ­მად.

ფილმში მთა­ვარ რო­ლებს ჰო­ლი­ვუ­დის მეგა ვარ­სკვლა­ვე­ბი - ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო (ჯეკი) და ქეით უინსლე­ტი (რო­უ­ზი) ას­რუ­ლე­ბენ. ხში­რად ის­მის შე­კი­თხვა, რა­ტომ ვერ გა­დარ­ჩა ლე­ო­ნარ­დოს გმი­რი და "რა­ტომ არ გა­ი­მე­ტა რე­ჟი­სორ­მა ფი­ცარ­ზე მის­თვის ად­გი­ლი". რო­გორც ჩანს, კე­მე­რო­ნი ამ შე­კი­თხვებ­მა და­ღა­ლა და ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ფუძ­ვლი­ა­ნად აუხ­სნა, რომ ჯეკი ვერ გა­დარ­ჩე­ბო­და და ფილ­მს ბედ­ნი­ე­რი ფი­ნა­ლი ვერ ექ­ნე­ბო­და.

"ბოლო 16 წე­ლია მე­კი­თხე­ბი­ან, რა­ტომ არ აიყ­ვა­ნე ლე­ო­ნარ­დო ფი­ცარ­ზე, რა­ტომ გა­ი­მე­ტე ფსკე­რის­თვი­სო. რო­დე­საც ამ სცე­ნას უყუ­რებთ, ყვე­ლა ად­გილს ეძებს, სივ­რცეს ორი ადა­მი­ა­ნის­თვის. რო­დე­საც ჯეკს რო­უ­ზი ფი­ცარ­ზე აჰ­ყავს, თვი­თო­ნაც ცდი­ლობს, ავი­დეს; ის იდი­ო­ტი არაა, სიკ­ვდი­ლი არ სურს, მაგ­რამ ფი­ცა­რი ტივ­ტი­ვებს. აშ­კა­რაა, ად­გი­ლი მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნის­თვი­საა - ჯეკი გა­და­წყვეტს, რომ ეს პი­როვ­ნე­ბა თვი­თონ არაა. ორი­ვე ერ­თდრო­უ­ლად რამ­დენ­ჯე­რაც ავიყ­ვა­ნე, ფი­ცა­რი გა­და­ყი­რავ­და. გა­აც­ნო­ბი­ე­რეთ, ყი­ნუ­ლი­ვით ცივ წყალ­ში მხო­ლოდ ერთი მთა­ვა­რი გმი­რი უნდა გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. ძა­ლი­ან არ მინ­დო­და, ორი­ვე მთა­ვა­რი გმი­რი ჰი­პო­თერ­მი­ით დამ­ღუპ­ვო­და. სწო­რედ ამი­ტომ, ქე­ი­თი ყი­ნუ­ლი­ვით ცივი წყლის­გან შორს, უსაფრ­თხო ფი­ცარ­ზე დავ­ტო­ვე", - ამ­ბობს კე­მე­რო­ნი.

რაც შე­ე­ხე­ბა ფილ­მს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძი­რი­თა­დი სი­უ­ჟე­ტუ­რი ხაზი გა­მო­გო­ნი­ლია, ფილ­მის პერ­სო­ნა­ჟე­ბის ნა­წილს პრო­ტო­ტი­პე­ბი ყავთ. ფილმზე მუ­შა­ო­ბა 1995 წელს და­ი­წყო, რო­დე­საც რე­ჟი­სორ­მა გა­და­ი­ღო რე­ა­ლუ­რი ტი­ტა­ნი­კის წყალ­ქვე­შა ნარ­ჩე­ნე­ბი. გემ­ზე ფილ­მი -"მსტის­ლავ კელ­დი­ში" გა­და­ი­ღეს. გე­მის რე­კონ­სტრუქ­ცია კა­ლი­ფორ­ნი­ულ სტუ­დი­ა­ში მოხ­და, რა­საც და­ე­მა­ტა შემ­დგომ­ში გა­დი­დე­ბუ­ლი მო­დე­ლე­ბი და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ეფექ­ტე­ბი. ჩა­ძი­რუ­ლი გე­მის გა­დარ­ჩე­ნი­ლი მგზავ­რე­ბის სცე­ნა აუზ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. ფილმმა უმაღ­ლე­სი ჯილ­დო­ე­ბი და კი­ნოკ­რი­ტი­კოს­თა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. არა­ნაკ­ლე­ბი პო­პუ­ლა­რო­ბა ხვდა წი­ლად "ტი­ტა­ნი­კის" სა­უნ­დტრეკ­საც. სა­ერ­თო ჯამ­ში, კი­ნო­გა­ქი­რა­ვე­ბა­ში გაშ­ვე­ბი­დან "ტი­ტა­ნიკ­მა" 1.8 მი­ლი­არდ აშშ დო­ლარ­ზე მეტი მო­გე­ბა მო­ი­ტა­ნა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია ign.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

რატომ ვერ დაეტეოდნენ ფიცარზე ჯეკი და როუზი "ტიტანიკის" ჩაძირვისას - ჯეიმს კემერონის განმარტება

 რატომ ვერ დაეტეოდნენ ფიცარზე ჯეკი და როუზი "ტიტანიკის" ჩაძირვისას - ჯეიმს კემერონის განმარტება

1997 წელს გადაღებული, კულტად ქცეული ფილმი "ტიტანიკი" უამრავი ადამიანისთვის დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ფილმად.

ფილმში მთავარ როლებს ჰოლივუდის მეგა ვარსკვლავები - ლეონარდო დიკაპრიო (ჯეკი) და ქეით უინსლეტი (როუზი) ასრულებენ. ხშირად ისმის შეკითხვა, რატომ ვერ გადარჩა ლეონარდოს გმირი და "რატომ არ გაიმეტა რეჟისორმა ფიცარზე მისთვის ადგილი". როგორც ჩანს, კემერონი ამ შეკითხვებმა დაღალა და ჟურნალისტებს საფუძვლიანად აუხსნა, რომ ჯეკი ვერ გადარჩებოდა და ფილმს ბედნიერი ფინალი ვერ ექნებოდა.

"ბოლო 16 წელია მეკითხებიან, რატომ არ აიყვანე ლეონარდო ფიცარზე, რატომ გაიმეტე ფსკერისთვისო. როდესაც ამ სცენას უყურებთ, ყველა ადგილს ეძებს, სივრცეს ორი ადამიანისთვის. როდესაც ჯეკს როუზი ფიცარზე აჰყავს, თვითონაც ცდილობს, ავიდეს; ის იდიოტი არაა, სიკვდილი არ სურს, მაგრამ ფიცარი ტივტივებს. აშკარაა, ადგილი მხოლოდ ერთი ადამიანისთვისაა  - ჯეკი გადაწყვეტს, რომ ეს პიროვნება თვითონ არაა. ორივე ერთდროულად რამდენჯერაც ავიყვანე, ფიცარი გადაყირავდა. გააცნობიერეთ, ყინულივით ცივ წყალში მხოლოდ ერთი მთავარი გმირი უნდა გადარჩენილიყო. ძალიან არ მინდოდა, ორივე მთავარი გმირი ჰიპოთერმიით დამღუპვოდა. სწორედ ამიტომ, ქეითი ყინულივით ცივი წყლისგან შორს, უსაფრთხო ფიცარზე დავტოვე", - ამბობს კემერონი.

რაც შეეხება ფილმს, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი სიუჟეტური ხაზი გამოგონილია, ფილმის პერსონაჟების ნაწილს პროტოტიპები ყავთ. ფილმზე მუშაობა 1995 წელს დაიწყო, როდესაც რეჟისორმა გადაიღო რეალური ტიტანიკის წყალქვეშა ნარჩენები. გემზე ფილმი -"მსტისლავ კელდიში" გადაიღეს. გემის რეკონსტრუქცია კალიფორნიულ სტუდიაში მოხდა, რასაც დაემატა შემდგომში გადიდებული მოდელები და კომპიუტერული ეფექტები. ჩაძირული გემის გადარჩენილი მგზავრების სცენა აუზშია გადაღებული. ფილმმა უმაღლესი ჯილდოები და კინოკრიტიკოსთა აღფრთოვანება დაიმსახურა. არანაკლები პოპულარობა ხვდა წილად "ტიტანიკის" საუნდტრეკსაც. საერთო ჯამში, კინოგაქირავებაში გაშვებიდან "ტიტანიკმა" 1.8 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მოგება მოიტანა.

მომზადებულია ign.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება