წარმოგიდგენთ ცნობილ ადამიანებს, რომლებიც ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ
პრინცესა დიანა
პრინცესა დიანა (1961 - 1997) - უელსის პრინც ჩარლზის პირველი მეუღლე 1981-1996 წლებში. 2002 წელს "ბი-ბი-სის" გამოკითხვის შედეგად, ის მესამე ადგილზე მოხვდა 100 ყველაზე სახელოვან ბრიტანელს შორის. 1997 წლის 31 აგვისტოს დიანა პარიზში, დოდი ალ-ფაედთან და მძღოლ ანრი პოლთან ერთად ავტოკატასტროფაში მოყვა. ალ-ფაედი და პოლი ადგილზევე დაიღუპნენ, დიანა კი სალპეტრიერის საავადმყოფოში 2 საათში გარდაიცვალა. ავარიის მიზეზი ბოლომდე ცხადი არ არის და არსებობს რიგი ვერსიები - მძღოლის სიმთვრალე, პაპარაცებისგან თავის დასაღწევად სიჩქარის გადაჭარბება და ასევე სხვადასხვა შეთქმულების თეორიები. შემთხვევას მხოლოდ დაცვის წევრი ტრევორ რის ჯონსი გადაურჩა, რომელიც მომხდარს კარგად ვერ იხსენებს.
ჯეიმს დინი
ამერიკელი მსახიობი, რომელმაც პოპულარობა თავისი 3 ფილმით მოიპოვა. ფილმები East of Eden, Rebel Without a Cause, Giant - მსახიობის გარდაცვალების წელს გამოვიდა. დინი გარდაცვალების შემდეგ, 1956 წელს გახდა "ოქროს გლობუსის" პრემიის ლაურეატი. ის ორჯერ იყო "ოსკარზე" ნომინირებული, ამასთან, ორჯერვე გარდაცვალების შემდეგ. ჯეიმს დინი დღემდე რჩება, ახალგაზრდების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ მსახიობად.
გარდაცვალების დღეს დინი U.S. Route 466-ის ტრასაზე მოძრაობდა, კალიფორნიის შტატში. 1950 წლის შავ-თეთრი Ford Custom Tudor-ი შემხვედრი მიმართულებიდან მოდიოდა. მას სტუდენტი დონალდ ტორნპსიდი მართავდა. სტუდენტმა გზაჯვარედინზე ისე შეუხვია, რომ წინიდან მომავალი ჯეიმს დინი ვერ შეამჩნია. მექანიკოსი როლფ ვიუტერიკი (Rolf Wutherich), რომელიც ჯიმთან ერთად მგზავრობდა, მძიმედ დაშავდა, ჯიმი კი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
გრეის კელი
გრეის კელი (1929- 1982) - ამერიკელი მსახიობი, 1956 წლის შემდეგ კი მონაკოს პრინცის რენიე III-ს მეუღლე. ცნობილია, რომ გრეის კელი რეჟისორ ალფრედ ჰიჩკოკის მუზა იყო. მას "ოსკარიც" აქვს მიღებული ფილმისთვის The Country Girl . გრეისმა სულ რამდენიმე ფილმში გადაღება მოასწრო და მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდში კარგ სამსახიობო მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, კელიმ არჩევანი მონაკოს პრინცესობაზე გააკეთა.
გრეის კელი 1982 წლის 3 სექტემბერს ქალიშვილთან ერთად ავტოკატასტროფაში მოყვა. გრეისი ქალიშვილთან ერთად ქალაქიდან უნდა გამგზავრებულიყო. მან ბოლო მომენტში თვითმფრინავით გაფრენა გადაიფიქრა და ავტომობილში ჩაჯდა. 40 წუთში, ერთ-ერთ მოსახვევში გრეისის მანქანა კლდიდან გადაიჩეხა. გრეისთან ერთად მანქანაში ქალიშვილი სტეფანიც იჯდა. ის გადარჩა, ხოლო გრეის კელი მეორე დღეს მონაკოს ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
ჯექსონ პოლაკი
ჯექსონ პოლაკი (1912-1956) ამერიკელი მხატვარი, აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი დამაარსებელი. მხატვარმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა XX საუკუნის მეორე ნახევრის ხელოვნებაზე. 1956 წლის აგვისტოში პოლაკი ავარიაში მოყვა და დაიღუპა. ცნობილია, რომ ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დღემდე უცნობია, ეს იყო უბედური შემთხვევა თუ თვითმკვლელობა.
მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.