მუსიკოს ნუგზარ ერგემლიძის ვაჟმა, გიორგიმ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მამას, ნუგზარ ერგემლიძეს აგინა და იქვე დაწერა, მრცხვენია მისი შვილი რომ ვარო. "ამბები.გე" გიორგის დაუკავშირდა.
- გიორგი, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, საჯაროდ, მამას, ნუგზარ ერგემლიძეს დედა აგინე. ეჭვიც კი გაჩნდა, იქნებ გიორგის ნაცვლად სხვა იყოო. გვაინტერესებს, იმ სალანძღავი სიტვების ავტორი მართლა შენ ხარ?
- კი, აქამდეც დამიწერია ეგეთი რაღაცები... ახლაც იყო რაღაც, გავბრაზდი დავაწერე. მერე ისე მოხდა, რომ ეს ფაქტი ინტერნეტმედიამ აიტაცა. რატომ, ვერ გავიგე? თან, ამ ამბავს პოლიტიკური სახე მისცეს, რაც მაგარი სისულელეა.
- კი, ეგეც ითქვა, რომ მამა-შვილს შორის დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდაო...
- არა, პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. არც "ოცნების" მომხრე ვარ და არც - "ნაციონალების", მაგრად მკიდია, რადგანაც ჩემთვის პოლიტიკა სიბინძურეა; მანდ, უბრალოდ, ჩვეულებრივი მამა-შვილური მომენტი იყო, რომ წინა თაობას დღევანდელი თაობა ფეხზე ჰკიდია, მათი არაფერი მოსწონს. არადა, ჩენც ვაკეთებთ რაღაცებს. მოკლედ, დაუფასებლობის "პონტია", რა... თან, არც არავინ არაფერში გვეხმარება, ხელშეწყობაც არ გვაქვს... ჰოდა, გავბრაზდი, ნასვამიც ვიყავი და ჩემს მეგობრებში დავწერე ის, რაც დავწერე.
- კი ფიქრობ, რომ შენთვის რაღაც დაწერე, მაგრამ ის ბევრმა ადამიანმა წაიკითხა და ლამაზიც არ არის, როცა ცნობილ მამას შვილი საჯაროდ დედას აგინებს. …
- ვიცი, გასაგებია და მერე დავწერე კიდეც ამის შესახებ... არადა, ძალიან მარტივია თურმე ხალხის დაინტერესება... როცა მართლა კარგ სიმღერას ვწერ, და რაღაცებს ვაკეთებ, ყურადებას არავინ მაქცევს. ე.ი. დედა უნდა ვაგინო ვიღაცას, რომ ყურადღება მომაქციონ?!
- ვიღაცას არა, მამას აგინე...
- მე და მამჩემი სულ ვჩხუბობთ. ამის შესახებ ადრე პრესაშიც დაიბეჭდა. უბრალოდ, არც მიფიქრია, რომ გუშინ არჩევნები იყო და ამ ყველაფერს პოლიტიკურ კუდს გამოაბამდნენ.…
ჩვენ ნუგზარ ერგემლიძესაც დავუკავშირდით.
- ბატონო ნუგზარ, "ფესიბუქის" საკუთარ გვერდზე თქვენმა შვილმა, გიორგიმ გაგინათ... ამასთან, ამბობენ, მამა-შვილი ერთმანეთს პოლიტიკურ ნიადაგზე დაუპირისპირდაო.
- არა, როგორ გეკადრებათ და საერთოდ, აზრზე არ ვარ, რაზეა ლაპარაკი. მაგ საკითხს გავარკვევ, არ ვიცი, რა ხდება.
- ე.ი. თქვენ შორის მსგავსი არაფერი მომხდარა, რომ ასეთი დაძაბულობა გამოეწვია?
- ჩვენ შორის შეიძლება, რაღაც მუსიკალურ საკითხებზე კამათი იყოს, მაგრამ ისეთი არა, რომ ასეთი ხმაური გამოეწვია... თუ დედას მაგინებს, მაგას მართლა გავარკვევ. ეტყობა, ძალიან გადააჭარბა. ისე, ეს ყველაფერი მაგან დაწერა, რო? მისგან ასეთი რამ გამორიცულია...
რაც შეეხება პოლიტიკურ დაპირისპირებას, საერთოდ, გამოვრიცხავ, არ ვერევი, ვისაც ვინ უნდა, იმას აძლევს ხმას, ანუ ოჯახში ასეთ დარაზმულობას არ ვითხოვ... პოლიტიკა არაფერ შუაშია...
ლალი ფაცია
სპეციალურად ambebi.ge-სთვის