მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალს იდეალური მამაკაცი უპოვეს
პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალს იდეალური მამაკაცი უპოვეს

ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბე­ბი სკარ­ლეტ იო­ჰან­სო­ნი და მე­თიუ მა­კკო­ნა­ჰი The One от Dolce & Gabbana-ს სუ­ნა­მოს სა­რეკ­ლა­მო რგოლ­ში გა­და­ი­ღეს. რეკ­ლა­მა იმ­დე­ნად მაც­დუ­რი გა­მო­ვი­და, რომ სუ­ნა­მო, სა­ვა­რა­უ­დოდ, დიდი წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ყი­დე­ბა.

მსა­ხი­ო­ბებ­მა ფო­ტოგ­რაფ პი­ტერ ლინ­დბერ­გის­თვის იპო­ზი­ო­რეს. შარ­შან მა­კკო­ნაჰ­მა ვი­დე­ორ­გოლ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი გა­ნა­სა­ხი­ე­რა, რო­მელ­საც პა­პა­რა­ცე­ბი დას­დე­ვენ, იო­ჰან­სონ­მა კი ახალ­გაზ­რდა ვარ­სკვლა­ვის როლი მო­ირ­გო. ამ­ჯე­რად კი წყვი­ლი ლოს-ან­ჯე­ლეს­ში გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც სო­ფი­ტე­ბის შუქ­ზე პო­ზი­რებ­დნენ. შავ-თეთ­რი ფო­ტო­სე­სია იტა­ლი­უ­რი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის, კონ­კრე­ტუ­ლად კი ფე­დე­რი­კო ფე­ლი­ნის ფილ­მე­ბის გავ­ლე­ნით შე­იქ­მნა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ სკარ­ლეტ იო­ჰან­სო­ნი პლა­ნე­ტის ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლურ ქა­ლად და­ა­სა­ხე­ლეს. მა­მა­კა­ცე­ბის ჟურ­ნალ­მა Esquire მსა­ხი­ო­ბის ფოტო გა­რე­კან­ზე და­ბეჭ­და. გარ­და ამი­სა, ვუდი ალე­ნის მუზა ერ­თა­დერ­თი ქა­ლია, რო­მელ­საც ჟურ­ნალ­მა ეს ტი­ტუ­ლი უკვე მე­ო­რედ მი­ა­ნი­ჭა - ანა­ლო­გი­უ­რი წო­დე­ბა სკარ­ლეტ­მა 2006 წელს მო­ი­პო­ვა. ჯურ­ნალ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში კი­ნო­ვარ­სკვლავ­მა ასა­კი­სა და კა­რი­ე­რის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა: "უკვე 28 წლის ვარ და ცოტა ხან­ში, ალ­ბათ, დე­დის რო­ლებს შე­მომ­თა­ვა­ზე­ბენ".

შარ­შან Esquire-ის სექ­სუ­ა­ლუ­რი ქა­ლე­ბის რე­ი­ტინგს მილა კუ­ნი­სი ლი­დე­რობ­და. სხვა­დას­ხვა დროს ეს ტი­ტუ­ლი ჟურ­ნალ­მა რი­ა­ნას, ჰოლი ბე­რის და კეიტ ბე­კინ­სე­ილს მი­ა­ნი­ჭა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია spletnik.ru-ს მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ვი­დეო

პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალს იდეალური მამაკაცი უპოვეს

პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალს იდეალური მამაკაცი უპოვეს

ჰოლივუდის მსახიობები სკარლეტ იოჰანსონი და მეთიუ მაკკონაჰი The One от Dolce & Gabbana-ს სუნამოს სარეკლამო რგოლში გადაიღეს. რეკლამა იმდენად მაცდური გამოვიდა, რომ სუნამო, სავარაუდოდ, დიდი წარმატებით გაიყიდება.

მსახიობებმა ფოტოგრაფ პიტერ ლინდბერგისთვის იპოზიორეს. შარშან მაკკონაჰმა ვიდეორგოლში პოპულარული მსახიობი განასახიერა, რომელსაც პაპარაცები დასდევენ, იოჰანსონმა კი ახალგაზრდა ვარსკვლავის როლი მოირგო. ამჯერად კი წყვილი ლოს-ანჯელესში გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა, სადაც სოფიტების შუქზე პოზირებდნენ. შავ-თეთრი ფოტოსესია იტალიური კინემატოგრაფიის, კონკრეტულად კი ფედერიკო ფელინის ფილმების გავლენით შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ სკარლეტ იოჰანსონი პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელეს. მამაკაცების ჟურნალმა Esquire მსახიობის ფოტო გარეკანზე დაბეჭდა. გარდა ამისა, ვუდი ალენის მუზა ერთადერთი ქალია, რომელსაც ჟურნალმა ეს ტიტული უკვე მეორედ მიანიჭა - ანალოგიური წოდება სკარლეტმა 2006 წელს მოიპოვა. ჯურნალთან ინტერვიუში კინოვარსკვლავმა ასაკისა და კარიერის შესახებ ისაუბრა: "უკვე 28 წლის ვარ და ცოტა ხანში, ალბათ, დედის როლებს შემომთავაზებენ".

შარშან Esquire-ის სექსუალური ქალების რეიტინგს მილა კუნისი ლიდერობდა. სხვადასხვა დროს ეს ტიტული ჟურნალმა რიანას, ჰოლი ბერის და კეიტ ბეკინსეილს მიანიჭა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება