საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ემიგრანტი პროდიუსერის აღსარება
ემიგრანტი პროდიუსერის აღსარება

"და­ვი­ბა­დე თბი­ლი­სის მე­ო­თხე სამ­შო­ბი­ა­რო­ში, გა­ვი­ზარ­დე სა­ბურ­თა­ლო­ზე, გა­მო­ვიც­ვა­ლე თბი­ლი­სის რამ­დე­ნი­მე სკო­ლა და შე­სა­ბა­მი­სად, უამ­რა­ვი ნაც­ნო­ბი და მე­გო­ბა­რიც მყავს თბი­ლის­ში", - ამ­ბობს პრო­დი­უ­სე­რი - ეკა ჩი­ტაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მოლ­და­ვეთ­ში, კერ­ძოდ, კი­ში­ნი­ოვ­ში ცხოვ­რობს და აქვს სე­რი­ო­ზუ­ლი საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნია...

მას­თან რამ­დენ­ჯერ­მე მეც მქო­ნია შე­ხე­ბა, რო­გორც არა­ერ­თი მა­სობ­რი­ვი მუ­სი­კა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თან. შემ­დეგ კი აქა­უ­რო­ბა და­ტო­ვა და სა­ცხოვ­რებ­ლად უცხო­ეთ­ში გა­და­ვი­და... ჩემს რეს­პონ­დენტს ცოტა ხნის წინ მოლ­და­ვეთ­ში და­ვუ­კავ­შირ­დი.

- ეკა, რა გახ­და სა­ქარ­თვე­ლო­დან შენი წას­ვლის მი­ზე­ზი?

- სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლის კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი არ მქონ­და. უბ­რა­ლოდ, რო­გორც პრო­დი­უ­სერ­სა და ბიზ­ნეს­მენს, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა, ბიზ­ნე­სურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა მსურ­და. 2006 წელს მოს­კოვ­ში, გნე­სი­ნე­ბის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კა­ლუ­რი აკა­დე­მი­ის საპ­რო­დი­უ­სე­რო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. ჩემი ოჯა­ხი 20 წე­ლია, რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს და პი­რა­დი თუ საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტე­ბის გამო, მოს­კოვ­ში ჩას­ვლა მა­ნამ­დეც ხში­რად მი­წევ­და. ჩემი ძმა - და­ვი­თი ამა­ვე აკა­დე­მი­ის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლია და შო­უ­ბიზ­ნე­სის სფე­რო­ში მუ­შა­ობს. ამ­ჟა­მად სწო­რედ ის გახ­ლავთ ჩემი კომ­პა­ნი­ის რუ­სე­თის ფი­ლი­ა­ლის დი­რექ­ტო­რი.

- მოლ­და­ვეთ­ში კონ­კრე­ტუ­ლად რას საქ­მი­ა­ნობ?

- მოლ­და­ვეთ­ში პირ­ვე­ლად სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე ჟი­უ­რის წევ­რად, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის მოწ­ვე­ვით მოვ­ხვდი, სა­დაც რამ­დე­ნი­მე გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი, მათ შო­რის, პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი, ოლი­გარ­ქი და მე­ცე­ნა­ტი - ლე­ო­ნიდ ვოლ­ნი­ანსკი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში კულ­ტუ­რის სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უჭერ­და მხარს; მისი და­ფი­ნან­სე­ბით ხდე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფო ოპე­რის თე­ატ­რი­სა და სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზე­ბის შე­ნე­ბა-რე­კონ­სტრუქ­ცია და შე­ნახ­ვა, ნი­ჭი­ე­რი ხე­ლო­ვა­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რა და მათი რე­ა­ლი­ზე­ბა კულ­ტუ­რი­სა და შო­უ­ბიზ­ნე­სის სფე­რო­ში. ჰოდა, ვოლ­ნი­ანსკიმ პარტნი­ო­რო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა, მაგ­რამ მა­შინ მოს­კოვ­ში ვმუ­შა­ობ­დი და უარი ვუ­თხა­რი... 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში კი მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მოს­კოვ­ში ქარ­თვე­ლე­ბის ეთ­ნი­კუ­რი წმენ­და გან­ხორ­ცი­ელ­და. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს სატ­ვირ­თო თვითმფრი­ნა­ვებ­ში "ყრიდ­ნენ" და ისე აბ­რუ­ნებ­დნენ სამ­შობ­ლო­ში. ზოგს ხან­ში შე­სუ­ლი მშო­ბე­ლი დარ­ჩა ქა­ლაქ­ში, ზოგს - მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი და მე­უღ­ლე. ნე­ბის­მი­ერ ერსა და ეროვ­ნე­ბას პა­ტივს ვცემ და მინ­და, ჩემს ერსა და ეროვ­ნე­ბა­საც ასე­თი­ვე პა­ტი­ვის­ცე­მით მო­ე­პყრან სხვე­ბი, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ასე არ ხდე­ბა. იმ პე­რი­ოდ­ში აგ­რე­სი­ის ეპი­ცენ­ტრში აღ­მოვ­ჩნდი, ამი­ტომ უნდა მი­მე­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ან უარი მეთ­ქვა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე, რაც მა­შინ უამ­რავ­მა ჩვენ­მა თა­ნა­მე­მა­მუ­ლემ გა­ა­კე­თა, ან და­მე­ტო­ვე­ბი­ნა ქვე­ყა­ნა! სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა იმ პე­რი­ოდ­ში აბ­სურ­დი გახ­ლდათ, რად­გან ჩემი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნის­თვის იქ არა­ნა­ი­რი პერ­სპექ­ტი­ვა არ იყო და ამას­თან­ვე, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­თის ჯარი თბი­ლი­სის და­ბომბვას გეგ­მავ­და. ჩემი ოჯა­ხის­თვის ერ­თა­დერ­თი სა­ი­მე­დო თავ­შე­სა­ფა­რი მოლ­და­ვეთ­ში მე­გუ­ლე­ბო­და. აქა­ურ­მა მე­გობ­რებ­მა დახ­მა­რე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს. ჰოდა, ამ მი­ზე­ზით ჩა­მო­ვე­დი მოს­კო­ვი­დან კი­ში­ნი­ოვ­ში. აქ ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ კი ლე­ო­ნიდ ვოლ­ნი­ანსკიმ კულ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლად დამ­ნიშ­ნა, რაც ჩემ­თვის უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იყო და არც მე გა­მიწ­ბი­ლე­ბია მისი იმე­დი. ჩემი ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­ი­მარ­თა პირ­ვე­ლი მი­უ­ზიკ­ლი მოლ­და­ვეთ­ში - THE GATES, რო­მელ­შიც 220 მუ­სი­კო­სი, მომ­ღე­რა­ლი და არ­ტის­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

- პრო­ექ­ტი რას ეხე­ბო­და?

- სო­ცი­ა­ლურ თე­მა­ზე იყო აგე­ბუ­ლი. უამ­რა­ვი მოლ­და­ვე­ლი მი­ემ­გზავ­რე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ სარ­ჩოს მო­სა­პო­ვებ­ლად და სხვა ქვეყ­ნებ­ში ემიგ­რან­ტე­ბად რჩე­ბი­ან, რაც ქვეყ­ნის­თვის უდი­დე­სი პრობ­ლე­მაა. მი­უ­ზიკ­ლის თემა კი სამ­შობ­ლოს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­სა და ქვე­ყა­ნა­ში დარ­ჩე­ნის სა­კითხს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­ვა­კე­თე პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც კულ­ტუ­რის და შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და­საქ­მე­ბას ეხ­მა­რე­ბო­და. ჩა­ვა­ტა­რე სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი, კონ­კურ­სე­ბი: Golden Voices და Golden Wings, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა და ტუ­რიზ­მის სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით და­ი­გეგ­მა. წე­ლი­წად­ში 4-5-ჯერ 25 ქვეყ­ნის დე­ლე­გა­ცი­ას ვმას­პინ­ძლობ­დით. რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლო არა­სო­დეს გა­მო­მი­ტო­ვე­ბია: ჩემი მოწ­ვე­ვით, მოლ­და­ვეთს ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ე­რი მომ­ღერ­ლე­ბი - ანრი ჯო­ხა­ძე, ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი, ლე­ვან ჯიბ­ლა­ძე, სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძე, კახა კუ­ხი­ა­ნი­ძე, ქეთი ორ­ჯო­ნი­კი­ძე, ირი­ნა ბა­ი­რა­მაშ­ვი­ლი, გოგა მეს­ხი, მა­რი­ამ რო­მე­ლაშ­ვი­ლი და სხვე­ბი ეწ­ვივ­ნენ, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც უნი­ჭი­ე­რე­სი და ულა­მა­ზე­სი ერი, ისე გა­აც­ნეს მოლ­და­ვეთს და სხვა 25 ქვეყ­ნის დე­ლე­გა­ცი­ას. ახლა WORLD STAR 2014 წლის მზა­დე­ბა­ში ვარ.

- ბო­ლოს და ბო­ლოს, რო­მე­ლი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ხარ?

- მე ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი ვარ. შე­მიძ­ლია, უარი ვთქვა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე, მაგ­რამ ამას არ გა­ვა­კე­თებ. ყო­ველ­წლი­უ­რად 12 ქვე­ყა­ნა­ში, სხვა­დას­ხვა მუ­სი­კა­ლურ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე ჟი­უ­რის წევ­რად მიწ­ვე­ვენ და ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, რომ არ არის სა­სურ­ვე­ლი, თუ ასე წარ­მად­გე­ნენ: "ეკა­ტე­რი­ნე ჩი­ტაშ­ვი­ლი - მოლ­და­ვე­თი".

- უცხო ქვე­ყა­ნა­ში თავს კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ?

- მოლ­და­ვე­თი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე და ეროვ­ნუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის მქო­ნე ქვე­ყა­ნაა. გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­გან სი­კე­თე­სა და სით­ბოს ვგრძნობ. პა­ტივს მცე­მენ, რო­გორც ქარ­თველს. მე არ ვარ მოლ­და­ვე­თის სტუ­მა­რი, ამ ქვეყ­ნის­თვის ოჯა­ხის წევ­რი­ვით ვარ.

- მოლ­და­ვეთ­ში შო­უ­ბიზ­ნე­სი რა დო­ნე­ზეა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი?

- მა­ღალ დო­ნე­ზეა ამუ­შა­ვე­ბუ­ლი კორ­პო­რა­ტი­უ­ლი, საკ­ლუ­ბო გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ბა­ზა­რი, რო­მელ­საც არ­ტის­ტე­ბის­თვის არც ისე მცი­რე შე­მო­სა­ვა­ლი მო­აქვს. მოკ­ლედ, შოუც კეთ­დე­ბა და ბიზ­ნე­სიც, მაგ­რამ არა - დიდი. ნე­ბის­მი­ე­რი მოლ­და­ვე­ლი "ვარ­სკვლა­ვის" ჰო­ნო­რა­რი 1.000-1.500 ევ­რომ­დეა. არ არის კონ­ცერ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტი.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში 2011 წელს ჩა­ა­ტა­რე მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სი' - "გოლ­დენ ტა­ლან­ტი"... რას იტყვი ამის შე­სა­ხებ?

- "გოლ­დენ ტა­ლან­ტი" სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ტე­ლე­ვი­ზიო მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სია, რომ­ლის ავ­ტო­რი და ლი­ცენ­ზი­ის მფლო­ბე­ლი გახ­ლა­ვართ. ეს პრო­ექ­ტი 2011 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში მყო­ფი სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუ­ფის დახ­მა­რე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და, მე კი "გოლ­დენ ტა­ლან­ტის" გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი გახ­ლდით. ბა­თუმ­ში მხო­ლოდ 3 თვე ვი­ყა­ვით, მაგ­რამ მა­ნამ­დე ამ პრო­ექ­ტზე მთე­ლი 12 თვე ვი­მუ­შა­ვე - ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ვა­ფორ­მე 25 ქვეყ­ნის ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას­თან, რომ­ლებ­მაც შიდა შე­სარ­ჩე­ვი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ტუ­რე­ბი ჩა­ა­ტა­რეს და თა­ვი­ან­თი კონ­კურ­სან­ტე­ბი ფი­ნალ­ში წარ­მოგ­ვიდ­გი­ნეს. ასე­ვე, სა­კუ­თარ ქვეყ­ნებ­ში უზ­რუნ­ველ­ყვეს "გოლ­დენ ტა­ლან­ტის" ტე­ლეტ­რანსლა­ცია. სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მის­თვის და ჟი­უ­რი­ში სა­მუ­შა­ოდ მო­ვიწ­ვიე მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვე­ბი - ჯგუ­ფი "ბლუ", ევა სი­მონ­სი, ამე­რი, შონ­ტე­ლი, კეტი რა­ი­ნი, ქრის უი­ლი­სი, სანსტრო­უქ პრო­ჯექ­ტი და სხვე­ბი. მო­ვიწ­ვიე ღო­ნის­ძი­ე­ბის ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი წამ­ყვა­ნი, "მის ლიტ­ვა" - იურ­გი­ტა იურ­კუ­ტე. სცე­ნის დი­ზა­ი­ნი არ­ქი­ტექ­ტორ-დი­ზა­ი­ნერს, ნა­ტა­ლია კომ­ლე­ვას და­ვამ­ზა­დე­ბი­ნე. სას­ცე­ნო დე­კო­რა­ცი­ის­თვის უკ­რა­ი­ნი­დან იქნა ჩა­მო­ტა­ნი­ლი "ლედ ეკ­რა­ნე­ბი" და ა.შ. მოკ­ლედ, პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში პრაქ­ტი­კუ­ლად, გამ­ზა­დე­ბუ­ლი ჩა­მო­ვი­ტა­ნე. ქარ­თველ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს მხო­ლოდ მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მო­ძი­ე­ბა და "გოლ­დენ ტა­ლან­ტის" სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ტუ­რის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლის შერ­ჩე­ვა, სცე­ნის და სა­კონ­ცერ­ტო ად­გი­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა და ჩემ მიერ მოწ­ვე­უ­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის, კონ­კურ­სან­ტე­ბი­სა და 25 ქვეყ­ნის დე­ლე­გა­ცი­ის მი­ღე­ბა-სტუმ­რო­ბა ევა­ლე­ბო­დათ. პრო­ექ­ტის ტე­ლე­პარტნი­ო­რი ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" გახ­ლდათ. სამ­წუ­ხა­როდ, არა­საკ­მა­რი­სი და­ფი­ნან­სე­ბის გამო, პრო­ექ­ტის ყო­ველ­წლი­უ­რად ჩა­ტა­რე­ბა ქარ­თველ­მა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ვერ შეძ­ლეს. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ნა­ად­რე­ვი აღ­მოჩ­ნდა ასე­თი მას­შტა­ბუ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის მას­პინ­ძლო­ბა.

- რო­გორც მახ­სოვს, ქარ­თვე­ლე­ბი ცოტა არ იყოს, უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი იყ­ვნენ ამ ფეს­ტი­ვა­ლით...

- ასე­თი რამ არ მახ­სოვს, მაგ­რამ და­მერ­წმუ­ნეთ, პრო­ექ­ტი ნამ­დვი­ლად თა­ნა­მედ­რო­ვე და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი იყო. გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ალ­ბათ ქარ­თვე­ლი "ვარ­სკვლა­ვე­ბი" დარ­ჩნენ, რად­გა­ნაც სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ჰქონ­დათ. ჰოდა, გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლე­ბი, კონ­კურ­სის დო­ნე­ზე ალა­პა­რაკ­დნენ მა­ნამ­დე, ვიდ­რე ეთერ­ში გა­ვი­დო­დით... ჩემი აზ­რით, ეს პრო­ექ­ტი "ახალ ტალ­ღას" ან "სლა­ვი­ანსკი ბა­ზარს" არ უნდა დამ­სგავ­სე­ბო­და, სა­დაც მხო­ლოდ 80-90 წლე­ბის რუ­სუ­ლე­ნო­ვან რე­პერ­ტუ­არს აჟ­ღე­რე­ბენ. რუ­სე­თი წლე­ბია, ცდი­ლობს, შე­ვი­დეს ევ­რო­პის მუ­სი­კა­ლურ ბა­ზარ­ზე, მაგ­რამ ამა­ოდ! მი­ხა­რია, რომ ჩვენ სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძე გა­ვა­ცა­ნით 25 ქვე­ყა­ნას, რო­გორც უნი­ჭი­ე­რე­სი და პერ­სპექ­ტი­უ­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი. თუ არ ჩავ­თვლით ფი­ნან­სურ პრობ­ლე­მებს, პრო­ექ­ტმა წარ­მა­ტე­ბუ­ლად ჩა­ი­ა­რა, რის­თვი­საც უდი­დე­სი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედს". რომ არა მათი ნდო­ბა და მხარ­და­ჭე­რა, "გოლ­დენ ტა­ლან­ტი", რო­გორც სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტი, ვერ შედ­გე­ბო­და.

- ამ ფეს­ტი­ვალ­ზე სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძემ გა­ი­მარ­ჯვა და თუ არ ვცდე­ბი, გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი დარ­ჩა ნუკა გვა­ლია...

- სა­ლო­მე ნი­ჭი­ე­რი და პერ­სპექ­ტი­უ­ლი მომ­ღე­რა­ლია. ის მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვი­და, გა­მარ­ჯვე­ბა კი მოლ­დო­ველ პა­ველ პარ­ფე­ნის ხვდა წი­ლად, რო­მე­ლიც "ევ­რო­ვი­ზია 2012"-ის ფი­ნა­ლის­ტი გახ­ლდათ. პა­ვე­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლი და უკვე შემ­დგა­რი "ვარ­სკვლა­ვია" სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში... რაც შე­ე­ხე­ბა ნუკა გვა­ლი­ას, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემი ფა­ვო­რი­ტი მომ­ღე­რა­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, "გოლ­დენ ტა­ლან­ტის" სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის ფი­ნალ­ში ვერ მოხ­ვდა, მაგ­რამ ეს სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი შე­სარ­ჩე­ვი ტუ­რის ჟი­უ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მოხ­და. ქუ­ლე­ბი ხომ მა­თე­მა­ტი­კაა: ზოგს დღეს გა­უ­მარ­თლებს, ზოგს - ხვალ. ნუ­კას აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ხი­ლავთ დიდ სცე­ნა­ზე, ამის მჯე­რა! ის არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა MTV-ის ნე­ბის­მი­ერ მსოფ­ლიო ვარ­სკვლავს. იმე­დი მაქვს, ნუ­კას გა­მო­უჩ­ნდე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი, რო­მე­ლიც შეძ­ლებს ინ­ვეს­ტო­რის მო­ძი­ე­ბას და რო­მე­ლი­მე ევ­რო­პულ ლე­იბლკომ­პა­ნი­ას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბას.

- ქარ­თვე­ლებ­თან ნაკ­ლე­ბად თა­ნამ­შრობ­ლობ, არა?

- კი, იშ­ვი­ა­თად. ჩემი ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კონ­ცერ­ტო კომ­პა­ნია Maximum-ის მარ­თვაა. ჩვენ ორ­გა­ნი­ზე­ბას ვუ­წევთ მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვე­ბის ტუ­რებს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, ვმარ­თავთ მას­შტა­ბურ კონ­ცერ­ტებს. სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაც ხში­რად მი­კავ­შირ­დე­ბი­ან, მაგ­რამ ამას თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი სახე არ აქვს, უფრო ხში­რად, ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით მომ­მარ­თა­ვენ. პრო­მო­უ­ტე­რებს აინ­ტე­რე­სებთ ამა თუ იმ ცნო­ბი­ლი "ვარ­სკვლა­ვის" ჰო­ნო­რა­რის ოდე­ნო­ბა და მოწ­ვე­ვის პი­რო­ბე­ბი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვე­ბის ჰო­ნო­რა­რის გა­დახ­დას და ხა­რის­ხი­ა­ნი კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვას სპონ­სო­რის მო­ძი­ე­ბა და და­ფი­ნან­სე­ბა სჭირ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი სპონ­სო­რე­ბის დე­ფი­ცი­ტია. ბოლო წლებ­ში, ჩემი ორ­გა­ნი­ზე­ბით რამ­დე­ნი­მე პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი ეწ­ვია სა­ქარ­თვე­ლოს, კერ­ძოდ: ტო­მას ან­დერ­სი, ტი­მა­ტი, ოტ­ტო­ვა­ნი, ბუმ­ბოქ­სი, 19 სექ­ტემ­ბერს კი თბი­ლისს ჯგუ­ფი "რეფ­ლექ­სი" ეწ­ვე­ვა.

- რო­გორ ფიქ­რობ, შენი წარ­მა­ტე­ბა რამ გა­ნა­პი­რო­ბა?

- ჩემს წარ­მა­ტე­ბად, სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე მიღ­წე­უ­ლი რე­პუ­ტა­ცია მი­მაჩ­ნია, რაც დიდ სტი­მულს მაძ­ლევს, რომ კი­დევ უფრო მეტი გა­ვა­კე­თო. ის, რომ კომ­პე­ტენ­ტუ­რი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მენ­დო­ბი­ან, პა­ტივს მცე­მენ და მა­ფა­სე­ბენ, ეს ჩემ­თვის შე­უ­ფა­სე­ბე­ლი გან­ძია. მე მიყ­ვარს ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა და პა­ტივს ვცემ თი­თო­ე­ულ იმ ადა­მი­ანს, ვინც ჩემ გარ­შე­მო იმ­ყო­ფე­ბა. ჰოდა, როცა გას­ცემ პო­ზი­ტივს, ის აუ­ცი­ლებ­ლად, სა­სი­კე­თოდ და­გიბ­რუნ­დე­ბა. წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად კი­დევ ერთი სა­ი­დუმ­ლო მაქვს: ვმუ­შა­ობ 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. თუ ვი­ღა­ცის სა­მუ­შაო დრო­ის ხან­გრძლი­ვო­ბა 10-12 სა­ა­თით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, მე ვა­ორ­მა­გებ სა­მუ­შაო დროს და შე­დე­გიც მე­ტია. ვარ უშუ­ა­ლო ადა­მი­ა­ნი და კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­ვურ­ბი­ვარ ამ­პარ­ტა­ვან, სხვი­სი კრი­ტი­კით, სა­კუ­თა­რი თა­ვის წარ­მო­ჩე­ნის მცდე­ლო­ბით ატ­ლი­კი­ნე­ბულ ხალ­ხს!

- ცოტა რამ ოჯახ­ზეც გვი­თხა­რი...

- მყავს 3 შვი­ლი: ანა, ივა, და ირინ­კა. ანა და ივა სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან, ირინ­კა კი სა­მო­დე­ლო სა­რეკ­ლა­მო სა­კონ­ცერ­ტო კომ­პა­ნია Maximum-ის დი­რექ­ტო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში, ხში­რად ატა­რებს საკ­ლუ­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბას. ის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობს, მაგ­რამ მგო­ნია, რომ მო­მა­ვალ­ში ჩემი კომ­პა­ნი­ი­სა და პრო­ექ­ტე­ბის მარ­თვით და­კავ­დე­ბა... და­ბო­ლოს, მინ­და გი­თხრათ, რომ ამ­ჟა­მად ვმუ­შა­ობ წიგნ­ზე, რო­მელ­საც "პრო­დი­უ­სე­რის აღ­სა­რე­ბას" და­ვარ­ქმევ. წიგ­ნი სა­ვა­რა­უ­დოდ, 2016 წელს, რუ­სულ და ინ­გლი­სურ ენებ­ზე გა­მო­ი­ცე­მა.

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ემიგრანტი პროდიუსერის აღსარება

ემიგრანტი პროდიუსერის აღსარება

"დავიბადე თბილისის მეოთხე სამშობიაროში, გავიზარდე საბურთალოზე, გამოვიცვალე თბილისის რამდენიმე სკოლა და შესაბამისად, უამრავი ნაცნობი და მეგობარიც მყავს თბილისში", - ამბობს პროდიუსერი - ეკა ჩიტაშვილი, რომელიც ამჟამად მოლდავეთში, კერძოდ, კიშინიოვში ცხოვრობს და აქვს სერიოზული საპროდიუსერო კომპანია...

მასთან რამდენჯერმე მეც მქონია შეხება, როგორც არაერთი მასობრივი მუსიკალური ღონისძიების ორგანიზატორთან. შემდეგ კი აქაურობა დატოვა და საცხოვრებლად უცხოეთში გადავიდა... ჩემს რესპონდენტს ცოტა ხნის წინ მოლდავეთში დავუკავშირდი.

-  ეკა, რა გახდა საქართველოდან შენი წასვლის მიზეზი?

-  საქართველოდან წასვლის კონკრეტული მიზეზი არ მქონდა. უბრალოდ, როგორც პროდიუსერსა და ბიზნესმენს, კვალიფიკაციის ამაღლება, ბიზნესურთიერთობების გაფართოება მსურდა. 2006 წელს მოსკოვში, გნესინების სახელობის მუსიკალური აკადემიის საპროდიუსერო ფაკულტეტზე ჩავაბარე. ჩემი ოჯახი 20 წელია, რუსეთში ცხოვრობს და პირადი თუ საქმიანი ვიზიტების გამო, მოსკოვში ჩასვლა მანამდეც ხშირად მიწევდა. ჩემი ძმა - დავითი ამავე აკადემიის კურსდამთავრებულია და შოუბიზნესის სფეროში მუშაობს. ამჟამად სწორედ ის გახლავთ ჩემი კომპანიის რუსეთის ფილიალის დირექტორი.

-  მოლდავეთში კონკრეტულად რას საქმიანობ?

-  მოლდავეთში პირველად საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე ჟიურის წევრად, დედაქალაქის მერის მოწვევით მოვხვდი, სადაც რამდენიმე გავლენიანი ადამიანი გავიცანი, მათ შორის, პარლამენტის დეპუტატი, ოლიგარქი და მეცენატი - ლეონიდ ვოლნიანსკი, რომელიც ქვეყანაში კულტურის სფეროს განვითარებას წლების განმავლობაში უჭერდა მხარს; მისი დაფინანსებით ხდებოდა სახელმწიფო ოპერის თეატრისა და საკონცერტო დარბაზების შენება-რეკონსტრუქცია და შენახვა, ნიჭიერი ხელოვანების მხარდაჭერა და მათი რეალიზება კულტურისა და შოუბიზნესის სფეროში. ჰოდა, ვოლნიანსკიმ პარტნიორობა შემომთავაზა, მაგრამ მაშინ მოსკოვში ვმუშაობდი და უარი ვუთხარი... 2008 წლის აგვისტოში კი მოგეხსენებათ, მოსკოვში ქართველების ეთნიკური წმენდა განხორციელდა. საქართველოს მოქალაქეებს სატვირთო თვითმფრინავებში "ყრიდნენ" და ისე აბრუნებდნენ სამშობლოში. ზოგს ხანში შესული მშობელი დარჩა ქალაქში, ზოგს - მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე. ნებისმიერ ერსა და ეროვნებას პატივს ვცემ და მინდა, ჩემს ერსა და ეროვნებასაც ასეთივე პატივისცემით მოეპყრან სხვები, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. იმ პერიოდში აგრესიის ეპიცენტრში აღმოვჩნდი, ამიტომ უნდა მიმეღო გადაწყვეტილება და ან უარი მეთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, რაც მაშინ უამრავმა ჩვენმა თანამემამულემ გააკეთა, ან დამეტოვებინა ქვეყანა! საქართველოში დაბრუნება იმ პერიოდში აბსურდი გახლდათ, რადგან ჩემი პროფესიის ადამიანისთვის იქ არანაირი პერსპექტივა არ იყო და ამასთანვე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯარი თბილისის დაბომბვას გეგმავდა. ჩემი ოჯახისთვის ერთადერთი საიმედო თავშესაფარი მოლდავეთში მეგულებოდა. აქაურმა მეგობრებმა დახმარება შემომთავაზეს. ჰოდა, ამ მიზეზით ჩამოვედი მოსკოვიდან კიშინიოვში. აქ ჩამოსვლის შემდეგ კი ლეონიდ ვოლნიანსკიმ კულტურის სამსახურის ხელმძღვანელად დამნიშნა, რაც ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა იყო და არც მე გამიწბილებია მისი იმედი. ჩემი ორგანიზებით გაიმართა პირველი მიუზიკლი მოლდავეთში - THE GATES, რომელშიც 220 მუსიკოსი, მომღერალი და არტისტი მონაწილეობდა.

-  პროექტი რას ეხებოდა?

-  სოციალურ თემაზე იყო აგებული. უამრავი მოლდაველი მიემგზავრება საზღვარგარეთ სარჩოს მოსაპოვებლად და სხვა ქვეყნებში ემიგრანტებად რჩებიან, რაც ქვეყნისთვის უდიდესი პრობლემაა. მიუზიკლის თემა კი სამშობლოს ღირებულებების დაცვასა და ქვეყანაში დარჩენის საკითხს ემსახურებოდა. პარალელურად, გავაკეთე პროგრამა, რომელიც კულტურის და შოუბიზნესის წარმომადგენლების დასაქმებას ეხმარებოდა. ჩავატარე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, კონკურსები: Golden Voices და Golden Wings, რომლებიც ქვეყნის პოპულარიზაციისა და ტურიზმის სფეროს განვითარების მიზნით დაიგეგმა. წელიწადში 4-5-ჯერ 25 ქვეყნის დელეგაციას ვმასპინძლობდით. რა თქმა უნდა, საქართველო არასოდეს გამომიტოვებია: ჩემი მოწვევით, მოლდავეთს ყველაზე ნიჭიერი მომღერლები - ანრი ჯოხაძე, ნოდიკო ტატიშვილი, ლევან ჯიბლაძე, სალომე ბაკურაძე, კახა კუხიანიძე, ქეთი ორჯონიკიძე, ირინა ბაირამაშვილი, გოგა მესხი, მარიამ რომელაშვილი და სხვები ეწვივნენ, რომლებმაც საქართველო, როგორც უნიჭიერესი და ულამაზესი ერი, ისე გააცნეს მოლდავეთს და სხვა 25 ქვეყნის დელეგაციას. ახლა WORLD STAR  2014 წლის მზადებაში ვარ.

-  ბოლოს და ბოლოს, რომელი ქვეყნის მოქალაქე ხარ?

-  მე ქართველი ემიგრანტი ვარ. შემიძლია, უარი ვთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, მაგრამ ამას არ გავაკეთებ. ყოველწლიურად 12 ქვეყანაში, სხვადასხვა მუსიკალურ საერთაშორისო კონკურსზე ჟიურის წევრად მიწვევენ და ალბათ დამეთანხმებით, რომ არ არის სასურველი, თუ ასე წარმადგენენ: "ეკატერინე ჩიტაშვილი - მოლდავეთი".

-  უცხო ქვეყანაში თავს კომფორტულად გრძნობ?

-  მოლდავეთი სტუმართმოყვარე და ეროვნული ტრადიციების მქონე ქვეყანაა. გარშემო მყოფებისგან სიკეთესა და სითბოს ვგრძნობ. პატივს მცემენ, როგორც ქართველს. მე არ ვარ მოლდავეთის სტუმარი, ამ ქვეყნისთვის ოჯახის წევრივით ვარ.

-  მოლდავეთში შოუბიზნესი რა დონეზეა განვითარებული?

-  მაღალ დონეზეა ამუშავებული კორპორატიული, საკლუბო გასართობი ღონისძიებების ბაზარი, რომელსაც არტისტებისთვის არც ისე მცირე შემოსავალი მოაქვს. მოკლედ, შოუც კეთდება და ბიზნესიც, მაგრამ არა - დიდი. ნებისმიერი მოლდაველი "ვარსკვლავის" ჰონორარი 1.000-1.500 ევრომდეა. არ არის კონცერტების დეფიციტი.

-  საქართველოში 2011 წელს ჩაატარე მუსიკალური კონკურსი' - "გოლდენ ტალანტი"... რას იტყვი ამის შესახებ?

-  "გოლდენ ტალანტი" საერთაშორისო სატელევიზიო მუსიკალური კონკურსია, რომლის ავტორი და ლიცენზიის მფლობელი გახლავართ. ეს პროექტი 2011 წელს საქართველოში მყოფი საორგანიზაციო ჯგუფის დახმარებით განხორციელდა, მე კი "გოლდენ ტალანტის" გენერალური პროდიუსერი გახლდით. ბათუმში მხოლოდ 3 თვე ვიყავით, მაგრამ მანამდე ამ პროექტზე მთელი 12 თვე ვიმუშავე - ხელშეკრულება გავაფორმე 25 ქვეყნის ტელეკომპანიასთან, რომლებმაც შიდა შესარჩევი ნაციონალური ტურები ჩაატარეს და თავიანთი კონკურსანტები ფინალში წარმოგვიდგინეს. ასევე, საკუთარ ქვეყნებში უზრუნველყვეს "გოლდენ ტალანტის" ტელეტრანსლაცია. საკონცერტო პროგრამისთვის და ჟიურიში სამუშაოდ მოვიწვიე მსოფლიო ვარსკვლავები - ჯგუფი "ბლუ", ევა სიმონსი, ამერი, შონტელი, კეტი რაინი, ქრის უილისი, სანსტროუქ პროჯექტი და სხვები. მოვიწვიე ღონისძიების ინგლისურენოვანი წამყვანი, "მის ლიტვა" - იურგიტა იურკუტე. სცენის დიზაინი არქიტექტორ-დიზაინერს, ნატალია კომლევას დავამზადებინე. სასცენო დეკორაციისთვის უკრაინიდან იქნა ჩამოტანილი "ლედ ეკრანები" და ა.შ. მოკლედ, პროექტი საქართველოში პრაქტიკულად, გამზადებული ჩამოვიტანე. ქართველ ორგანიზატორებს მხოლოდ მხარდამჭერების მოძიება და "გოლდენ ტალანტის" საქართველოს ნაციონალური ტურის შედეგად, საქართველოს წარმომადგენლის შერჩევა, სცენის და საკონცერტო ადგილის ორგანიზება და ჩემ მიერ მოწვეული ვარსკვლავების, კონკურსანტებისა და 25 ქვეყნის დელეგაციის მიღება-სტუმრობა ევალებოდათ. პროექტის ტელეპარტნიორი ტელეკომპანია "იმედი" გახლდათ. სამწუხაროდ, არასაკმარისი დაფინანსების გამო, პროექტის ყოველწლიურად ჩატარება ქართველმა ორგანიზატორებმა ვერ შეძლეს. საქართველოსთვის ნაადრევი აღმოჩნდა ასეთი მასშტაბური მუსიკალური პროექტის მასპინძლობა.

-  როგორც მახსოვს, ქართველები ცოტა არ იყოს, უკმაყოფილოები იყვნენ ამ ფესტივალით...

-  ასეთი რამ არ მახსოვს, მაგრამ დამერწმუნეთ, პროექტი ნამდვილად თანამედროვე და გემოვნებიანი იყო. განაწყენებული ალბათ ქართველი "ვარსკვლავები" დარჩნენ, რადგანაც საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ჰოდა, განაწყენებულები, კონკურსის დონეზე ალაპარაკდნენ მანამდე, ვიდრე ეთერში გავიდოდით... ჩემი აზრით, ეს პროექტი "ახალ ტალღას" ან "სლავიანსკი ბაზარს" არ უნდა დამსგავსებოდა, სადაც მხოლოდ 80-90 წლების რუსულენოვან რეპერტუარს აჟღერებენ. რუსეთი წლებია, ცდილობს, შევიდეს ევროპის მუსიკალურ ბაზარზე, მაგრამ ამაოდ! მიხარია, რომ ჩვენ სალომე ქათამაძე გავაცანით 25 ქვეყანას, როგორც უნიჭიერესი და პერსპექტიული ქართველი მომღერალი. თუ არ ჩავთვლით ფინანსურ პრობლემებს, პროექტმა წარმატებულად ჩაიარა, რისთვისაც უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ტელეკომპანია "იმედს". რომ არა მათი ნდობა და მხარდაჭერა, "გოლდენ ტალანტი", როგორც სატელევიზიო პროექტი, ვერ შედგებოდა.

-  ამ ფესტივალზე სალომე ქათამაძემ გაიმარჯვა და თუ არ ვცდები, განაწყენებული დარჩა ნუკა გვალია...

-  სალომე ნიჭიერი და პერსპექტიული მომღერალია. ის მეორე ადგილზე გავიდა, გამარჯვება კი მოლდოველ პაველ პარფენის ხვდა წილად, რომელიც "ევროვიზია 2012"-ის ფინალისტი გახლდათ. პაველი პოპულარული და უკვე შემდგარი "ვარსკვლავია" საკუთარ ქვეყანაში... რაც შეეხება ნუკა გვალიას, ის საქართველოში ჩემი ფავორიტი მომღერალია. სამწუხაროდ, "გოლდენ ტალანტის" საერთაშორისო კონკურსის ფინალში ვერ მოხვდა, მაგრამ ეს საქართველოს ნაციონალური შესარჩევი ტურის ჟიურის გადაწყვეტილებით მოხდა. ქულები ხომ მათემატიკაა: ზოგს დღეს გაუმართლებს, ზოგს - ხვალ. ნუკას აუცილებლად ვიხილავთ დიდ სცენაზე, ამის მჯერა! ის არაფრით ჩამოუვარდება MTV-ის ნებისმიერ მსოფლიო ვარსკვლავს. იმედი მაქვს, ნუკას გამოუჩნდება პროფესიონალი მუსიკალური პროდიუსერი, რომელიც შეძლებს ინვესტორის მოძიებას და რომელიმე ევროპულ ლეიბლკომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას.

-  ქართველებთან ნაკლებად თანამშრობლობ, არა?

-  კი, იშვიათად. ჩემი ძირითადი საქმიანობა საერთაშორისო საკონცერტო კომპანია Maximum-ის მართვაა. ჩვენ ორგანიზებას ვუწევთ მსოფლიო ვარსკვლავების ტურებს სხვადასხვა ქვეყანაში, ვმართავთ მასშტაბურ კონცერტებს. საქართველოდანაც ხშირად მიკავშირდებიან, მაგრამ ამას თანამშრომლობის ინტენსიური სახე არ აქვს, უფრო ხშირად, ინფორმაციის მოპოვების მიზნით მომმართავენ. პრომოუტერებს აინტერესებთ ამა თუ იმ ცნობილი "ვარსკვლავის" ჰონორარის ოდენობა და მოწვევის პირობები. მოგეხსენებათ, მსოფლიო ვარსკვლავების ჰონორარის გადახდას და ხარისხიანი კონცერტის გამართვას სპონსორის მოძიება და დაფინანსება სჭირდება, საქართველოში კი სპონსორების დეფიციტია. ბოლო წლებში, ჩემი ორგანიზებით რამდენიმე პოპულარული ადამიანი ეწვია საქართველოს, კერძოდ: ტომას ანდერსი, ტიმატი, ოტტოვანი, ბუმბოქსი, 19 სექტემბერს კი თბილისს ჯგუფი "რეფლექსი" ეწვევა.

-  როგორ ფიქრობ, შენი წარმატება რამ განაპირობა?

-  ჩემს წარმატებად, საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული რეპუტაცია მიმაჩნია, რაც დიდ სტიმულს მაძლევს, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთო. ის, რომ კომპეტენტური და პროფესიონალი ადამიანები მენდობიან, პატივს მცემენ და მაფასებენ, ეს ჩემთვის შეუფასებელი განძია. მე მიყვარს ჩემი საქმიანობა და პატივს ვცემ თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ჩემ გარშემო იმყოფება. ჰოდა, როცა გასცემ პოზიტივს, ის აუცილებლად, სასიკეთოდ დაგიბრუნდება. წარმატების მისაღწევად კიდევ ერთი საიდუმლო მაქვს: ვმუშაობ 24 საათის განმავლობაში. თუ ვიღაცის სამუშაო დროის ხანგრძლივობა 10-12 საათით შემოიფარგლება, მე ვაორმაგებ სამუშაო დროს და შედეგიც მეტია. ვარ უშუალო ადამიანი და კატეგორიულად გავურბივარ ამპარტავან, სხვისი კრიტიკით, საკუთარი თავის წარმოჩენის მცდელობით ატლიკინებულ ხალხს!

-  ცოტა რამ ოჯახზეც გვითხარი...

-  მყავს 3 შვილი: ანა, ივა, და ირინკა. ანა და ივა სტუდენტები არიან, ირინკა კი სამოდელო სარეკლამო საკონცერტო კომპანია Maximum-ის დირექტორია საქართველოში, ხშირად ატარებს საკლუბო ღონისძიებას. ის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს, მაგრამ მგონია, რომ მომავალში ჩემი კომპანიისა და პროექტების მართვით დაკავდება... დაბოლოს, მინდა გითხრათ, რომ ამჟამად ვმუშაობ წიგნზე, რომელსაც "პროდიუსერის აღსარებას" დავარქმევ. წიგნი სავარაუდოდ, 2016 წელს, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოიცემა.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება