პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიკა ევგენიძე - "ჩხუბის გარეშე ურთიერთობა წარმოუდგენელია"
ლიკა ევგენიძე - "ჩხუბის გარეშე ურთიერთობა წარმოუდგენელია"

პო­პუ­ლა­რუ­ლი წყვი­ლი - ლიკა ევ­გე­ნი­ძე და ნიკა ალა­სა­ნია ამე­რი­კა­ში ცხოვ­რო­ბენ. მათ 3 წლის ანნა-სო­ფია და ერთი თვის ალექ­სან­დრე ჰყავთ. ლიკა ძი­რი­თა­დად, ბავ­შვე­ბის აღ­ზრდით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. მას­თან ინ­ტერ­ვიუ "სკა­ი­პით", ნიუ-იორ­კის დრო­ით ღა­მის ორ სა­ათ­ზე ჩავ­წე­რე. ტე­ლე­წამ­ყვა­ნი მე­უღ­ლეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე და ოჯა­ხის ახალ წევრ ალექ­სან­დრე­ზე გვე­სა­უბ­რა.

- ალექ­სან­დრე რო­გო­რი ბი­ჭია? ხომ არ ჭირ­ვე­უ­ლობს?

- პა­ტა­რა გო­ლი­ა­თი გაჩ­ნდა - 4.700 კგ. ექი­მებ­მა თა­ვი­დან­ვე მი­თხრეს, რომ დიდი ბავ­შვი იყო, მაგ­რამ ამ­ხე­ლას არ ელოდ­ნენ. ექთა­ნე­ბი თურ­მე ლა­პა­რა­კობ­დნენ: ძა­ლი­ან გამ­ხდარ­მა გო­გომ, ძა­ლი­ან დიდი ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნაო (იცი­ნის). ყვე­ლა ჩემს სა­ნა­ხა­ვად მო­დი­ო­და. ალექ­სან­დრეს თა­ვი­დან­ვე 3 თვის ბავ­შვის პამ­პერ­სი ჩა­აც­ვეს. გა­მი­მარ­თლა, რომ წყნა­რი შვი­ლე­ბი მყავს. ანნა-სო­ფია ერთი წლამ­დე დიდი ადა­მი­ა­ნი­ვით იქ­ცე­ო­და: მთე­ლი ღამე ეძი­ნა, არ მა­წუ­ხებ­და, მაგ­რამ მერე გა­ცელ­ქდა და გა­და­ი­რია. იმე­დია, ალექ­სან­დრე მას არ და­ემ­სგავ­სე­ბა.

- ანნა-სო­ფია რო­გორ შე­ე­გუა ოჯა­ხის ახალ წევ­რს? ხომ არ ეჭ­ვი­ა­ნობს?

- ან­ნას წი­ნას­წარ ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, - როცა შენი ძა­მი­კო და­ი­ბა­დე­ბა, უნდა მო­უ­ა­რო და ეთა­მა­შო-მეთ­ქი. ჰოდა, თა­ვი­დან­ვე ზრუ­ნავ­და მას­ზე, თან­და­თან კი ძა­ლი­ან შე­უყ­ვარ­და. ალექ­სან­დრე რომ ტი­რის, მა­შინ­ვე მას­თან მირ­ბის, რომ და­ა­წყნა­როს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, როცა პა­ტა­რა ატირ­და, მის­თვის საჭ­მლის მო­სამ­ზა­დებ­ლად სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­ვე­დი, ანნა-სო­ფი­ამ კი უკვე ბოთ­ლში ჩას­ხმუ­ლი წყა­ლი და­მახ­ვედ­რა.

- ნიკა ჩარ­თუ­ლია ვა­ჟის გაზ­რდა­ში?

- ვერ წარ­მო­იდ­გენ, ისეა ჩარ­თუ­ლი. ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბა. სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი გვაქვს.

- პა­ტა­რას სა­ხე­ლი ვინ შე­ურ­ჩია?

- ალექ­სან­დრე ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­ხე­ლია და ორი­ვეს ძა­ლი­ან მოგ­ვწონ­და. ხომ იცით, სა­ხე­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ არის ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში. ორი­ვე შვი­ლის სა­ხე­ლი ასო "ა"-ზე იწყე­ბა.

- ოჯა­ხის შექ­მნის შემ­დეგ, გარ­კვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი თუ იყო შენი და ნი­კას ურ­თი­ერ­თო­ბა­ში?

- ივ­ნის­ში 4 წელი შეს­რულ­და ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბი­დან. სირ­თუ­ლე თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე გვქონ­და და სა­ჭი­რო გახ­და ერ­თმა­ნე­თის­თვის რა­ღა­ცე­ბი დაგ­ვეთ­მო, სხვა­ნა­ი­რად ცოლ­ქმრუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ვერ აგ­ვე­წყო­ბო­და. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამ 4 წლის მან­ძილ­ზე ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დი არ ყო­ფი­ლა და იმე­დი მაქვს, არც იქ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, ოჯა­ხის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად მთა­ვა­რია სიყ­ვა­რუ­ლი, ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა და ერ­თმა­ნე­თის მოს­მე­ნის უნა­რი.

- ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ნი­კა­ში რა­ი­მე ისე­თი თვი­სე­ბა თუ აღ­მო­ა­ჩი­ნე, რა­მაც გა­გაკ­ვირ­ვა?

- რა თქმა უნდა, ასე­თი თვი­სე­ბა მეც აღ­მო­ვა­ჩი­ნე. ვფიქ­რობ, რაც უფრო ხში­რად აღ­მო­ა­ჩენ ახალს შენს მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, მით უფრო კარ­გია; ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა, როცა მე­უღ­ლე მო­სა­წყე­ნი, ერ­თფე­რო­ვა­ნი არ არის.

- ოდეს­მე ნი­კას­თან გი­ჩხუ­ბია?

- ჩხუ­ბის გა­რე­შე ურ­თი­ერ­თო­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს აქვს ზღვა­რი. ისე, შე­რი­გე­ბის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან მომ­წონს (იცი­ნის).

- ერ­თმა­ნეთს სი­ურპრიზს ხში­რად უწყობთ?

- სი­ურპრი­ზი კარ­გი რამ არის. რა თქმა უნდა, ყო­ველ­თვის მსი­ა­მოვ­ნებს, როცა მე­უღ­ლე სი­ურპრიზს მი­წყობს და მა­საც მოს­წონს, როცა ამით ვა­ნე­ბივ­რებ. ამ ხერ­ხით ვცდი­ლობთ, ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ხა­ლი­სი შე­ვი­ტა­ნოთ.

- ეჭ­ვი­ა­ნი ხარ?

- ცო­ტა­თი. ალ­ბათ, ცოტა ეჭ­ვი­ა­ნი ყვე­ლა უნდა იყოს. უბ­რა­ლოდ, გა­და­მე­ტე­ბუ­ლი არა­ფე­რი ვარ­გა.

- უკვე ორი შვი­ლი გყავთ. რა შეც­ვა­ლეს ბავ­შვებ­მა თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში?

- აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. რაც დრო გა­დის, მით უფრო მე­ტად ვრწმუნ­დე­ბი, რომ ოჯახ­ზე კარ­გი არა­ფე­რია. პირ­ვე­ლი ბავ­შვი რომ გვე­ყო­ლა, დაბ­ნე­უ­ლე­ბი და იმავდრო­უ­ლად, გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. დრო დაგ­ვჭირ­და იმის­თვის, რომ ბო­ლომ­დე შეგ­ვეგ­რძნო შვი­ლის ყო­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. რო­გორც იცით, სულ რა­ღაც ერთი თვის წინ შეგ­ვე­ძი­ნა ვაჟი - ეს სულ სხვა გრძნო­ბა იყო, ალექ­სან­დრემ გაგ­ვა­გი­ჟა. ახლა უფრო მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ, მე­ტად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მაქვს მშობ­ლის სტა­ტუ­სი. ორ­მა­გად აჟი­ტი­რე­ბუ­ლი ვარ. მინ­და, დრო­ის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ბავ­შვთან გა­ვა­ტა­რო. ანნა-სო­ფია რომ გა­ვა­ჩი­ნე, პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მას­თან ერ­თად გა­ვი­ზარ­დე. პი­რა­დად მე, ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით ძა­ლი­ან ბევ­რს ვსწავ­ლობ. ახლა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში სა­ინ­ტე­რე­სო ეტა­პია.

- ორ­სუ­ლო­ბის შემ­დეგ ფორ­მა­ში ჩად­გო­მა ხომ არ გი­ჭირს?

- პი­რი­ქით, ძა­ლი­ან სწრა­ფად ჩავ­დე­ქი ფორ­მა­ში. ალ­ბათ გე­ნე­ტი­კა­საც აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა: დე­და­ჩემ­მა 4 შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა და ყო­ველ­თვის სწრა­ფად დგე­ბო­და ფორ­მა­ში, ამა­ში მას ვგა­ვარ. ვერ ვი­ტყვი, რომ ამის­თვის რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბულს ვა­კე­თებ. უბ­რა­ლოდ, სა­ღა­მოს 7 სა­ა­თის მერე აღარ ვჭამ. ღა­მით ჭა­მას ყო­ველ­თვის ვე­რი­დე­ბო­დი. და კი­დევ, მშო­ბი­ა­რო­ბი­დან 6 კვი­რის შემ­დეგ ვარ­ჯიშს ვი­წყებ.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას არ გეგ­მავ?

- ნო­ემ­ბერ­ში მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­სა­უბ­რე­ბა­ზე უნდა და­მი­ბა­რონ, ამის შემ­დეგ კი თბი­ლის­ში ჩა­მო­ვალ, ოღონდ - ცოტა ხნით.

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom

ლიკა ევგენიძე - "ჩხუბის გარეშე ურთიერთობა წარმოუდგენელია"

ლიკა ევგენიძე - "ჩხუბის გარეშე ურთიერთობა წარმოუდგენელია"

პოპულარული წყვილი - ლიკა ევგენიძე და ნიკა ალასანია ამერიკაში ცხოვრობენ. მათ 3 წლის ანნა-სოფია და ერთი თვის ალექსანდრე ჰყავთ. ლიკა ძირითადად, ბავშვების აღზრდით არის დაკავებული. მასთან ინტერვიუ "სკაიპით", ნიუ-იორკის დროით ღამის ორ საათზე ჩავწერე. ტელეწამყვანი მეუღლესთან ურთიერთობაზე და ოჯახის ახალ წევრ ალექსანდრეზე გვესაუბრა.

- ალექსანდრე როგორი ბიჭია? ხომ არ ჭირვეულობს?

- პატარა გოლიათი გაჩნდა - 4.700 კგ. ექიმებმა თავიდანვე მითხრეს, რომ დიდი ბავშვი იყო, მაგრამ ამხელას არ ელოდნენ. ექთანები თურმე ლაპარაკობდნენ: ძალიან გამხდარმა გოგომ, ძალიან დიდი ბავშვი გააჩინაო (იცინის). ყველა ჩემს სანახავად მოდიოდა. ალექსანდრეს თავიდანვე 3 თვის ბავშვის პამპერსი ჩააცვეს. გამიმართლა, რომ წყნარი შვილები მყავს. ანნა-სოფია ერთი წლამდე დიდი ადამიანივით იქცეოდა: მთელი ღამე ეძინა, არ მაწუხებდა, მაგრამ მერე გაცელქდა და გადაირია. იმედია, ალექსანდრე მას არ დაემსგავსება.

- ანნა-სოფია როგორ შეეგუა ოჯახის ახალ წევრს? ხომ არ ეჭვიანობს?

- ანნას წინასწარ ველაპარაკებოდი, - როცა შენი ძამიკო დაიბადება, უნდა მოუარო და ეთამაშო-მეთქი. ჰოდა, თავიდანვე ზრუნავდა მასზე, თანდათან კი ძალიან შეუყვარდა. ალექსანდრე რომ ტირის, მაშინვე მასთან მირბის, რომ დააწყნაროს. რამდენიმე დღის წინ, როცა პატარა ატირდა, მისთვის საჭმლის მოსამზადებლად სამზარეულოში გავედი, ანნა-სოფიამ კი უკვე ბოთლში ჩასხმული წყალი დამახვედრა.

- ნიკა ჩართულია ვაჟის გაზრდაში?

- ვერ წარმოიდგენ, ისეა ჩართული. ყველაფერში მეხმარება. საოჯახო საქმეები გადანაწილებული გვაქვს.

- პატარას სახელი ვინ შეურჩია?

- ალექსანდრე ინტერნაციონალური სახელია და ორივეს ძალიან მოგვწონდა. ხომ იცით, სახელი ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ადამიანის ცხოვრებაში. ორივე შვილის სახელი ასო "ა"-ზე იწყება.

- ოჯახის შექმნის შემდეგ, გარკვეული სირთულეები თუ იყო შენი და ნიკას ურთიერთობაში?

- ივნისში 4 წელი შესრულდა ჩვენი ქორწინებიდან. სირთულე თანაცხოვრების პირველ ეტაპზე გვქონდა და საჭირო გახდა ერთმანეთისთვის რაღაცები დაგვეთმო, სხვანაირად ცოლქმრული ურთიერთობა ვერ აგვეწყობოდა. სიმართლე გითხრათ, ამ 4 წლის მანძილზე ჩვენს ურთიერთობაში კრიზისული პერიოდი არ ყოფილა და იმედი მაქვს, არც იქნება. ვფიქრობ, ოჯახის შესანარჩუნებლად მთავარია სიყვარული, ურთიერთგაგება და ერთმანეთის მოსმენის უნარი.

- ქორწინების შემდეგ ნიკაში რაიმე ისეთი თვისება თუ აღმოაჩინე, რამაც გაგაკვირვა?

- რა თქმა უნდა, ასეთი თვისება მეც აღმოვაჩინე. ვფიქრობ, რაც უფრო ხშირად აღმოაჩენ ახალს შენს მეორე ნახევარში, მით უფრო კარგია; ურთიერთობა გაცილებით საინტერესოა, როცა მეუღლე მოსაწყენი, ერთფეროვანი არ არის.

- ოდესმე ნიკასთან გიჩხუბია?

- ჩხუბის გარეშე ურთიერთობა წარმოუდგენელია, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი. ისე, შერიგების პროცესი ძალიან მომწონს (იცინის).

- ერთმანეთს სიურპრიზს ხშირად უწყობთ?

- სიურპრიზი კარგი რამ არის. რა თქმა უნდა, ყოველთვის მსიამოვნებს, როცა მეუღლე სიურპრიზს მიწყობს და მასაც მოსწონს, როცა ამით ვანებივრებ. ამ ხერხით ვცდილობთ, ჩვენს ურთიერთობაში ხალისი შევიტანოთ.

- ეჭვიანი ხარ?

- ცოტათი. ალბათ, ცოტა ეჭვიანი ყველა უნდა იყოს. უბრალოდ, გადამეტებული არაფერი ვარგა.

- უკვე ორი შვილი გყავთ. რა შეცვალეს ბავშვებმა თქვენს ურთიერთობაში?

- აბსოლუტურად ყველაფერი შეიცვალა. რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ოჯახზე კარგი არაფერია. პირველი ბავშვი რომ გვეყოლა, დაბნეულები და იმავდროულად, გახარებულები ვიყავით. დრო დაგვჭირდა იმისთვის, რომ ბოლომდე შეგვეგრძნო შვილის ყოლის პასუხისმგებლობა. როგორც იცით, სულ რაღაც ერთი თვის წინ შეგვეძინა ვაჟი - ეს სულ სხვა გრძნობა იყო, ალექსანდრემ გაგვაგიჟა. ახლა უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, მეტად გაცნობიერებული მაქვს მშობლის სტატუსი. ორმაგად აჟიტირებული ვარ. მინდა, დროის უმეტესი ნაწილი ბავშვთან გავატარო. ანნა-სოფია რომ გავაჩინე, პატარა ვიყავი და შეიძლება ითქვას, მასთან ერთად გავიზარდე. პირადად მე, ბავშვებთან ურთიერთობით ძალიან ბევრს ვსწავლობ. ახლა ჩვენს ცხოვრებაში საინტერესო ეტაპია.

- ორსულობის შემდეგ ფორმაში ჩადგომა ხომ არ გიჭირს?

- პირიქით, ძალიან სწრაფად ჩავდექი ფორმაში. ალბათ გენეტიკასაც აქვს მნიშვნელობა: დედაჩემმა 4 შვილი გააჩინა და ყოველთვის სწრაფად დგებოდა ფორმაში, ამაში მას ვგავარ. ვერ ვიტყვი, რომ ამისთვის რაიმე განსაკუთრებულს ვაკეთებ. უბრალოდ, საღამოს 7 საათის მერე აღარ ვჭამ. ღამით ჭამას ყოველთვის ვერიდებოდი. და კიდევ, მშობიარობიდან 6 კვირის შემდეგ ვარჯიშს ვიწყებ.

- საქართველოში დაბრუნებას არ გეგმავ?

- ნოემბერში მოქალაქეობასთან დაკავშირებით გასაუბრებაზე უნდა დამიბარონ, ამის შემდეგ კი თბილისში ჩამოვალ, ოღონდ - ცოტა ხნით.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება