საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზუზუმ სერიალის გადაღებები განაწყენებულმა დატოვა
ზუზუმ სერიალის გადაღებები განაწყენებულმა დატოვა

ქარ­თულ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი სე­რი­ა­ლის "ალი და თეოს" გა­და­ღე­ბე­ბი ზა­ფხულ­ში და­ი­წყო და მა­ყუ­რე­ბე­ლი ეთერ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ ნო­ემ­ბერ­ში იხი­ლავს. გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მუ­შა­ო­ბას სკან­და­ლის გა­რე­შე არ ჩა­უვ­ლია. მსა­ხი­ობ­მა ზაზა ბეჟაშ­ვილ­მა, იმა­ვე ზუ­ზუმ, გა­და­ღე­ბე­ბი გა­ნა­წყე­ნე­ბულ­მა და­ტო­ვა და ამ ამ­ბავ­თან და­კავ­ში­რე­ბით გულ­და­წყვე­ტი­ლი სა­უბ­რობს.

- სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბებ­ზე მა­წყე­ნი­ნეს. პრო­დი­უ­სერ­თან მო­მი­ვი­და ცოტა ცუდი ლა­პა­რა­კი, ჩემ­თან სა­უბ­რის სა­თა­ნა­დო ტონი ვერ შე­არ­ჩია.

- ვი­ნაა სე­რი­ა­ლის პრო­დი­უ­სე­რი?

- სა­ხე­ლი­სა და გვა­რის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ. ბევ­რად მეტი ტრა­გე­დია ხდე­ბა ჩემ გარ­შე­მო და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნა­წყე­ნი და გულ­ნატ­კე­ნი არ ვარ. ცოტა სხვა რა­ღა­ცე­ბი მტკი­ვა, მინ­და, ცოტა უფრო გა­უფრ­თხილ­დნენ მსა­ხი­ო­ბებს გა­და­ღე­ბი­სას. თუნ­დაც იმი­ტომ, რომ მათი მუ­შა­ო­ბა ნა­ყო­ფი­ე­რი იყოს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ასე არ მოხ­და და უბ­რა­ლოდ დავ­ტო­ვე იმ დღეს გა­და­ღე­ბა. ჩემს როლს მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ვე­კი­დე. არ ვფიქ­რობ, რომ ეს ჩემი სა­ოც­ნე­ბო პრო­ექ­ტია. არც იმ­დენს იხ­დიდ­ნენ, რომ გა­დავ­რე­უ­ლი­ყა­ვი. არც ასე მშია. ძა­ლი­ან მო­ვინ­დო­მე და ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ვერ და­ი­ნა­ხეს. რა თქმა უნდა, თუ გა­და­ღე­ბა­ზე დავ­ჭირ­დე­ბი, მი­ვალ. იმ­დე­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი მაქვს, რომ წყალ­ში არ ჩა­ვუ­ყა­რო შრო­მა. მაგ­რამ რომ გი­თხრათ, სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბებ­ზე მის­ვლა­ზე ვოც­ნე­ბობ-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებთ.

- რო­გორც ვხვდე­ბი, პრო­ექ­ტი სა­ბო­ლო­ოდ არ და­გი­ტო­ვე­ბია.

- რა თქმა უნდა. მათი პა­ტარ­კა­ცო­ბა იქ­ნე­ბა, თუ სცე­ნარს შე­ამ­ცი­რე­ბენ. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, გა­და­ღე­ბებ­ზე მის­ვლის წი­ნა­აღ­მდე­გი არ ვარ, ელე­მენ­ტა­რუ­ლი, რაც ამ ცხოვ­რე­ბა­ში მწყინს, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა. თუ არაა საღი ურ­თი­ერ­თო­ბა ოჯახ­ში, დე­დას­თან, ძმას­თან, მე­გობ­რებ­სა და სამ­სა­ხურ­ში, იქ ჩემი ად­გი­ლი არაა.

- სცე­ნარს ალ­ბათ უკვე გა­ე­ცა­ნი. სე­რი­ალ­ში შენი გმი­რი კი­დევ უნდა იყოს?

- სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი დღე კი­დევ უნდა მქონ­დეს გა­და­ღე­ბა. ასე "მე­მუქ­რე­ბოდ­ნენ" , მაგ­რამ მათ­გან ზარი არ ყო­ფი­ლა. გა­და­ღე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე სე­რია.

- სე­რი­ალ­ში რა პერ­სო­ნაჟს თა­მა­შობ?

- გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ვარ. მთლი­ა­ნი სცე­ნა­რი წა­კი­თხუ­ლი არ მაქვს. უც­ბად გა­და­წყდა ჩემი სე­რი­ალ­ში შეყ­ვა­ნა და ესეც საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რი იყო. ვთა­მა­შობ გა­მომ­ძი­ე­ბელს, რო­მელ­საც უყ­ვარს ერთ-ერთი გმი­რი. იძი­ებს საქ­მეს და პა­რა­ლე­ლუ­რად აქვს ურ­თი­ერ­თო­ბა ერთ-ერთ მთა­ვარ გმირ­თან. სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟია, მსა­ხი­ო­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო შე­საქ­მნე­ლი რო­ლია. ვხვდე­ბი, რომ რაც უფრო დი­დია პრო­ექ­ტი, მით უფრო კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა მსა­ხი­ო­ბებ­თან და რაც უფრო ია­ფ­ფა­სი­ა­ნი და პა­ტა­რაა პრო­ექ­ტი, მით უფრო ია­ფ­ფა­სი­ა­ნია და-მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და უფრო დი­დია ამ­ბი­ცი­ე­ბი. ამ შემ­თხვე­ვა­ში მე ჩემს გმირ­ზეც კი არ მსი­ა­მოვ­ნებს ლა­პა­რა­კი.

- ეს ქარ­თულ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი პრო­ექ­ტია. ქარ­თველ პრო­დი­უ­სერ­თან მო­გი­ვი­და კონ­ფლიქ­ტი თუ აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­თან?

- ქარ­თველ­თან. აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი სა­ოც­რად თბი­ლი ხალ­ხია. მაქვს ნა­მუ­შე­ვა­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­თან და იმის გამო, რომ მსა­ხი­ო­ბებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც კარ­გი იყო და ანა­ზღა­უ­რე­ბაც, ავი­ღე პრი­ზი მა­მა­კა­ცის რო­ლის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბის­თვის. ამ შე­დე­გის მიღ­წე­ვა არ გა­მომ­დის, როცა ტრამ­ვა­ით გა­კი­თხა­ვენ და კოს­ტი­უ­მებ­ზეც შენ ზრუ­ნავ.

- რო­გორც ვიცი, ამ სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძეც...

- ჩვენ ერ­თად თა­მაშ­მა არ მოგ­ვი­წია. ნი­ნომ მი­ა­წო­და სე­რი­ალ­ში ჩემი შეყ­ვა­ნის იდეა რე­ჟი­სო­რებს და მა­თაც მო­ი­წო­ნეს.

- "ალი და თეოს" და "ალი და ნი­ნოს" შო­რის რა­ი­მე კავ­ში­რი არის?

- მთლი­ა­ნი სცე­ნა­რი არ მაქვს წა­კი­თხუ­ლი, მაგ­რამ კავ­ში­რი მგო­ნი სა­ერ­თოდ არაა. "ალი და თე­ო­ში" მოქ­მე­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. გლო­ბა­ლურ სა­კი­თხებს ეხე­ბი­ან და სა­ბო­ლო­ოდ რამ­დე­ნად გლო­ბა­ლუ­რად შე­ე­ხე­ბი­ან, არ ვიცი. პი­რა­დად მე არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ მაქვს, ეს სე­რი­ა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვი­დეს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ზუზუმ სერიალის გადაღებები განაწყენებულმა დატოვა

ზუზუმ სერიალის გადაღებები განაწყენებულმა დატოვა

ქართულ-აზერბაიჯანული სერიალის "ალი და თეოს" გადაღებები ზაფხულში დაიწყო და მაყურებელი ეთერში სავარაუდოდ ნოემბერში იხილავს. გადასაღებ მოედანზე მუშაობას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. მსახიობმა ზაზა ბეჟაშვილმა, იმავე ზუზუმ, გადაღებები განაწყენებულმა დატოვა და ამ ამბავთან დაკავშირებით გულდაწყვეტილი საუბრობს.

- სერიალის გადაღებებზე მაწყენინეს. პროდიუსერთან მომივიდა ცოტა ცუდი ლაპარაკი, ჩემთან საუბრის სათანადო ტონი ვერ შეარჩია.

- ვინაა სერიალის პროდიუსერი?

- სახელისა და გვარის დასახელებისგან თავს შევიკავებ. ბევრად მეტი ტრაგედია ხდება ჩემ გარშემო და აქედან გამომდინარე, ნაწყენი და გულნატკენი არ ვარ. ცოტა სხვა რაღაცები მტკივა, მინდა, ცოტა უფრო გაუფრთხილდნენ მსახიობებს გადაღებისას. თუნდაც იმიტომ, რომ მათი მუშაობა ნაყოფიერი იყოს. ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა და უბრალოდ დავტოვე იმ დღეს გადაღება. ჩემს როლს მთელი პასუხისმგებლობით მოვეკიდე. არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი საოცნებო პროექტია. არც იმდენს იხდიდნენ, რომ გადავრეულიყავი. არც ასე მშია. ძალიან მოვინდომე და ჩემი დამოკიდებულება ვერ დაინახეს. რა თქმა უნდა, თუ გადაღებაზე დავჭირდები, მივალ. იმდენი პროფესიონალიზმი მაქვს, რომ წყალში არ ჩავუყარო შრომა. მაგრამ რომ გითხრათ, სერიალის გადაღებებზე მისვლაზე ვოცნებობ-მეთქი, მოგატყუებთ.

- როგორც ვხვდები, პროექტი საბოლოოდ არ დაგიტოვებია.

- რა თქმა უნდა. მათი პატარკაცობა იქნება, თუ სცენარს შეამცირებენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, გადაღებებზე მისვლის წინააღმდეგი არ ვარ, ელემენტარული, რაც ამ ცხოვრებაში მწყინს, დამოკიდებულებაა. თუ არაა საღი ურთიერთობა ოჯახში, დედასთან, ძმასთან, მეგობრებსა და სამსახურში, იქ ჩემი ადგილი არაა.

- სცენარს ალბათ უკვე გაეცანი. სერიალში შენი გმირი კიდევ უნდა იყოს?

- სცენარის მიხედვით დაახლოებით ხუთი დღე კიდევ უნდა მქონდეს გადაღება. ასე "მემუქრებოდნენ" , მაგრამ მათგან ზარი არ ყოფილა. გადაღებულია რამდენიმე სერია.

- სერიალში რა პერსონაჟს თამაშობ?

- გამომძიებელი ვარ. მთლიანი სცენარი წაკითხული არ მაქვს. უცბად გადაწყდა ჩემი სერიალში შეყვანა და ესეც საკმაოდ უცნაური იყო. ვთამაშობ გამომძიებელს, რომელსაც უყვარს ერთ-ერთი გმირი. იძიებს საქმეს და პარალელურად აქვს ურთიერთობა ერთ-ერთ მთავარ გმირთან. საინტერესო პერსონაჟია, მსახიობისთვის საინტერესო შესაქმნელი როლია. ვხვდები, რომ რაც უფრო დიდია პროექტი, მით უფრო კარგი დამოკიდებულებაა მსახიობებთან და რაც უფრო იაფფასიანი და პატარაა პროექტი, მით უფრო იაფფასიანია და-მოკიდებულებები და უფრო დიდია ამბიციები. ამ შემთხვევაში მე ჩემს გმირზეც კი არ მსიამოვნებს ლაპარაკი.

- ეს ქართულ-აზერბაიჯანული პროექტია. ქართველ პროდიუსერთან მოგივიდა კონფლიქტი თუ აზერბაიჯანელთან?

- ქართველთან. აზერბაიჯანელები საოცრად თბილი ხალხია. მაქვს ნამუშევარი აზერბაიჯანელებთან და იმის გამო, რომ მსახიობებთან დამოკიდებულებაც კარგი იყო და ანაზღაურებაც, ავიღე პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ამ შედეგის მიღწევა არ გამომდის, როცა ტრამვაით გაკითხავენ და კოსტიუმებზეც შენ ზრუნავ.

- როგორც ვიცი, ამ სერიალში მონაწილეობს ნინო გაჩეჩილაძეც...

- ჩვენ ერთად თამაშმა არ მოგვიწია. ნინომ მიაწოდა სერიალში ჩემი შეყვანის იდეა რეჟისორებს და მათაც მოიწონეს.

- "ალი და თეოს" და "ალი და ნინოს" შორის რაიმე კავშირი არის?

- მთლიანი სცენარი არ მაქვს წაკითხული, მაგრამ კავშირი მგონი საერთოდ არაა. "ალი და თეოში" მოქმედება თანამედროვე ეპოქაში მიმდინარეობს. გლობალურ საკითხებს ეხებიან და საბოლოოდ რამდენად გლობალურად შეეხებიან, არ ვიცი. პირადად მე არანაირი სურვილი არ მაქვს, ეს სერიალი საქართველოში გავიდეს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება