ანუ­კა არე­ში­ძე - "პო­ლი­ტი­კო­სისგან გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლის გადახდა ულამაზოა"

ანუ­კა არე­ში­ძე - "პო­ლი­ტი­კო­სისგან გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლის გადახდა ულამაზოა"

კა­ხი კა­ლა­ძის მე­უღ­ლე, დი­ზა­ი­ნე­რი ანუ­კა არე­ში­ძე უკ­რა­ი­ნულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მა­ლე ახალ კო­ლექ­ცი­ას წა­რუდ­გენს. რო­გო­რია კა­ლა­ძე­ე­ბის ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა და რა რჩე­ვებს აძ­ლევს ერ­თმა­ნეთს წყვი­ლი, ამის შე­სა­ხებ თა­ვად დი­ზა­ი­ნე­რი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ანუ­კა, რო­გორც ვი­ცი, ახალ კო­ლექ­ცი­ას ამ­ზა­დებთ, უფ­რო დე­ტა­ლუ­რად რი­სი თქმა შე­გიძ­ლი­ათ ამის შე­სა­ხებ?

- გა­ზაფ­ხუ­ლი-­ზაფ­ხუ­ლის კო­ლექ­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა უკ­ვე და­ვიწყ­ე, კონ­კრე­ტუ­ლად ჯერ ვე­რა­ფერს ვერ გეტყ­ვით, თუმ­ცა დე­ფი­ლეს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებ და ქარ­თველ და უკ­რა­ი­ნელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვაც­ნობ ბრენდ "ა­ნო­უ­კის". ზამ­თრის კო­ლექ­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად კი­ე­ვის­თვის შევ­ქმე­ნი, უკ­ვე ბევ­რი შეკ­ვე­თა მი­ვი­ღე. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მაქვს ჯერ­ჯე­რო­ბით მა­ღა­ზი­ა.

- უკ­რა­ი­ნელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რო­მე­ლიც კა­ხის გან­სა­კუთ­რე­ბით დიდ პა­ტივს სცემს, თავ­და­პირ­ვე­ლად, მი­სი მე­უღ­ლის სტა­ტუ­სით გა­გიც­ნოთ. უკ­რა­ი­ნა­ში თქვე­ნი ბრენ­დი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი­ა, კა­ხის ფაქ­ტორ­მა რა გავ­ლე­ნა იქო­ნია ამა­ზე?

- რა თქმა უნ­და, დი­დი გავ­ლე­ნა იქო­ნი­ა, დღემ­დე დი­დი ინ­ტე­რე­სია უკ­რა­ი­ნა­ში ჩვე­ნი ოჯა­ხის მი­მართ. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ და­მო­უ­კი­დებ­ლად გან­ვვი­თარ­დე, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, წარ­მა­ტე­ბა­საც მი­ვაღ­წიე (ი­ცი­ნის).

- ვი­ცი, რომ კა­ხი თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბის აქ­ტი­უ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი­ა, რჩე­ვებს თუ გაძ­ლევთ? უკ­რა­ი­ნა­ში თქვე­ნი ახა­ლი კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბას და­ეს­წრე­ბა?

- არ მგო­ნი­ა, იქამ­დე ორ­თვე-­ნა­ხე­ვა­რი­ა, კა­ხას ახ­ლა ძა­ლი­ან გა­დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი აქვს და არც მაქვს პრე­ტენ­ზი­ა, რომ და­ეს­წროს.

- რამ­დე­ნი­მე თვის წინ ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში ჩა­ერ­თეთ... ალ­ბათ მძი­მე იყო ონ­კო­ლო­გი­უ­რად და­ა­ვა­დე­ბულ მან­დი­ლოს­ნებ­თან შეხ­ვედ­რა...

- მა­ის­ში ონ­კო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მის მქო­ნე ქალ­ბა­ტო­ნე­ბი­სად­მი მიძღ­ვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა, სა­დაც მიწ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი. პირ­ვე­ლად სწო­რედ იქ შევ­ხვდი ამ ქალ­ბა­ტო­ნებს, რთუ­ლი იყო მა­თი პრობლემების მოს­მე­ნა. გა­დავ­წყვი­ტე სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ით დავ­დმდგა­რი­ყა­ვი მათ გვერ­დით. იტა­ლი­ა­ში არ­ტ-თე­რა­პია აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დი­ა, ჩვენც ამ კუთხ­ით და­ვიწყ­ეთ მუ­შა­ო­ბა. რო­ცა მათ ბედ­ნი­ერ სა­ხე­ებს ვხე­დავ­დი, ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. უკ­ვე და­ვა­საქ­მეთ ორი მან­დი­ლო­სა­ნი, რომ­ლე­ბიც თი­ხის და ბი­სე­რე­ბის გაკ­ვე­თი­ლებს ჩა­ა­ტა­რე­ბენ.

- ცნო­ბი­ლი­ა, რომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გთხოვთ დახ­მა­რე­ბას...

- არ მი­მაჩ­ნია სწო­რად ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი. ამა­ზე სხვამ უნ­და ილა­პა­რა­კოს. ღმერ­თი ხე­დავს ყვე­ლა­ფერს და ადა­მი­ან­მა მსგავ­სი თე­მე­ბით პი­ა­რის გა­კე­თე­ბის­გან თა­ვი უნ­და შე­ი­კა­ვოს.

- რო­გორც ვი­ცი, ახალ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად აქ­ტი­უ­რად ხართ ჩარ­თუ­ლი შვი­ლე­ბის აღ­ზრდა­ში და ამა­ვე დროს სწავ­ლობთ...

- ასე ვიტყ­ო­დი, ჩემ­თვის ვსწავ­ლობ, და­მო­უ­კი­დებ­ლად ვის­წავ­ლე იტა­ლი­უ­რი ენა, ახ­ლა კი არ მინ­და, რომ ენა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, და­ვი­ვიწყო და პე­და­გოგ­თან დავ­დი­ვარ, პრაქ­ტი­კაც მაქვს.

- მახ­სოვს ერ­თ-ერ­თი ჟურ­ნა­ლის­თვის გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­სე­სი­ის გა­მო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მცი­რე ნა­წილ­მა გა­გაკ­რი­ტი­კათ, რო­გო­რია ოჯახ­ში ანუ­კა არე­ში­ძე?

- ალ­ბათ, ისე­თი, რო­გო­რიც ყო­ვე­ლი მე­ო­რე, და­ლა­გე­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, კარ­გი სა­დი­ლე­ბის გა­კე­თე­ბით ვერ და­ვიკ­ვეხ­ნი, რა­ღა­ცე­ბი გა­მომ­დის, უფ­რო ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი მიყ­ვარს, დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლი. ხში­რად გვსტუმ­რო­ბენ მე­გობ­რე­ბი, მათ კარგ მას­პინ­ძლო­ბას ვუ­წევთ.

- კა­ხი ხში­რად ახერ­ხებს ოჯახ­თან ერ­თად ყოფ­ნას?

- რო­ცა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო აქვს, სულ ერ­თად ვართ. ბავ­შვე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ითხ­ო­ვენ მა­მი­კოს­თან ყოფ­ნას. მას შემ­დეგ, რაც კა­ხი მი­ნის­ტრი გახ­და, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი დი­დად არ შეც­ვლი­ლა, ად­რეც მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად ვცხოვ­რობ­დით.

- ერ­თ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნაცხ­ა­დეთ, რომ კა­ხის პირ­ვე­ლი თქვენ გა­აკ­რი­ტი­კებთ, რა შე­ნიშ­ვნებს აძ­ლევთ მე­უღ­ლეს?

- სულ ვკითხ­უ­ლობ და ვის­მენ ხალ­ხის აზრს კა­ხის შე­სა­ხებ. კა­ხი ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლია და თავს არ ზო­გავს. უმე­ტე­სად და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თე­ბენ მას და ეს მსი­ა­მოვ­ნებს, არის პრობ­ლე­მე­ბიც, მაგ­რამ აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს მათ მოგ­ვა­რე­ბა­ზე.

- თქვენს ბი­ჭებს თუ უყ­ვართ ფეხ­ბურ­თი?

- ბუ­ბუ­კას უყ­ვარს ფეხ­ბურ­თი, ზო­გა­დად სპორ­ტუ­ლი ბი­ჭი­ა, თან ცა­ცი­ა­ა. გაჰ­ყვე­ბი­ან თუ არა ბავ­შვე­ბი მა­მის კვალს, ჯერ ვერ გეტყ­ვით. რთუ­ლია ამ ასაკ­ში ამის გან­საზღ­ვრა. ჩვენს პა­ტა­რა ვაჟს უფ­რო უყ­ვარს ბურ­თი და უფ­რო ძლი­ე­რი ფე­ხე­ბიც აქვს, ვიდ­რე ბუ­ბუს და ვნა­ხოთ.

- საკ­მა­ოდ კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ კა­ხის მშობ­ლებ­თან, ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა­ში გეხ­მა­რე­ბი­ან? დე­დამ­თი­ლის­გან რა რჩე­ვებს იღებთ?

- კა­ხის მშობ­ლებს დიდ პა­ტივს ვცემ. მათ გა­ზარ­დეს ადამიანი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. მარ­თლა კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ასა­კით უფ­რო­სე­ბი არი­ან და რჩე­ვებ­საც ხში­რად გვაძ­ლე­ვენ, ხან ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მათ რჩე­ვებს და ხან არა, მთა­ვა­რი­ა, რომ ერ­თად კარ­გად ვგრძნობთ თავს. მთე­ლი ზაფ­ხუ­ლი მათ­თან იყ­ვნენ ბავ­შვე­ბი, შა­ბათ­-კვი­რას ერ­თად ვა­ტა­რებთ.

- ანუ­კი, თით­ქმის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ელო­დე­ბო­და თქვე­ნი და კა­ხის ქორ­წილს, სა­დაც ჯორ­ჯო არ­მა­ნიც იყო მოწ­ვე­უ­ლი. სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ი­ფიქ­რეთ გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი თუ ისევ რჩე­ბა ძა­ლა­ში?

- რამ­დენ­ჯე­რაც დავ­გეგ­მეთ ქორ­წი­ლი, იმ­დენ­ჯერ ხე­ლი შეგ­ვე­შა­ლა. პო­ლი­ტი­კო­სისგან გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლის გადახდა ულამაზოა. მა­ლე ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბის მე­ექ­ვსე წლის­თა­ვი და­იწყ­ე­ბა.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება