კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიზა ბაგრატიონი - "ჩვენი მთავარი მესიჯი სიყვარული იყო"
ლიზა ბაგრატიონი - "ჩვენი მთავარი მესიჯი სიყვარული იყო"

ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი და ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი უკ­რა­ი­ნუ­ლი ტურ­ნე­დან თბი­ლის­ში დაბ­რუნ­დნენ.

კონ­ცერ­ტე­ბი იალ­ტის, ალუშ­ტა­სა და სე­ვას­ტო­პო­ლის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზებ­სა და თე­ატ­რებ­ში გა­ი­მარ­თა.

ლიზა ბაგ­რა­ტი­ონ­თან ერ­თად სცე­ნა­ზე ნატო მე­ტო­ნი­ძე, და­ვით შა­მა­ნა­უ­რი (საყ­ვი­რი), ლე­ვან დე­ი­სა­ძე (ბასი) და "შვიდ­კა­ცა" წარ­დგნენ. კონ­ცერ­ტებ­მა სრუ­ლი ანშლა­გით ჩა­ი­ა­რა.

რო­გორც "ამ­ბე­ბი.გე"-სთან სა­უბ­რი­სას ლიზა ბაგ­რა­ტი­ონ­მა გა­ნა­ცხა­და, კონ­ცერ­ტებ­ზე რე­ვაზ ლა­ღი­ძის, ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძის, გია ყან­ჩე­ლის, გი­ორ­გი ცა­ბა­ძი­სა და ვაჟა აზა­რაშ­ვი­ლის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ყი­რი­მის აკა­დე­მი­უ­რი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის თან­ხლე­ბით შეს­რულ­და. სა­დი­რი­ჟო­რო პულტთან ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი იდგა.

შეს­რულ­და უკ­რა­ი­ნუ­ლი სიმ­ღე­რე­ბიც, რუ­სუ­ლი რო­მან­სე­ბი და ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნის­თვის სა­გან­გე­ბოდ შექ­მნი­ლი რამ­დე­ნი­მე ბრი­ტა­ნუ­ლი ბა­ლა­და.

ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი:

- უკ­რა­ი­ნის ტურ­ნე­ში ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა წარ­მო­ვად­გენთ, ძა­ლი­ან მა­ხა­რებს ეს ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბა და ქარ­თუ­ლი და უკ­რა­ი­ნუ­ლი კულ­ტუ­რის და­კავ­ში­რე­ბა. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა გაღ­რმავ­დე­ბა, მა­ხა­რებს ის ფაქ­ტი, რომ ასე სიყ­ვა­რუ­ლით მიგ­ვი­ღეს. პა­ტა­რა გო­გო­სა­ვით ვღე­ლავ­დი, თით­ქოს, სცე­ნა­ზე პირ­ვე­ლად გავ­დი­ო­დი. ყი­რი­მის სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან სულ სამი რე­პე­ტი­ცია გვქონ­და, მაგ­რამ პირ­ვე­ლი­ვე რე­პე­ტი­ცი­ი­დან მივ­ხვდით, რომ ჩვენ ერ­თმა­ნეთს გა­ვუ­გეთ. სიმ­ღე­რა­ში ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი გულ­წრფე­ლო­ბაა და ჩვენ, ვინც ამ სცე­ნა­ზე ვდგა­ვართ, დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ვმღე­რით. ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ ამ დიდი სიყ­ვა­რუ­ლის გა­ნა­წი­ლე­ბა. მი­ხა­რია, რომ შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­ღა­მო­ე­ბი ჩა­ტარ­და.

ჩემ­თან ერ­თად იყო უნი­ჭი­ე­რე­სი და გე­ნი­ა­ლუ­რი მუ­სი­კო­სი ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი. ასე­ვე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი და, რო­გორც მე მას ვუ­წო­დებ, ჩემი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი მომ­ღე­რა­ლი ნატო მე­ტო­ნი­ძე, ბრწყინ­ვა­ლე ან­სამ­ბლი "შვიდ­კა­ცა", მათ უკ­რა­ი­ნუ­ლი სიმ­ღე­რე­ბიც შე­ას­რუ­ლეს. ჩვე­ნი მთა­ვა­რი მე­სი­ჯი სიყ­ვა­რუ­ლი იყო.

სა­კონ­ცერ­ტო ტურ­ნეს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის წევ­რი იყო თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძე, რომ­ლის შე­ფა­სე­ბით, კონ­ცერ­ტე­ბის წარ­მა­ტე­ბა, გარ­კვე­ულ­წი­ლად, ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

თეო ჯორ­ბე­ნა­ძე:

- პირ­ვე­ლი­ვე აკორ­დი­დან ისე­თი ოვა­ცი­ით და­ა­ჯილ­დო­ვეს ჩვე­ნი მა­ესტრო ნი­კო­ლო­ზი, რომ ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს ერთ წამ­ში გა­და­ე­დო ეს გან­წყო­ბა. ლიზა ისე­თი ლა­მა­ზი იყო, რომ დი­დძა­ლი აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე, სიმ­ღე­რის და­წყე­ბამ­დე მი­ი­ღო. კონ­ცერ­ტის შემ­დეგ კი ავ­ტოგ­რა­ფის­თვის თე­ატ­რის ფო­ი­ე­ში რიგი ჩა­უმწკრივ­და. ნატო მე­ტო­ნი­ძე, დათო შა­მა­ნა­უ­რი, ლე­ვან დე­ი­სა­ძე და "შვიდ­კა­ცა" რომ გვა­სა­ხე­ლებ­დნენ, ამა­ში ეჭვი არა­ვის ეპა­რე­ბო­და. ყი­რი­მის სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის ჩე­ლომ კონ­ცერ­ტის შემ­დეგ მი­თხრა - დღე­ვან­დელ­მა სა­ღა­მომ და­მარ­წმუ­ნა, ასე­თი მუ­სი­კის მოს­მე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა რომ მო­მე­ცა, ასე­თი შეს­რუ­ლე­ბით, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ღმერ­თმა არ და­მი­ვი­წყაო.

მომ­ღე­რალ ნატო მე­ტო­ნი­ძის შე­ფა­სე­ბით, მა­ყუ­რე­ბე­ლი აპ­ლო­დის­მენ­ტებ­სა და სით­ბოს ყო­ვე­ლი სიმ­ღე­რის შემ­დეგ უძღვნი­და ქარ­თველ შემ­სრუ­ლებ­ლებს.

ნატო მე­ტო­ნი­ძე:

- დიდი ხა­ნია ასე­თი თბი­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი არ შემ­ხვედ­რია. ვე­ლო­დი ემო­ცი­ებს, მო­წო­ნე­ბა­საც, მაგ­რამ ასეთს ნამ­დვი­ლად არა. ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო ამ სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლა. ძა­ლი­ან თბი­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდე­ნენ, თით­ქოს ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია არ მო­უს­მე­ნი­ათ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა, მო­ნატ­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ფორ­მა­შია ლიზა, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო რე­პერ­ტუ­ა­რით. რამ­დე­ნი­მე ახა­ლი სიმ­ღე­რა და­უ­მა­ტე­ბი­ათ და კი­დევ უფრო შთამ­ბეჭ­და­ვი იყო, მაგ­რამ ხალ­ხის ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად შთამ­ბეჭ­და­ვი აღ­მოჩ­ნდა.

ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი:

- ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს თუ რა პუბ­ლი­კა ზის დარ­ბაზ­ში. ჩვე­ნი რე­პერ­ტუ­ა­რი ეს არის მუ­სი­კა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის მოყ­ვა­რულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას უყ­ვარს. ორ­კესტრმა, კონ­ცერ­ტამ­დე გა­მაფრ­თხი­ლა - სე­ვას­ტო­პოლ­ში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მუ­სი­კა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­აო. ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო ის და­დე­ბი­თი რე­აქ­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც დარ­ბა­ზი­დან გვიბ­რუნ­დე­ბო­და. დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რო­დე­საც შე­იგ­რძნობ იმ ენერ­გი­ას, რო­მელ­საც სო­ლის­ტებ­თან და ორ­კესტრთან ერ­თად დარ­ბაზ­ში უშ­ვებ და შემ­დეგ სიყ­ვა­რულ­ლით უკან­ვე გიბ­რუნ­დე­ბა.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ლიზა ბაგრატიონი - "ჩვენი მთავარი მესიჯი სიყვარული იყო"

ლიზა ბაგრატიონი - "ჩვენი მთავარი მესიჯი სიყვარული იყო"

ლიზა ბაგრატიონი და ქართველი შემსრულებლები უკრაინული ტურნედან თბილისში დაბრუნდნენ.

კონცერტები იალტის, ალუშტასა და სევასტოპოლის საკონცერტო დარბაზებსა და თეატრებში გაიმართა.

ლიზა ბაგრატიონთან ერთად სცენაზე ნატო მეტონიძე, დავით შამანაური (საყვირი), ლევან დეისაძე (ბასი) და "შვიდკაცა" წარდგნენ. კონცერტებმა სრული ანშლაგით ჩაიარა.

როგორც "ამბები.გე"-სთან საუბრისას ლიზა ბაგრატიონმა განაცხადა, კონცერტებზე რევაზ ლაღიძის, ბიძინა კვერნაძის, გია ყანჩელის, გიორგი ცაბაძისა და ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები ყირიმის აკადემიური სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შესრულდა. სადირიჟორო პულტთან ნიკოლოზ რაჭველი იდგა.

შესრულდა უკრაინული სიმღერებიც, რუსული რომანსები და ლიზა ბაგრატიონისთვის საგანგებოდ შექმნილი რამდენიმე ბრიტანული ბალადა.

ლიზა ბაგრატიონი:

- უკრაინის ტურნეში ქართული კულტურა წარმოვადგენთ, ძალიან მახარებს ეს ერთობლივი მუშაობა და ქართული და უკრაინული კულტურის დაკავშირება. ვიმედოვნებ, რომ ეს ურთიერთობა გაღრმავდება, მახარებს ის ფაქტი, რომ ასე სიყვარულით მიგვიღეს. პატარა გოგოსავით ვღელავდი, თითქოს, სცენაზე პირველად გავდიოდი. ყირიმის სიმფონიურ ორკესტრთან სულ სამი რეპეტიცია გვქონდა, მაგრამ პირველივე რეპეტიციიდან მივხვდით, რომ ჩვენ ერთმანეთს გავუგეთ. სიმღერაში ყველაზე მთავარი გულწრფელობაა და ჩვენ, ვინც ამ სცენაზე ვდგავართ, დიდი სიყვარულით ვმღერით. ჩვენ მოვახერხეთ ამ დიდი სიყვარულის განაწილება. მიხარია, რომ შესანიშნავი საღამოები ჩატარდა.

ჩემთან ერთად იყო უნიჭიერესი და გენიალური მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი. ასევე არაჩვეულებრივი და, როგორც მე მას ვუწოდებ, ჩემი ყველაზე საყვარელი მომღერალი ნატო მეტონიძე, ბრწყინვალე ანსამბლი "შვიდკაცა", მათ უკრაინული სიმღერებიც შეასრულეს. ჩვენი მთავარი მესიჯი სიყვარული იყო.

საკონცერტო ტურნეს შემოქმედებითი ჯგუფის წევრი იყო თეონა ჯორბენაძე, რომლის შეფასებით, კონცერტების წარმატება, გარკვეულწილად, ნიკოლოზ რაჭველის დამსახურებაა.

თეო ჯორბენაძე:

- პირველივე აკორდიდან ისეთი ოვაციით დააჯილდოვეს ჩვენი მაესტრო ნიკოლოზი, რომ ყველა მონაწილეს ერთ წამში გადაედო ეს განწყობა. ლიზა ისეთი ლამაზი იყო, რომ დიდძალი აპლოდისმენტები გამოსვლისთანავე, სიმღერის დაწყებამდე მიიღო. კონცერტის შემდეგ კი ავტოგრაფისთვის თეატრის ფოიეში რიგი ჩაუმწკრივდა. ნატო მეტონიძე, დათო შამანაური, ლევან დეისაძე და "შვიდკაცა" რომ გვასახელებდნენ, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ყირიმის სიმფონიური ორკესტრის ჩელომ კონცერტის შემდეგ მითხრა - დღევანდელმა საღამომ დამარწმუნა, ასეთი მუსიკის მოსმენის საშუალება რომ მომეცა, ასეთი შესრულებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა არ დამივიწყაო.

მომღერალ ნატო მეტონიძის შეფასებით, მაყურებელი აპლოდისმენტებსა და სითბოს ყოველი სიმღერის შემდეგ უძღვნიდა ქართველ შემსრულებლებს.

ნატო მეტონიძე:

- დიდი ხანია ასეთი თბილი მაყურებელი არ შემხვედრია. ველოდი ემოციებს, მოწონებასაც, მაგრამ ასეთს ნამდვილად არა. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ამ სცენაზე გამოსვლა. ძალიან თბილები აღმოჩნდენენ, თითქოს ძალიან დიდი ხანია არ მოუსმენიათ ქართული სიმღერა, მონატრებულები იყვნენ. არაჩვეულებრივ ფორმაშია ლიზა, ძალიან საინტერესო რეპერტუარით. რამდენიმე ახალი სიმღერა დაუმატებიათ და კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ხალხის ჩემთვის მოულოდნელად შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

ნიკოლოზ რაჭველი:

- ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რა პუბლიკა ზის დარბაზში. ჩვენი რეპერტუარი ეს არის მუსიკა, რომელიც ყველაზე მეტად კლასიკური მუსიკის მოყვარულ საზოგადოებას უყვარს. ორკესტრმა, კონცერტამდე გამაფრთხილა - სევასტოპოლში არაჩვეულებრივი მუსიკალური საზოგადოებააო. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ის დადებითი რეაქციები, რომელიც დარბაზიდან გვიბრუნდებოდა. დიდი ბედნიერებაა, როდესაც შეიგრძნობ იმ ენერგიას, რომელსაც სოლისტებთან და ორკესტრთან ერთად დარბაზში უშვებ და შემდეგ სიყვარულლით უკანვე გიბრუნდება.

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება