პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაულ ბოვა - ქალების გულთამპყრობელი იტალიელი მსახიობი
რაულ ბოვა - ქალების გულთამპყრობელი იტალიელი მსახიობი

იტა­ლი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი რაულ ბოვა უამ­რა­ვი ქა­ლის სა­ოც­ნე­ბო მა­მა­კა­ცია. ის არა­ერ­თხელ და­ა­სა­ხე­ლეს ყვე­ლა დრო­ის ყვე­ლა­ზე მიმ­ზიდ­ველ მა­მა­კა­ცად. რო­გორც პრო­დუ­სე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, თუ რა­უ­ლი სტუ­დი­ას სტუმ­რობს, ქუ­ჩა­ში ქა­ლე­ბის გრძე­ლი რიგი დგას. მსა­ხი­ობ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს ინ­ტერ­ვიუ მის­ცა და პი­რად ცხოვ­რე­ბა­სა და კა­რი­ე­რა­ზე გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა.

- რო­გორ აღ­მოჩ­ნდით გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე?

- ვიდ­რე მსა­ხი­ო­ბი გავ­ხდე­ბო­დი, მო­ცუ­რა­ვე ვი­ყა­ვი. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სპორ­ტსმე­ნი გახ­ლდით და პირ­ვე­ლი 5 წლის მან­ძილ­ზე პრო­ფე­სი­ა­ში დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წიე. შემ­დეგ გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზის გამო ცურ­ვას ჩა­მოვ­შორ­დი. ეს დიდი სტრე­სი იყო. მო­უ­ლოდ­ნე­ლად მე­გო­ბარ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ რე­ჟი­სო­რი სპორ­ტუ­ლი აღ­ნა­გო­ბის კაცს ეძებ­და. სცე­ნა­რი რომ წა­ვი­კი­თხე, ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, თით­ქოს ჩემს ცხოვ­რე­ბას ვკი­თხუ­ლობ­დი. მას შემ­დეგ სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბა გუ­ლით შე­მიყ­ვარ­და.

- თა­ვი­სუ­ფალ დროს რას აკე­თებთ?

- იმ ხალ­ხთან ვის­ვე­ნებ, ვინც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. კარ­გი მე­გობ­რე­ბი მყავს.

- რაც შე­ე­ხე­ბა ცურ­ვას?

- 14 წელი ვცუ­რავ­დი და წყა­ლი ჩემი სტი­ქი­აა. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, იტა­ლი­ა­ში ვარ თუ სად­მე სხვა­გან, გა­და­სა­ღე­ბი მო­ედ­ნის შემ­დეგ სა­ცუ­რაო აუზ­ზე მივ­დი­ვარ.

- რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის მსა­ხი­ო­ბო­ბა?

- ჩვენს გარ­შე­მო უამ­რა­ვი კარ­გი მსა­ხი­ო­ბია, მაგ­რამ მათ შო­რის დი­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან რო­ბერტ დე­ნი­რო, ალ პა­ჩი­ნო და დას­ტინ ჰოფ­მა­ნი. ეს სა­მე­უ­ლი ყვე­ლა ფილმში სა­ოც­რე­ბებს ახ­დენს და ნა­მუ­შე­ვარს გან­სა­კუთ­რე­ბულ მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბას მა­ტებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია ivillage.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

რაულ ბოვა - ქალების გულთამპყრობელი იტალიელი მსახიობი

რაულ ბოვა - ქალების გულთამპყრობელი იტალიელი მსახიობი

იტალიელი მსახიობი რაულ ბოვა უამრავი ქალის საოცნებო მამაკაცია. ის არაერთხელ დაასახელეს ყველა დროის ყველაზე მიმზიდველ მამაკაცად. როგორც პროდუსერები ამბობენ, თუ რაული სტუდიას სტუმრობს, ქუჩაში ქალების გრძელი რიგი დგას. მსახიობმა ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა და პირად ცხოვრებასა და კარიერაზე გულახდილად ისაუბრა.

- როგორ აღმოჩნდით გადასაღებ მოედანზე?

- ვიდრე მსახიობი გავხდებოდი, მოცურავე ვიყავი. პროფესიონალი სპორტსმენი გახლდით და პირველი 5 წლის მანძილზე პროფესიაში დიდ წარმატებას მივაღწიე. შემდეგ გარკვეული მიზეზის გამო ცურვას ჩამოვშორდი. ეს დიდი სტრესი იყო. მოულოდნელად მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ რეჟისორი სპორტული აღნაგობის კაცს ეძებდა. სცენარი რომ წავიკითხე, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემს ცხოვრებას ვკითხულობდი. მას შემდეგ სამსახიობო ოსტატობა გულით შემიყვარდა.

- თავისუფალ დროს რას აკეთებთ?

- იმ ხალხთან ვისვენებ, ვინც ძალიან მიყვარს. კარგი მეგობრები მყავს.

- რაც შეეხება ცურვას?

- 14 წელი ვცურავდი და წყალი ჩემი სტიქიაა. არ აქვს მნიშვნელობა, იტალიაში ვარ თუ სადმე სხვაგან, გადასაღები მოედნის შემდეგ საცურაო აუზზე მივდივარ.

- რას ნიშნავს თქვენთვის მსახიობობა?

- ჩვენს გარშემო უამრავი კარგი მსახიობია, მაგრამ მათ შორის დიდებულები არიან რობერტ დენირო, ალ პაჩინო და დასტინ ჰოფმანი. ეს სამეული ყველა ფილმში საოცრებებს ახდენს და ნამუშევარს განსაკუთრებულ მიმზიდველობას მატებს.

მომზადებულია ivillage.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება