მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

20

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სპორტი
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სლავიანსკი ბაზარის" ფავორიტები - "მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ასე წარმოვაჩინე ჩემი სამშობლო"
"სლავიანსკი ბაზარის" ფავორიტები - "მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ასე წარმოვაჩინე ჩემი სამშობლო"

რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი­დან - "სლა­ვი­ანსკი ბა­ზარ" ორი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი - აჩი­კო ნი­ჟა­რა­ძე და ლენ­კა ზვი­ა­და­ძე დაბ­რუნ­დნენ, ორი­ვე - ხელ­დამ­შვე­ნე­ბუ­ლი.

აჩი­კო ნი­ჟა­რა­ძე, რო­მე­ლიც ქარ­თველ­მა მსმე­ნელ­მა პრო­ექტ "ჯე­ოს­ტა­რი­დან" გა­იც­ნო, მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვი­და. მას შემ­დეგ, მომ­ღე­რა­ლი არა­ერთ ქარ­თულ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. აჩი­კოს ინ­ტერ­ვი­უს­თვის რომ და­ვუ­კავ­შირ­დი, მი­თხრა, აჭა­რა­ში ვარ და ტე­ლე­ფო­ნით ვი­სა­უბ­რო­თო.

- პირ­ველ რიგ­ში, გი­ლო­ცავ წარ­მა­ტე­ბას. რო­გორ გან­წყო­ბა­ზე ხარ?

- ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ იმით, რომ მე­ო­რე ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე და სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჩა­მო­ვე­დი.

- რო­გორ მოხ­ვდი "სლა­ვი­ანსკი ბა­ზარ­ზე"?

- მომ­ღე­რალ­მა ამ ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს თა­ვი­სი სიმ­ღე­რე­ბი უნდა გა­უგ­ზავ­ნოს და თუ მათ­გან მო­წო­ნე­ბას და­იმ­სა­ხუ­რებს, მა­შინ ფეს­ტი­ვა­ლის მო­ნა­წი­ლე ხდე­ბა, თუ არა და, სხვა მომ­ღერ­ლის მო­ნა­ცე­მებს გაგ­ზავ­ნი­ან. სა­ქარ­თვე­ლო­ში "სლა­ვი­ანსკი ბა­ზა­რის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა სე­ფი­აშ­ვი­ლი გახ­ლავთ. სწო­რედ მან გა­და­წყვი­ტა, რომ წელს ამ ფეს­ტი­ვა­ლის მო­ნა­წი­ლე მე ვიქ­ნე­ბო­დი.

- კონ­კურ­სი რამ­დე­ნი ეტა­პის­გან შედ­გე­ბო­და?

- პირ­ველ დღეს მსოფ­ლიო ჰი­ტე­ბი შეს­რულ­და. კონ­კურ­სი კი ორ­დღი­ა­ნი იყო. ერთ დღეს იგორ კრუ­ტო­ის სიმ­ღე­რა - "ია ლუბ­ლუ ტე­ბია და სლოზ" ვიმ­ღე­რე, მე­ო­რე დღეს - რომა რცხი­ლა­ძის "ვარ­სკვლა­ვე­ბი".

- ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში თუ იყო სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია. ჟი­უ­რი 10 ქვეყ­ნის მუ­სი­კო­სით იყო და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი. მათ შო­რის, ბა­ტო­ნი ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვი­ლიც გახ­ლდათ. თავ­მჯდო­მა­რე კი ლა­რი­სა დო­ლი­ნა იყო.

- მო­ნა­წი­ლე­ებს რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ? ერ­თმა­ნეთს, რო­გორც კონ­კუ­რენ­ტებს, ხომ არ "მტრობ­დით"?

- ამ მხრივ ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა: ყვე­ლა იმ­დე­ნად კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, ერთ გუნ­დად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დით. ამ­ბობ­დნენ, - წინა წლებ­ში ასე­თი რამ არ გვახ­სოვს, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ჯგუფ-ჯგუ­ფად იყ­ვნენ და­ყო­ფი­ლე­ბიო. ჩვენ კი ყვე­ლა­ნი კარ­გად ვი­ყა­ვით ერ­თმა­ნეთ­თან, ვმე­გობ­რობ­დით.

- აჩი­კო, გრან-პრის აღე­ბის იმე­დი გქონ­და?

- ამის შან­სი ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს აქვს. უბ­რა­ლოდ, ცოტა მეტი დრო მჭირ­დე­ბო­და მო­სამ­ზა­დებ­ლად. მხო­ლოდ 3 თვე ვემ­ზა­დე­ბო­დი, ეს კი ძა­ლი­ან ცო­ტაა. სხვა მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არა­ერ­თი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი და გრან-პრის მფლო­ბე­ლე­ბი იყ­ვნენ, მე კი მხო­ლოდ "ჯე­ოს­ტა­რის", "ნუ­ცას სკო­ლი­სა" და "პატ­რი­ნო­ტის" გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს; სომ­ხეთ-სა­ქარ­თვე­ლოს დუ­ე­ტე­ბის კონ­კურ­სი ჩა­ტარ­და და იქაც გა­ვი­მარ­ჯვე. მოკ­ლედ, "სლა­ვი­ანსკი ბა­ზა­რი" ჩემ­თვის პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სია.

- რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნი­დან მიწ­ვე­ვა ხომ არ მი­გი­ღია?

- კი, ორი მიწ­ვე­ვა მაქვს: ერთი - რუ­სე­თი­დან, მე­ო­რე კი ეს­ტო­ნე­თი­დან. ორი­ვე ფეს­ტი­ვა­ლია, თუმ­ცა რო­მე­ლი, ამას ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­ვამ­ხელ, რად­გან გა­და­წყვე­ტი­ლი არ არის, სად წა­ვალ. ქალ­ბა­ტონ მა­ნა­ნას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ვაგ­რძე­ლებ. ჩვე­ნი ტან­დე­მი წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, ამი­ტომ ის იქ­ნე­ბა ჩემი პრო­დი­უ­სე­რი. შე­სა­ბა­მი­სად, ერ­თად გა­დავ­წყვეტთ, სად წა­ვალ.

- სა­ჩუქ­რად რა მი­ი­ღე?

- მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­სუ­ლი მომ­ღერ­ლის­თვის პრი­ზად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო 6 ათა­სი დო­ლა­რი. რად­გან ეს ად­გი­ლი ორ მო­ნა­წი­ლეს ერგო, თან­ხაც შუ­ა­ზე გა­ი­ყო და მხო­ლოდ 3 ათა­სი მერ­გო.

- შენი პა­ტა­რა შვი­ლი რო­გორ შეხ­ვდა მა­მი­კოს წარ­მა­ტე­ბას?

- ძა­ლი­ან ვე­ნატ­რე­ბო­დი. ისიც და ჩემი ოჯა­ხის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბიც კონ­კურ­სის ყვე­ლა ტურს უყუ­რებ­დნენ და მგულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ. ახლა აჭა­რა­ში ვიმ­ყო­ფე­ბი, რამ­დე­ნი­მე დღეს და­ვის­ვე­ნებ და აგ­ვის­ტო­დან კონ­კურ­სე­ბის­თვის მზა­დე­ბას და­ვი­წყებ...

იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რო­გორ მოხ­და კონ­კურ­სის­თვის აჩი­კოს შერ­ჩე­ვა, მის პრო­დი­უ­სერ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში "სლა­ვი­ანსკი ბა­ზა­რის" დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს, მა­ნა­ნა სე­ფი­აშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით.

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, დიდი ხა­ნია, რაც "სლა­ვი­ანსკი ბა­ზა­რის" დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ბრძან­დე­ბით?

- მე­სა­მე წე­ლია. ჩემი მე­უღ­ლე უკვე წლე­ბია, მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. შარ­შან სა­ბავ­შვო "სლა­ვი­ანსკი ბა­ზა­რის" ჟი­უ­რის თავ­მჯდო­მა­რე გახ­ლდათ, წელს კი დი­დე­ბის ჟი­უ­რი­ში მი­იწ­ვი­ეს.

- რა კრი­ტე­რი­უ­მით შე­არ­ჩი­ეთ კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე?

- ვიდ­რე აჩი­კო "ჯე­ოს­ტა­რის" მო­ნა­წი­ლე გახ­დე­ბო­და, ჯე­მალ­მა მა­ნამ­დე აღ­მო­ა­ჩი­ნა ის. მოკ­ლედ, დიდი ხა­ნია, მას ვიც­ნობთ. მერე იყო "ჯე­ოს­ტა­რი" და სხვა კონ­კურ­სე­ბი. ახლა, რო­გორც კი ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, მა­შინ­ვე გა­დავ­წყვი­ტე, რომ კონ­კურ­სზე აჩი­კოს მო­ნა­ცე­მე­ბი გა­მეგ­ზავ­ნა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩემ­მა არ­ჩე­ვან­მა გა­ა­მარ­თლა. წელს საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტე­ბი იყ­ვნენ. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ­თვის მე­ო­რე ად­გი­ლი დიდი წარ­მა­ტე­ბაა.

- გრან-პრის არ ელო­დით?

- თბი­ლი­სი­დან რომ მი­ვემ­გზავ­რე­ბო­დით, გა­მარ­ჯვე­ბას ნამ­დვი­ლად ვე­ლო­დით. 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, მინ­სკში რე­პე­ტი­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სა­დაც ყვე­ლა კონ­კურ­სან­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ვი­ხი­ლეთ. მარ­თლა ყვე­ლა­ნი ძლი­ე­რე­ბი იყ­ვნენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არ­ჩილ­მა ბევ­რი მათ­გა­ნი უკან ჩა­მო­ი­ტო­ვა. ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი ვართ და მე და არ­ჩი­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვაგ­რძე­ლებთ. "სლა­ვი­ანსკი ბა­ზა­რი" საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­კურ­სია და შე­სა­ბა­მი­სად, სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა დავ­ფიქ­რდეთ, თუ ამ კონ­კურ­სის შემ­დეგ სად გა­ვემ­გზავ­რე­ბით.

- ხომ არ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ აჩი­კომ "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" ან "ახალ ტალ­ღა­ზე" მო­სინ­ჯოს ძა­ლე­ბი?

- "ევ­რო­ვი­ზი­ას" სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყებ­ლის მეს­ვე­უ­რე­ბი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ, შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი წყვე­ტენ, თუ ვინ გა­ემ­გზავ­რე­ბა ამ კონ­კურ­სზე. ვერ ვი­ტყვი, რომ ამ კონ­კურ­სი­სად­მი დიდი ლტოლ­ვა მაქვს. ეს "პო­ლი­ტი­კუ­რი" კონ­კურ­სია, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში­ცაა ესა თუ ის ქვე­ყა­ნა, ისე­თი ქუ­ლე­ბი იწე­რე­ბა. ამი­ტომ ასე­თი კონ­კურ­სე­ბის მომ­ხრე არ ვარ.

ლენ­კა ზვი­ა­და­ძე ქარ­თველ­მა მსმე­ნელ­მა პრო­ექტ "ნი­ჭი­ე­რი­დან" გა­იც­ნო. მერე მი­უ­ზიკლ "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ებ­შიც" ითა­მა­შა. ახლა კი სა­ქარ­თვე­ლო ასა­ხე­ლა და სა­ბავ­შვო "სლა­ვი­ანსკი ბა­ზა­რის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და.

- ლენ­კა, ვინ და რა­ტომ გა­და­წყვი­ტა, რომ წელს სა­ბავ­შვო "სლა­ვი­ანსკი ბა­ზა­რის" მო­ნა­წი­ლე შენ უნდა ყო­ფი­ლი­ყა­ვი?

- ქალ­ბა­ტო­ნი ნანა ჯგე­რია, კონ­კურ­სის არ­სე­ბო­ბის დღი­დან გახ­ლავთ მათი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, შარ­შან პრო­ექტ "ნი­ჭი­ერ­ში" ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. მა­შინ ქალ­ბა­ტო­ნი ნანა "სლა­ვი­ანსკი­ზე" მარი ბი­ჩოშ­ვილ­თან ერ­თად ჩა­ვი­და. ნა­ნამ კონ­კურ­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს ჩემი სიმ­ღე­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი აჩ­ვე­ნა, რომ­ლე­ბიც "ნი­ჭი­ერ­მა" "იუ­თუბ­ზე" დადო. მა­შინ­ვე გა­და­წყდა, რომ მომ­დევ­ნო წელს მე მი­მიწ­ვევ­დნენ. იან­ვარ­ში მათ­გან ოფი­ცი­ა­ლუ­რი მიწ­ვე­ვა მი­ვი­ღე, შე­ვარ­ჩიე სიმ­ღე­რე­ბი, ჩავ­წე­რე და გავ­გზავ­ნე. ამ ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით აირ­ჩი­ეს 21 მო­ნა­წი­ლე და მათ შო­რის მეც აღ­მოვ­ჩნდი. სიმ­ღე­რე­ბი ნა­ნამ ამირ­ჩია. ორი­ვე სიმ­ღე­რის არან­ჟი­რე­ბა ოთარ ყუ­ფუ­ნი­ას ეკუთ­ვნის, ერთი ქარ­თუ­ლია - "ჩემს სიმ­ღე­რას ვინ გა­ი­გებს", მე­ო­რე - ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი Pეოპ­ლე. პირ­ველ ტურ­ში ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე თა­ვის მშობ­ლი­ურ სიმ­ღე­რას ას­რუ­ლებ­და. საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტური იყო. მუ­სი­კოს რუ­სუ­დან ბახ­ტა­ძე­სა და მომ­ღე­რალ მა­რი­კა თხე­ლი­ძეს დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი, რად­გან ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის მი­ნუს-ფო­ნოგ­რა­მა სწო­რედ მათ მომ­ცეს.

- სა­ქარ­თვე­ლო­დან ვინ იყო ჟი­უ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი?

- მომ­ღე­რა­ლი მა­ნა­ნა თო­და­ძე.

- ალ­ბათ დიდი კონ­კუ­რენ­ცია იყო...

- კონ­კუ­რენ­ცია ნამ­დვი­ლად დიდი იყო. გარ­და იმი­სა, რომ ბავ­შვე­ბი ვო­კა­ლუ­რად საკ­მა­ოდ კარ­გად იყ­ვნენ მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი, ყვე­ლას თა­ვი­სი სა­რეკ­ლა­მო ბუკ­ლე­ტი, ეროვ­ნუ­ლი დრო­შა და აფი­შა ჰქონ­და. მშობ­ლე­ბი­სა და პე­და­გო­გის გარ­და, თან ახ­ლდნენ პრო­დი­უ­სე­რე­ბი და სხვა უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი. იმ­დე­ნად კარ­გად და­გეგ­მი­ლი კონ­კურ­სი იყო, რომ ამ ბავ­შვებს კონ­კუ­რენ­ტე­ბად ნამ­დვი­ლად ვერ აღ­ვიქ­ვამ­დი. პირ­ვე­ლი რე­პე­ტი­ცი­ის შემ­დეგ უკვე ყვე­ლამ ვი­ცო­დით ერ­თმა­ნე­თის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

- გა­მარ­ჯვე­ბას ელო­დი?

- არ და­გი­მა­ლავთ და გა­მარ­ჯვე­ბას ნამ­დვი­ლად ვე­ლო­დი. პირ­ველ ტურ­ში სიმ­ღე­რის შემ­დეგ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მი­ლო­ცავ­და, კონ­კურ­სან­ტი ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბიც კი. მა­ნა­ნა თო­და­ძის პრო­დი­უ­სერ­მა მი­თხრა, - ქუ­ლე­ბით პირ­ველ ად­გილ­ზე ხარო!.. მერე რამ­დე­ნი­მე ტე­ლე­ვი­ზი­ამ ჩემ­თან ინ­ტერ­ვი­უც ჩა­წე­რა. აკა­პე­ლა­შიც მამ­ღე­რეს. მოკ­ლედ, ეს ტური ჩემ­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა... სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სში პირ­ვე­ლად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი და ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო იყო. მად­ლო­ბე­ლი ვარ ღმერ­თის, რომ ასე წარ­მო­ვა­ჩი­ნე ჩემი სამ­შობ­ლო. სა­ჩუქ­რად გად­მომ­ცეს პირ­ვე­ლი ად­გი­ლის დიპ­ლო­მი, ამ კონ­კურ­სის სიმ­ბო­ლო - ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ფი­გუ­რა, მი­ნი­ქან­და­კე­ბა ღი­ღი­ლო­ე­ბით (ეს ყვა­ვი­ლი "სლა­ვი­ანსკის" სიმ­ბო­ლოა), 3 ათა­სი დო­ლა­რი და სხვა­დას­ხვა სუ­ვე­ნი­რი.

- რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნი­დან მიწ­ვე­ვა თუ მი­ი­ღე?

- რამ­დე­ნი­მე მიწ­ვე­ვა პირ­ვე­ლი ტუ­რის შემ­დეგ მი­ვი­ღე. ამის შე­სა­ხებ დაწ­ვრი­ლე­ბით ვე­რა­ფერს გე­ტყვით. ისი­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­უ­კავ­შირ­დე­ბი­ან ჩემს პე­და­გოგს, ნანა ჯგე­რი­ას და მერე გა­დავ­წყვეტთ, თუ სად გა­ვემ­გზავ­რე­ბი.

ნა­თია ჟი­ვი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გველის თუ არა დიდი გაძვირება?

"სლავიანსკი ბაზარის" ფავორიტები - "მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ასე წარმოვაჩინე ჩემი სამშობლო"

"სლავიანსკი ბაზარის" ფავორიტები - "მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ასე წარმოვაჩინე ჩემი სამშობლო"

რამდენიმე დღეა, რაც საერთაშორისო კონკურსიდან - "სლავიანსკი ბაზარ" ორი ქართველი მომღერალი - აჩიკო ნიჟარაძე და ლენკა ზვიადაძე დაბრუნდნენ, ორივე - ხელდამშვენებული.

აჩიკო ნიჟარაძე, რომელიც ქართველმა მსმენელმა პროექტ "ჯეოსტარიდან" გაიცნო, მეორე ადგილზე გავიდა. მას შემდეგ, მომღერალი არაერთ ქართულ კონკურსში მონაწილეობდა. აჩიკოს ინტერვიუსთვის რომ დავუკავშირდი, მითხრა, აჭარაში ვარ და ტელეფონით ვისაუბროთო.

- პირველ რიგში, გილოცავ წარმატებას. როგორ განწყობაზე ხარ?

- ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ მეორე ადგილი დავიკავე და საქართველოში გამარჯვებული ჩამოვედი.

- როგორ მოხვდი "სლავიანსკი ბაზარზე"?

- მომღერალმა ამ ფესტივალის ორგანიზატორებს თავისი სიმღერები უნდა გაუგზავნოს და თუ მათგან მოწონებას დაიმსახურებს, მაშინ ფესტივალის მონაწილე ხდება, თუ არა და, სხვა მომღერლის მონაცემებს გაგზავნიან. საქართველოში "სლავიანსკი ბაზარის" წარმომადგენელი ქალბატონი მანანა სეფიაშვილი გახლავთ. სწორედ მან გადაწყვიტა, რომ წელს ამ ფესტივალის მონაწილე მე ვიქნებოდი.

- კონკურსი რამდენი ეტაპისგან შედგებოდა?

- პირველ დღეს მსოფლიო ჰიტები შესრულდა. კონკურსი კი ორდღიანი იყო. ერთ დღეს იგორ კრუტოის სიმღერა - "ია ლუბლუ ტებია და სლოზ" ვიმღერე, მეორე დღეს - რომა რცხილაძის "ვარსკვლავები".

- ჟიურის შემადგენლობაში თუ იყო საქართველოს წარმომადგენელი?

- რასაკვირველია. ჟიური 10 ქვეყნის მუსიკოსით იყო დაკომპლექტებული. მათ შორის, ბატონი ჯემალ სეფიაშვილიც გახლდათ. თავმჯდომარე კი ლარისა დოლინა იყო.

- მონაწილეებს როგორი ურთიერთობა გქონდათ? ერთმანეთს, როგორც კონკურენტებს, ხომ არ "მტრობდით"?

- ამ მხრივ ძალიან გამიმართლა: ყველა იმდენად კარგი ადამიანი იყო, ერთ გუნდად ჩამოვყალიბდით. ამბობდნენ, - წინა წლებში ასეთი რამ არ გვახსოვს, მონაწილეები ჯგუფ-ჯგუფად იყვნენ დაყოფილებიო. ჩვენ კი ყველანი კარგად ვიყავით ერთმანეთთან, ვმეგობრობდით.

- აჩიკო, გრან-პრის აღების იმედი გქონდა?

- ამის შანსი ყველა მონაწილეს აქვს. უბრალოდ, ცოტა მეტი დრო მჭირდებოდა მოსამზადებლად. მხოლოდ 3 თვე ვემზადებოდი, ეს კი ძალიან ცოტაა. სხვა მონაწილეები არაერთი კონკურსის გამარჯვებულები და გრან-პრის მფლობელები იყვნენ, მე კი მხოლოდ "ჯეოსტარის", "ნუცას სკოლისა" და "პატრინოტის" გამოცდილება მაქვს; სომხეთ-საქართველოს დუეტების კონკურსი ჩატარდა და იქაც გავიმარჯვე. მოკლედ, "სლავიანსკი ბაზარი" ჩემთვის პირველი საერთაშორისო კონკურსია.

- რომელიმე ქვეყნიდან მიწვევა ხომ არ მიგიღია?

- კი, ორი მიწვევა მაქვს: ერთი - რუსეთიდან, მეორე კი ესტონეთიდან. ორივე ფესტივალია, თუმცა რომელი, ამას ჯერჯერობით არ გავამხელ, რადგან გადაწყვეტილი არ არის, სად წავალ. ქალბატონ მანანასთან თანამშრომლობას ვაგრძელებ. ჩვენი ტანდემი წარმატებული აღმოჩნდა, ამიტომ ის იქნება ჩემი პროდიუსერი. შესაბამისად, ერთად გადავწყვეტთ, სად წავალ.

- საჩუქრად რა მიიღე?

- მეორე ადგილზე გასული მომღერლისთვის პრიზად გათვალისწინებული იყო 6 ათასი დოლარი. რადგან ეს ადგილი ორ მონაწილეს ერგო, თანხაც შუაზე გაიყო და მხოლოდ 3 ათასი მერგო.

- შენი პატარა შვილი როგორ შეხვდა მამიკოს წარმატებას?

- ძალიან ვენატრებოდი. ისიც და ჩემი ოჯახის დანარჩენი წევრებიც კონკურსის ყველა ტურს უყურებდნენ და მგულშემატკივრობდნენ. ახლა აჭარაში ვიმყოფები, რამდენიმე დღეს დავისვენებ და აგვისტოდან კონკურსებისთვის მზადებას დავიწყებ...

იმის გასარკვევად, თუ როგორ მოხდა კონკურსისთვის აჩიკოს შერჩევა, მის პროდიუსერსა და საქართველოში "სლავიანსკი ბაზარის" დელეგაციის ხელმძღვანელს, მანანა სეფიაშვილს დავუკავშირდით.

- ქალბატონო მანანა, დიდი ხანია, რაც "სლავიანსკი ბაზარის" დელეგაციის ხელმძღვანელი ბრძანდებით?

- მესამე წელია. ჩემი მეუღლე უკვე წლებია, მათთან თანამშრომლობს. შარშან საბავშვო "სლავიანსკი ბაზარის" ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ, წელს კი დიდების ჟიურიში მიიწვიეს.

- რა კრიტერიუმით შეარჩიეთ კონკურსის მონაწილე?

- ვიდრე აჩიკო "ჯეოსტარის" მონაწილე გახდებოდა, ჯემალმა მანამდე აღმოაჩინა ის. მოკლედ, დიდი ხანია, მას ვიცნობთ. მერე იყო "ჯეოსტარი" და სხვა კონკურსები. ახლა, როგორც კი ამის საშუალება მომეცა, მაშინვე გადავწყვიტე, რომ კონკურსზე აჩიკოს მონაცემები გამეგზავნა. საბედნიეროდ, ჩემმა არჩევანმა გაამართლა. წელს საკმაოდ ძლიერი კონკურსანტები იყვნენ. შესაბამისად, ჩვენთვის მეორე ადგილი დიდი წარმატებაა.

- გრან-პრის არ ელოდით?

- თბილისიდან რომ მივემგზავრებოდით, გამარჯვებას ნამდვილად ველოდით. 4 დღის განმავლობაში, მინსკში რეპეტიციები მიმდინარეობდა, სადაც ყველა კონკურსანტის შესაძლებლობები ვიხილეთ. მართლა ყველანი ძლიერები იყვნენ. მიუხედავად ამისა, არჩილმა ბევრი მათგანი უკან ჩამოიტოვა. ძალიან კმაყოფილები ვართ და მე და არჩილი თანამშრომლობას აუცილებლად გავაგრძელებთ. "სლავიანსკი ბაზარი" საკმაოდ სერიოზული კონკურსია და შესაბამისად, სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ, თუ ამ კონკურსის შემდეგ სად გავემგზავრებით.

- ხომ არ არის შესაძლებელი, რომ აჩიკომ "ევროვიზიაზე" ან "ახალ ტალღაზე" მოსინჯოს ძალები?

- "ევროვიზიას" საზოგადოებრივ მაუწყებლის მესვეურები ხელმძღვანელობენ, შესაბამისად, ისინი წყვეტენ, თუ ვინ გაემგზავრება ამ კონკურსზე. ვერ ვიტყვი, რომ ამ კონკურსისადმი დიდი ლტოლვა მაქვს. ეს "პოლიტიკური" კონკურსია, რა მდგომარეობაშიცაა ესა თუ ის ქვეყანა, ისეთი ქულები იწერება. ამიტომ ასეთი კონკურსების მომხრე არ ვარ.

ლენკა ზვიადაძე ქართველმა მსმენელმა პროექტ "ნიჭიერიდან" გაიცნო. მერე მიუზიკლ "ვერის უბნის მელოდიებშიც" ითამაშა. ახლა კი საქართველო ასახელა და საბავშვო "სლავიანსკი ბაზარის" გამარჯვებული გახდა.

- ლენკა, ვინ და რატომ გადაწყვიტა, რომ წელს საბავშვო "სლავიანსკი ბაზარის" მონაწილე შენ უნდა ყოფილიყავი?

- ქალბატონი ნანა ჯგერია, კონკურსის არსებობის დღიდან გახლავთ მათი წარმომადგენელი საქართველოში. მოგეხსენებათ, შარშან პროექტ "ნიჭიერში" ვმონაწილეობდი. მაშინ ქალბატონი ნანა "სლავიანსკიზე" მარი ბიჩოშვილთან ერთად ჩავიდა. ნანამ კონკურსის წარმომადგენლებს ჩემი სიმღერის ჩანაწერები აჩვენა, რომლებიც "ნიჭიერმა" "იუთუბზე" დადო. მაშინვე გადაწყდა, რომ მომდევნო წელს მე მიმიწვევდნენ. იანვარში მათგან ოფიციალური მიწვევა მივიღე, შევარჩიე სიმღერები, ჩავწერე და გავგზავნე. ამ ჩანაწერების მიხედვით აირჩიეს 21 მონაწილე და მათ შორის მეც აღმოვჩნდი. სიმღერები ნანამ ამირჩია. ორივე სიმღერის არანჟირება ოთარ ყუფუნიას ეკუთვნის, ერთი ქართულია - "ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს", მეორე - ინგლისურენოვანი Pეოპლე. პირველ ტურში ყველა მონაწილე თავის მშობლიურ სიმღერას ასრულებდა. საკმაოდ მნიშვნელოვანი ტური იყო. მუსიკოს რუსუდან ბახტაძესა და მომღერალ მარიკა თხელიძეს დიდ მადლობას ვუხდი, რადგან ქართული სიმღერის მინუს-ფონოგრამა სწორედ მათ მომცეს.

- საქართველოდან ვინ იყო ჟიურის წარმომადგენელი?

- მომღერალი მანანა თოდაძე.

- ალბათ დიდი კონკურენცია იყო...

- კონკურენცია ნამდვილად დიდი იყო. გარდა იმისა, რომ ბავშვები ვოკალურად საკმაოდ კარგად იყვნენ მომზადებულები, ყველას თავისი სარეკლამო ბუკლეტი, ეროვნული დროშა და აფიშა ჰქონდა. მშობლებისა და პედაგოგის გარდა, თან ახლდნენ პროდიუსერები და სხვა უამრავი ადამიანი. იმდენად კარგად დაგეგმილი კონკურსი იყო, რომ ამ ბავშვებს კონკურენტებად ნამდვილად ვერ აღვიქვამდი. პირველი რეპეტიციის შემდეგ უკვე ყველამ ვიცოდით ერთმანეთის შესაძლებლობები.

- გამარჯვებას ელოდი?

- არ დაგიმალავთ და გამარჯვებას ნამდვილად ველოდი. პირველ ტურში სიმღერის შემდეგ უამრავი ადამიანი მილოცავდა, კონკურსანტი ბავშვების მშობლებიც კი. მანანა თოდაძის პროდიუსერმა მითხრა, - ქულებით პირველ ადგილზე ხარო!.. მერე რამდენიმე ტელევიზიამ ჩემთან ინტერვიუც ჩაწერა. აკაპელაშიც მამღერეს. მოკლედ, ეს ტური ჩემთვის წარმატებული აღმოჩნდა... საერთაშორისო კონკურსში პირველად ვმონაწილეობდი და ეს ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო იყო. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ასე წარმოვაჩინე ჩემი სამშობლო. საჩუქრად გადმომცეს პირველი ადგილის დიპლომი, ამ კონკურსის სიმბოლო - ძალიან ლამაზი ფიგურა, მინიქანდაკება ღიღილოებით (ეს ყვავილი "სლავიანსკის" სიმბოლოა), 3 ათასი დოლარი და სხვადასხვა სუვენირი.

- რომელიმე ქვეყნიდან მიწვევა თუ მიიღე?

- რამდენიმე მიწვევა პირველი ტურის შემდეგ მივიღე. ამის შესახებ დაწვრილებით ვერაფერს გეტყვით. ისინი ოფიციალურად დაუკავშირდებიან ჩემს პედაგოგს, ნანა ჯგერიას და მერე გადავწყვეტთ, თუ სად გავემგზავრები.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება