ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის სკან­და­ლე­ბის ათე­უ­ლი

ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის სკან­და­ლე­ბის ათე­უ­ლი

გა­სუ­ლი კვი­რის ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მა ნი­ნი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ოჯა­ხუ­რი სკან­და­ლი იყო. თით­ქმის ყვე­ლა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა ამა­ზე წერ­და, ინ­ტერ­ნეტ­სა­ი­ტებ­ზე ამ თე­მამ ნახ­ვის კუთხ­ით ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­კორ­დი მოხ­სნა. ქარ­თვე­ლებს ხომ სხვი­სი ცხოვ­რე­ბის წვრილ­მა­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით გვა­ინ­ტე­რე­სებს, მით უმე­ტეს სკან­და­ლე­ბი, ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სი კი სკან­და­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას არ უჩი­ვის. ამი­ტო­მაც შო­უ­ბიზ­ნე­სის სკან­და­ლე­ბის ათე­უ­ლი ქარ­თულ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით შე­ვად­გი­ნეთ. თე­მის აქ­ტუ­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პირ­ველ ად­გილ­ზე ნი­ნი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ოჯა­ხუ­რი სკან­და­ლი­ა.

ნი­ნი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ქორ­წი­ნე­ბა სკან­და­ლით დას­რულ­და. მომ­ღე­რალ­მა ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძე­ზე ოქ­ტომ­ბერ­ში იქორ­წი­ნა და საცხ­ოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და. წყვი­ლის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ თბი­ლის­ში დი­დი ხა­ნია ჭო­რა­ო­ბენ, თუმ­ცა მომ­ღერ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფ­დნენ. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს კი ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­ში" და­ი­ბეჭ­და ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძის სკან­და­ლუ­რი ინ­ტერ­ვი­უ. კუ­ტა­ლა­ძის თქმით, ნი­ნის მი­ზა­ნი კა­ნო­ნი­ე­რი გათხ­ო­ვე­ბა და კა­ნო­ნი­ერ ქორ­წი­ნე­ბა­ში ბავ­შვის გა­ჩე­ნა იყო და არა­ნა­ი­რი მი­ზე­ზი არ არ­სე­ბობს, რომ მე­უღ­ლეს შე­უ­რიგ­დეს. მომ­ღე­რა­ლი ამ დრომ­დე პრე­სას­თან დუ­მილს ამ­ჯო­ბი­ნებს. "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე კი თა­ნად­გო­მის­თვის სა­მად­ლო­ბელ სიტყ­ვებს არ იშუ­რებს. ერთ კვი­რა­ში ნი­ნი ქა­ლიშ­ვილს ელო­დე­ბა და სა­ვა­რა­უ­დოდ, მომ­დევ­ნო კვი­რა­შიც ბა­დუ­რაშ­ვი­ლი-­კუ­ტა­ლა­ძის ცხოვ­რე­ბა ისევ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სჯის სა­გა­ნი იქ­ნე­ბა.

ლა­ლი მო­როშ­კი­ნა და თა­კო ფხა­კა­ძე. ლა­ლი მო­როშ­კი­ნა­სა და "პრა­იმ ტა­ი­მის" რე­დაქ­ტორ­სა და დამ­ფუძ­ნე­ბელ თა­კო ფხა­კა­ძეს შო­რის ინ­ცი­დენ­ტი 2011 წელს "ნა­ნუ­კას შო­უს" სა­ა­ხალ­წლო გა­და­ცე­მის ჩა­წე­რი­სას მოხ­და. ლა­ლი მო­როშ­კი­ნა და ნუ­კი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლი "პრა­იმ ტა­ი­მის" გა­მო­კითხ­ვის შე­დე­გად ყვე­ლა­ზე უგე­მოვ­ნო ქა­ლის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში მოხ­ვდნენ. მო­როშ­კი­ნა ამ­ბობ­და, რომ ნო­მი­ნა­ცი­ის გა­მოცხ­ა­დე­ბის შემ­დეგ და­ი­ნა­ხა, თუ რო­გორ ქირ­ქი­ლებ­და მას­ზე თა­კო ფხა­კა­ძე, ეს ვერ აი­ტა­ნა და ამი­ტო­მაც თა­კოს მი­სი "მუშ­ტი მოხ­ვდა ყბა­ში". "მე მი­ვე­ცი შან­სი ნა­ნუ­კას, სა­ა­ხალ­წლო გა­და­ცე­მა მარ­თლაც სა­ა­ხალ­წლო გა­მო­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ მან ეს ვერ გა­მო­ი­ყე­ნა და ყვე­ლა­ზე უგე­მოვ­ნოდ და­მა­სა­ხე­ლა, მა­ჩუ­ქა რა­ღაც სა­ში­ნე­ლი თო­ჯი­ნა, ამის გა­მო მი­ი­ღო გა­და­ცე­მის ჩაშ­ლა. თა­კოს კი ხში­რად ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ნუ წერ­და თა­ვის ყვი­თელ ფურ­ცლებ­ზე ჩემ შე­სა­ხებ, მაგ­რამ ვერ გა­ი­გო, თან ამ გა­და­ცე­მის ჩა­წე­რა­ზე ისე­თი უგე­მოვ­ნო, ყვი­თე­ლი კა­ბით მო­ვი­და, მის­გან ჩემ­ზე ქირ­ქი­ლი აუ­ტა­ნე­ლი იყო. რო­ცა მივ­დი­ო­დი ჯილ­დოს ასა­ღე­ბად, თა­კო ფხა­კა­ძემ დამ­ცი­ნა­ვად ჩა­ი­ცი­ნა. ნა­ნუ­კას ვთხო­ვე, რომ სიტყ­ვის უფ­ლე­ბა მო­ე­ცა. ვთქვი, რომ ალ­ბათ, თა­კო ფხა­კა­ძე ვერ შედ­გა რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­გორც ქა­ლი, რო­გორც პი­როვ­ნე­ბა და შურს ყვე­ლა ქა­ლის, რო­მე­ლიც თა­ვი­სით იკ­ვა­ლავს გზას და არა გი­გი უგუ­ლა­ვას დახ­მა­რე­ბით­-მეთ­ქი. მო­მი­ტი­ვეთ, სხვა გზა არ მქონ­და. რო­ცა დავ­ბრუნ­დი ჩემს ად­გილ­ზე და ყურ­ში ჩა­მეს­მა თა­კოს ქირ­ქი­ლი, ამას ვე­ღარ გა­ვუ­ძე­ლი და ეს გახ­და იმის მი­ზე­ზი, რომ მე მას ხე­ლით შე­ვე­ხე", _ აცხ­ა­დებ­და მო­როშ­კი­ნა. მან­დი­ლოს­ნე­ბის მუშ­ტი-­კრივ­ში ცი­ვი ია­რა­ღი _ ჩან­გა­ლიც ფი­გუ­რი­რებ­და. ფხა­კა­ძის თქმით, ის სიკ­ვდი­ლის­გან ჩან­გლის სიბ­ლაგ­ვემ იხ­სნა. ფაქ­ტი ერ­თი­ა, მო­როშ­კი­ნას მოქ­ნე­ულ­მა ჩან­გალ­მა ­სა­ზო­გა­დო­ე­ბა დიდ­ხანს ალა­პა­რა­კა. ლა­ლიმ კი მომ­ხდა­რის გა­მო 15-დღი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მო­ი­ხა­და.

ია ფა­რუ­ლა­ვა და ფა­დი ას­ლი. ია ფა­რუ­ლა­ვა­სა და ბიზ­ნეს­მენ ფა­დი ას­ლის ხუთ­წლი­ა­ნი თა­ნაცხ­ოვ­რე­ბა კრა­ხით დამ­თავ­რდა, არა­და, ბო­მონ­დი ძნე­ლად თუ წარ­მო­იდ­გენ­და ამ ურ­თი­ერ­თო­ბის და­სას­რულს, რად­გან წყვი­ლი ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ჩან­და. მა­თი ოჯა­ხუ­რი თა­ნაცხ­ოვ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ფა­დი ას­ლიმ პირ­ვე­ლად ჟურ­ნალ "გზას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა. ფა­დი ას­ლი და მი­სი ახა­ლი მე­უღ­ლე ანა ონი­ა­ნი "ნა­ნუ­კას შო­უ­საც" სტუმ­რობ­დნენ. ამ­ბობ­დნენ, მსა­ხი­ობ­მა ფა­დის­თან და­შო­რე­ბა უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ გა­და­ი­ტა­ნა­ო.

თა­კო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე და ია ფა­რუ­ლა­ვა. თა­კო­სა და ია ფა­რუ­ლა­ვას შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა პრო­ექტ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ზე" მოხ­და. ია ფა­რუ­ლა­ვა თა­კო გა­ჩე­ჩი­ლა­ძის გა­მოს­ვლას ყო­ველ­თვის და­ბა­ლი ქუ­ლით აფა­სებ­და. სი­ტუ­ა­ცია მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რაც ფა­რუ­ლა­ვამ გა­ჩე­ჩი­ლა­ძის გა­მოს­ვლას "და­უ­ნი რო­ბო­ტის" გა­მოს­ვლა უწო­და. და­პი­რის­პი­რე­ბამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა და დიდ­ხანს გა­ნი­ხი­ლე­ბო­და მე­დი­ა­ში.

შო­რე­ნა ბეგაშვილი და და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნი. შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი­სა და და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნის ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ლა­პა­რა­კობ­და. პრე­სა­ში იწე­რე­ბო­და - ახალ­შექ­მნი­ლი სა­მე­ფო ოჯა­ხის დაშ­ლა შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბო­და­ო. სა­ბო­ლო­ოდ, და­ვი­თი ცოლს, ანა ბაგ­რა­ტი­ონს შე­უ­რიგ­და და სა­ერ­თო შვილ­საც ერ­თად ზრდი­ან.

მა­რი­ნა ბე­რი­ძე და ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი. მა­რი­ნა ბე­რი­ძე­სა და ეკა კვა­ლი­აშ­ვილს შო­რის მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ პრე­სა­შიც და­ი­წე­რა. ამ­ბობ­დენ, ეკა კვა­ლი­აშ­ვილ­მა მა­რი­ნა ბე­რი­ძეს სა­ფერ­ფლე ეს­რო­ლა, რად­გან რა­ღა­ცა­ზე ვერ შე­თან­ხმდნე­ნო.

მარ­კუს მეტ­რე­ვე­ლის ოჯა­ხუ­რი სკან­და­ლი. მარ­კუს მეტ­რე­ვე­ლის ოჯა­ხუ­რი ამ­ბე­ბი დიდ­ხანს ირ­ჩე­ო­და პრე­სის ფურ­ცლებ­ზე. ცოლ­-ქმა­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ საქ­ვეყ­ნოდ სა­უ­ბარს არ ერი­დე­ბო­და. ჟურ­ნალ "რე­ი­ტინ­გში" მარ­კუ­სის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ოჯა­ხის დან­გრე­ვას მომ­ღერ­ლის ორი­ენ­ტა­ცი­ას უკავ­ში­რებ­და. მარ­კუს მეტ­რე­ვე­ლის ყო­ფი­ლი ცო­ლის თქმით - "მარ­კუს მეტ­რე­ვე­ლი გე­ი­ა".

თი­კო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი და თი­ე­ლი. თი­კო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის კი­დევ ერ­თი სკან­და­ლუ­რი პერ­სო­ნა­ა. მის გარ­შე­მო ყო­ველ­თვის რა­ღაც ახა­ლი ხდე­ბა.­ ყვე­ლას კარ­გად ახ­სოვს სა­ა­ხალ­წლო ღა­მე, რო­დე­საც მან ლე­ვან ჩი­ჩუ­ას, იგი­ვე თი­ელს სცე­ნა­ზე ტუ­ჩებ­ში აკო­ცა. ჟურ­ნალ "რე­ი­ტინ­გში" თი­ე­ლი ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ ეს დად­გმუ­ლი, ხე­ლოვ­ნუ­რი კოც­ნა იყო. "რო­დე­საც ფილ­მში მსა­ხი­ო­ბე­ბი ერ­თმა­ნეთს კოც­ნი­ან, მე­რე გა­ნი­ხი­ლა­ვენ, მო­ე­წო­ნათ თუ არა ერ­თმა­ნე­თის კოც­ნა. რო­ცა არ­ტის­ტი ხარ, უნ­და გა­ა­კე­თო ეს და მე­რე გან­ხილ­ვა არ უნ­და და­იწყ­ო. თი­კოს ეს გა­უტყ­და, ეტყ­ო­ბა". თი­ელს ამ კოც­ნამ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და­ა­კარ­გვი­ნა. "ნა­ნუ­კას შო­უ­ში" თი­ე­ლი შეყ­ვა­რე­ბულის წინაშე მუხ­ლებ­ზე დაეცა და პა­ტი­ე­ბა ისე სთხო­ვა. სა­დუ­ნიშ­ვი­ლი კი პა­რა­ლე­ლუ­რად იმას არ­კვევ­და, ჰყავ­და თუ არა ლე­ვან ჩი­ჩუ­ას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, რო­მელ­თა­ნაც, ამ ამ­ბის შემ­დეგ ურ­თი­ერ­თო­ბა გა­უ­ფუჭ­და. სკან­დალ­მა პრე­სი­დან ტე­ლე­ეკ­რან­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა და კარ­გა ხანს არ­ჩევ­დნენ მომ­ხდარს.

ჯგუ­ფი "ელ­დრა­ი­ნი". ჯგუ­ფი "ელ­დრა­ი­ნი" შე­მოქ­მე­დე­ბით ას­პა­რეზ­ზე გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე სკან­და­ლებ­ში გა­ეხ­ვი­ა. "ელ­დრა­ი­ნის" გა­რ­შე­მო სკან­და­ლი 2011 წელს აგორ­და. კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლო ჯგუფ "ელ­დრა­ინს" უნ­და წარ­ედ­გი­ნა. ჯგუ­ფი კონ­კურ­სის­თვის მზა­დე­ბას გა­ნაგ­რძობ­და, მაგ­რამ სო­ლის­ტმა თა­კო ვა­დაჭ­კო­რი­ამ კონ­ტრაქ­ტზე ხე­ლის მო­წე­რა­ზე უა­რი გა­ნაცხ­ა­და. სა­ბო­ლო­ოდ ჯგუფ­ში სო­ლის­ტი შე­იც­ვა­ლა. ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე თა­კოს ნაც­ვლად სო­ფო ტო­რო­შე­ლი­ძე გა­ემ­გზავ­რა. "ელ­დრა­ინ­მა" ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე მეცხ­რე ად­გი­ლი აი­ღო. ამ­ჟა­მად ჯგუ­ფი სულ სხვა შე­მად­გენ­ლო­ბით აგ­რძე­ლებს მოღ­ვა­წე­ო­ბას.

მარი მგელაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება