ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი კიდევ 2 ბავშვის ყოლას აპირებენ

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი კიდევ 2 ბავშვის ყოლას აპირებენ

ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტს 8 შვილის ყოლა სურთ. წყვილი მალე კიდევ 1 ბავშვის აყვანას და ერთის გაჩენას აპირებს.  

ანჯელინას იორდანიელი გოგონას აყვანა სურს, რომელიც გასულ კვირას ახლო აღმოსავლეთში სირიელი ლტოლვილების მონახულებისას გაიცნო. გარდა ამისა, წყვილს სურს, კიდევ ერთი ბიოლოგიური შვილი იყოლიოს.

"ისინი თვლიან, რომ როდესაც რამდენიმე შვილი გყავს, კიდევ რამდენიმეს ყოლა რთული არ არის. ენჯიმ გულთან ახლოს მიიტანა სირიის მდგომარეობა და იორდანიიდან ბავშვის აყვანა სურს, რათა თავისი წვლილი შეიტანოს მათ დახმარებაში", - აღნიშნავს წყარო.

ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტს 6 შვილი ჰყავთ. აქედან სამი: მედოქსი, პაქსი და ზაჰარა აყვანილები არიან, ხოლო დანარჩენი სამი: შაილო და ტყუპები ნოქსი და ვივიენი წყვილის ბიოლოგიური შვილებია.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ასეთი მნიშვნელოვანი პერიოდისა, ანჯელინა მაინც ახერხებს მშვიდობის ელჩის ფუნქციების შესრულებას. რამდენიმე დღის წინ ვარსკვლავი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე წარსდგა და მოითხოვა, რომ საომარი მოქმედებების ზონაში სექსუალური ძალადობა შეწყდეს.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება