რო­დის შე­უ­რიგ­დე­ბა სა­ლო­მე ჭა­ჭუა გი­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს

რო­დის შე­უ­რიგ­დე­ბა სა­ლო­მე ჭა­ჭუა გი­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს

სა­ლო­მე ჭა­ჭუა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პრო­ექ­ტი­დან "ცეკვავენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" გა­იც­ნო. სა­ლო­მემ მა­ყუ­რე­ბელს თა­ვი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­რეგ­ნო­ბით და ცეკ­ვით და­ა­მახ­სოვ­რა. სულ ცო­ტა ხნის წინ ის შეყ­ვა­რე­ბულს, გი­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს და­შორ­და. სა­ლო­მე და გი­გი ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ სტუ­დია "თელაში" ერ­თად ცეკ­ვავ­დნენ...

- სა­ლო­მე, სულ მა­ლე ტე­ლე­კომ­პა­ნია "ი­მე­დის" არ­ხზე "ცეკვავენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მე­სა­მე სე­ზო­ნი და­იწყ­ე­ბა, შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ხომ არ მი­გი­ღი­ა?

- დი­ახ, და­მი­რე­კეს და შე­მომ­თა­ვა­ზეს ახალ სე­ზონ­შიც მი­ვი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რო­გორც მო­ცეკ­ვა­ვემ. ჯერ­ჯე­რო­ბით გა­დაწყ­ვე­ტი­ლი არ არის, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან ვინ მი­ი­ღებს კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ამი­ტომ არ ვი­ცი, ვინ იქ­ნე­ბა ჩე­მი მეწყ­ვი­ლე.

- რო­დი­დან გა­ვა პრო­ექ­ტის ახა­ლი სე­ზო­ნი ეთერ­ში და ვინ იქ­ნე­ბა ამ­ჯე­რად პრო­დი­უ­სე­რი?

- შარ­შან­დე­ლი პრო­ექ­ტის პრო­დი­უ­სე­რი ალი­ნა არ­ვე­ლა­ძე იყო. მე­სა­მე სე­ზონს, რო­გორც ვი­ცი, "თიბისი ტი­ვი სტუ­დი­ო" უხელ­მძღვა­ნე­ლებს. "ცეკვავენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" პირ­ვე­ლი სე­ზო­ნიც სწო­რედ მათ მი­ერ იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. გა­და­ცე­მა ეთერ­ში სექ­ტემ­ბრი­დან გა­ვა, მაგ­რამ ვინ იქ­ნე­ბა წამ­ყვა­ნი და სხვა დე­ტა­ლე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვი­ცი.

- გა­მო­დის, რომ წელს პრო­ექ­ტის გა­მო და­სას­ვე­ნებ­ლად წას­ვლას ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხებ?

- ისე­დაც არ ვა­პი­რებ­დი დიდ­ხანს დას­ვე­ნე­ბას - ერ­თი კვი­რაც მყოფ­ნის. ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად სა­გუ­რა­მო­ში, ჩემს აგა­რაკ­ზე წა­ვალ და იქ და­ვის­ვე­ნებ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დატ­ვირ­თუ­ლი ვარ, ზაფ­ხულ­ში დი­დი ხნით არ მივ­დი­ვარ და­სას­ვე­ნებ­ლად, ამის დრო არც მაქვს და მი­ვეჩ­ვიე კი­დეც. ძი­რი­თა­დად მთა­ში დას­ვე­ნე­ბა მიყ­ვარს, ზღვა­ზეც დავ­დი­ვარ მე­გობ­რებ­თან ერ­თად და იქ ხმა­უ­რი­ა­ნად ვის­ვე­ნებ - ვერ­თო­ბით, ვი­რუ­ჯე­ბით და ა.შ.

- სა­ზაფ­ხუ­ლოდ გა­ნა­ახ­ლე გარ­დე­რო­ბი?

- მთე­ლი დღე და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ - დი­ლით იო­გა­ზე დავ­დი­ვარ, მე­რე ვვარ­ჯი­შობ, სა­ღა­მოს კი მოს­წავ­ლე­ებს ვუ­ტა­რებ ცეკ­ვის გაკ­ვე­თი­ლებს, ამი­ტო­მაც ვერ მო­ვა­ხერ­ხე სა­ზაფ­ხუ­ლოდ ახა­ლი სა­მო­სის შე­ძე­ნა, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე აქ­სე­სუ­ა­რი შევ­მა­ტე ჩემს გარ­დე­რობს. მო­დის ტენ­დენ­ცი­ებს მუდ­მი­ვად თვალს ვა­დევ­ნებ, მაგ­რამ მხო­ლოდ იმას ვყი­დუ­ლობ, რაც მომ­წონს და მიხ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, ბავ­შვო­ბი­დან მომ­წონს პან­ტე­რას პრინ­ტის სა­მო­სი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, მიყ­ვარს ზო­მი­ე­რად შერ­ჩე­უ­ლი ფე­რე­ბი და სი­თა­მა­მე სა­მოს­ში, თუმ­ცა მი­მაჩ­ნი­ა, რომ ქალ­მა ვულ­გა­რუ­ლად არ უნ­და ჩა­იც­ვას.

- ფორ­მას რო­გორ ინარ­ჩუ­ნებ?

- ფორ­მას მხო­ლოდ ვარ­ჯი­შით და ცეკ­ვით ვი­ნარ­ჩუ­ნებ, არას­დროს ვყო­ფილ­ვარ დი­ე­ტა­ზე. დი­ე­ტა რომ და­ვიც­ვა, შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ გავ­ქრე (ი­ცი­ნის).

- ალ­ბათ ბევ­რი მა­მა­კა­ცი ცდი­ლობს თა­ვი მო­გა­წო­ნოს?

- თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი ყველ­გან მხვდე­ბი­ან, მაგ­რამ მა­მა­კა­ცე­ბი არ მო­დი­ან ჩემ­თან და არ მე­უბ­ნე­ბი­ან, ძა­ლი­ან მომ­წონ­ხა­რო. ძი­რი­თა­დად პა­ტა­რე­ბი მო­დი­ან და მთხო­ვენ, სუ­რა­თი გა­და­ვი­ღოთ ერ­თადო. 5 წე­ლი ვი­ყა­ვი გი­გის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და სულ ერ­თად დავ­დი­ო­დით და­სას­ვე­ნებ­ლად, სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნიც კი არ მქო­ნია არას­დროს...

- რა­ტომ და­შორ­დით შენ და გი­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე?

- მი­ზე­ზებ­ზე არ მინ­და ლა­პა­რა­კი, უბ­რა­ლოდ ვიტყ­ვი, რომ ამ­დენ­წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ, უკ­ვე რამ­დე­ნი­მე თვეა ერ­თმა­ნეთს დავ­შორ­დით.

- არ შე­უ­რიგ­დე­ბი?

- წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს ვიტყ­ვი, არა­ფე­რი არ არის გა­მო­რიცხ­უ­ლი (ი­ცი­ნის).

- რო­გორც ვი­ცი, ცეკ­ვა­შიც აღარ გყავს პარ­ტნი­ო­რი...

- ასე­ა, 6 თვეა მეწყ­ვი­ლე აღარ მყავს ცეკ­ვა­ში. ცეკ­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რი ჩა­ტარ­და თბი­ლის­ში და ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ვერ მი­ვი­ღე. ვერ გად­მოვ­ცემ ამ გუ­ლის­ტკი­ვილს. ვცა­დე, მო­მე­ძებ­ნა პარ­ტნი­ო­რი, მაგ­რამ ვე­რა­ვინ შე­ვარ­ჩი­ეთ. ახ­ლა ვე­ლო­დე­ბით ერ­თ-ერთ მო­ცეკ­ვა­ვეს, რო­მე­ლიც საზღ­ვარ­გა­რეთ მოღ­ვა­წე­ობს. მო­ვიწ­ვი­ეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და თუ ჩვე­ნი წყვი­ლი შედ­გა, საზღ­ვარ­გა­რეთ წა­ვალთ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად, სპორ­ტუ­ლი ცეკ­ვის ოს­ტა­ტო­ბას უფ­რო დავ­ხვეწთ. ეს თუ მოხ­დე­ბა, ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი. 6 თვეა მარ­ტო ვვარ­ჯი­შობ, ვცდი­ლობ არ ამოვ­ვარ­დე ფორ­მი­დან, სხვებ­საც ვას­წავ­ლი ცეკ­ვას, დავ­დი­ვარ იო­გა­ზე.

- ცეკ­ვის არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რის გა­მარ­ჯვე­ბულს არა­სო­დეს გიც­დი­ა, საზღ­ვარ­გა­რეთ გა­გეგ­რძე­ლე­ბი­ნა კა­რი­ე­რა?

- ყო­ველ­თვის მქონ­და ამის სურ­ვი­ლი, შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიც იყო, მაგ­რამ ძა­ლი­ან ბევ­რი ფუ­ლია სა­ჭი­რო საზღ­ვარ­გა­რეთ წა­სას­ვლე­ლად და კა­რი­ე­რის ასაწყ­ო­ბად. ამი­ტო­მაც ვერ წა­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­დან.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება