მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ჩოლოყაშვილი - "ნინო ფეხმძიმედ იყო, როცა ერთმანეთს დავშორდით"
ირაკლი ჩოლოყაშვილი - "ნინო ფეხმძიმედ იყო, როცა ერთმანეთს დავშორდით"

"მისი სა­სიყ­ვა­რუ­ლო რო­მა­ნე­ბი ხან­მოკ­ლეა. უზო­მოდ მგრძნო­ბი­ა­რეა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის, შე­ზღუდ­ვე­ბის პა­ნი­კუ­რად ეში­ნია. ამ ნიშ­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის სურ­ვი­ლია, მუდ­მი­ვად იხე­ტი­ა­ლოს, ეს კი ყვე­ლას არ მოს­წონს. აგ­რე­სი­უ­ლია. მისი მშვი­დი და ინ­დი­ფე­რენ­ტუ­ლი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბით ნუ მო­ტყუვ­დე­ბით, რად­გა­ნაც სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის და­ფარ­ვა შე­სა­ნიშ­ნა­ვად ეხერ­ხე­ბა", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბი ვირ­თხის წელ­ში და­ბა­დე­ბულ მშვილ­დო­სანს, ეს კი მსა­ხი­ობ ირაკ­ლი ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია. ის გუ­ლახ­დი­ლად ლა­პა­რა­კობს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე და იმა­ზეც, თუ რას სწე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რის გამო საყ­ვე­დუ­რო­ბენ ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლე­ბი?..

- ას­ტრო­ლო­გია რამ­დე­ნად გა­ინ­ტე­რე­სებს?

- ჰო­როს­კო­პით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი იმ პე­რი­ოდ­ში, როცა ას­ტრო­ლო­გია ჩვენ­თვის ახა­ლი ხილი იყო. თუმ­ცა, ახ­ლაც მჯე­რა, რომ ერ­თსა და იმა­ვე პე­რი­ოდ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს ჰგვა­ნან. მშვილ­დოს­ნებს ად­ვი­ლად ვცნობ.

- მო­უს­ვე­ნა­რი და თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ხარ?

- ძა­ლი­ან მო­უს­ვე­ნა­რი ვარ და თავ­გა­და­სავ­ლებ­ზეც ვგიჟ­დე­ბი. მა­გა­ლი­თად, სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი მა­კავ­ში­რებს პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან.

- რას გუ­ლის­ხმობ?

- გუ­შინ 200-ლა­რი­ა­ნი "თავ­გა­და­სა­ვა­ლი" მქონ­და. ეს არა­ფე­რია, 1600-ლა­რი­ა­ნი "თავ­გა­და­სა­ვა­ლიც" მქო­ნია: გას­ტროლ­ზე ვი­ყა­ვი, გა­მო­წე­რი­ლი ჯა­რი­მის გა­დახ­და და­მა­ვი­წყდა და კი­დევ უფრო მეტი ვალი და­მე­დო. სა­ერ­თოდ, ხი­ფა­თი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ვარ.

- "მას თავ­ში იდე­ე­ბი სწრა­ფად მოს­დის, წარ­მა­ტე­ბა კი ხში­რად, მის ინ­ტუ­ი­ცი­ა­ზე, წი­ნათ­გრძნო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი".

- კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ინ­ტუ­ი­ცია მაქვს. ჩემი წი­ნათ­გრძნო­ბა ხში­რად მარ­თლდე­ბა და სხვა­თა შო­რის, ეს როლ­ზე მუ­შა­ო­ბა­შიც მეხ­მა­რე­ბა.

- "რო­გორც მისი სიმ­ბო­ლო - მო­ი­სა­რი კენ­ტავ­რი, მშვილ­დო­სა­ნი პირ­და­პი­რია მა­ნე­რე­ბი­თა და ლა­პა­რა­კით".

- ამას კა­ხე­ლო­ბას ვაბ­რა­ლებ­დი და მშვილ­დოს­ნო­ბის ბრა­ლი ყო­ფი­ლა. ზოგ­ჯერ პირ­და­პი­რო­ბა პრობ­ლე­მებ­საც მიქ­მნის, მაგ­რამ რა ვქნა, ასე­თი ვარ...

- რო­გორ ფიქ­რობ, შენ­ნა­ირ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა კომ­ფორ­ტუ­ლია?

- რამ­დენ­ჯერ­მე შემ­ხვედ­რია ჩემ­ნა­ი­რი და ვერ ვი­ტყვი, რომ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო იყო. პირ­და­პი­რი ში­ნა­უ­რებ­თან ვარ, რად­გა­ნაც მიც­ნო­ბენ და მი­გე­ბენ.

- "მისი ნა­ტყორ­ცნი სი­ტყვა მი­ზანს ისა­რი­ვით ხვდე­ბა".

- ნამ­დვი­ლად ასეა!

- "ის თა­ვი­სი გრძნო­ბე­ბით ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კუ­ლია".

- რო­მან­ტიზ­მი ჩემს პირ­და­პი­რო­ბას­თან თით­ქოს, შე­უ­სა­ბა­მო­ბა­შია, მაგ­რამ ზედ­მე­ტად რო­მან­ტი­კუ­ლი ვარ, სა­დღაც "დავფრი­ნავ". სი­ურპრი­ზე­ბის მო­წყო­ბაც მიყ­ვარს. ვერ ვი­ტან ლო­დინს და მეც არას­დროს არ­სად ვიგ­ვი­ა­ნებ.

- "გუ­ლახ­დი­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მშვილ­დო­სა­ნი ხში­რად, მარ­ტო­სუ­ლია..."

- კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ვარ და ხალ­ხის გა­რე­შე ვერ ვძლებ. თუმ­ცა, ზოგ­ჯერ საქ­მის­თვის მცი­რე ხნით, გან­მარ­ტო­ე­ბა მჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ეს მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მალე მწყინ­დე­ბა. მარ­ტო­სუ­ლი ნამ­დვი­ლად არ ვარ.

- ადა­მი­ა­ნებს აი­დე­ა­ლებ?

- ვცდი­ლობ, ყვე­ლა ადა­მი­ან­ში კარ­გი და­ვი­ნა­ხო. სა­ერ­თოდ, ზედ­მე­ტად მიმ­ნდო­ბი ვარ, მაგ­რამ მერე, დრო რომ გა­დის, ზო­გი­ერ­თე­ბით გან­ვი­ხიბ­ლე­ბი ხოლ­მე. წყე­ნას ად­ვი­ლად ვი­ვი­წყებ და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ვერ ვბრაზ­დე­ბი.

- "მას მწა­რე გაკ­ვე­თი­ლის მი­ღე­ბის შემ­დე­გაც დიდ­ხანს სწამს სიყ­ვა­რუ­ლი­სა და მე­გობ­რო­ბის".

- იმი­ტომ, რომ გაბ­რა­ზე­ბა არ ვიცი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დას­კვნებს ვერ ვა­კე­თებ. ერთი და იგი­ვე შეც­დო­მა ბევ­რჯერ და­მიშ­ვია.

- "სა­ნა­ხევ­როდ გა­კე­თე­ბულ საქ­მე­ებს იმ იმე­დით ტო­ვებს, რომ ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სით მოგ­ვარ­დე­ბა".

- ეს თვი­სე­ბა მაქვს, მაგ­რამ მერ­წმუ­ნეთ, მე ისიც ვიცი, რო­მე­ლი საქ­მის და­ტო­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბა და რომ­ლის - არა.

- "მისი სურ­ვი­ლია, მუდ­მი­ვად იხე­ტი­ა­ლოს, ეს კი ყვე­ლას არ მოს­წონს".

- ხე­ტი­ა­ლი მარ­თლა ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ვინ­მეს ეს თუ არ მოს­წონს, ამა­ზე არ ვდარ­დობ. ახლა თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თი რომ მომ­ცენ, შე­იძ­ლე­ბა ისე გავფრინ­დე, არც ვი­კი­თხო, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში მივ­დი­ვარ. თვითმფრი­ნა­ვი არ იქ­ნე­ბა? - მა­შინ, ვე­ლო­სი­პე­დი­თაც ვი­ხე­ტი­ა­ლებ. როცა უცხო ქა­ლაქ­ში ვხვდე­ბი, იქ გა­მუდ­მე­ბით დავ­ბო­დი­ა­ლებ და სა­კუ­თარ თავს ვცდი - აბა, სას­ტუმ­როს თუ მი­ვაგ­ნებ-მეთ­ქი (იღი­მის)?

- და­კარ­გულ­ხარ?

- არას­დროს!

- "ხში­რად, მისი სა­სიყ­ვა­რუ­ლო რო­მა­ნი ხან­მოკ­ლეა".

- როცა 36 წლის ასაკ­ში და­ქორ­წინ­დე­ბი და ეს ურ­თი­ერ­თო­ბა მალე დამ­თავ­რდე­ბა, რაღა უნდა ით­ქვას?.. რა ვიცი, რა გი­თხრა. სა­ერ­თოდ, ცხოვ­რე­ბაა ძა­ლი­ან ხან­მოკ­ლე.

- დიდი ხა­ნია, მე­უღ­ლეს და­შორ­დი?

- ერთი წე­ლია, რაც ერ­თად აღარ ვართ. რო­გორც ჩანს, ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი აღ­მოვ­ჩნდით, რიგ სა­კი­თხებ­ზე სხვა­დას­ხვა შე­ხე­დუ­ლე­ბა გვქონ­და...

- გა­მო­დის, რომ ერ­თმა­ნეთს კარ­გად არ იც­ნობ­დით?

- ალ­ბათ, ასე იყო, თო­რემ არა მგო­ნია, და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ შევ­ცვლი­ლი­ყა­ვით. ჩვენ შვი­ლიც გვყავს, რო­მე­ლიც 7 თვის გახ­ლავთ. ნინო ფეხ­მძი­მედ იყო, როცა ერ­თმა­ნეთს დავ­შორ­დით. ვწუხ­ვარ, პა­ტა­რას გვერ­დით ისე ხში­რად რომ ვერ ვარ, რო­გორც - დე­და­მი­სი...

- და­შო­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თად მი­ი­ღეთ?

- რა თქმა უნდა და მერ­წმუ­ნეთ, ამას თან დიდი ტკი­ვი­ლიც ახ­ლდა.

- მე­გობ­რობთ?

- ვცდი­ლობთ, ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა არ დავ­კარ­გოთ.

- დღეს შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რა ხდე­ბა?

- ძა­ლი­ან მინ­და, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ავი­წყო.

- არ­სე­ბობს თუ არა ადა­მი­ა­ნი, ვის­თან ერ­თა­დაც შენი მო­მა­ვა­ლი წარ­მო­გიდ­გე­ნია?

- არ­სე­ბობს, მაგ­რამ ვერ ვი­ტყვი, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის აწყო­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს.

- ეს გრძნო­ბა ცალ­მხრი­ვია?

- არ მგო­ნია (პა­უ­ზის შემ­დეგ)... ახლა ამა­ზე შენ და­მა­ფიქ­რე. რა ვიცი, ყვე­ლა­ფერს დრო გვიჩ­ვე­ნებს. არ ვჩ­ქა­რობ, ოღონდ - არა იმი­ტომ, რომ შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის მე­ში­ნია, უბ­რა­ლოდ, დი­ნე­ბას მივ­ყვე­ბი. მარ­თა­ლია, კა­ხე­ლი ვარ, მაგ­რამ სი­დინ­ჯე მაკ­ლია, მო­უს­ვე­ნა­რი გახ­ლა­ვართ.

- ისიც მსა­ხი­ო­ბია?

- ჯერ - არა.

- სტუ­დენ­ტი შეგ­ყვა­რე­ბია...

- რო­გო­რი ალღო გაქვს! სტუ­დენ­ტია, სწავ­ლას წელს ამ­თავ­რებს, მაგ­რამ მსა­ხი­ო­ბი არ არის. მის ვი­ნა­ო­ბას ჯერ არ გა­ვამ­ხელ. მინ­და, ეს ურ­თი­ერ­თო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით, მარ­ტო ჩვე­ნი იყოს.

- სე­რი­ალ­ში - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" შენი გმი­რის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ცოტა არ იყოს, აგ­რე­სი­უ­ლად არის გან­წყო­ბი­ლი, არა?

- არ მე­გო­ნა, ხალ­ხი ამ სე­რი­ალ­ზე ასე თუ ღე­ლავ­და. ხში­რად სი­მარ­თლე ჰგო­ნი­ათ ის, რა­საც უყუ­რე­ბენ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ცუდი რა­ღა­ცე­ბი და­მი­წე­რეს, პერ­სო­ნაჟს ჩემ­თან ერ­თად ლან­ძღა­ვენ. აბა, ამა­ზე რა რე­აქ­ცია უნდა მქონ­დეს? - მე­ცი­ნე­ბა. ერ­თმა მი­თხრა: არ გრცხვე­ნია? ის რა კლი­პი გა­და­ი­ღე, ამა­ში ფუ­ლის გა­მორ­თმე­ვა რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და? შე­ეშ­ვი, რა, ნი­ნას ოჯა­ხი არ და­უნ­გრი­ოო (იცი­ნის)...

- "უზო­მოდ მგრძნო­ბი­ა­რეა".

- ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე ვარ და ეს კარ­გი არ არის.

- "ეს ადა­მი­ა­ნი ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თით გა­გაკ­ვირ­ვებთ".

- ჩემი ხა­სი­ა­თის ცვა­ლე­ბა­დო­ბას ყო­ველ­თვის აქვს მი­ზე­ზი. შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც პრობ­ლე­მა მქონ­დეს, კარგ ხა­სი­ათ­ზე მყოფს, გა­მახ­სენ­დეს და მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ხა­სი­ა­თი შე­მეც­ვა­ლოს... ვფიქ­რობ, გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ოპ­ტი­მის­ტი ვარ და ზოგ­ჯერ ეს თვი­სე­ბა რე­ა­ლო­ბის­გან მწყვეტს. იმა­საც კი კარ­გი გან­წყო­ბა მო­აქვს, როცა ვფიქ­რობ, რომ ჩემი მო­მა­ვა­ლი წარ­სულ­ზე უკე­თე­სი იქ­ნე­ბა.

- "მას ჰყავს ძა­ლი­ან ბევ­რი ნაც­ნო­ბი, მაგ­რამ ცო­ტას­თან მე­გობ­რობს".

- მარ­თა­ლია! აი, მე და შენც ხომ ნაც­ნო­ბე­ბი ვართ?! სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 5000 მე­გო­ბა­რი მყავს და მათ­გან ალ­ბათ, მხო­ლოდ 300-ს ვიც­ნობ. შე­უძ­ლე­ბე­ლია, ბევ­რი ახლო მე­გო­ბა­რი გყავ­დეს. ამას­თან, დროც ბევრ ვინ­მეს გა­ცხრი­ლავს. არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მე­გობ­რებ­დი, მაგ­რამ ჩემი პრო­ფე­სი­ის გამო, ეს არ გა­მო­ვა; მა­გა­ლი­თად, იმი­ტომ, რომ მე მა­შინ ვმუ­შა­ობ, როცა მათ დას­ვე­ნე­ბის სა­ა­თე­ბი აქვთ, - ანუ დრო­ში ერ­თმა­ნეთს ვერ ვემ­თხვე­ვით.

- "ბო­ლომ­დე არა­ვის ენ­დო­ბა".

- ყვე­ლას არც უნდა ენდო, ეს სიბ­რიყ­ვე მგო­ნია. ჩემ­ში უნ­დობ­ლო­ბის მარ­ცვა­ლი ნამ­დვი­ლად არის.

- "ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბის პა­ნი­კუ­რად ეში­ნია".

- კი არ მე­ში­ნია, ასეთ დროს ვჯი­უტ­დე­ბი და როცა რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა მეკ­რძა­ლე­ბა, ბედს მა­ინც ვცდი; როცა აუ­ცი­ლებ­ლად მარ­ცხნივ უნდა გა­ვუხ­ვიო, მარ­ჯვნივ ვუხ­ვევ...

- შენი სი­ჯი­უ­ტე გა­წუ­ხებს?

- სხვის ჭკუ­ა­ზე სი­ა­რუ­ლი არ მიყ­ვარს... სა­ერ­თოდ, მსა­ხი­ო­ბო­ბა რთუ­ლი პრო­ფე­სი­აა. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ხან კარ­გი, ხა­ნაც - ცუდი რე­ჟი­სო­რის ჭკუ­ა­ზე გი­წევს სი­ა­რუ­ლი. ჰოდა, შე­იძ­ლე­ბა, რო­ლის მო­ლო­დინ­მა მოგ­კლას, თუ ამ ყვე­ლა­ფერს სხვა საქ­მით არ შე­ივ­სებ. მე მე­ო­რე პრო­ფე­სი­აც მაქვს - დი­რი­ჟო­რო­ბა რე­ჟი­სო­რო­ბას ჰგავს, პრო­ცესს მარ­თავ.

- "აზარ­ტუ­ლია. ის დღე­ვან­დე­ლი დღით ცხოვ­რე­ბას ამ­ჯო­ბი­ნებს და იშ­ვი­ა­თად ფიქ­რობს მო­მა­ვალ­ზე".

- აზარ­ტუ­ლი სპორ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის დროს ვარ. თუმ­ცა, ზო­გა­დად აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი არ მი­ზი­დავს და შენ წარ­მო­იდ­გი­ნე, "კარ­ტის" თა­მა­შიც არ ვიცი. მი­ზან­ში სრო­ლა მიყ­ვარს - შე­მიძ­ლია, ხი­დან ბალი ერთი გას­რო­ლით ჩა­მო­ვაგ­დო.

- "ფი­ნან­სუ­რი ალღო აქვს..."

- ფი­ნან­სებ­ში შემ­თხვე­ვით მი­მარ­თლებს: შე­მო­სა­ვალს სა­ერ­თოდ რომ არ ვე­ლო­დე­ბი, ზე­მო­დან "ჩა­მო­ვარ­დე­ბა" ხოლ­მე.

- "გუ­ლის სწორ­მა პე­რი­ო­დუ­ლად, მისი მხრი­დან წა­მო­სუ­ლი ცი­ნიზ­მი და აგ­რე­სი­ის შე­ტე­ვე­ბიც მოთ­მი­ნე­ბით უნდა აი­ტა­ნოს".

- კი, ბა­ტო­ნო, აი­ტა­ნოს (იცი­ნის). აგ­რე­სია - არა, მაგ­რამ ცი­ნიზ­მი შე­იძ­ლე­ბა, გა­მო­ვუ­რიო და ამა­ზე არც უნდა გაბ­რაზ­დეს. ადა­მი­ა­ნის ხუმ­რო­ბით გა­ქი­ლი­კე­ბა შე­იძ­ლე­ბა.

- "ვირ­თხა დიდსუ­ლო­ვა­ნია მის მი­მართ, ვინც უყ­ვარს; საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გამო მთე­ლი ქო­ნე­ბის გა­ნი­ა­ვე­ბაც შე­უძ­ლია".

- ქო­ნე­ბა ხომ უნდა გქონ­დეს, რომ გა­ა­ნი­ა­ვო (იცი­ნის)? ქო­ნე­ბა კი არა, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის შე­იძ­ლე­ბა, სი­ცო­ცხლეც დავ­თმო.

- ისე ძა­ლი­ან თუ გყვა­რე­ბია, რომ მის გამო სი­ცო­ცხლეს დათ­მობ­დი?

- (იცი­ნის) "თა­ლი­ბა­ნუ­რი" შე­კი­თხვაა, რო­მელ­ზეც ასე გი­პა­სუ­ხებ: არ ვიცი.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

ირაკლი ჩოლოყაშვილი - "ნინო ფეხმძიმედ იყო, როცა ერთმანეთს დავშორდით"

ირაკლი ჩოლოყაშვილი - "ნინო ფეხმძიმედ იყო, როცა ერთმანეთს დავშორდით"

"მისი სასიყვარულო რომანები ხანმოკლეა. უზომოდ მგრძნობიარეა და ვალდებულებების, შეზღუდვების პანიკურად ეშინია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის სურვილია, მუდმივად იხეტიალოს, ეს კი ყველას არ მოსწონს. აგრესიულია. მისი მშვიდი და ინდიფერენტული გამომეტყველებით ნუ მოტყუვდებით, რადგანაც საკუთარი ემოციების დაფარვა შესანიშნავად ეხერხება", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ვირთხის წელში დაბადებულ მშვილდოსანს, ეს კი მსახიობ ირაკლი ჩოლოყაშვილის ზოდიაქოს ნიშანია. ის გულახდილად ლაპარაკობს პირად ცხოვრებაზე და იმაზეც, თუ რას სწერენ სოციალურ ქსელში, რის გამო საყვედურობენ ტელემაყურებლები?..

- ასტროლოგია რამდენად გაინტერესებს?

- ჰოროსკოპით დაინტერესებული ვიყავი იმ პერიოდში, როცა ასტროლოგია ჩვენთვის ახალი ხილი იყო. თუმცა, ახლაც მჯერა, რომ ერთსა და იმავე პერიოდში დაბადებული ადამიანები ერთმანეთს ჰგვანან. მშვილდოსნებს ადვილად ვცნობ.

- მოუსვენარი და თავგადასავლების მოყვარული ხარ?

- ძალიან მოუსვენარი ვარ და თავგადასავლებზეც ვგიჟდები. მაგალითად, საინტერესო თავგადასავლები მაკავშირებს პატრულის თანამშრომლებთან.

- რას გულისხმობ?

- გუშინ 200-ლარიანი "თავგადასავალი" მქონდა. ეს არაფერია, 1600-ლარიანი "თავგადასავალიც" მქონია: გასტროლზე ვიყავი, გამოწერილი ჯარიმის გადახდა დამავიწყდა და კიდევ უფრო მეტი ვალი დამედო. საერთოდ, ხიფათიანი ადამიანი ვარ.

- "მას თავში იდეები სწრაფად მოსდის, წარმატება კი ხშირად, მის ინტუიციაზე, წინათგრძნობაზეა დამოკიდებული".

- კარგად განვითარებული ინტუიცია მაქვს. ჩემი წინათგრძნობა ხშირად მართლდება და სხვათა შორის, ეს როლზე მუშაობაშიც მეხმარება.

- "როგორც მისი სიმბოლო - მოისარი კენტავრი, მშვილდოსანი პირდაპირია მანერებითა და ლაპარაკით".

- ამას კახელობას ვაბრალებდი და მშვილდოსნობის ბრალი ყოფილა. ზოგჯერ პირდაპირობა პრობლემებსაც მიქმნის, მაგრამ რა ვქნა, ასეთი ვარ...

- როგორ ფიქრობ, შენნაირ ადამიანთან ურთიერთობა კომფორტულია?

- რამდენჯერმე შემხვედრია ჩემნაირი და ვერ ვიტყვი, რომ მათთან ურთიერთობა სასიამოვნო იყო. პირდაპირი შინაურებთან ვარ, რადგანაც მიცნობენ და მიგებენ.

- "მისი ნატყორცნი სიტყვა მიზანს ისარივით ხვდება".

- ნამდვილად ასეა!

- "ის თავისი გრძნობებით ძალიან რომანტიკულია".

- რომანტიზმი ჩემს პირდაპირობასთან თითქოს, შეუსაბამობაშია, მაგრამ ზედმეტად რომანტიკული ვარ, სადღაც "დავფრინავ". სიურპრიზების მოწყობაც მიყვარს. ვერ ვიტან ლოდინს და მეც არასდროს არსად ვიგვიანებ.

- "გულახდილობის მიუხედავად, მშვილდოსანი ხშირად, მარტოსულია..."

- კომუნიკაბელური ვარ და ხალხის გარეშე ვერ ვძლებ. თუმცა, ზოგჯერ საქმისთვის მცირე ხნით, განმარტოება მჭირდება, მაგრამ ეს მდგომარეობა ძალიან მალე მწყინდება. მარტოსული ნამდვილად არ ვარ.

- ადამიანებს აიდეალებ?

- ვცდილობ, ყველა ადამიანში კარგი დავინახო. საერთოდ, ზედმეტად მიმნდობი ვარ, მაგრამ მერე, დრო რომ გადის, ზოგიერთებით განვიხიბლები ხოლმე. წყენას ადვილად ვივიწყებ და შეიძლება ითქვას, რომ ვერ ვბრაზდები.

- "მას მწარე გაკვეთილის მიღების შემდეგაც დიდხანს სწამს სიყვარულისა და მეგობრობის".

- იმიტომ, რომ გაბრაზება არ ვიცი და აქედან გამომდინარე, დასკვნებს ვერ ვაკეთებ. ერთი და იგივე შეცდომა ბევრჯერ დამიშვია.

- "სანახევროდ გაკეთებულ საქმეებს იმ იმედით ტოვებს, რომ ყველაფერი თავისით მოგვარდება".

- ეს თვისება მაქვს, მაგრამ მერწმუნეთ, მე ისიც ვიცი, რომელი საქმის დატოვება შეიძლება და რომლის - არა.

- "მისი სურვილია, მუდმივად იხეტიალოს, ეს კი ყველას არ მოსწონს".

- ხეტიალი მართლა ძალიან მიყვარს და ვინმეს ეს თუ არ მოსწონს, ამაზე არ ვდარდობ. ახლა თვითმფრინავის ბილეთი რომ მომცენ, შეიძლება ისე გავფრინდე, არც ვიკითხო, რომელ ქვეყანაში მივდივარ. თვითმფრინავი არ იქნება? - მაშინ, ველოსიპედითაც ვიხეტიალებ. როცა უცხო ქალაქში ვხვდები, იქ გამუდმებით დავბოდიალებ და საკუთარ თავს ვცდი - აბა, სასტუმროს თუ მივაგნებ-მეთქი (იღიმის)?

- დაკარგულხარ?

- არასდროს!

- "ხშირად, მისი სასიყვარულო რომანი ხანმოკლეა".

- როცა 36 წლის ასაკში დაქორწინდები და ეს ურთიერთობა მალე დამთავრდება, რაღა უნდა ითქვას?.. რა ვიცი, რა გითხრა. საერთოდ, ცხოვრებაა ძალიან ხანმოკლე.

- დიდი ხანია, მეუღლეს დაშორდი?

- ერთი წელია, რაც ერთად აღარ ვართ. როგორც ჩანს, ძალიან განსხვავებულები აღმოვჩნდით, რიგ საკითხებზე სხვადასხვა შეხედულება გვქონდა...

- გამოდის, რომ ერთმანეთს კარგად არ იცნობდით?

- ალბათ, ასე იყო, თორემ არა მგონია, დაოჯახების შემდეგ შევცვლილიყავით. ჩვენ შვილიც გვყავს, რომელიც 7 თვის გახლავთ. ნინო ფეხმძიმედ იყო, როცა ერთმანეთს დავშორდით. ვწუხვარ, პატარას გვერდით ისე ხშირად რომ ვერ ვარ, როგორც - დედამისი...

- დაშორების გადაწყვეტილება ერთად მიიღეთ?

- რა თქმა უნდა და მერწმუნეთ, ამას თან დიდი ტკივილიც ახლდა.

- მეგობრობთ?

- ვცდილობთ, ურთიერთპატივისცემა არ დავკარგოთ.

- დღეს შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- ძალიან მინდა, პირადი ცხოვრება ავიწყო.

- არსებობს თუ არა ადამიანი, ვისთან ერთადაც შენი მომავალი წარმოგიდგენია?

- არსებობს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ პირადი ცხოვრების აწყობის დიდი გამოცდილება მაქვს.

- ეს გრძნობა ცალმხრივია?

- არ მგონია (პაუზის შემდეგ)... ახლა ამაზე შენ დამაფიქრე. რა ვიცი, ყველაფერს დრო გვიჩვენებს. არ ვჩქარობ, ოღონდ - არა იმიტომ, რომ შეცდომების დაშვების მეშინია, უბრალოდ, დინებას მივყვები. მართალია, კახელი ვარ, მაგრამ სიდინჯე მაკლია, მოუსვენარი გახლავართ.

- ისიც მსახიობია?

- ჯერ - არა.

- სტუდენტი შეგყვარებია...

- როგორი ალღო გაქვს! სტუდენტია, სწავლას წელს ამთავრებს, მაგრამ მსახიობი არ არის. მის ვინაობას ჯერ არ გავამხელ. მინდა, ეს ურთიერთობა ჯერჯერობით, მარტო ჩვენი იყოს.

- სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" შენი გმირის მიმართ საზოგადოება ცოტა არ იყოს, აგრესიულად არის განწყობილი, არა?

- არ მეგონა, ხალხი ამ სერიალზე ასე თუ ღელავდა. ხშირად სიმართლე ჰგონიათ ის, რასაც უყურებენ. სოციალურ ქსელში ცუდი რაღაცები დამიწერეს, პერსონაჟს ჩემთან ერთად ლანძღავენ. აბა, ამაზე რა რეაქცია უნდა მქონდეს? - მეცინება. ერთმა მითხრა: არ გრცხვენია? ის რა კლიპი გადაიღე, ამაში ფულის გამორთმევა როგორ შეიძლებოდა? შეეშვი, რა, ნინას ოჯახი არ დაუნგრიოო (იცინის)...

- "უზომოდ მგრძნობიარეა".

- ძალიან მგრძნობიარე ვარ და ეს კარგი არ არის.

- "ეს ადამიანი ცვალებადი ხასიათით გაგაკვირვებთ".

- ჩემი ხასიათის ცვალებადობას ყოველთვის აქვს მიზეზი. შეიძლება, რაღაც პრობლემა მქონდეს, კარგ ხასიათზე მყოფს, გამახსენდეს და მოულოდნელად, ხასიათი შემეცვალოს... ვფიქრობ, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და ზოგჯერ ეს თვისება რეალობისგან მწყვეტს. იმასაც კი კარგი განწყობა მოაქვს, როცა ვფიქრობ, რომ ჩემი მომავალი წარსულზე უკეთესი იქნება.

- "მას ჰყავს ძალიან ბევრი ნაცნობი, მაგრამ ცოტასთან მეგობრობს".

- მართალია! აი, მე და შენც ხომ ნაცნობები ვართ?! სოციალურ ქსელში 5000 მეგობარი მყავს და მათგან ალბათ, მხოლოდ 300-ს ვიცნობ. შეუძლებელია, ბევრი ახლო მეგობარი გყავდეს. ამასთან, დროც ბევრ ვინმეს გაცხრილავს. არსებობენ ადამიანები, რომლებთანაც სიამოვნებით ვიმეგობრებდი, მაგრამ ჩემი პროფესიის გამო, ეს არ გამოვა; მაგალითად, იმიტომ, რომ მე მაშინ ვმუშაობ, როცა მათ დასვენების საათები აქვთ, - ანუ დროში ერთმანეთს ვერ ვემთხვევით.

- "ბოლომდე არავის ენდობა".

- ყველას არც უნდა ენდო, ეს სიბრიყვე მგონია. ჩემში უნდობლობის მარცვალი ნამდვილად არის.

- "ვალდებულებებისა და შეზღუდვების პანიკურად ეშინია".

- კი არ მეშინია, ასეთ დროს ვჯიუტდები და როცა რაღაცის გაკეთება მეკრძალება, ბედს მაინც ვცდი; როცა აუცილებლად მარცხნივ უნდა გავუხვიო, მარჯვნივ ვუხვევ...

- შენი სიჯიუტე გაწუხებს?

- სხვის ჭკუაზე სიარული არ მიყვარს... საერთოდ, მსახიობობა რთული პროფესიაა. მთელი ცხოვრება ხან კარგი, ხანაც - ცუდი რეჟისორის ჭკუაზე გიწევს სიარული. ჰოდა, შეიძლება, როლის მოლოდინმა მოგკლას, თუ ამ ყველაფერს სხვა საქმით არ შეივსებ. მე მეორე პროფესიაც მაქვს - დირიჟორობა რეჟისორობას ჰგავს, პროცესს მართავ.

- "აზარტულია. ის დღევანდელი დღით ცხოვრებას ამჯობინებს და იშვიათად ფიქრობს მომავალზე".

- აზარტული სპორტული თამაშების დროს ვარ. თუმცა, ზოგადად აზარტული თამაშები არ მიზიდავს და შენ წარმოიდგინე, "კარტის" თამაშიც არ ვიცი. მიზანში სროლა მიყვარს - შემიძლია, ხიდან ბალი ერთი გასროლით ჩამოვაგდო.

- "ფინანსური ალღო აქვს..."

- ფინანსებში შემთხვევით მიმართლებს: შემოსავალს საერთოდ რომ არ ველოდები, ზემოდან "ჩამოვარდება" ხოლმე.

- "გულის სწორმა პერიოდულად, მისი მხრიდან წამოსული ცინიზმი და აგრესიის შეტევებიც მოთმინებით უნდა აიტანოს".

- კი, ბატონო, აიტანოს (იცინის). აგრესია - არა, მაგრამ ცინიზმი შეიძლება, გამოვურიო და ამაზე არც უნდა გაბრაზდეს. ადამიანის ხუმრობით გაქილიკება შეიძლება.

- "ვირთხა დიდსულოვანია მის მიმართ, ვინც უყვარს; საყვარელი ადამიანის გამო მთელი ქონების განიავებაც შეუძლია".

- ქონება ხომ უნდა გქონდეს, რომ გაანიავო (იცინის)? ქონება კი არა, საყვარელი ადამიანისთვის შეიძლება, სიცოცხლეც დავთმო.

- ისე ძალიან თუ გყვარებია, რომ მის გამო სიცოცხლეს დათმობდი?

- (იცინის) "თალიბანური" შეკითხვაა, რომელზეც ასე გიპასუხებ: არ ვიცი.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება