ანჯელინა ჯოლი დედამთილმა გადაარჩინა

ანჯელინა ჯოლი დედამთილმა გადაარჩინა

ჰოლივუდის ვარსკვლავს ანჯელინა ჯოლის სადედამთილოსთან, ჯეინ პიტისთან ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა, ანჯელინა გადარჩენას სწორედ ჯეინს უნდა უმადლოდეს, რადგან სწორედ მისი წყალობით გადაწყვიტა ორივე სარძევე ჯირკვალი ამოეკვეთა და მკერდის კიბოს გავრცელების შანსი 87%-დან მინიმალურ ზღვრამდე დაეყვანა.

"როდესაც ჯეინმა გაიგო, რომ სარძლო ქირურგებთან მისვლას და გენეტიკური ტესტირების ჩატარებას აპირებდა, ის ჯოლის ესტუმრა და უთხრა, შვილების კეთილდღეობისთვის ყველაფერი გაეკეთებინა. ახლა ანჯელინა საკუთარ შვილებზე დარდობს. ფიქრობს, როგორ აუხსნას შვილებს, რომ შეიძლება გენეტიკურად კიბოს გენის მატარებლები იყვნენ", - განაცხადა ვარსკვლავური წყვილის ახლო მეგობარმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ვარსკვლავის დედა საკვერცხეების კიბოთი გარდაიცვალა, ხოლო დეიდა - მკერდის კიბოთი.

მსახიობს 6 შვილი ჰყავს, აქედან 3 ბავშვი ბიოლოგიურია.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება