ლეონარდო დიკაპრიო 5 ქალთან ერთად ისვენებს

ლეონარდო დიკაპრიო 5 ქალთან ერთად ისვენებს

ჰოლივუდის მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო ლამაზ ქალებს ხელთათმანივით იცვლის. როდესაც ჟურნალისტები მსახიობის საყვარლის პირად მონაცემებს აგროვებენ, ლეონარდოს უკვე ახალი პარტნიორი ყავს.

ამჯერად ვარსკვლავი კანში 5 ლამაზმანთან ერთად ისვენებს. 38 წლის ლეონარდომ მდიდრულ იახტაზე მოდელები მიიწვია და ლამაზი ქალების გარემოცვაში კარგადაც გაერთო. ლეონარდო მზეს ეფიცხებოდა და მთელი დღე კოქტეილებს სვამდა. მოგვიანებით იახტაზე ლეონარდოს მეგობრებიც მივიდნენ, მაგრამ უცნობი მამაკაცებისთვის გოგონებს ყურადღება არ მიუქცევიათ.

დიკაპრიოს ყოფილი საყვარლების ნუსხა მოდელებისგან შედგება. ზოგიერთი ძალიან პოპულარულია, ზოგიერთს კი ძირითადად მოდის სამყაროში მომუშავე ადამიანები იცნობენ. მისი საყვარლები იყვნენ: ბლეიკ ლაივლი, ბარ რაფაელი, ამბერ ვალეტა, მადალინა გენე და ჟიზელ ბუნდჰენი. მსახიობი არასდროს დაქორწინებულა - როგორც ამბობს, ”სულიერად ლამაზ ქალს ეძებს”.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით. 

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება