პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზუზუ ბეჟაშვილის აღსარება - "ეს საიდუმლოც გაგიმხილე... ახლა მოძღვართან წასვლა მომინდა"
ზუზუ ბეჟაშვილის აღსარება - "ეს საიდუმლოც გაგიმხილე... ახლა მოძღვართან წასვლა მომინდა"

მსა­ხი­ო­ბი ზუზუ ბეჟაშ­ვი­ლი დიდ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა - ის მთა­ვა­რი რო­ლის მო­ლო­დინ­შია. "ერთი ქარ­თუ­ლი ფილ­მის "რი­მე­ი­კი" კეთ­დე­ბა, რუსი რე­ჟი­სო­რი იღებს. სცე­ნა­რი წა­ვი­კი­თხე და ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი, მაგ­რამ დე­ტა­ლებ­ზე ლა­პა­რა­კის­გან თავს იკა­ვებს. რისი ეში­ნია ყვე­ლა­ზე მე­ტად, რას გა­ა­კე­თებ­და, ბევ­რი ფული რომ ჰქონ­დეს, რა მოს­წონს სა­კუ­თარ თავ­ში და რას მი­იჩ­ნევს ყვე­ლა­ზე დიდ სი­სუს­ტედ? - ამას მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- 1976 წლის 1-ლი ივ­ნი­სი. სა­ქარ­თვე­ლო­ში წმინ­და ნი­ნოს შე­მოს­ვლის დღეს ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი. ეს რომ გა­ვი­გე, და­მა­ვი­წყდა, რომ პირ­ველ­ში ბავ­შვთა დაც­ვის დღე­საც აღ­ვნიშ­ნავთ. ამ დღეს მო­ნატ­რე­ბულ მე­გობ­რებს ვხვდე­ბი და ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან ვიღ­ლე­ბი. მინ­და ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბა მი­ვაქ­ციო, მი­ვე­ფე­რო. წელს არ ვიცი, იუ­ბი­ლეს რო­გორ აღ­ვნიშ­ნავ. სა­ერ­თოდ, და­გეგ­მი­ლი ცხოვ­რე­ბა არ გა­მომ­დის, სპონ­ტა­ნუ­რო­ბა მირ­ჩევ­ნია - ეს უფრო მე­ტად მიხ­დე­ბა და მეც ვუხ­დე­ბი.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...მსა­ხი­ო­ბი. ღრმა ბავ­შვო­ბა­ში მომ­ღერ­ლო­ბა მინ­დო­და. სი­ტყვე­ბი - "მსა­ხი­ო­ბი" და "მომ­ღე­რა­ლი" ყვე­ლა­ზე მე­ტად "მათ­ბობ­და". პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე მქონ­და ადა­მი­ა­ნებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის უნა­რი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე ჩა­ვა­ბა­რე და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ადა­მი­ა­ნებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას I კურ­სზე გვას­წავ­ლიდ­ნენ. არ­ტის­ტო­ბა რა არის? - დაკ­ვირ­ვე­ბა, ბი­ოგ­რა­ფია და გა­მოც­დი­ლე­ბა; თა­ვად თუ არ შე­გიყ­ვარ­და, არ და­ე­ცი, არ გეტ­კი­ნა, არ გე­წყი­ნა და სი­ხა­რუ­ლი არ გა­ნი­ცა­დე, თა­მა­ში გა­გი­ჭირ­დე­ბა.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ...უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და მძი­მე ადა­მი­ა­ნი­აო, მაგ­რამ იმას ვერ ამ­ბო­ბენ, - უნი­ჭო­აო. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი დახ­მა­რე­ბა ის არის, ხელს თუ არ შე­მიშ­ლი. მოს­კოვ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში დიდ პრო­ექ­ტებ­ზე ვი­მუ­შა­ვე, სა­დაც მე­ო­რე რე­ჟი­სო­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ. იყო შემ­თხვე­ვა, როცა ჩე­მით უცხო­ე­ლი რე­ჟი­სო­რი და­ინ­ტე­რეს­და, ქარ­თველ­მა კი უთხრა, - მძი­მე ხა­სი­ა­თი აქ­ვსო და მო­ლა­პა­რა­კე­ბა ჩა­მი­შა­ლა. ეს გულ­და­სა­წყვე­ტი არ არის? იმ ადა­მი­ანს რომ ავ­ყო­ლო­დი, სკან­და­ლი მოხ­დე­ბო­და, მე კი სკან­და­ლე­ბი არ მიყ­ვარს. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას: თუ ადა­მი­ა­ნი კარ­გად მიც­ნობს, ვერ იტყვის, რომ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ვარ. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცის თვალ­ში ჩემი პირ­და­პი­რო­ბით, მა­ნე­რე­ბით უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ვტო­ვებ, რად­გან მათ მხო­ლოდ კოს­ტი­უმ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი, დინ­ჯად მო­სი­ა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნე­ბი ჰგო­ნი­ათ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე­ნი. ბევ­რჯერ შე­მეძ­ლო, მიზ­ნამ­დე შე­მოვ­ლი­თი გზით, წყნა­რად მივ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ყო­ველ­თვის მოკ­ლე და პირ­და­პირ გზას ვირ­ჩევ.

- ჩემ­ზე გავ­ლე­ნა იქო­ნია...

- ...სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა დროს შემ­ხვედ­რი­ან. ასე­თე­ბი ბევ­რნი არ არი­ან, მაგ­რამ თუ მო­ინ­დო­მებ, იპო­ვი. შენს ეზო­ში თუ არ არის, მე­ზო­ბელ ეზო­ში, უბან­ში აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა. სა­დაც ჩემ­თვის უინ­ტე­რე­სო გა­რე­მო იყო, იმ ად­გილს ყო­ველ­თვის ვტო­ვებ­დი და მივ­დი­ო­დი. მე­ცხრე კლას­ში ვი­ყა­ვი, სკო­ლი­დან რომ გა­მო­ვე­დი და სა­ესტრა­დო სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­ვე­დი, მერე კი იქი­და­ნაც წა­მო­ვე­დი... არა­და, შე­მეძ­ლო, რო­გორც ყვე­ლას, სკო­ლა მეც და­მემ­თავ­რე­ბი­ნა, მერე თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა და ა.შ. ამ ცხოვ­რე­ბას ვე­რა­ფე­რი გა­ვუ­გე. ისე, ბო­ლომ­დე რომ გა­ვუ­გო, მგო­ნი, სა­ინ­ტე­რე­სო აღარც იქ­ნე­ბა; ბოქ­ლო­მის გა­სა­ღე­ბით გახ­სნა უფრო მე­ტად მი­ზი­დავს.

- ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან რომ ვი­წყებ­დე...

- ...ვერ ვი­ტყვი, რომ შე­ვიც­ვლე­ბო­დი, მაგ­რამ რა­ღა­ცებს გა­მო­ვას­წო­რებ­დი, დე­დას არ ვა­წყე­ნი­ნებ­დი.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს...

- ...ყვე­ლაფ­რის პა­ტი­ე­ბა შე­მიძ­ლია.

- რო­მე­ლიც არ მომ­წონს...

- ...ვერ გა­ვი­გე, ძა­ლი­ან ვჩ­ქა­რობ თუ ნელა მივ­დი­ვარ.

- ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის...

- ...ზუზუ ბეჟაშ­ვილს და იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ამა თუ იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ ან პი­რი­ქით - ხელს მიშ­ლიდ­ნენ.

- ვნა­ნობ, რომ...

- ...ბევრ რა­მეს ვნა­ნობ. არ მინ­და, ჩემი პა­სუ­ხი სიმ­ბო­ლუ­რი იყოს. შენ­თან 95%-ით გულ­წრფე­ლი ვარ, დარ­ჩე­ნილ 5%-ს კი ჩემ­თვის და­ვი­ტო­ვებ. ინ­ტერ­ვიუ აღ­სა­რე­ბა არ არის.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ...

- ...მყავს დედა, ძმა. დამ­რჩა რამ­დე­ნი­მე ნამ­დვი­ლი მე­გო­ბა­რი - ეს უკვე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა; მაქვს საქ­მე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ბედ­ნი­ე­რი ვარ, როცა ვი­ღა­ცას ვჭირ­დე­ბი.

- როცა მარ­ტო ვარ...

- ...ძა­ლი­ან ბევ­რს ვფიქ­რობ. მარ­ტო ხში­რად ვარ და ფიქ­რიც მიყ­ვარს. ახლა დე­დას­თან ერ­თად ვცხოვ­რობ. მის გა­რე­შე ერთი დღეც ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. წარ­სულ­ში იშ­ვი­ა­თად ვი­ქე­ქე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გან­ვლი­ლი წლე­ბი ყო­ველ­თვის კარ­გად მახ­სენ­დე­ბა. არც იმას ვფიქ­რობ, რო­გორ ვი­ცხოვ­რებ 10 წლის შემ­დეგ. ბავ­შვო­ბი­დან ერთი სურ­ვი­ლი მაქვს: წლე­ბი ისე არ გა­მიქ­რეს, ვე­რაფ­რის გა­კე­თე­ბა რომ ვერ მო­ვას­წრო.

- წო­ნას­წო­რო­ბი­დან ჩემი გა­მოყ­ვა­ნა შე­უძ­ლია...

- ...ძა­ლი­ან პა­ტა­რა რა­მეს. ცოტა რამ მყოფ­ნის ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვი­საც. სხვა­თა შო­რის, ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით ტყუ­პი ვარ.

- ვიბ­ნე­ვი, როცა...

- ...ვხე­დავ სი­ყალ­ბეს. წო­ნას­წო­რო­ბის და­კარ­გვაც ხომ ერ­თგვა­რი დაბ­ნე­ვაა.

- მე ვარ შე­უმ­დგა­რი...

- ...ფსი­ქო­ლო­გი? - არა, ფსი­ქო­ლო­გი ვარ!.. ამა­ზე არას­დროს მი­ფიქ­რია. ჯერ ცო­ცხა­ლი ვარ და მაქვს შან­სი, რა­საც მო­ვინ­დო­მებ, გა­ვა­კე­თო.

- მე­ზა­რე­ბა...

- ...ადრე გაღ­ვი­ძე­ბა. დი­ლის ძილი მიყ­ვარს, ღა­მუ­რა ვარ. მა­ში­ნაც კი ვღი­ზი­ან­დე­ბი, როცა ჩემი თხოვ­ნით მაღ­ვი­ძე­ბენ.

- დათ­მო­ბა შე­მიძ­ლია, თუ...

- ...ადა­მი­ა­ნი მიყ­ვარს. ისე, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებს შეც­დო­მე­ბი არ აპა­ტიო?! როცა შე­ნი­ა­ნი პა­ტა­რა "ადა­მი­ან­ჩი­კად" იქ­ცე­ვა, მას აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აპა­ტიო, თუ არა და, შენც მას და­ემ­სგავ­სე­ბი.

- არ და­მა­ვი­წყდე­ბა...

- ...ბავ­შვო­ბის თბი­ლი დღე­ე­ბი. ვე­რა­ზე, იტა­ლი­ურ ეზო­ში ვცხოვ­რობ­დი. ადა­მი­ა­ნებს შო­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ეზო, ჩემი ოთა­ხი ხში­რად მახ­სენ­დე­ბა. არას­დროს მა­ვი­წყდე­ბა ხალ­ხის გვერ­დში დგო­მა და ის პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­საც ჩემ­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­უ­ყე­ნე­ბია ან სი­კე­თე გა­უ­კე­თე­ბია.

- ამ წუთ­ში ძა­ლი­ან მინ­და ვიყო...

- ...გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე და კარგ რე­ჟი­სორ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ­დე.

- ვე­რაფ­რით ვის­წავ­ლე...

- ...მა­თე­მა­ტი­კა (იცი­ნის).

- ცრუ­მორ­წმუ­ნე არ ვარ, მაგ­რამ...

- ...ჩემი გა­მო­გო­ნი­ლი ცრურ­წმე­ნე­ბი მქონ­და და ბოლო დროს გა­და­ვეჩ­ვიე. თუ ადა­მი­ა­ნის ენერ­გე­ტი­კა არ მომ­წონ­და, მას­თან ვერ ვურ­თი­ერ­თობ­დი.

- ბო­ლოს მე­სიზ­მრა...

- ...ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც მერე ცხად­ში მოხ­და.

- არა­ვის­თან ვსა­უბ­რობ...

- ...თე­მა­ზე, რო­მელ­ზეც ახ­ლაც არ ვი­სა­უბ­რებ. ბევ­რს ჰგო­ნია, კარ­გად მიც­ნობს. სა­კუ­თარ თავს კარ­გად თა­ვა­დაც არ ვიც­ნობ.

- სიყ­ვა­რუ­ლი ეს...

- ...მხო­ლოდ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი სი­ა­რუ­ლი და "ზა­სა­ვი" არ არის. სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლა­ფე­რია და ძა­ლი­ან გვაკ­ლია. მე­გობ­რის, ოჯა­ხის წევ­რე­ბის, მე­უღ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი უნდა იცო­დე. ახლა რა­ღაც­ნა­ი­რი დრო მო­ვი­და და თით­ქოს, სიყ­ვა­რუ­ლი "ტე­ხავს", ადა­მი­ა­ნე­ბი "გა­ცივ­დნენ".

- როცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ...

- ...კარ­გად ვარ.

- ახლა...

- ...კარ­გად არ ვარ.

- ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი სი­სუს­ტე...

- ...არ მინ­და, ვთქვა და თან მინ­და, გულ­წრფე­ლი ვიყო (ფიქ­რობს)... სი­სუს­ტეა ის, რომ მსურს, იმ­დე­ნი ფული მქონ­დეს, თავი დამ­ცი­რე­ბუ­ლად არ ვიგ­რძნო. ეს ცუდი სი­სუს­ტეა, მაგ­რამ არ მინ­და, მდი­და­რი ვიყო.

- ძა­ლი­ან ბევ­რი ფული რომ მქონ­დეს...

- ...ალ­ბათ ყვე­ლა გე­უბ­ნე­ბა, - კე­თი­ლი ვიქ­ნე­ბო­დი, სხვებს და­ვეხ­მა­რე­ბო­დიო. მე რომ ბევ­რი ფული მქონ­დეს, არ შე­ვიც­ვლე­ბო­დი; ვეც­დე­ბო­დი, სიმ­დიდ­რეს არ გა­ვე­ფუ­ჭე­ბი­ნე. ფუ­ლი­სა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის­გან რამ­დე­ნი გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი მი­ნა­ხავს, იცი? "ადა­მი­ან­ჩი­კებ­ზე" ხომ გე­ლა­პა­რა­კე, ჰოდა, მა­შინ სწო­რედ ამას ვგუ­ლის­ხმობ­დი. შე­ხე­დავ, ნორ­მა­ლუ­რია, კარ­გად ლა­პა­რა­კობს, მაგ­რამ ძა­ლა­უფ­ლე­ბას თუ მის­ცემ, ძა­ლი­ან შე­იც­ვლე­ბა. თუ გავ­ფუჭ­დე­ბი, არც ფული მინ­და და არც - ძა­ლა­უფ­ლე­ბა. და­მი­ჯე­რე, ეს ჩემი ყვე­ლა­ზე გულ­წრფე­ლი სი­ტყვე­ბია.

- რამ­დე­ნიც უნდა გა­და­მი­ხა­დონ...

- ...არ ჩა­ვი­დენ საქ­ცი­ელს, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავ­თან დის­კომ­ფორ­ტს შე­მიქ­მნის. ადა­მი­ანს ვერ მოვ­კლავ.

- ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია კარგ ხა­სი­ათ­ზე და­მა­ყე­ნოს...

- ...მუ­სი­კამ. მარ­ტო­ო­ბას ვერ ვგრძნობ, რად­გან არ­სე­ბობს მუ­სი­კა. როცა ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვარ, თა­ვა­დაც ვმღე­რი და მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოვ­დი­ვარ.

- ცხოვ­რე­ბა­ში რის­კზე...

- ...ხში­რად მივ­დი­ვარ, მაგ­რამ უმე­ტე­სად, ეს გა­უ­აზ­რებ­ლად ხდე­ბა. სა­ერ­თოდ, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი გვი­ან ხდე­ბა.

- როცა სა­ჯა­როდ მა­ქე­ბენ...

- ...უხერ­ხუ­ლად ვარ, თან - მი­ხა­რია! უჰ, ძა­ლი­ან მი­ხა­რია. მა­ქეთ! მა­ქე­ეთ!!! მე არ ვარ ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც შე­ნიშ­ვნას თუ მის­ცემ, მე­ო­რე დღეს კარ­გად მო­იქ­ცე­ვა. თუ შე­მა­ქებთ, უფრო კარ­გად მო­ვიქ­ცე­ვი.

- მე­ში­ნია...

- ...იმ დღის, როცა შე­იძ­ლე­ბა, დედა აღარ მყავ­დეს.

- არ მრცხვე­ნია...

- ...სა­კუ­თა­რი ბი­ოგ­რა­ფი­ის.

- არ მე­გო­ნა, თუ...

- ...ასე­თი პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნე­ბი არ­სე­ბობ­დნენ.

- ცხოვ­რე­ბას ვი­ლა­მა­ზებ...

- ...დიდი ადა­მი­ა­ნე­ბით.

- და­რი­გე­ბა, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა...

- ...ბავ­შვო­ბა­ში დე­დამ მას­წავ­ლა, - არ მო­ი­ტყუ­ოო. პრო­ფე­სი­ა­ში სულ მახ­სოვს, რომ ყო­ვე­ლი როლი ისე უნდა ვი­თა­მა­შო, თით­ქოს ბო­ლო­ჯერ ვთა­მა­შობ. ხომ ხე­დავ, ეს სა­ი­დუმ­ლოც გა­გიმ­ხი­ლე...

- და­ბო­ლოს, გე­ტყვით, რომ...

- მად­ლო­ბა, თუ მოგ­წონ­ვართ და უკაც­რა­ვად, თუ არ მოგ­წონ­ვართ. დამ­თავ­რდა? ისეთ თე­მებს შე­ვე­ხეთ, რომ მო­ძღვარ­თან წას­ვლა და აღ­სა­რე­ბის თქმა მო­მინ­და.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ზუზუ ბეჟაშვილის აღსარება - "ეს საიდუმლოც გაგიმხილე... ახლა მოძღვართან წასვლა მომინდა"

ზუზუ ბეჟაშვილის აღსარება - "ეს საიდუმლოც გაგიმხილე... ახლა მოძღვართან წასვლა მომინდა"

მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი დიდ პროექტში მონაწილეობისთვის ემზადება - ის მთავარი როლის მოლოდინშია. "ერთი ქართული ფილმის "რიმეიკი" კეთდება, რუსი რეჟისორი იღებს. სცენარი წავიკითხე და ძალიან მომეწონა", - ამბობს მსახიობი, მაგრამ დეტალებზე ლაპარაკისგან თავს იკავებს. რისი ეშინია ყველაზე მეტად, რას გააკეთებდა, ბევრი ფული რომ ჰქონდეს, რა მოსწონს საკუთარ თავში და რას მიიჩნევს ყველაზე დიდ სისუსტედ? - ამას მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- 1976 წლის 1-ლი ივნისი. საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის დღეს ვარ დაბადებული. ეს რომ გავიგე, დამავიწყდა, რომ პირველში ბავშვთა დაცვის დღესაც აღვნიშნავთ. ამ დღეს მონატრებულ მეგობრებს ვხვდები და ყოველთვის ძალიან ვიღლები. მინდა ყველას ყურადღება მივაქციო, მივეფერო. წელს არ ვიცი, იუბილეს როგორ აღვნიშნავ. საერთოდ, დაგეგმილი ცხოვრება არ გამომდის, სპონტანურობა მირჩევნია - ეს უფრო მეტად მიხდება და მეც ვუხდები.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. ღრმა ბავშვობაში მომღერლობა მინდოდა. სიტყვები - "მსახიობი" და "მომღერალი" ყველაზე მეტად "მათბობდა". პატარაობიდანვე მქონდა ადამიანებზე დაკვირვების უნარი. მოგვიანებით სამსახიობოზე ჩავაბარე და აღმოვაჩინე, რომ ადამიანებზე დაკვირვებას I კურსზე გვასწავლიდნენ. არტისტობა რა არის? - დაკვირვება, ბიოგრაფია და გამოცდილება; თავად თუ არ შეგიყვარდა, არ დაეცი, არ გეტკინა, არ გეწყინა და სიხარული არ განიცადე, თამაში გაგიჭირდება.

- ჩემზე ამბობენ...

- ...უპასუხისმგებლო და მძიმე ადამიანიაო, მაგრამ იმას ვერ ამბობენ, - უნიჭოაო. ჩემთვის ყველაზე დიდი დახმარება ის არის, ხელს თუ არ შემიშლი. მოსკოვში, აზერბაიჯანში დიდ პროექტებზე ვიმუშავე, სადაც მეორე რეჟისორები ქართველები იყვნენ. იყო შემთხვევა, როცა ჩემით უცხოელი რეჟისორი დაინტერესდა, ქართველმა კი უთხრა, - მძიმე ხასიათი აქვსო და მოლაპარაკება ჩამიშალა. ეს გულდასაწყვეტი არ არის? იმ ადამიანს რომ ავყოლოდი, სკანდალი მოხდებოდა, მე კი სკანდალები არ მიყვარს. რაც შეეხება ჩემს უპასუხისმგებლობას: თუ ადამიანი კარგად მიცნობს, ვერ იტყვის, რომ უპასუხისმგებლო ვარ. შეიძლება ვიღაცის თვალში ჩემი პირდაპირობით, მანერებით უპასუხისმგებლო ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, რადგან მათ მხოლოდ კოსტიუმში გამოწყობილი, დინჯად მოსიარულე ადამიანები ჰგონიათ პასუხისმგებლობის მქონენი. ბევრჯერ შემეძლო, მიზნამდე შემოვლითი გზით, წყნარად მივსულიყავი, მაგრამ ყოველთვის მოკლე და პირდაპირ გზას ვირჩევ.

- ჩემზე გავლენა იქონია...

- ...საინტერესო ადამიანებმა, რომლებიც სხვადასხვა დროს შემხვედრიან. ასეთები ბევრნი არ არიან, მაგრამ თუ მოინდომებ, იპოვი. შენს ეზოში თუ არ არის, მეზობელ ეზოში, უბანში აუცილებლად იქნება. სადაც ჩემთვის უინტერესო გარემო იყო, იმ ადგილს ყოველთვის ვტოვებდი და მივდიოდი. მეცხრე კლასში ვიყავი, სკოლიდან რომ გამოვედი და საესტრადო სასწავლებელში მივედი, მერე კი იქიდანაც წამოვედი... არადა, შემეძლო, როგორც ყველას, სკოლა მეც დამემთავრებინა, მერე თეატრალურ უნივერსიტეტში ჩამებარებინა და ა.შ. ამ ცხოვრებას ვერაფერი გავუგე. ისე, ბოლომდე რომ გავუგო, მგონი, საინტერესო აღარც იქნება; ბოქლომის გასაღებით გახსნა უფრო მეტად მიზიდავს.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ვერ ვიტყვი, რომ შევიცვლებოდი, მაგრამ რაღაცებს გამოვასწორებდი, დედას არ ვაწყენინებდი.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ყველაფრის პატიება შემიძლია.

- რომელიც არ მომწონს...

- ...ვერ გავიგე, ძალიან ვჩქარობ თუ ნელა მივდივარ.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ზუზუ ბეჟაშვილს და იმ ადამიანებს, რომლებიც ამა თუ იმ სიტუაციაში მეხმარებოდნენ ან პირიქით - ხელს მიშლიდნენ.

- ვნანობ, რომ...

- ...ბევრ რამეს ვნანობ. არ მინდა, ჩემი პასუხი სიმბოლური იყოს. შენთან 95%-ით გულწრფელი ვარ, დარჩენილ 5%-ს კი ჩემთვის დავიტოვებ. ინტერვიუ აღსარება არ არის.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს დედა, ძმა. დამრჩა რამდენიმე ნამდვილი მეგობარი - ეს უკვე დიდი ბედნიერებაა; მაქვს საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს და ბედნიერი ვარ, როცა ვიღაცას ვჭირდები.

- როცა მარტო ვარ...

- ...ძალიან ბევრს ვფიქრობ. მარტო ხშირად ვარ და ფიქრიც მიყვარს. ახლა დედასთან ერთად ვცხოვრობ. მის გარეშე ერთი დღეც ვერ წარმომიდგენია. წარსულში იშვიათად ვიქექები, მიუხედავად იმისა, რომ განვლილი წლები ყოველთვის კარგად მახსენდება. არც იმას ვფიქრობ, როგორ ვიცხოვრებ 10 წლის შემდეგ. ბავშვობიდან ერთი სურვილი მაქვს: წლები ისე არ გამიქრეს, ვერაფრის გაკეთება რომ ვერ მოვასწრო.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ძალიან პატარა რამეს. ცოტა რამ მყოფნის ბედნიერებისთვისაც. სხვათა შორის, ზოდიაქოს ნიშნით ტყუპი ვარ.

- ვიბნევი, როცა...

- ...ვხედავ სიყალბეს. წონასწორობის დაკარგვაც ხომ ერთგვარი დაბნევაა.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...ფსიქოლოგი? - არა, ფსიქოლოგი ვარ!.. ამაზე არასდროს მიფიქრია. ჯერ ცოცხალი ვარ და მაქვს შანსი, რასაც მოვინდომებ, გავაკეთო.

- მეზარება...

- ...ადრე გაღვიძება. დილის ძილი მიყვარს, ღამურა ვარ. მაშინაც კი ვღიზიანდები, როცა ჩემი თხოვნით მაღვიძებენ.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...ადამიანი მიყვარს. ისე, როგორ შეიძლება ადამიანებს შეცდომები არ აპატიო?! როცა შენიანი პატარა "ადამიანჩიკად" იქცევა, მას აუცილებლად უნდა აპატიო, თუ არა და, შენც მას დაემსგავსები.

- არ დამავიწყდება...

- ...ბავშვობის თბილი დღეები. ვერაზე, იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი. ადამიანებს შორის დამოკიდებულება, ეზო, ჩემი ოთახი ხშირად მახსენდება. არასდროს მავიწყდება ხალხის გვერდში დგომა და ის პიროვნება, რომელსაც ჩემთვის შეურაცხყოფა მოუყენებია ან სიკეთე გაუკეთებია.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...გადასაღებ მოედანზე და კარგ რეჟისორთან ერთად ვმუშაობდე.

- ვერაფრით ვისწავლე...

- ...მათემატიკა (იცინის).

- ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ...

- ...ჩემი გამოგონილი ცრურწმენები მქონდა და ბოლო დროს გადავეჩვიე. თუ ადამიანის ენერგეტიკა არ მომწონდა, მასთან ვერ ვურთიერთობდი.

- ბოლოს მესიზმრა...

- ...ამბავი, რომელიც მერე ცხადში მოხდა.

- არავისთან ვსაუბრობ...

- ...თემაზე, რომელზეც ახლაც არ ვისაუბრებ. ბევრს ჰგონია, კარგად მიცნობს. საკუთარ თავს კარგად თავადაც არ ვიცნობ.

- სიყვარული ეს...

- ...მხოლოდ საყვარელ ადამიანთან ხელჩაკიდებული სიარული და "ზასავი" არ არის. სიყვარული ყველაფერია და ძალიან გვაკლია. მეგობრის, ოჯახის წევრების, მეუღლის სიყვარული უნდა იცოდე. ახლა რაღაცნაირი დრო მოვიდა და თითქოს, სიყვარული "ტეხავს", ადამიანები "გაცივდნენ".

- როცა შეყვარებული ვარ...

- ...კარგად ვარ.

- ახლა...

- ...კარგად არ ვარ.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...არ მინდა, ვთქვა და თან მინდა, გულწრფელი ვიყო (ფიქრობს)... სისუსტეა ის, რომ მსურს, იმდენი ფული მქონდეს, თავი დამცირებულად არ ვიგრძნო. ეს ცუდი სისუსტეა, მაგრამ არ მინდა, მდიდარი ვიყო.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ალბათ ყველა გეუბნება, - კეთილი ვიქნებოდი, სხვებს დავეხმარებოდიო. მე რომ ბევრი ფული მქონდეს, არ შევიცვლებოდი; ვეცდებოდი, სიმდიდრეს არ გავეფუჭებინე. ფულისა და ძალაუფლებისგან რამდენი გაფუჭებული ადამიანი მინახავს, იცი? "ადამიანჩიკებზე" ხომ გელაპარაკე, ჰოდა, მაშინ სწორედ ამას ვგულისხმობდი. შეხედავ, ნორმალურია, კარგად ლაპარაკობს, მაგრამ ძალაუფლებას თუ მისცემ, ძალიან შეიცვლება. თუ გავფუჭდები, არც ფული მინდა და არც - ძალაუფლება. დამიჯერე, ეს ჩემი ყველაზე გულწრფელი სიტყვებია.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...არ ჩავიდენ საქციელს, რომელიც საკუთარ თავთან დისკომფორტს შემიქმნის. ადამიანს ვერ მოვკლავ.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...მუსიკამ. მარტოობას ვერ ვგრძნობ, რადგან არსებობს მუსიკა. როცა ცუდ ხასიათზე ვარ, თავადაც ვმღერი და მდგომარეობიდან გამოვდივარ.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...ხშირად მივდივარ, მაგრამ უმეტესად, ეს გაუაზრებლად ხდება. საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი გვიან ხდება.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...უხერხულად ვარ, თან - მიხარია! უჰ, ძალიან მიხარია. მაქეთ! მაქეეთ!!! მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც შენიშვნას თუ მისცემ, მეორე დღეს კარგად მოიქცევა. თუ შემაქებთ, უფრო კარგად მოვიქცევი.

- მეშინია...

- ...იმ დღის, როცა შეიძლება, დედა აღარ მყავდეს.

- არ მრცხვენია...

- ...საკუთარი ბიოგრაფიის.

- არ მეგონა, თუ...

- ...ასეთი პატარა ადამიანები არსებობდნენ.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...დიდი ადამიანებით.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ბავშვობაში დედამ მასწავლა, - არ მოიტყუოო. პროფესიაში სულ მახსოვს, რომ ყოველი როლი ისე უნდა ვითამაშო, თითქოს ბოლოჯერ ვთამაშობ. ხომ ხედავ, ეს საიდუმლოც გაგიმხილე...

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- მადლობა, თუ მოგწონვართ და უკაცრავად, თუ არ მოგწონვართ. დამთავრდა? ისეთ თემებს შევეხეთ, რომ მოძღვართან წასვლა და აღსარების თქმა მომინდა.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება