Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროვიზია" - არც გამოგვდის და არც ვეშვებით!..
"ევროვიზია" - არც გამოგვდის და არც ვეშვებით!..

ორ­შა­ბათს გამ­თე­ნი­ი­სას "ევ­რო­ვი­ზი­ის" ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცია შვე­დე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი მე­ნე­ჯე­რი ნა­თია უზ­ნა­ძე იმ­დენ ხანს გვაჩ­ვე­ნებ­და პრიზს, პრე­სის რჩე­უ­ლე­ბი რომ გავ­ხდით, სი­უ­ჟე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, "პირ­ვე­ლი არ­ხის" დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვან­მა ბიჭ­მაც კი თქვა, მგო­ნი, მო­ვი­გეთ ეს კონ­კურ­სი და ვერ გაგ­ვი­გი­აო.

დე­ლე­გა­ცია ისე­თი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ჩან­და მე-15 ად­გი­ლით, რომ მეტი არ შე­იძ­ლე­ბო­და. ანრი ჯო­ხა­ძის შემ­დეგ, რო­მე­ლიც ფი­ნალ­შიც კი ვერ მოხ­ვდა, "ევ­რო­ვი­ზი­ის" რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ან ქარ­თულ გა­მოც­დი­ლე­ბას თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ეს ყვე­ლა­ზე უა­რე­სი შე­დე­გი იყო. თა­ვის დრო­ზე სოფო ნი­ჟა­რა­ძეს და "ელდრა­ინს" სა­უ­კე­თე­სო ათე­ულ­ში მე­ცხრე პო­ზი­ცი­ე­ბის და­კა­ვე­ბის "ბედ­ნი­ე­რე­ბა" ხვდათ წი­ლად ამ სრუ­ლი­ად უსა­ხურ კონ­კურ­სზე, სა­დაც სიმ­ღე­რა­სა და ვო­კალ­ზე ნაკ­ლე­ბია და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა ეს სა­უბ­რის სხვა თე­მაა.

ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი და სოფო გე­ლო­ვა­ნი - ორი­ვე კარ­გი შემ­სრუ­ლე­ბე­ლია და ახლა ამა­ზე ნამ­დვი­ლად არ ვი­და­ვებთ. სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც შვედ­მა კომ­პო­ზი­ტორ­მა დაგ­ვი­წე­რა, ასე­ვე არ იყო ცუდი, მით უმე­ტეს, იმა­საც თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" ზო­გა­დად რა დო­ნის სიმ­ღე­რე­ბით გა­მო­დი­ან შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი. ეს არის ყვე­ლა­ზე ცუდი "პაპ­სა", რო­მე­ლიც მე­ლო­მანს შე­იძ­ლე­ბა ღა­მის კოშ­მა­რად და­ე­სიზ­მროს, მაგ­რამ ლაშა ონი­ა­ნის დად­გმა ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებ­და. სა­ერ­თოდ, რა იყო დად­გმუ­ლი, ისიც ვერ გა­ი­გო მა­ყუ­რე­ბელ­მა. ბო­ლოს სოფო გე­ლო­ვა­ნი ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვილს კაი ლო­თი­ვით რომ მი­ეყ­რდნო მხარ­ზე და ხელი უც­ნა­უ­რად მო­ხა­რა, ეს თუ ჰგო­ნია უცხო­ეთ­ში მოღ­ვა­წე ლაშა ონი­ანს რე­ჟი­სუ­რა და დად­გმა, ალ­ბათ აღარ ღირს არა­ფერ­ზე ლა­პა­რა­კი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

"ევროვიზია" - არც გამოგვდის და არც ვეშვებით!..

"ევროვიზია" - არც გამოგვდის და არც ვეშვებით!..

ორშაბათს გამთენიისას "ევროვიზიის" ქართული დელეგაცია შვედეთიდან საქართველოში დაბრუნდა. პროექტის მთავარი მენეჯერი ნათია უზნაძე იმდენ ხანს გვაჩვენებდა პრიზს, პრესის რჩეულები რომ გავხდით, სიუჟეტის დასრულების შემდეგ, "პირველი არხის" დილის გადაცემის წამყვანმა ბიჭმაც კი თქვა, მგონი, მოვიგეთ ეს კონკურსი და ვერ გაგვიგიაო.

დელეგაცია ისეთი აღფრთოვანებული ჩანდა მე-15 ადგილით, რომ მეტი არ შეიძლებოდა. ანრი ჯოხაძის შემდეგ, რომელიც ფინალშიც კი ვერ მოხვდა, "ევროვიზიის" რამდენიმეწლიან ქართულ გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, ეს ყველაზე უარესი შედეგი იყო. თავის დროზე სოფო ნიჟარაძეს და "ელდრაინს" საუკეთესო ათეულში მეცხრე პოზიციების დაკავების "ბედნიერება" ხვდათ წილად ამ სრულიად უსახურ კონკურსზე, სადაც სიმღერასა და ვოკალზე ნაკლებია დამოკიდებული, თუმცა ეს საუბრის სხვა თემაა.

ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი - ორივე კარგი შემსრულებელია და ახლა ამაზე ნამდვილად არ ვიდავებთ. სიმღერა, რომელიც შვედმა კომპოზიტორმა დაგვიწერა, ასევე არ იყო ცუდი, მით უმეტეს, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, "ევროვიზიაზე" ზოგადად რა დონის სიმღერებით გამოდიან შემსრულებლები. ეს არის ყველაზე ცუდი "პაპსა", რომელიც მელომანს შეიძლება ღამის კოშმარად დაესიზმროს, მაგრამ ლაშა ონიანის დადგმა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. საერთოდ, რა იყო დადგმული, ისიც ვერ გაიგო მაყურებელმა. ბოლოს სოფო გელოვანი ნოდიკო ტატიშვილს კაი ლოთივით რომ მიეყრდნო მხარზე და ხელი უცნაურად მოხარა, ეს თუ ჰგონია უცხოეთში მოღვაწე ლაშა ონიანს რეჟისურა და დადგმა, ალბათ აღარ ღირს არაფერზე ლაპარაკი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება