მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი "ევროვიზიის" ფინალში იმღერებენ
სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი "ევროვიზიის" ფინალში იმღერებენ

"ევრო­ფეს­ტი­ვა­ლის" ქარ­თველ­მა მო­ნა­წი­ლე­ებ­მა სოფო გე­ლო­ვან­მა და ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვილ­მა ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლუ­რი ტური წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რეს და სა­უ­კე­თე­სო ათე­ულ­ში მოხ­ვდნენ. ქარ­თველ­მა მომ­ღერ­ლებ­მა მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლურ სა­ღა­მო­ზე სიმ­ღე­რა Waterfall შე­ას­რუ­ლეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტე­ბის პრო­დი­უ­სერ­მა, ნა­თია უზ­ნა­ძემ ქა­ლაქ მალ­მო­ა­დან აც­ნო­ბა, სა­კონ­კურ­სო სიმ­ღე­რა Waterfall ქარ­თვე­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბის­თვის შვედ­მა კომ­პო­ზი­ტორ­მა, ტო­მას ჯე­ი­სონ­მა შექ­მნა; სცე­ნოგ­რა­ფი­ა­ზე რე­ჟი­სო­რი ლაშა ონი­ა­ნი მუ­შა­ობ­და; სას­ცე­ნო კოს­ტი­უ­მე­ბი ქარ­თვე­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბის­თვის დი­ზა­ი­ნერ­მა ავ­თან­დილ ცქვი­ტი­ნი­ძემ შექ­მნა.

მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლუ­რი ტუ­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი კომ­პე­ტენ­ტურ­მა ჟი­უ­რიმ და ევ­რო­პელ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა ხმის მი­ცე­მის შე­დე­გად, ერ­თობ­ლი­ვად (50%/50%) გა­მო­ავ­ლი­ნეს.

ესე­ნი არი­ან: უნ­გრე­თი - "ბე­ი­ა­ლექ­სი", სიმ­ღე­რით "Kedvesem" (Zoohcker Remix); აზერ­ბა­ი­ჯა­ნი - ფე­რიდ მა­მა­დო­ვი, სიმ­ღე­რით "Hold Me"; სა­ქარ­თვე­ლო - სოფო გე­ლო­ვა­ნი და ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი, სიმ­ღე­რით "Waterfall"; რუ­მი­ნე­თი - ცე­ზა­რი, სიმ­ღე­რით "It's My Life"; ნორ­ვე­გია - მარ­გა­რეტ ბერ­გე­რი, სიმ­ღე­რით "I Feed You My Love"; ის­ლან­დია - ეი­თორ ინგი, სიმ­ღე­რით Ég Á Líf"; სომ­ხე­თი - დო­რი­ან­სი, სიმ­ღე­რით "Lonely Planet"; ფი­ნე­თი - კრის­ტა სი­ე­გფ­რიდსი, სიმ­ღე­რით "Marry Me"; მალ­ტა - ჯან­ლუ­კა, სიმ­ღე­რით "Tomorrow"; სა­ბერ­ძნე­თი - ჯგუ­ფი Koza Mostra feat და აგა­თონ ია­კო­ვი­დი­სი, სიმ­ღე­რით "Alcohol Is Free"

პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი არი­ან: მოლ­დო­ვა - ალი­ო­ნა მუნი, სიმ­ღე­რით "O Mie"; ლიტ­ვა - ენ­დრი­უს პო­ი­ა­ვი­სი, სიმ­ღე­რით "Something"; ირ­ლან­დია - რე­ი­ენ დო­ლე­ნი, სიმ­ღე­რით "Only Love Survives"; ეს­ტო­ნე­თი - ბა­ირ­გი­თი, სიმ­ღე­რით " Et Uus Saaks Alguse"; ბე­ლო­რუ­სი - ალი­ო­ნა ლანსკა­ია, სიმ­ღე­რით "Solayoh"; და­ნია - ემი­ლიე დე ფო­რეს­ტი, სიმ­ღე­რით "Only Teardrops"; რუ­სე­თი - დი­ა­ნა გა­რი­პო­ვა, სიმ­ღე­რით "What If"; ბელ­გია - რო­ბერ­ტო ბე­ლა­რო­სა, სიმ­ღე­რით "Love Kills"; უკ­რა­ი­ნა - ზლა­ტა ოგ­ნე­ვი­ჩი, სიმ­ღე­რით "Gravity" და ნი­დერ­ლან­დე­ბი - ანო­უ­კი, სიმ­ღე­რით "Birds".

ევ­რო­ვი­ზი­ის სიმ­ღე­რის კონ­კურ­სის წე­სის შე­სა­ბა­მი­სად, ფი­ნალ­ში ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­და­დი­ან მას­პინ­ძე­ლი ქვეყ­ნის შვე­დე­თის და "დიდი ხუ­თე­უ­ლის" (გერ­მა­ნია, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, საფ­რან­გე­თი, ეს­პა­ნე­თი, იტა­ლია) წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

შვე­დე­თი - რო­ბინ სტი­ემ­ბერ­გი, სიმ­ღე­რით "You"; დიდი ბრი­ტა­ნე­თი - ბონი ტე­ი­ლე­რი, სიმ­ღე­რით "Believe In Me"; გერ­მა­ნია - კას­კა­და, სიმ­ღე­რით "Glorious"; იტა­ლია - მარ­კო მენ­გო­ნი, სიმ­ღე­რით "L'Essenziale"; საფ­რან­გე­თი - ამან­და ბო­ურ­გე­ი­ო­უ­სი, სიმ­ღე­რით "L'enfer Et Moi" და ეს­პა­ნე­თი - ჯგუ­ფი ESDM, სიმ­ღე­რით "Contigo Hasta El Final"(With You Until The End).

რი­გით 58-ე ევ­რო­ვი­ზი­ის სიმ­ღე­რის კონ­კურ­სის ფი­ნა­ლი 18 მა­ისს შედ­გე­ბა. ფი­ნა­ლურ სა­ღა­მო­ზე 2013 წლის ევრო­ფეს­ტი­ვა­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მოვ­ლინ­დე­ბა.

"ევ­რო­ვი­ზი­ის" სიმ­ღე­რის კონ­კურ­სის მხარ­დამ­ჭე­რია სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი "ევროვიზიის" ფინალში იმღერებენ

სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი "ევროვიზიის" ფინალში იმღერებენ

"ევროფესტივალის" ქართველმა მონაწილეებმა სოფო გელოვანმა და ნოდიკო ტატიშვილმა ნახევარფინალური ტური წარმატებით გაიარეს და საუკეთესო ათეულში მოხვდნენ. ქართველმა მომღერლებმა მეორე ნახევარფინალურ საღამოზე სიმღერა Waterfall შეასრულეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საზოგადოებრივი მაუწყებლის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერმა, ნათია უზნაძემ ქალაქ მალმოადან აცნობა, საკონკურსო სიმღერა Waterfall ქართველი კონკურსანტებისთვის შვედმა კომპოზიტორმა, ტომას ჯეისონმა შექმნა; სცენოგრაფიაზე რეჟისორი ლაშა ონიანი მუშაობდა; სასცენო კოსტიუმები ქართველი კონკურსანტებისთვის დიზაინერმა ავთანდილ ცქვიტინიძემ შექმნა.

მეორე ნახევარფინალური ტურის გამარჯვებულები კომპეტენტურმა ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად (50%/50%) გამოავლინეს.

ესენი არიან: უნგრეთი - "ბეიალექსი", სიმღერით "Kedvesem" (Zoohcker Remix); აზერბაიჯანი - ფერიდ მამადოვი, სიმღერით "Hold Me"; საქართველო - სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი, სიმღერით "Waterfall"; რუმინეთი - ცეზარი, სიმღერით "It's My Life"; ნორვეგია - მარგარეტ ბერგერი, სიმღერით "I Feed You My Love"; ისლანდია - ეითორ ინგი, სიმღერით Ég Á Líf"; სომხეთი - დორიანსი, სიმღერით "Lonely Planet"; ფინეთი - კრისტა სიეგფრიდსი, სიმღერით "Marry Me"; მალტა - ჯანლუკა, სიმღერით "Tomorrow"; საბერძნეთი - ჯგუფი Koza Mostra feat და აგათონ იაკოვიდისი, სიმღერით "Alcohol Is Free"

პირველი ნახევარფინალის გამარჯვებულები არიან: მოლდოვა - ალიონა მუნი, სიმღერით "O Mie"; ლიტვა - ენდრიუს პოიავისი, სიმღერით "Something"; ირლანდია - რეიენ დოლენი, სიმღერით "Only Love Survives"; ესტონეთი - ბაირგითი, სიმღერით " Et Uus Saaks Alguse"; ბელორუსი - ალიონა ლანსკაია, სიმღერით "Solayoh"; დანია - ემილიე დე ფორესტი, სიმღერით "Only Teardrops"; რუსეთი - დიანა გარიპოვა, სიმღერით "What If"; ბელგია - რობერტო ბელაროსა, სიმღერით "Love Kills"; უკრაინა - ზლატა ოგნევიჩი, სიმღერით "Gravity" და ნიდერლანდები - ანოუკი, სიმღერით "Birds".

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის შესაბამისად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის შვედეთის და "დიდი ხუთეულის" (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია) წარმომადგენლები.

შვედეთი - რობინ სტიემბერგი, სიმღერით "You"; დიდი ბრიტანეთი - ბონი ტეილერი, სიმღერით "Believe In Me"; გერმანია - კასკადა, სიმღერით "Glorious"; იტალია - მარკო მენგონი, სიმღერით "L'Essenziale"; საფრანგეთი - ამანდა ბოურგეიოუსი, სიმღერით "L'enfer Et Moi" და ესპანეთი - ჯგუფი ESDM, სიმღერით "Contigo Hasta El Final”(With You Until The End).

რიგით 58-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფინალი 18 მაისს შედგება. ფინალურ საღამოზე 2013 წლის ევროფესტივალის გამარჯვებული გამოვლინდება.

"ევროვიზიის" სიმღერის კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება