საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსახიობები, რომლებმაც ეკრანზე გაშიშვლება ინანეს
მსახიობები, რომლებმაც ეკრანზე გაშიშვლება ინანეს

მარ­თა­ლია ჰო­ლი­ვუდ­ში სულ უფრო იშ­ვი­ა­თად იღე­ბენ თა­მამ, სექ­სუ­ა­ლურ სცე­ნებს, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი ვარ­სკვლა­ვი, რო­მელ­მაც წარ­სულ­ში გა­ი­ხა­და, ამის შე­სა­ხებ დღემ­დე ნა­ნობს.

კელი ბრუ­კის შიშ­ვე­ლი მკერ­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ 2011 წელს ფილმში "პი­რა­ნია" იხი­ლა. მსა­ხი­ო­ბი ძა­ლი­ან ნა­ნობს ამ საქ­ცი­ელს.

"რა თქმა უნდა, უკან ვი­ხე­დე­ბი და ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი. ნამ­დვი­ლად კარ­გი ფული მო­დის, რო­დე­საც ამ ასა­კის ადა­მი­ა­ნი ასე პო­ზი­რებს, მაგ­რამ ეს არ იყო კარ­გი. ამას ძა­ლი­ან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აღარ ვი­ზამ", - გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა.

ქეით უინსლე­ტის მკერ­დი მის თით­ქმის ყვე­ლა ფილმში გვხვდე­ბა. ვი­ღა­ცამ შე­იძ­ლე­ბა იფიქ­როს, რომ მსა­ხი­ობს მისი დე­მონ­სტრი­რე­ბა მოს­წონს, თუმ­ცა, ეს ასე არ არის.

"არ მინ­და ისეთ მსა­ხი­ო­ბად ვიქ­ცე, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის შიშ­ვლდე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ვარ­სკვლავ­მა.

ნა­ტა­ლი პორ­ტმა­ნი ცნო­ბი­ლია თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი რო­ლე­ბით. ბოლო დროს მსა­ხი­ო­ბი თა­მამ ფო­ტო­სე­სი­ებ­შიც კი აღარ იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ყვე­ლა­ფე­რი კი 2007 წელს ფილ­მით Hotel Chevalier და­ი­წყო, სა­დაც ნა­ტა­ლიმ კა­მე­რე­ბის წინ სრუ­ლი­ად გა­ი­ხა­და. მსა­ხი­ობ­მა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღი­ა­რა, რომ ნა­ნობს თა­ვის საქ­ცი­ელს და არ უნდა გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი­ყო.

ტე­ი­ლორ ლოტ­ნე­რის წელსზე­მოთ შიშ­ვე­ლი სცე­ნე­ბი ფილმში "ბინ­დი" ინ­ტერ­ნეტ-სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხუმ­რო­ბის საგ­ნა­დაც კი იქცა. მსა­ხი­ობს შე­სა­ნიშ­ნა­ვი სხე­უ­ლი აქვს და ალ­ბათ სწო­რედ ამი­ტომ, ფილ­მის რე­ჟი­სო­რი მო­ი­თხოვ­და, რომ ლოტ­ნერს თით­ქმის ყვე­ლა სცე­ნა­ში მა­ი­სუ­რი გა­ე­ხა­და. რო­გორც ჩანს, მსა­ხი­ობს თა­ვა­დაც აღი­ზი­ა­ნებ­და ის, რომ ყვე­ლა კადრში მის ნა­ვარ­ჯი­შებ სხე­ულს უფრო აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ, ვიდ­რე მის სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბას.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Sun-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

მსახიობები, რომლებმაც ეკრანზე გაშიშვლება ინანეს

მსახიობები, რომლებმაც ეკრანზე გაშიშვლება ინანეს

მართალია ჰოლივუდში სულ უფრო იშვიათად იღებენ თამამ, სექსუალურ სცენებს, თუმცა ზოგიერთი ვარსკვლავი, რომელმაც წარსულში გაიხადა, ამის შესახებ დღემდე ნანობს.

კელი ბრუკის შიშველი მკერდი საზოგადოებამ 2011 წელს ფილმში "პირანია" იხილა. მსახიობი ძალიან ნანობს ამ საქციელს.

"რა თქმა უნდა, უკან ვიხედები და ვფიქრობ, რომ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. ნამდვილად კარგი ფული მოდის, როდესაც ამ ასაკის ადამიანი ასე პოზირებს, მაგრამ ეს არ იყო კარგი. ამას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აღარ ვიზამ", - განაცხადა მსახიობმა.

ქეით უინსლეტის მკერდი მის თითქმის ყველა ფილმში გვხვდება. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ მსახიობს მისი დემონსტრირება მოსწონს, თუმცა, ეს ასე არ არის.

"არ მინდა ისეთ მსახიობად ვიქცე, რომელიც ყოველთვის შიშვლდება", - აღნიშნა ვარსკვლავმა.

ნატალი პორტმანი ცნობილია თავშეკავებული როლებით. ბოლო დროს მსახიობი თამამ ფოტოსესიებშიც კი აღარ იღებს მონაწილეობას. ყველაფერი კი 2007 წელს ფილმით Hotel Chevalier დაიწყო, სადაც ნატალიმ კამერების წინ სრულიად გაიხადა. მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ ნანობს თავის საქციელს და არ უნდა გაშიშვლებულიყო.

ტეილორ ლოტნერის წელსზემოთ შიშველი სცენები ფილმში "ბინდი" ინტერნეტ-საზოგადოებაში ხუმრობის საგნადაც კი იქცა. მსახიობს შესანიშნავი სხეული აქვს და ალბათ სწორედ ამიტომ, ფილმის რეჟისორი მოითხოვდა, რომ ლოტნერს თითქმის ყველა სცენაში მაისური გაეხადა. როგორც ჩანს, მსახიობს თავადაც აღიზიანებდა ის, რომ ყველა კადრში მის ნავარჯიშებ სხეულს უფრო აკვირდებოდნენ, ვიდრე მის სამსახიობო ოსტატობას.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება