სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აღმოჩნდა თიკა ფაცაცია გეების პლაჟზე
როგორ აღმოჩნდა თიკა ფაცაცია გეების პლაჟზე

თიკა ფა­ცა­ცი­ას "რუს­თა­ვი-2"-ში შევ­ხვდით. ტე­ლე­წამ­ყვა­ნი მშვე­ნივ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა და ისიც კი მი­თხრა, რომ სე­ზო­ნის დას­რუ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც ენერ­გი­უ­ლა­დაა და კი­დევ ბევრ რა­მეს გა­ა­კე­თებ­და. ეს ალ­ბათ იმის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ სა­ღა­მო­ებს გრილ აგა­რაკ­ზე ატა­რებს მე­უღ­ლე­სა და შვი­ლებ­თან ერ­თად. რო­გორც კი დრო აქვს, ბავ­შვებ­თან გარ­ბის და ყვე­ლა­ნა­ირ დროს­ტა­რე­ბა­ზე უარი აქვს ნათ­ქვა­მი. დე­დო­ბას ახლა უფრო გრძნობს და სურს, თი­თო­ე­უ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი წუთი შვი­ლებს და­უთ­მოს. თი­კას დას­ვე­ნე­ბა­სა და ცო­ტაც მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- ზა­ფხუ­ლი შენი საყ­ვა­რე­ლი სე­ზო­ნია?

- უფრო მე­ტად იყო, ვიდ­რე არის, რად­გან შვი­ლე­ბი მყავს და დას­ვე­ნე­ბაც მათი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით იგეგ­მე­ბა. ზუს­ტად ახლა ვიხ­სე­ნებ­დი, მე­ხუ­თე წე­ლია, აგა­რა­კი მაქვს, არ და­ვა­კონ­კრე­ტებ სად, თბი­ლის­თან ახ­ლოს არის, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის და­შო­რე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად, ორ თვეს მა­ინც იქ ვა­ტა­რებთ ხოლ­მე და იქი­დან დავ­დი­ვარ თბი­ლის­ში. პა­ტა­რა წლი­ნა­ხევ­რი­საა. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ცო­დე, რომ ბავ­შვებ­მა ჰა­ე­რი მა­ინც შე­იც­ვა­ლეს, ასე რომ, აგა­რაკ­ზე ყოფ­ნა მათ­თვის კარ­გია და თან, კომ­ფორ­ტუ­ლიც. დილა-სა­ღა­მოს მათ­თან ერ­თად ვარ.

- მთე­ლი დღე ტო­ვებ ხოლ­მე პა­ტა­რებს?

- ამ სა­კითხს ძა­ლი­ან დიდი ყუ­რა­დღე­ბით ვუდ­გე­ბი და ვნერ­ვი­უ­ლობ, რად­გან მინ­და, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი დრო გა­ვა­ტა­რო ჩემს შვი­ლებ­თან. არ მინ­და, ვინ­მემ არას­წო­რად გა­მი­გოს, მაგ­რამ რა­საც დედა გა­უ­კე­თებს შვილს, იმას სხვა ვერ გა­ა­კე­თებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მყავს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი ვენ­დო­ბი. გარ­თო­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არ არის, რად­გან უფრო კარ­გად ჩემს შვი­ლებ­თან ვერ­თო­ბი სახ­ლში. ის, რაც პირ­ვე­ლი შვი­ლის გაზ­რდი­სას გა­მოვ­ტო­ვე, მინ­და, ახლა ავა­ნა­ზღა­უ­რო. ან­დრო რომ და­ი­ბა­და, მინ­დო­და მე­გობ­რებ­თან ერ­თად ყოფ­ნა, გარ­თო­ბა, მე­გო­ნა, რომ ის ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­იზ­რდე­ბო­და, რაც ასეც მოხ­და, მაგ­რამ მგო­ნია, რომ მეც და­მაკ­ლდა ბევ­რი რამ და მა­საც, ამი­ტომ მსგავ­სი შეც­დო­მე­ბი მე­ო­რე შვილ­ზე აღარ და­მიშ­ვია.

- თა­ვად ან­დროს თუ უგ­რძნო­ბი­ნე­ბია ეს რო­დის­მე?

- არას­დროს უთ­ქვამს, მაგ­რამ ახლა, როცა ვა­და­რებ იმ და ამ დე­დო­ბას, დიდი სხვა­ო­ბაა. ვცდი­ლობ, ორ­მა­გად და­ვუთ­მო ყუ­რა­დღე­ბა ჩემს უფ­როს შვილ­საც და გა­ვა­ნე­ბივ­რო. ჩვენ დას­ვე­ნე­ბა­ზე ვსა­უბ­რობ­დით. ორი წლის წი­ნან­დე­ლი ზა­ფხუ­ლი თურ­ქეთ­ში გა­ვა­ტა­რე, შვი­ლი უნდა გა­მეშ­ვა, 5-6 თვის ორ­სუ­ლი ვი­ყა­ვი და გა­დავ­წყვი­ტე, მეც წავ­სუ­ლი­ყა­ვი. შუა ტრი­მესტრში უკვე შე­იძ­ლე­ბა ფრე­ნა ორ­სუ­ლო­ბი­სას. შარ­შან, ბუ­ნებ­რი­ვია, ვერ­სად წა­ვე­დი, რად­გან უმ­ცრო­სი პა­ტა­რა იყო. ზა­ფხუ­ლი აგა­რაკ­ზე გა­ვა­ტა­რეთ. წელს კი, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ პა­ტა­რას ძა­ლი­ან მოს­წონს წყალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ვფიქ­რობ, თუ წა­ვალ, მა­საც წა­ვიყ­ვან ზღვა­ზე.

- ვიცი, რომ აგა­რაკ­ზე ყვა­ვი­ლე­ბი გაქვთ. შენ უვლი?

- არა, ჩემი მე­უღ­ლე რწყავს ხოლ­მე ნარ­გა­ვებს ეზო­ში. თბი­ლის­შიც მაქვს ძა­ლი­ან ბევ­რი ყვა­ვი­ლი. ვი­ზუ­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან მომ­წონს, მოვ­ლა კი იმ­დე­ნად არ ვიცი. მგო­ნია, რომ სუ­ლი­ე­რი არ­სე­ბე­ბი არი­ან და თუკი რა­ი­მე გა­უ­ჭირ­დე­ბათ, ჩემი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც არის, ჩემ­მა მე­უღ­ლემ აიღო მათი მოვ­ლა სა­კუ­თარ თავ­ზე. თბი­ლის­ში აივ­ნის ყვა­ვი­ლე­ბი გვაქვს, რომ­ლე­ბიც ზამ­თარს ძა­ლი­ან კარ­გად უძ­ლებს.

- აგა­რაკ­ზე რამ­დენ ხანს ატა­რებთ?

- ორ თვეს მა­ინც. როცა ღა­მით თბი­ლის­ში სუნ­თქვა შე­უძ­ლე­ბე­ლია, იმ ღა­მეს­ვე მი­ვემ­გზავ­რე­ბი ხოლ­მე. ჩემ­თვის რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია სუნ­თქვა, ბავ­შვებს, მით უმე­ტეს, გა­უ­ჭირ­დე­ბათ.

- აგა­რაკ­ზე კომ­ფორ­ტი გაქვს?

- ყვე­ლა­ფე­რი არის, ჯამ-ჭურ­ჭე­ლი არ და­მაქვს აქეთ-იქით. მხო­ლოდ ტან­საც­მე­ლი და პრო­დუქ­ტე­ბი მი­მაქვს.

- რო­გო­რი სა­მე­ზობ­ლოა?

- არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მე­ზობ­ლო გვყავს და ამ აგა­რა­კის შე­ძე­ნის ერთ-ერთი მო­ტი­ვა­ცია სწო­რედ ეს იყო. ნაც­ნო­ბო­ბით შე­ვი­ძი­ნე ეს აგა­რა­კი. ერთი ქუ­ჩაა, აგა­რა­კე­ბის ქუჩა, რომ ჩა­ვუვ­ლი, ყვე­ლა სახ­ლში ნაც­ნო­ბი მყავს. გა­დას­ვლა-გად­მოს­ვლაც ხდე­ბა ხოლ­მე. ბავ­შვებ­საც უად­ვილ­დე­ბათ მათ შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ აგა­რა­კი არ­სე­ბობს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ადრე რთუ­ლად წარ­მო­მედ­გი­ნა აგა­რა­კი, მისი მოვ­ლა, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი სირ­თუ­ლე არ ყო­ფი­ლა.

- სა­ნამ აგა­რა­კი არ იყო, სად ის­ვე­ნებ­დით ხოლ­მე? ბავ­შვო­ბაც გა­იხ­სნე.

- ყო­ველ­თვის არ მქო­ნია სა­შუ­ა­ლე­ბა, ფი­ნან­სურ კუ­თხეს ვგუ­ლის­ხმობ, რომ ზღვა­ზე წავ­სუ­ლი­ყა­ვით. ოჯახს ჰქონ­და აგა­რა­კი, სა­დაც ვის­ვე­ნებ­დით, ასე­ვე ბავ­შვო­ბა­ში ბე­ბი­ას­თან ჩავ­დი­ო­დი. ფოთ­ში სახ­ლი გვაქვს. ბე­ბი­ას­თან თვე­ო­ბით ვი­ყა­ვი ხოლ­მე და ზა­ფხუ­ლის უმე­ტეს ნა­წილს იქ ვა­ტა­რებ­დი. ჩა­მოვ­დი­ო­დი მეგ­რუ­ლი კი­ლო­თი. ახლა არ ვიცი, დიდ­ხანს რომ გავ­ჩერ­დე, კი­დევ ავი­კი­დებ თუ არა, მაგ­რამ პა­ტა­რა­ო­ბი­სას ამაღ­ლე­ბუ­ლი ინ­ტო­ნა­ცი­ე­ბით ვლა­პა­რა­კობ­დი ხოლ­მე სექ­ტემ­ბერ­ში (იცი­ნის). მერე, რას­კვირ­ვე­ლია, ისევ გად­მოვ­დი­ო­დი ქა­ლა­ქურ ყა­ი­და­ზე.

ცო­ტა­თი რომ წა­მო­ვი­ზარ­დე, დე­და­ჩემს სულ ვეხ­ვე­წე­ბო­დი ხოლ­მე, ბა­თუმ­ში გა­მიშ­ვი-მეთ­ქი. დილა-სა­ღა­მოს ამას ვე­უბ­ნე­ბო­დი. პირ­ვე­ლად 16 წლის ასაკ­ში გა­მიშ­ვეს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ბა­თუმ­ში, თუმ­ცა მა­ნამ­დე თა­ნა­მედ­რო­ვე ცეკ­ვებ­ზე დავ­დი­ო­დი და სა­ზღვარ­გა­რე­თაც ვყო­ფილ­ვარ თვე­ო­ბით. როცა გო­გო­ნებ­თან ერ­თად გა­ვემ­გზავ­რე და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ვიგ­რძე­ნი, ეს 16 წლის რომ ვი­ყა­ვი, მა­შინ მოხ­და.

- არა­და, გა­მი­გია, თი­კას დედა ძა­ლი­ან მკაც­რი იყო და მარ­ტო არ­სად უშ­ვებ­დაო.

- კი, ნამ­დვი­ლად ასე იყო. მკაც­რი არა, მაგ­რამ ფრთხი­ლი იყო. მა­შინ მო­ტა­ცე­ბე­ბი ხში­რი გახ­ლდათ და ამი­სი ეში­ნო­და. მეც იმ­დე­ნად და­ში­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, სად­მე რომ მივ­დი­ო­დი, ცეკ­ვა­ზე, სიმ­ღე­რა­ზე, სულ აქეთ-იქით ვი­ყუ­რე­ბო­დი, ვინ­მე ხომ არ მომ­დევს-მეთ­ქი.

- თუმ­ცა შენ რომ ბა­თუმ­ში გა­გიშ­ვეს, სწო­რედ მა­შინ იტა­ცებ­დნენ ხოლ­მე თბი­ლი­სელ გო­გო­ნებს ბა­თუ­მე­ლე­ბი...

- (იღი­მის), უი, არა, ეს არ გა­მი­გია და არც მახ­სოვს.

- თიკა, სპორ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ. ცურ­ვას­თან რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვს?

- ზღვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. მის­თვის მე­მე­ტე­ბა დას­ვე­ნე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი 10-12 დღე. მთა ჩემი არ არის. ადრე ასე იყო და ახლა ბევრ სი­კე­თეს ვპო­უ­ლობ მთა­შიც. შე­მეც­ვა­ლა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, ეტყო­ბა, ასა­კი მა­ინც თა­ვი­სას შვრე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ცურ­ვას, დიდი მო­ცუ­რა­ვე არ ვარ. შე­მიძ­ლია დიდ­ხანს ვიყო წყალ­ში, მაგ­რამ დიდ­ხანს ცურ­ვა არ გა­მომ­დის, ქო­შინს ვი­წყებ. წყლის არა, მაგ­რამ ზვი­გე­ნო­ფო­ბია მაქვს (იცი­ნის).

- ზვი­გე­ნებს აქ რა უნ­დათ?

- თუკი მხრე­ბამ­დე დამ­ფა­რავს წყა­ლი, იმის იქით არ შევ­დი­ვარ, რად­გან რამე რომ იყოს, უკან გა­მოვ­ვარ­დე (იცი­ნის). ეტყო­ბა, ბავ­შვო­ბა­ში ნა­ნა­ხი ფილ­მი ჩამ­რჩა ცუ­დად მეხ­სი­ე­რე­ბა­ში. სი­სუ­ლე­ლემ­დე და­დის ეს შიში, მაგ­რამ იმა­საც გე­ტყვი, რომ თუკი აუზი არ არის გამჭვირ­ვა­ლე, იქაც არ ჩა­ვალ. გეს­მის, რა სი­გი­ჟემ­დე ვარ მი­სუ­ლი (იცი­ნის)? არ მინ­და, რომ რა­ი­მე მო­მე­დოს წყალ­ში ყოფ­ნი­სას. სულ და­ძა­ბუ­ლი ვცუ­რავ ამის გამო, თუმ­ცა წყალ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არც ერთი უსი­ა­მოვ­ნო შემ­თხვე­ვა არ მახ­სენ­დე­ბა.

- გა­რუ­ჯვა­ზეც გკი­თხავ აუ­ცი­ლებ­ლად.

- ესეც წლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად შე­მეც­ვა­ლა, რად­გან ადრე ჩემი ქმა­რი მე­უბ­ნე­ბო­და, შენ­თან ერ­თად და­სას­ვე­ნებ­ლად წას­ვლა არ ღირ­სო. დი­ლი­დან მზის ჩას­ვლამ­დე მზე­ზე წოლა შე­მეძ­ლო, მის­თვის კი ეს სრუ­ლი­ად უინ­ტე­რე­სო იყო, მზე რომ არ გიყ­ვარს, ქოლ­გის ქვეშ ძა­ლი­ან რთუ­ლია ყოფ­ნა. დამ­ცავს არ ვი­ყე­ნებ­დი. მე­გო­ნა, რომ ათი დღე რად­გან ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი, ბო­ლომ­დე უნდა მი­მე­ღო მზის აბა­ზა­ნე­ბი. ყვე­ლას მინ­და ვთხო­ვო, რომ აუ­ცი­ლებ­ლად წა­ის­ვან დამ­ცა­ვი. ძა­ლი­ან მაგ­რად და­ვიწ­ვი ბევ­რჯერ. ამან ძა­ლი­ან ბევ­რი ცუდი კვა­ლი და­ტო­ვა. გარ­და იმი­სა, რომ კანს აშ­რობს, ტო­ვებს ლა­ქებ­საც. ბევ­რი პრობ­ლე­მა მქო­ნია სა­ხის კან­ზე, ამი­ტო­მაც ახლა დი­ლას თერ­თმე­ტამ­დე ვე­ფი­ცხე­ბი მზეს და შემ­დეგ - სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში. აუ­ცი­ლებ­ლად მა­ხუ­რავს დიდი შლა­პა, რომ სა­ხის კანი და­ვიც­ვა. დე ვი­ტა­მი­ნი ზო­მი­ე­რად არის სა­სარ­გებ­ლო. ჭარ­ბი კი სა­ზი­ა­ნოა.

- ზღვა­ზე რომ მი­დი­ხარ, რა მი­გაქვს ხოლ­მე?

- დიდი თავ­სა­ბუ­რა­ვი, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი რი­ცხვით დამ­ცა­ვი, რათა კარ­გად და­ვიც­ვა კანი. არ ვარ ძა­ლი­ან თეთ­რი, ხორ­ბლის­ფე­რი ვარ, მაგ­რამ ამას დამ­წვრო­ბის­თვის ხელი არ შე­უშ­ლია.

- სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმს რო­გორ არ­ჩევ?

- არ მიყ­ვარს სალ­ტე­ე­ბი­ა­ნი სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მე­ბი, მერე სხე­ულ­ზე გან­სხვა­ვე­ბე­ბი რომ ეტყო­ბათ. უბ­რე­ტე­ლო სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმს ვარ­ჩევ ხოლ­მე. მომ­წონს ცალ-ცალ­კე და მთლი­ა­ნი კოს­ტი­უ­მე­ბი. მინ­და, ქა­ლებს ვუ­თხრა, რომ მთლი­ა­ნი სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მი უფრო კარგ სხე­ულს აჩენს.

- მო­დის ტენ­დენ­ცი­ე­ბი გა­ინ­ტე­რე­სებს ამ კუ­თხით?

- ან ფე­რით უნდა მო­ვი­ხიბ­ლო, ან სხვა რა­მით. ჭრე­ლი სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მე­ბი არ მიყ­ვარს, სა­ინ­ტე­რე­სო ფერი უნდა იყოს, რომ ნამ­ზე­უ­რი კარ­გად გა­მოკ­ვე­თოს.

- სა­ზღვარ­გა­რეთ და­გის­ვე­ნია?

- და­მის­ვე­ნია. თურ­ქე­თი, მგო­ნი, აღარ ით­ვლე­ბა, იქ ძა­ლი­ან ხში­რად წავ­სულ­ვარ, სა­ბერ­ძნეთ­ში გახ­ლდით, ასე­ვე ეს­პა­ნეთ­ში, კა­ნა­რის კუნ­ძუ­ლებ­ზე, ბარ­სე­ლო­ნას­თან ერთ-ერთ კუ­რორტზეც ვყო­ფილ­ვარ, სა­ხე­ლი არ მახ­სოვს. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი გა­მახ­სენ­და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სწო­რედ ამ ეს­პა­ნურ კუ­რორტზე მოვ­ხვდი არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის ხალ­ხის პლაჟ­ზე. მათ­თვის ცალ­კე ყო­ფი­ლა. რომ გა­ი­ხე­დავ­დი, ყველ­გან მა­მა­კა­ცე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს ეა­ლერ­სე­ბოდ­ნენ. მე და ჩემი მე­უღ­ლე ვი­ყა­ვით ჩემი ქმრის ორ მე­გო­ბარ­თან ერ­თად.

- შიშ­ვლე­ბი ხომ არ იყ­ვნენ?

- არა, სა­ზღვაო ჩაც­მუ­ლო­ბით. მე სულ და­მა­ვი­წყდა, რომ პლაჟ­ზე ვი­ყა­ვი და ვუ­ყუ­რებ­დი. ცოტა შო­კი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი იმით, თუ რო­გორ გა­მო­ხა­ტავ­დნენ თა­ვი­ანთ სიყ­ვა­რულს და ეფე­რე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს. დიდი გაკ­ვირ­ვე­ბაც არ გა­მო­მი­ხა­ტავს, იმი­ტომ რომ ზო­გა­დად ამ თე­მი­სად­მი ნე­იტ­რა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს. ზღვა­ში ატა­ცე­ბუ­ლი ჰყავ­დათ ერ­თმა­ნე­თი. ოთხი ქარ­თვე­ლი ამა­ზე ხმა­მაღ­ლა ვმსჯე­ლობ­დით. რა­მაც გა­მაკ­ვირ­ვა, ის იყო, რომ რო­გორც სხვა­დას­ხვა სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იქ­ცე­ვი­ან, რო­დე­საც უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი, ზუს­ტად ასე­ვე იქ­ცე­ოდ­ნენ ისი­ნიც. ეს იყო საკ­მა­ოდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფაქ­ტი ჩემი მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რი­ა­ში. ნა­ხე­ვა­რი დღე დავ­ყა­ვით იქ და ბუ­ნებ­რი­ვია, უკან აღარ დავ­ბრუნ­დით, რად­გან იქ ჩვე­ნი ად­გი­ლი აღარ იყო. სხვა­თა შო­რის, ეს პლა­ჟი მიგ­ვას­წავ­ლეს, რო­გორც ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სა­ნა­პი­რო იმ კუ­რორტზე და ამი­ტო­მაც მოვ­ხვდით იქ. წი­ნას­წარ არა­ვის გა­ვუფრ­თხი­ლე­ბი­ვართ.

- ნუ­დის­ტურ პლაჟ­ზეც ხომ არ მოხ­ვედ­რილ­ხარ?

- არა, ასე­თი შემ­თხვე­ვა არ მქო­ნია. წელს ზე­მოთ ქა­ლე­ბი უცხო­ეთ­ში ჩვე­უ­ლებ­რივ სა­ნა­პი­რო­ებ­ზეც ძა­ლი­ან ხში­რად შიშ­ვლდე­ბი­ან.

- ტან­გა სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მე­ბი რომ აც­ვი­ათ, ეს მი­სა­ღე­ბია შენ­თვის?

- მე, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ მო­ვირ­გებ­დი, მაგ­რამ ვი­საც კარ­გი სხე­უ­ლი აქვს და უხ­დე­ბა, კარ­გი სა­ნა­ხა­ვია.

- ზა­ფხულ­ში აუზ­ზე და­დი­ხარ?

- ადრე ხში­რად დავ­დი­ო­დი, როცა გაპ­რან­ჭვის ხანა მქონ­და. ყო­ველ­დღე გა­მო­ნაკ­ლი­სის გა­რე­შე დავ­დი­ო­დი აუზ­ზე მე­გობ­რებ­თან ერ­თად. მერე რამ­დე­ნი­მე­ჯერ ჯან­მრთე­ლო­ბის მიზ­ნით ზამ­თარ-ზა­ფხულ ვსტუმ­რობ­დი. აგა­რაკ­ზე მაქვს აუზი და შე­სა­ბა­მი­სად, ახლა სა­გან­გე­ბოდ სხვა აუ­ზებ­ზე აღარ დავ­დი­ვარ.

- სა­ოც­ნე­ბო და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლი ან სა­დაც გინ­და მოხ­ვედ­რა, ის და­მი­სა­ხე­ლე.

- იბი­ცა­ზე მინ­და მოხ­ვედ­რა, დილა და სა­ღა­მო რომ არ გა­ირ­ჩე­ვა ერ­თმა­ნე­თის­გან, ერთი კვი­რით გა­ვემ­გზავ­რე­ბო­დი, ეს გა­დაღ­ლა უფრო იქ­ნე­ბო­და, ვიდ­რე დას­ვე­ნე­ბა. მა­ინ­ტე­რე­სებს, რამ­დე­ნად მო­მე­წო­ნე­ბო­და ამ ტი­პის გარ­თო­ბა ზა­ფხულ­ში. თუ ოც­ნე­ბაა, ოც­ნე­ბა იყოს და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მალ­დი­ვებ­ზე მოვ­ხვდე­ბო­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით ან გო­ა­ზე, ინ­დო­ეთ­ში. მხიბ­ლავს ლაჟ­ვარ­დო­ვა­ნი წყა­ლი. ალ­ბათ ყვე­ლა ოც­ნე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ად­გი­ლებ­ზე და მათ შო­რის, მეც.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში არის ისე­თი ად­გი­ლი, სა­დაც არ ყო­ფილ­ხარ?

- ბევ­რია ასე­თი, სა­დაც არ ვყო­ფილ­ვარ და ძა­ლი­ან მინ­და. იმე­დი მაქვს, როცა ბავ­შვე­ბი გა­იზ­რდე­ბი­ან, ერ­თად დავ­ლაშ­ქრავთ ამ ად­გი­ლებს.

- სა­ბო­ლო­ოდ, რომ შე­ვა­ჯა­მოთ, აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბა თუ პა­სი­უ­რი?

- ალ­ბათ შე­რე­უ­ლი, მგო­ნი, ვბერ­დე­ბი. ორ­სუ­ლო­ბი­სას წიგ­ნით ხელ­ში რომ გა­ვა­ტა­რე ზა­ფხუ­ლი, ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი.

- წელს ალ­ბათ გა­დაღ­ლი­ლი ხარ, საით აპი­რებ წას­ვლას?

- სხვა­თა შო­რის, არ ვარ ძა­ლი­ან გა­დაღ­ლი­ლი. ძა­ლი­ან მინ­და ზღვა­ზე უცხო­ეთ­ში დას­ვე­ნე­ბა, ისევ სა­ბერ­ძნეთ­ში მინ­და წას­ვლა, სა­დაც მე­უღ­ლე­სა და შვი­ლებ­თან ერ­თად გა­ვემ­გზავ­რე­ბი. ბავ­შვე­ბის და­ტო­ვე­ბა წარ­სულს ჩაჰ­ბარ­და (იღი­მის).

ნინო მურ­ღუ­ლია

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

როგორ აღმოჩნდა თიკა ფაცაცია გეების პლაჟზე

როგორ აღმოჩნდა თიკა ფაცაცია გეების პლაჟზე

თიკა ფაცაციას "რუსთავი-2"-ში შევხვდით. ტელეწამყვანი მშვენივრად გამოიყურება და ისიც კი მითხრა, რომ სეზონის დასრულების მიუხედავად, მაინც ენერგიულადაა და კიდევ ბევრ რამეს გააკეთებდა. ეს ალბათ იმის დამსახურებაა, რომ საღამოებს გრილ აგარაკზე ატარებს მეუღლესა და შვილებთან ერთად. როგორც კი დრო აქვს, ბავშვებთან გარბის და ყველანაირ დროსტარებაზე უარი აქვს ნათქვამი. დედობას ახლა უფრო გრძნობს და სურს, თითოეული თავისუფალი წუთი შვილებს დაუთმოს. თიკას დასვენებასა და ცოტაც მოგზაურობაზე ვესაუბრეთ.

- ზაფხული შენი საყვარელი სეზონია?

- უფრო მეტად იყო, ვიდრე არის, რადგან შვილები მყავს და დასვენებაც მათი საჭიროებების მიხედვით იგეგმება. ზუსტად ახლა ვიხსენებდი, მეხუთე წელია, აგარაკი მაქვს, არ დავაკონკრეტებ სად, თბილისთან ახლოს არის, ნახევარი საათის დაშორებით, შესაბამისად, ორ თვეს მაინც იქ ვატარებთ ხოლმე და იქიდან დავდივარ თბილისში. პატარა წლინახევრისაა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდე, რომ ბავშვებმა ჰაერი მაინც შეიცვალეს, ასე რომ, აგარაკზე ყოფნა მათთვის კარგია და თან, კომფორტულიც. დილა-საღამოს მათთან ერთად ვარ.

- მთელი დღე ტოვებ ხოლმე პატარებს?

- ამ საკითხს ძალიან დიდი ყურადღებით ვუდგები და ვნერვიულობ, რადგან მინდა, რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო ჩემს შვილებთან. არ მინდა, ვინმემ არასწორად გამიგოს, მაგრამ რასაც დედა გაუკეთებს შვილს, იმას სხვა ვერ გააკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ მყავს ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობი. გართობა ჩემს ცხოვრებაში არ არის, რადგან უფრო კარგად ჩემს შვილებთან ვერთობი სახლში. ის, რაც პირველი შვილის გაზრდისას გამოვტოვე, მინდა, ახლა ავანაზღაურო. ანდრო რომ დაიბადა, მინდოდა მეგობრებთან ერთად ყოფნა, გართობა, მეგონა, რომ ის ჩვეულებრივად გაიზრდებოდა, რაც ასეც მოხდა, მაგრამ მგონია, რომ მეც დამაკლდა ბევრი რამ და მასაც, ამიტომ მსგავსი შეცდომები მეორე შვილზე აღარ დამიშვია.

- თავად ანდროს თუ უგრძნობინებია ეს როდისმე?

- არასდროს უთქვამს, მაგრამ ახლა, როცა ვადარებ იმ და ამ დედობას, დიდი სხვაობაა. ვცდილობ, ორმაგად დავუთმო ყურადღება ჩემს უფროს შვილსაც და გავანებივრო. ჩვენ დასვენებაზე ვსაუბრობდით. ორი წლის წინანდელი ზაფხული თურქეთში გავატარე, შვილი უნდა გამეშვა, 5-6 თვის ორსული ვიყავი და გადავწყვიტე, მეც წავსულიყავი. შუა ტრიმესტრში უკვე შეიძლება ფრენა ორსულობისას. შარშან, ბუნებრივია, ვერსად წავედი, რადგან უმცროსი პატარა იყო. ზაფხული აგარაკზე გავატარეთ. წელს კი, იქიდან გამომდინარე, რომ პატარას ძალიან მოსწონს წყალთან ურთიერთობა, ვფიქრობ, თუ წავალ, მასაც წავიყვან ზღვაზე.

- ვიცი, რომ აგარაკზე ყვავილები გაქვთ. შენ უვლი?

- არა, ჩემი მეუღლე რწყავს ხოლმე ნარგავებს ეზოში. თბილისშიც მაქვს ძალიან ბევრი ყვავილი. ვიზუალურად ძალიან მომწონს, მოვლა კი იმდენად არ ვიცი. მგონია, რომ სულიერი არსებები არიან და თუკი რაიმე გაუჭირდებათ, ჩემი პასუხისმგებლობაც არის, ჩემმა მეუღლემ აიღო მათი მოვლა საკუთარ თავზე. თბილისში აივნის ყვავილები გვაქვს, რომლებიც ზამთარს ძალიან კარგად უძლებს.

- აგარაკზე რამდენ ხანს ატარებთ?

- ორ თვეს მაინც. როცა ღამით თბილისში სუნთქვა შეუძლებელია, იმ ღამესვე მივემგზავრები ხოლმე. ჩემთვის რომ შეუძლებელია სუნთქვა, ბავშვებს, მით უმეტეს, გაუჭირდებათ.

- აგარაკზე კომფორტი გაქვს?

- ყველაფერი არის, ჯამ-ჭურჭელი არ დამაქვს აქეთ-იქით. მხოლოდ ტანსაცმელი და პროდუქტები მიმაქვს.

- როგორი სამეზობლოა?

- არაჩვეულებრივი სამეზობლო გვყავს და ამ აგარაკის შეძენის ერთ-ერთი მოტივაცია სწორედ ეს იყო. ნაცნობობით შევიძინე ეს აგარაკი. ერთი ქუჩაა, აგარაკების ქუჩა, რომ ჩავუვლი, ყველა სახლში ნაცნობი მყავს. გადასვლა-გადმოსვლაც ხდება ხოლმე. ბავშვებსაც უადვილდებათ მათ შვილებთან ურთიერთობა. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რომ აგარაკი არსებობს ჩემს ცხოვრებაში. ადრე რთულად წარმომედგინა აგარაკი, მისი მოვლა, მაგრამ არანაირი სირთულე არ ყოფილა.

- სანამ აგარაკი არ იყო, სად ისვენებდით ხოლმე? ბავშვობაც გაიხსნე.

- ყოველთვის არ მქონია საშუალება, ფინანსურ კუთხეს ვგულისხმობ, რომ ზღვაზე წავსულიყავით. ოჯახს ჰქონდა აგარაკი, სადაც ვისვენებდით, ასევე ბავშვობაში ბებიასთან ჩავდიოდი. ფოთში სახლი გვაქვს. ბებიასთან თვეობით ვიყავი ხოლმე და ზაფხულის უმეტეს ნაწილს იქ ვატარებდი. ჩამოვდიოდი მეგრული კილოთი. ახლა არ ვიცი, დიდხანს რომ გავჩერდე, კიდევ ავიკიდებ თუ არა, მაგრამ პატარაობისას ამაღლებული ინტონაციებით ვლაპარაკობდი ხოლმე სექტემბერში (იცინის). მერე, რასკვირველია, ისევ გადმოვდიოდი ქალაქურ ყაიდაზე.

ცოტათი რომ წამოვიზარდე, დედაჩემს სულ ვეხვეწებოდი ხოლმე, ბათუმში გამიშვი-მეთქი. დილა-საღამოს ამას ვეუბნებოდი. პირველად 16 წლის ასაკში გამიშვეს მეგობრებთან ერთად ბათუმში, თუმცა მანამდე თანამედროვე ცეკვებზე დავდიოდი და საზღვარგარეთაც ვყოფილვარ თვეობით. როცა გოგონებთან ერთად გავემგზავრე და დამოუკიდებლობა ვიგრძენი, ეს 16 წლის რომ ვიყავი, მაშინ მოხდა.

- არადა, გამიგია, თიკას დედა ძალიან მკაცრი იყო და მარტო არსად უშვებდაო.

- კი, ნამდვილად ასე იყო. მკაცრი არა, მაგრამ ფრთხილი იყო. მაშინ მოტაცებები ხშირი გახლდათ და ამისი ეშინოდა. მეც იმდენად დაშინებული ვიყავი, სადმე რომ მივდიოდი, ცეკვაზე, სიმღერაზე, სულ აქეთ-იქით ვიყურებოდი, ვინმე ხომ არ მომდევს-მეთქი.

- თუმცა შენ რომ ბათუმში გაგიშვეს, სწორედ მაშინ იტაცებდნენ ხოლმე თბილისელ გოგონებს ბათუმელები...

- (იღიმის), უი, არა, ეს არ გამიგია და არც მახსოვს.

- თიკა, სპორტული ადამიანი ხარ. ცურვასთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- ზღვა ძალიან მიყვარს. მისთვის მემეტება დასვენებისთვის გამოყოფილი 10-12 დღე. მთა ჩემი არ არის. ადრე ასე იყო და ახლა ბევრ სიკეთეს ვპოულობ მთაშიც. შემეცვალა დამოკიდებულებები, ეტყობა, ასაკი მაინც თავისას შვრება. რაც შეეხება ცურვას, დიდი მოცურავე არ ვარ. შემიძლია დიდხანს ვიყო წყალში, მაგრამ დიდხანს ცურვა არ გამომდის, ქოშინს ვიწყებ. წყლის არა, მაგრამ ზვიგენოფობია მაქვს (იცინის).

- ზვიგენებს აქ რა უნდათ?

- თუკი მხრებამდე დამფარავს წყალი, იმის იქით არ შევდივარ, რადგან რამე რომ იყოს, უკან გამოვვარდე (იცინის). ეტყობა, ბავშვობაში ნანახი ფილმი ჩამრჩა ცუდად მეხსიერებაში. სისულელემდე დადის ეს შიში, მაგრამ იმასაც გეტყვი, რომ თუკი აუზი არ არის გამჭვირვალე, იქაც არ ჩავალ. გესმის, რა სიგიჟემდე ვარ მისული (იცინის)? არ მინდა, რომ რაიმე მომედოს წყალში ყოფნისას. სულ დაძაბული ვცურავ ამის გამო, თუმცა წყალთან დაკავშირებული არც ერთი უსიამოვნო შემთხვევა არ მახსენდება.

- გარუჯვაზეც გკითხავ აუცილებლად.

- ესეც წლების მატებასთან ერთად შემეცვალა, რადგან ადრე ჩემი ქმარი მეუბნებოდა, შენთან ერთად დასასვენებლად წასვლა არ ღირსო. დილიდან მზის ჩასვლამდე მზეზე წოლა შემეძლო, მისთვის კი ეს სრულიად უინტერესო იყო, მზე რომ არ გიყვარს, ქოლგის ქვეშ ძალიან რთულია ყოფნა. დამცავს არ ვიყენებდი. მეგონა, რომ ათი დღე რადგან ვიყავი წასული, ბოლომდე უნდა მიმეღო მზის აბაზანები. ყველას მინდა ვთხოვო, რომ აუცილებლად წაისვან დამცავი. ძალიან მაგრად დავიწვი ბევრჯერ. ამან ძალიან ბევრი ცუდი კვალი დატოვა. გარდა იმისა, რომ კანს აშრობს, ტოვებს ლაქებსაც. ბევრი პრობლემა მქონია სახის კანზე, ამიტომაც ახლა დილას თერთმეტამდე ვეფიცხები მზეს და შემდეგ - საღამოს საათებში. აუცილებლად მახურავს დიდი შლაპა, რომ სახის კანი დავიცვა. დე ვიტამინი ზომიერად არის სასარგებლო. ჭარბი კი საზიანოა.

- ზღვაზე რომ მიდიხარ, რა მიგაქვს ხოლმე?

- დიდი თავსაბურავი, ძალიან მაღალი რიცხვით დამცავი, რათა კარგად დავიცვა კანი. არ ვარ ძალიან თეთრი, ხორბლისფერი ვარ, მაგრამ ამას დამწვრობისთვის ხელი არ შეუშლია.

- საცურაო კოსტიუმს როგორ არჩევ?

- არ მიყვარს სალტეებიანი საცურაო კოსტიუმები, მერე სხეულზე განსხვავებები რომ ეტყობათ. უბრეტელო საცურაო კოსტიუმს ვარჩევ ხოლმე. მომწონს ცალ-ცალკე და მთლიანი კოსტიუმები. მინდა, ქალებს ვუთხრა, რომ მთლიანი საცურაო კოსტიუმი უფრო კარგ სხეულს აჩენს.

- მოდის ტენდენციები გაინტერესებს ამ კუთხით?

- ან ფერით უნდა მოვიხიბლო, ან სხვა რამით. ჭრელი საცურაო კოსტიუმები არ მიყვარს, საინტერესო ფერი უნდა იყოს, რომ ნამზეური კარგად გამოკვეთოს.

- საზღვარგარეთ დაგისვენია?

- დამისვენია. თურქეთი, მგონი, აღარ ითვლება, იქ ძალიან ხშირად წავსულვარ, საბერძნეთში გახლდით, ასევე ესპანეთში, კანარის კუნძულებზე, ბარსელონასთან ერთ-ერთ კურორტზეც ვყოფილვარ, სახელი არ მახსოვს. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო ამბავი გამახსენდა ამასთან დაკავშირებით. სწორედ ამ ესპანურ კურორტზე მოვხვდი არატრადიციული ორიენტაციის ხალხის პლაჟზე. მათთვის ცალკე ყოფილა. რომ გაიხედავდი, ყველგან მამაკაცები იყვნენ, რომლებიც ერთმანეთს ეალერსებოდნენ. მე და ჩემი მეუღლე ვიყავით ჩემი ქმრის ორ მეგობართან ერთად.

- შიშვლები ხომ არ იყვნენ?

- არა, საზღვაო ჩაცმულობით. მე სულ დამავიწყდა, რომ პლაჟზე ვიყავი და ვუყურებდი. ცოტა შოკირებული ვიყავი იმით, თუ როგორ გამოხატავდნენ თავიანთ სიყვარულს და ეფერებოდნენ ერთმანეთს. დიდი გაკვირვებაც არ გამომიხატავს, იმიტომ რომ ზოგადად ამ თემისადმი ნეიტრალური დამოკიდებულება მაქვს. ზღვაში ატაცებული ჰყავდათ ერთმანეთი. ოთხი ქართველი ამაზე ხმამაღლა ვმსჯელობდით. რამაც გამაკვირვა, ის იყო, რომ როგორც სხვადასხვა სქესის წარმომადგენლები იქცევიან, როდესაც უყვართ ერთმანეთი, ზუსტად ასევე იქცეოდნენ ისინიც. ეს იყო საკმაოდ განსხვავებული ფაქტი ჩემი მოგზაურობის ისტორიაში. ნახევარი დღე დავყავით იქ და ბუნებრივია, უკან აღარ დავბრუნდით, რადგან იქ ჩვენი ადგილი აღარ იყო. სხვათა შორის, ეს პლაჟი მიგვასწავლეს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სანაპირო იმ კურორტზე და ამიტომაც მოვხვდით იქ. წინასწარ არავის გავუფრთხილებივართ.

- ნუდისტურ პლაჟზეც ხომ არ მოხვედრილხარ?

- არა, ასეთი შემთხვევა არ მქონია. წელს ზემოთ ქალები უცხოეთში ჩვეულებრივ სანაპიროებზეც ძალიან ხშირად შიშვლდებიან.

- ტანგა საცურაო კოსტიუმები რომ აცვიათ, ეს მისაღებია შენთვის?

- მე, რასაკვირველია, არ მოვირგებდი, მაგრამ ვისაც კარგი სხეული აქვს და უხდება, კარგი სანახავია.

- ზაფხულში აუზზე დადიხარ?

- ადრე ხშირად დავდიოდი, როცა გაპრანჭვის ხანა მქონდა. ყოველდღე გამონაკლისის გარეშე დავდიოდი აუზზე მეგობრებთან ერთად. მერე რამდენიმეჯერ ჯანმრთელობის მიზნით ზამთარ-ზაფხულ ვსტუმრობდი. აგარაკზე მაქვს აუზი და შესაბამისად, ახლა საგანგებოდ სხვა აუზებზე აღარ დავდივარ.

- საოცნებო დასასვენებელი ადგილი ან სადაც გინდა მოხვედრა, ის დამისახელე.

- იბიცაზე მინდა მოხვედრა, დილა და საღამო რომ არ გაირჩევა ერთმანეთისგან, ერთი კვირით გავემგზავრებოდი, ეს გადაღლა უფრო იქნებოდა, ვიდრე დასვენება. მაინტერესებს, რამდენად მომეწონებოდა ამ ტიპის გართობა ზაფხულში. თუ ოცნებაა, ოცნება იყოს და მეუღლესთან ერთად მალდივებზე მოვხვდებოდი სიამოვნებით ან გოაზე, ინდოეთში. მხიბლავს ლაჟვარდოვანი წყალი. ალბათ ყველა ოცნებობს საქართველოში ამ ადგილებზე და მათ შორის, მეც.

- საქართველოში არის ისეთი ადგილი, სადაც არ ყოფილხარ?

- ბევრია ასეთი, სადაც არ ვყოფილვარ და ძალიან მინდა. იმედი მაქვს, როცა ბავშვები გაიზრდებიან, ერთად დავლაშქრავთ ამ ადგილებს.

- საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ, აქტიური დასვენება თუ პასიური?

- ალბათ შერეული, მგონი, ვბერდები. ორსულობისას წიგნით ხელში რომ გავატარე ზაფხული, ძალიან კმაყოფილი ვიყავი.

- წელს ალბათ გადაღლილი ხარ, საით აპირებ წასვლას?

- სხვათა შორის, არ ვარ ძალიან გადაღლილი. ძალიან მინდა ზღვაზე უცხოეთში დასვენება, ისევ საბერძნეთში მინდა წასვლა, სადაც მეუღლესა და შვილებთან ერთად გავემგზავრები. ბავშვების დატოვება წარსულს ჩაჰბარდა (იღიმის).

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება