პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროვიზია 2012"-ის წითელ ხალიჩა და ანრი ჯოხაძის გენერალური რეპეტიცია ბაქოში
"ევროვიზია 2012"-ის წითელ ხალიჩა და ანრი ჯოხაძის გენერალური რეპეტიცია ბაქოში

ბა­ქო­ში სიმ­ღე­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი, "ევ­რო­ვი­ზია 2012" სა­ზე­ი­მოდ გა­იხ­სნა. ცე­რე­მო­ნია EuroClub-ში გა­ი­მარ­თა, რომ­ლის წი­ნაც მო­ნა­წი­ლე­ებ­მა წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე გა­ი­ა­რეს.

ცე­რე­მო­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­აც. ქარ­თუ­ლი დრო­შე­ბით ხა­ლი­ჩა­ზე ანრი ჯო­ხა­ძე, ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი, ნინი შერ­მა­დი­ნი, ნინო ძო­წე­ნი­ძე და მაგ­და ჯო­ხა­ძე გა­მოჩ­ნდნენ. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით კონ­კურ­სზე ანრი ჯო­ხა­ძე 24 მა­ისს კომ­პო­ზი­ცია "I'm a Joker"-ს წა­რად­გენს. მას­თან ერ­თად სცე­ნა­ზე მო­ცეკ­ვა­ვე სა­ლო­მე ჭა­ჭუ­აც წარ­სდგე­ბა. მუ­სი­კა­ლურ ნო­მერს კი ბექ­ვო­კა­ლით ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი, ნინი შერ­მა­დი­ნი, ნინო ძო­წე­ნი­ძე და ან­რის, და, მაგ­და ჯო­ხა­ძე გა­ა­ფორ­მე­ბენ. ნო­მე­რი მუ­ზიკ­ლის სტილ­ში ლასა ონი­ან­მა დად­გა.

კონ­კურ­სი ფე­შე­ნე­ბე­ლურ დარ­ბაზ­ში, Baku Crystal Hall -ში გა­ი­მარ­თე­ბა. ანრი ჯო­ხა­ძე მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­დან ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, ვინც ამ დარ­ბაზ­ში რე­პე­ტი­ცია გა­ი­ა­რა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის პრეს-კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა. ქარ­თველ­მა მომ­ღე­რალ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მი­სა­მარ­თით თბი­ლი სი­ტყვე­ბი არ და­ი­შუ­რა.

"ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, რომ კონ­კურ­სი მოძ­მე აზერ­ბა­ი­ჯან­ში ტარ­დე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა უმაღ­ლეს დო­ნე­ზეა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მო­ნა­წი­ლე, სა­ბი­ნა­ნა ბა­ბა­ე­ვა ჩემი ახლო მე­გო­ბა­რია, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ თქვენს ქვე­ყა­ნა­ზე, ხში­რად ჩა­მოვ­დი­ვარ ბა­ქო­ში და ძა­ლი­ან მინ­და აქ სახ­ლი მქონ­დეს", - გა­ნა­ცხა­და ჯო­ხა­ძემ პრეს-კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე. მი­სი­ვე თქმით, სიმ­ღე­რა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან გა­უ­ად­ვილ­და.

"ჩემს დას­თან და ჯგუ­ფის სხვა გო­გო­ნებ­თან მუ­შა­ო­ბამ სი­ა­მოვ­ნე­ბა მო­მა­ნი­ჭა. მე თუ "ჯო­კე­რი" ვარ, ისი­ნი ჩემ­თვის "და­მე­ბი" არი­ან", - გა­ნა­ცხა­და მომ­ღე­რალ­მა.

Baku Crystal Hall-ში ღო­ნის­ძი­ე­ბი­ა­ზე დას­წრე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა 23 000 მა­ყუ­რე­ბელს ექ­ნე­ბა. 16 000 გულ­შე­მატ­კი­ვა­რი კი კონ­კურსს პირ­და­პირ ეთერ­ში მო­ნი­ტო­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ნა­ხავს.

კონ­კურ­სის პირ­ვე­ლი ტუ­რე­ბი 22 და 24 მა­ისს გა­ი­მარ­თე­ბა. ფი­ნა­ლი კი 26 მა­ისს შედ­გე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო

მომ­ზა­დე­ბუ­ლია trend.az-ის მი­ხედ­ვით.

"ევროვიზია 2012"-ის წითელ ხალიჩა და ანრი ჯოხაძის გენერალური რეპეტიცია ბაქოში

"ევროვიზია 2012"-ის წითელ ხალიჩა და ანრი ჯოხაძის გენერალური რეპეტიცია ბაქოში

ბაქოში სიმღერის საერთაშორისო კონკურსი, "ევროვიზია 2012" საზეიმოდ გაიხსნა. ცერემონია EuroClub-ში გაიმართა, რომლის წინაც მონაწილეებმა წითელ ხალიჩაზე გაიარეს.

ცერემონიაში მონაწილეობას იღებდა ქართული დელეგაციაც. ქართული დროშებით ხალიჩაზე ანრი ჯოხაძე, ვერიკო ტურაშვილი, ნინი შერმადინი, ნინო ძოწენიძე და მაგდა ჯოხაძე გამოჩნდნენ. საქართველოს სახელით კონკურსზე ანრი ჯოხაძე 24 მაისს კომპოზიცია "I'm a Joker"-ს წარადგენს. მასთან ერთად სცენაზე მოცეკვავე სალომე ჭაჭუაც წარსდგება. მუსიკალურ ნომერს კი ბექვოკალით ვერიკო ტურაშვილი, ნინი შერმადინი, ნინო ძოწენიძე და ანრის, და, მაგდა ჯოხაძე გააფორმებენ. ნომერი მუზიკლის სტილში ლასა ონიანმა დადგა.

კონკურსი ფეშენებელურ დარბაზში, Baku Crystal Hall -ში გაიმართება. ანრი ჯოხაძე მონაწილეებიდან ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ დარბაზში რეპეტიცია გაიარა და ჟურნალისტებისთვის პრეს-კონფერენცია გამართა. ქართველმა მომღერალმა აზერბაიჯანის მისამართით თბილი სიტყვები არ დაიშურა.

"ბედნიერები ვართ, რომ კონკურსი მოძმე აზერბაიჯანში ტარდება. ღონისძიება უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული. აზერბაიჯანელი მონაწილე, საბინანა ბაბაევა ჩემი ახლო მეგობარია, შეყვარებული ვარ თქვენს ქვეყანაზე, ხშირად ჩამოვდივარ ბაქოში და ძალიან მინდა აქ სახლი მქონდეს", - განაცხადა ჯოხაძემ პრეს-კონფერენციაზე. მისივე თქმით, სიმღერაზე მუშაობის პროცესი ძალიან გაუადვილდა.

"ჩემს დასთან და ჯგუფის სხვა გოგონებთან მუშაობამ სიამოვნება მომანიჭა. მე თუ "ჯოკერი" ვარ, ისინი ჩემთვის "დამები" არიან", - განაცხადა მომღერალმა.

Baku Crystal Hall-ში ღონისძიებიაზე დასწრების საშუალება 23 000 მაყურებელს ექნება. 16 000 გულშემატკივარი კი კონკურსს პირდაპირ ეთერში მონიტორების საშუალებით ნახავს.

კონკურსის პირველი ტურები 22 და 24 მაისს გაიმართება. ფინალი კი 26 მაისს შედგება.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია trend.az-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება