Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება ლიკა ქორქიასა და როსტოს შორის?!.
რა ხდება ლიკა ქორქიასა და როსტოს შორის?!.

ლიკა ქორ­ქია და როს­ტო ნამ­დვი­ლად მშვე­ნი­ე­რი წყვი­ლი იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს წყვი­ლი ცი­დან ვერ ჩა­მოფ­რინ­დე­ბო­და და არც იმ­ხე­ლა ფან­ტა­ზია გვაქვს ჟურ­ნა­ლის­ტებს, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ეს ორი ადა­მი­ა­ნი და­ვა­კავ­ში­როთ ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ თქვენ­მა ბუკ­ლი­კომ ამას წი­ნათ ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი ფრი­ად სა­ინ­ტე­რე­სო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და­ი­ჭი­რა.

მოკ­ლედ, მე­გობ­რებ­თან ერ­თად კინო "რუს­თა­ველ­ში" მივ­კუს­კუს­დი, იქ კი სა­ლა­როს­თან ნაც­ნო­ბი სახე გა­ვაძ­რე. ეს როს­ტო გახ­ლდათ, გა­მოპ­რან­ჭუ­ლი ბი­ლე­თებს ყი­დუ­ლობ­და და თან, შე­სამ­ჩნე­ვი ნერ­ვი­უ­ლო­ბით ურე­კავ­და ვი­ღა­ცას ტე­ლე­ფონ­ზე. რამ­დენ­ჯერ­მე გა­ვი­და კი­ნო­დან და მერე უკან შე­მობ­რუნ­და. ამ ფა­ცი­ფუ­ცით კი­დევ უფრო მე­ტად მი­იქ­ცია ჩემი ყუ­რა­დღე­ბა. გა­ვი­ხე­დე და უც­ბად მე­ო­რე ცნო­ბილ სა­ხეს­თან, ლიკა ქორ­ქი­ას­თან ერ­თად და­ვი­ნა­ხე. გა­მიკ­ვირ­და, რად­გან მათი მე­გობ­რო­ბის შე­სა­ხებ, მარ­თა­ლი გი­თხრათ, არა­ფე­რი ვი­ცო­დი. ისი­ნი მარ­ტო შე­მო­ვიდ­ნენ კი­ნო­ში და მათ­თან ერ­თად ერთ დარ­ბაზ­ში აღ­მოვ­ჩნდი. ასე­ვე მარ­ტო ის­ხდნენ. როს­ტო რა­ტომ­ღაც ისევ აღელ­ვე­ბუ­ლი ჩან­და, ლიკა ძა­ლი­ან მკაც­რი სა­ხით იყუ­რე­ბო­და…... გა­დავ­წყვი­ტე, გა­მე­გო, რა ხდე­ბა როს­ტო­სა და ლი­კას შო­რის და თავ­და­პირ­ვე­ლად ლი­კას და­ვუ­რე­კე.

ლიკა ქორ­ქია:

- ეს იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლი ჭო­რია, რომ რა კო­მენ­ტა­რი გა­ვა­კე­თო, არც კი ვიცი (იცი­ნის). მე და როს­ტო ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი ვართ და ახ­ლაც ვმე­გობ­რობთ. ერთი სა­ახ­ლობ­ლო წრე გვყავს, თუმ­ცა მარ­ტო არ­სად დავ­დი­ვართ ხოლ­მე.

- ამას წი­ნათ კი­ნო­ში იყა­ვით მარ­ტო­ნი.

- ეტყო­ბა, თქვენ ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი ვერ იცა­ნით და ვერ შე­ამ­ჩნი­ეთ. ვე­რა­ნა­ი­რად ვერ ვი­ტყვი, რომ ჩვენ შო­რის რა­ღაც ხდე­ბა. ელე­მენ­ტა­რუ­ლი ფლირ­ტიც კი არ გვქო­ნია, თო­რემ არ დავ­მა­ლავ­დი. ერ­თმა­ნეთს ძა­ლი­ან ხში­რად ვნა­ხუ­ლობთ.

- ანუ რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ გაქვთ?

- არა, კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, რომ ჭო­რია და კარ­გია, რომ გა­და­ა­მოწ­მეთ. არას­დროს უკი­თხავთ ჩემ­თვის როს­ტო­ზე არა­ფე­რი.

- ისე, მისი მსგავ­სი ბი­ჭე­ბი მოგ­წონს?

- ასე ვერ ვი­ტყვი, სტე­რე­ო­ტი­პი არ მაქვს, თუმ­ცა როს­ტოს რაც შე­ე­ხე­ბა, ეს იგი­ვეა, რო­მე­ლი­მე ნა­თე­სავ ბიჭ­ზე რომ მკი­თხო, მოგ­წონს თუ არაო. სა­ერ­თოდ, კარ­გი ბი­ჭია, მომ­წონს, მიყ­ვარს, ვა­ფა­სებ და პრო­ექ­ტში ვგულ­შე­მატ­კივ­რობ. ამის მეტს ვე­რა­ფერს ვი­ტყვი.

ჩვენ როს­ტოს­თან და­კავ­ში­რე­ბა ვცა­დეთ, მაგ­რამ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე არ გვპა­სუ­ხობ­და. რო­გორც გა­ვი­გეთ, როს­ტო ამ ეტაპ­ზე მო­ბი­ლუ­რის გა­რე­შე და­დის, თუმ­ცა რა­ტომ, უც­ნო­ბი რჩე­ბა.

DJ ბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

რა ხდება ლიკა ქორქიასა და როსტოს შორის?!.

რა ხდება ლიკა ქორქიასა და როსტოს შორის?!.

ლიკა ქორქია და როსტო ნამდვილად მშვენიერი წყვილი იქნებოდა, თუმცა, რასაკვირველია, ეს წყვილი ციდან ვერ ჩამოფრინდებოდა და არც იმხელა ფანტაზია გვაქვს ჟურნალისტებს, რომ მაინცდამაინც ეს ორი ადამიანი დავაკავშიროთ ერთმანეთს, მაგრამ თქვენმა ბუკლიკომ ამას წინათ ლევან როსტოშვილი ფრიად საინტერესო სიტუაციაში დაიჭირა.

მოკლედ, მეგობრებთან ერთად კინო "რუსთაველში" მივკუსკუსდი, იქ კი სალაროსთან ნაცნობი სახე გავაძრე. ეს როსტო გახლდათ, გამოპრანჭული ბილეთებს ყიდულობდა და თან, შესამჩნევი ნერვიულობით ურეკავდა ვიღაცას ტელეფონზე. რამდენჯერმე გავიდა კინოდან და მერე უკან შემობრუნდა. ამ ფაციფუცით კიდევ უფრო მეტად მიიქცია ჩემი ყურადღება. გავიხედე და უცბად მეორე ცნობილ სახესთან, ლიკა ქორქიასთან ერთად დავინახე. გამიკვირდა, რადგან მათი მეგობრობის შესახებ, მართალი გითხრათ, არაფერი ვიცოდი. ისინი მარტო შემოვიდნენ კინოში და მათთან ერთად ერთ დარბაზში აღმოვჩნდი. ასევე მარტო ისხდნენ. როსტო რატომღაც ისევ აღელვებული ჩანდა, ლიკა ძალიან მკაცრი სახით იყურებოდა…... გადავწყვიტე, გამეგო, რა ხდება როსტოსა და ლიკას შორის და თავდაპირველად ლიკას დავურეკე.

ლიკა ქორქია:

- ეს იმდენად აბსურდული ჭორია, რომ რა კომენტარი გავაკეთო, არც კი ვიცი (იცინის). მე და როსტო ბავშვობის მეგობრები ვართ და ახლაც ვმეგობრობთ. ერთი საახლობლო წრე გვყავს, თუმცა მარტო არსად დავდივართ ხოლმე.

- ამას წინათ კინოში იყავით მარტონი.

- ეტყობა, თქვენ ჩვენი მეგობრები ვერ იცანით და ვერ შეამჩნიეთ. ვერანაირად ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ შორის რაღაც ხდება. ელემენტარული ფლირტიც კი არ გვქონია, თორემ არ დავმალავდი. ერთმანეთს ძალიან ხშირად ვნახულობთ.

- ანუ რომანტიკული ურთიერთობები არ გაქვთ?

- არა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჭორია და კარგია, რომ გადაამოწმეთ. არასდროს უკითხავთ ჩემთვის როსტოზე არაფერი.

- ისე, მისი მსგავსი ბიჭები მოგწონს?

- ასე ვერ ვიტყვი, სტერეოტიპი არ მაქვს, თუმცა როსტოს რაც შეეხება, ეს იგივეა, რომელიმე ნათესავ ბიჭზე რომ მკითხო, მოგწონს თუ არაო. საერთოდ, კარგი ბიჭია, მომწონს, მიყვარს, ვაფასებ და პროექტში ვგულშემატკივრობ. ამის მეტს ვერაფერს ვიტყვი.

ჩვენ როსტოსთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ მობილურ ტელეფონზე არ გვპასუხობდა. როგორც გავიგეთ, როსტო ამ ეტაპზე მობილურის გარეშე დადის, თუმცა რატომ, უცნობი რჩება.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება