პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაგ ჰატჩინსონი და კორტნი სტოდენი - ყველაზე არასტანდარტული ჰოლივუდური წყვილი
დაგ ჰატჩინსონი და კორტნი სტოდენი - ყველაზე არასტანდარტული ჰოლივუდური წყვილი

შო­ბის წინ ამ უც­ნა­ურ­მა წყვილ­მა კვლავ შე­ახ­სე­ნა თავი სა­ზო­გა­დო­ე­ბას - სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად, სექ­სუ­ა­ლუ­რი ფიფ­ქი­ას როლ­ში შე­სულ­მა მომ­ღე­რალ­მა და სან­ტას სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბილ­მა მის­მა მსა­ხი­ობ­მა ქმარ­მა ვნე­ბი­ან ფო­ტო­სე­სი­ა­ში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

51 წლის მსა­ხი­ო­ბის, "და­კარ­გუ­ლე­ბი­სა" და "მწვა­ნე მი­ლის" ვარ­სკვლა­ვის დაგ ჰატ­ჩინ­სო­ნის ცოლი კორტნი სტო­დე­ნი მხო­ლოდ 17 წლის არის, თუმ­ცა მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის წყა­ლო­ბით ლა­მის თა­ვის ქმარ­ზე უფ­რო­სად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

სა­შო­ბაო ფო­ტო­სე­სი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­ღე­რა­ლი და მსა­ხი­ო­ბი, რო­მელ­თაც გა­სუ­ლი წლის ივ­ლის­ში იქორ­წი­ნეს, ცდი­ლობ­დნენ და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნათ, რომ მათ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ყო­ველ­თვის ზა­ფხუ­ლია.

სტო­დე­ნი აღი­ა­რებს, რომ დაგ­თან თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნობს და მათი ერ­თობ­ლი­ვი ცხოვ­რე­ბა ნამ­დვი­ლი ზე­ი­მია. "ლო­გი­ნი­დან რო­გორც კი ვდგე­ბი, სტრიპ­ტი­ზი­ო­რი­ვით გა­მო­ვე­წყო­ბი ხოლ­მე და ისე დავ­დი­ვარ. დაგ­საც მოს­წონს ჩემი "თა­მა­შე­ბი", - ამ­ბობს გო­გო­ნა.

მსა­ხი­ო­ბის­თვის ეს მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბაა, თუმ­ცა შვი­ლი ჯერ არ ჰყავს. რაც შე­ე­ხე­ბა სტო­დენს, ბავ­შვო­ბი­დან მი­ი­წევ­და შო­უ­ბიზ­ნე­სის­კენ. 12 წლი­სამ და­ი­წყო მო­დე­ლო­ბა, სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს­თან გა­ა­ფორ­მა კონ­ტრაქ­ტი, 15 წლი­სამ სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვა მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში და "მის ოუ­შენ შორ­სი" გახ­და. მერე იყო კონ­კურ­სი "მის ვა­შინგტო­ნი". თა­ვის ქა­ლაქ­ში ნამ­დვი­ლი ვარ­სკვლა­ვი იყო, ტე­ლე­შო­უც კი მიჰ­ყავ­და. რაც მეტ პო­პუ­ლა­რო­ბას აღ­წევ­და, მით მე­ტად ეზ­რდე­ბო­და ამ­ბი­ცია და პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით გა­ი­კე­თა, რის შე­დე­გა­დაც სა­ბო­ლო­ოდ ეს სახე მი­ი­ღო. თუმ­ცა ასე­თი სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­რეგ­ნო­ბის გამო სკო­ლა­ში ვე­ღარ და­დი­ო­და, სკო­ლა მი­ა­ტო­ვა და შინ აგ­რძე­ლებ­და სწავ­ლას.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით კორტნიმ რამ­დე­ნი­მე ფილმშიც მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სწო­რედ ასე შეხ­ვდა 51 წლის დაგ­ლას ჰატ­ჩინ­სონს, რო­მელ­საც მა­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ჰქონ­და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ფილ­მებ­ში "მწვა­ნე მილი", "მე - სემი", "მოკ­ვლის დრო", "და­კარ­გუ­ლე­ბი", "24 სა­ა­თი" და ა.შ.

2011 წელს, როცა დაგ­მა კორტნი სტო­დენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და, გო­გო­ნა ჯერ კი­დევ 16 წლის იყო. არას­რულ­წლო­ვა­ნი მო­დე­ლი­სა და მსა­ხი­ო­ბის (რო­მე­ლიც მომ­ღერ­ლის კა­რი­ე­რა­საც იწყობს) ურ­თი­ერ­თო­ბა 51 წლის დაგ­თან გან­ხილ­ვის სა­გა­ნი გახ­და. უკვე მსჯე­ლობ­დნენ არა და­გის შეს­რუ­ლე­ბულ რო­ლებ­ზე, არა­მედ მის სკან­და­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ზე. სკან­და­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბით წყვილ­მა მო­ა­ხერ­ხა, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ და სა­ინ­ტე­რე­სო წყვი­ლად ქცე­უ­ლი­ყო.

თუმ­ცა ისი­ნი ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცე­ვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­კი­ცხვას და ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან. უფრო მე­ტიც, თა­ვი­ან­თი ინ­ტი­მუ­რი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებ­ზე მეტი მონ­დო­მე­ბით სა­უბ­რო­ბენ და წი­ნა­სა­შო­ბა­ოდ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ფო­ტო­სე­სი­აც ამ "გა­მოწ­ვე­ვის" დას­ტუ­რი იყო. კორტნის თქმით, დაგი ლო­გინ­ში ნამ­დვი­ლი ვე­ფხვია, დაგი კი იმით ამა­ყობს, რომ კორტნის­თვის ის პირ­ვე­ლი მა­მა­კა­ცი იყო.

კორტნის კი დაგ­თან ქორ­წი­ნე­ბამ მარ­თლაც დიდი დი­ვი­დენ­დე­ბი მო­უ­ტა­ნა. ჯერ კი­დევ მისი სა­ცო­ლე იყო, რომ ჟურ­ნა­ლის­ტებს ინ­ტერ­ვი­უ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად სთხოვ­და მი­ლი­ონ დო­ლარს. მას მერე ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მი­პყრო­ბას. მა­გა­ლი­თად, ერთხელ "ფე­ის­ბუკ­ზე" შე­ვი­და სა­ჩივ­რე­ბი მის გვერ­დზე მე­ტის­მე­ტად პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ფო­ტო­ე­ბის შე­სა­ხებ, რის შემ­დე­გაც კორტნის გვერ­დი ად­მი­ნის­ტრა­ტო­რებ­მა დაბ­ლო­კეს. თუმ­ცა კორტნიმ და­ი­ჩივ­ლა, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის შე­ლახ­ვა­ზე ბევ­რი ისა­უბ­რა და მი­აღ­წია იმას, რომ ინ­ტერ­ნეტ­გვერ­დი აღუდ­გი­ნეს.

სულ ცოტა ხნის წინ კორტნიმ გა­და­წყვი­ტა, უარ­ყოს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბი მისი პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ და და­ამ­ტკი­ცოს, რომ ბუ­ნებ­რი­ვად არის ასე­თი დახ­ვე­წი­ლი ფორ­მე­ბის. ამე­რი­კულ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში შო­უ­ზე მი­ვი­და და ექი­მებს დარ­თო ნება, დაკ­ვირ­ვე­ბით და­ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნათ მისი მკერ­დი და და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნათ, რომ ის მარ­თლაც ბუ­ნებ­რი­ვია.

ექიმ­მა და მედ­დამ ღია ეთერ­ში ჩა­ა­ტა­რეს მისი სარ­ძე­ვე ჯირ­კვლე­ბის ულტრაბ­გე­რი­თი გა­მოკ­ვლე­ვა. ხან­გრძლი­ვი დაკ­ვირ­ვე­ბის შემ­დეგ ექიმ­მა და­ას­კვნა, რომ გო­გო­ნას მო­ცუ­ლო­ბი­თი მკერ­დი მარ­თლაც ნა­ტუ­რა­ლუ­რია.

არა­და, მის სა­ხე­სა და ტანს აშ­კა­რად ეტყო­ბა, რომ ქი­რურ­გის სკალ­პე­ლი არა­ერ­თხელ შე­ხე­ბია. მისი უწინ­დე­ლი ფო­ტო­ე­ბი ამის აშ­კა­რა დას­ტუ­რია. სა­ვა­რა­უ­დოდ, კორტნიმ ამ შო­უ­შიც უამ­რა­ვი ფული გა­და­ი­ხა­და, რომ ხმე­ბი გა­ე­ფან­ტა და სა­კუ­თა­რი "უნი­კა­ლუ­რო­ბის" შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი­დევ ერთხელ აე­ლა­პა­რა­კე­ბი­ნა.

რაც მთა­ვა­რია, მისი ქმა­რიც აქ­ტი­უ­რად არის ჩაბ­მუ­ლი ამ კამ­პა­ნი­ა­ში და არ ეზა­რე­ბა, ყო­ველ მე­ო­რე ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ტკი­ცოს, რომ მისი ახალ­გაზ­რდა ცოლი ბუ­ნებ­რი­ვად არის ასე­თი ლა­მა­ზი და სექ­სუ­ა­ლუ­რი.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

დაგ ჰატჩინსონი და კორტნი სტოდენი - ყველაზე არასტანდარტული ჰოლივუდური წყვილი

დაგ ჰატჩინსონი და კორტნი სტოდენი - ყველაზე არასტანდარტული ჰოლივუდური წყვილი

შობის წინ ამ უცნაურმა წყვილმა კვლავ შეახსენა თავი საზოგადოებას - სადღესასწაულო განწყობის ასამაღლებლად, სექსუალური ფიფქიას როლში შესულმა მომღერალმა და სანტას სამოსში გამოწყობილმა მისმა მსახიობმა ქმარმა ვნებიან ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა.

51 წლის მსახიობის, "დაკარგულებისა" და "მწვანე მილის" ვარსკვლავის დაგ ჰატჩინსონის ცოლი კორტნი სტოდენი მხოლოდ 17 წლის არის, თუმცა მრავალრიცხოვანი პლასტიკური ოპერაციების წყალობით ლამის თავის ქმარზე უფროსად გამოიყურება.

საშობაო ფოტოსესიის განმავლობაში მომღერალი და მსახიობი, რომელთაც გასული წლის ივლისში იქორწინეს, ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ მათ ურთიერთობებში ყოველთვის ზაფხულია.

სტოდენი აღიარებს, რომ დაგთან თავს ბედნიერად გრძნობს და მათი ერთობლივი ცხოვრება ნამდვილი ზეიმია. "ლოგინიდან როგორც კი ვდგები, სტრიპტიზიორივით გამოვეწყობი ხოლმე და ისე დავდივარ. დაგსაც მოსწონს ჩემი "თამაშები", - ამბობს გოგონა.

მსახიობისთვის ეს მესამე ქორწინებაა, თუმცა შვილი ჯერ არ ჰყავს. რაც შეეხება სტოდენს, ბავშვობიდან მიიწევდა შოუბიზნესისკენ. 12 წლისამ დაიწყო მოდელობა, სამოდელო სააგენტოსთან გააფორმა კონტრაქტი, 15 წლისამ სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა მშობლიურ ქალაქში და "მის ოუშენ შორსი" გახდა. მერე იყო კონკურსი "მის ვაშინგტონი". თავის ქალაქში ნამდვილი ვარსკვლავი იყო, ტელეშოუც კი მიჰყავდა. რაც მეტ პოპულარობას აღწევდა, მით მეტად ეზრდებოდა ამბიცია და პლასტიკური ოპერაციები ერთმანეთის მიყოლებით გაიკეთა, რის შედეგადაც საბოლოოდ ეს სახე მიიღო. თუმცა ასეთი სექსუალური გარეგნობის გამო სკოლაში ვეღარ დადიოდა, სკოლა მიატოვა და შინ აგრძელებდა სწავლას.

მოგვიანებით კორტნიმ რამდენიმე ფილმშიც მიიღო მონაწილეობა და სწორედ ასე შეხვდა 51 წლის დაგლას ჰატჩინსონს, რომელსაც მანამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა შესრულებული ფილმებში "მწვანე მილი", "მე - სემი", "მოკვლის დრო", "დაკარგულები", "24 საათი" და ა.შ.

2011 წელს, როცა დაგმა კორტნი სტოდენთან ურთიერთობების შესახებ განაცხადა, გოგონა ჯერ კიდევ 16 წლის იყო. არასრულწლოვანი მოდელისა და მსახიობის (რომელიც მომღერლის კარიერასაც იწყობს) ურთიერთობა 51 წლის დაგთან განხილვის საგანი გახდა. უკვე მსჯელობდნენ არა დაგის შესრულებულ როლებზე, არამედ მის სკანდალურ ქორწინებაზე. სკანდალური ქორწინებით წყვილმა მოახერხა, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და საინტერესო წყვილად ქცეულიყო.

თუმცა ისინი ყურადღებას არ აქცევენ საზოგადოების გაკიცხვას და ამტკიცებენ, რომ ძალიან ბედნიერები არიან. უფრო მეტიც, თავიანთი ინტიმური ცხოვრების დეტალებზე მეტი მონდომებით საუბრობენ და წინასაშობაოდ ჩატარებული ფოტოსესიაც ამ "გამოწვევის" დასტური იყო. კორტნის თქმით, დაგი ლოგინში ნამდვილი ვეფხვია, დაგი კი იმით ამაყობს, რომ კორტნისთვის ის პირველი მამაკაცი იყო.

კორტნის კი დაგთან ქორწინებამ მართლაც დიდი დივიდენდები მოუტანა. ჯერ კიდევ მისი საცოლე იყო, რომ ჟურნალისტებს ინტერვიუში ოფიციალურად სთხოვდა მილიონ დოლარს. მას მერე ყველანაირად ცდილობს საზოგადოების ყურადღების მიპყრობას. მაგალითად, ერთხელ "ფეისბუკზე" შევიდა საჩივრები მის გვერდზე მეტისმეტად პორნოგრაფიული ფოტოების შესახებ, რის შემდეგაც კორტნის გვერდი ადმინისტრატორებმა დაბლოკეს. თუმცა კორტნიმ დაიჩივლა, ჟურნალისტებთან საკუთარი უფლებების შელახვაზე ბევრი ისაუბრა და მიაღწია იმას, რომ ინტერნეტგვერდი აღუდგინეს.

სულ ცოტა ხნის წინ კორტნიმ გადაწყვიტა, უარყოს გავრცელებული ხმები მისი პლასტიკური ოპერაციების შესახებ და დაამტკიცოს, რომ ბუნებრივად არის ასეთი დახვეწილი ფორმების. ამერიკულ ტელევიზიაში შოუზე მივიდა და ექიმებს დართო ნება, დაკვირვებით დაეთვალიერებინათ მისი მკერდი და დაედასტურებინათ, რომ ის მართლაც ბუნებრივია.

ექიმმა და მედდამ ღია ეთერში ჩაატარეს მისი სარძევე ჯირკვლების ულტრაბგერითი გამოკვლევა. ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ ექიმმა დაასკვნა, რომ გოგონას მოცულობითი მკერდი მართლაც ნატურალურია.

არადა, მის სახესა და ტანს აშკარად ეტყობა, რომ ქირურგის სკალპელი არაერთხელ შეხებია. მისი უწინდელი ფოტოები ამის აშკარა დასტურია. სავარაუდოდ, კორტნიმ ამ შოუშიც უამრავი ფული გადაიხადა, რომ ხმები გაეფანტა და საკუთარი "უნიკალურობის" შესახებ საზოგადოება კიდევ ერთხელ აელაპარაკებინა.

რაც მთავარია, მისი ქმარიც აქტიურად არის ჩაბმული ამ კამპანიაში და არ ეზარება, ყოველ მეორე ინტერვიუში ამტკიცოს, რომ მისი ახალგაზრდა ცოლი ბუნებრივად არის ასეთი ლამაზი და სექსუალური.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება