პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ჯობნიან ”ევროვიზიაზე” გამოცდილ ქართველ მომღერლებს პატარები?
რატომ ჯობნიან ”ევროვიზიაზე” გამოცდილ ქართველ მომღერლებს პატარები?

სა­ბავ­შვო ან­სამ­ბლ "მზი­უ­რის" ქვე­ყა­ნა­ში მი­ვეჩ­ვი­ეთ, რომ სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ი­დან" ქარ­თვე­ლე­ბი ხელ­ცა­რი­ე­ლე­ბი არა­სო­დეს ვბრუნ­დე­ბით. ერე­ვან­ში გა­მარ­თულ სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზია 2011"- ზე ქარ­თვე­ლი გო­გო­ნე­ბის ჯგუფ­მა "ქან­დიმ" გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა. 

სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე ქარ­თვე­ლე­ბის გა­მარ­ჯვე­ბა პირ­ვე­ლი არ არის, 2008 წელს კვიპ­როს­ზე სა­ქარ­თვე­ლოს წარ­გზავ­ნილ­მა ჯგუფ­მა "ბზი­კებ­მა" გა­მარ­ჯვა; 2007 წელს მა­რი­ამ რო­მე­ლაშ­ვილ­მა რო­ტერ­დამ­ში მე-4 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა; 2009 წელს კი­ევ­ში ჯგუ­ფი "პრინ­ცე­სე­ბი" მე­ექ­ვსე ად­გილ­ზე გა­ვი­და; 2010 წელს მინ­სკში მა­რი­ამ კა­ხე­ლიშ­ვილ­მა, სიმ­ღე­რით "მარი-დარი" მე­ო­თხე ად­გი­ლი და­იმ­სა­ხუ­რა.

პა­ტა­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, დი­დე­ბის "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" გა­მოც­დი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი სა­უ­კე­თე­სო შემ­თხვე­ვა­ში, პირ­ვე­ლი ათე­უ­ლის ბოლო ად­გი­ლებს ჯერ­დე­ბი­ან. ამ ტენ­დენ­ცი­ის მი­ზე­ზებ­ზე "ამ­ბე­ბი.გე" ანრი ჯო­ხა­ძე­სა და ლი­ლი­კო ნემ­სა­ძეს ესა­უბ­რა:

არა­ერ­თი კონ­კურ­სის ლა­უ­რე­ა­ტის ანრი ჯო­ხა­ძის აზ­რით, სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ა­ზი­ა­ზე" წარ­მა­ტე­ბა გა­საკ­ვი­რი არ არის, ვი­ნა­ი­დან პრო­დი­უ­სე­რი გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძე სა­კონ­კურ­სოდ ბავ­შვებს სის­ტე­მა­ტუ­რად და სე­რი­ო­ზუ­ლად ამ­ზა­დებს.

- გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძე ბავ­შვებ­თან სე­რი­ო­ზუ­ლად მუ­შა­ობს. იხ­ვე­წე­ბა ქო­რე­ოგ­რა­ფია, ვო­კა­ლი, სას­ცე­ნო მოძ­რა­ო­ბა, სიმ­ღე­რის სტი­ლი და შეს­რუ­ლე­ბის მა­ნე­რა. შე­დე­გიც გვაქვს, ვუ­ლო­ცავ ამ გა­მარ­ჯვე­ბას.

- დი­დე­ბის "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" საპ­რი­ზო ად­გი­ლებს რა­ტომ ვერ ვი­ღებთ?

- ვე­რა­ვინ იტყვის იმას, რომ ვინც "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" მი­დის, კარ­გი მომ­ღერ­ლე­ბი არ არი­ან, მაგ­რამ რას იმ­ღე­რებს ფეს­ტი­ვალ­სა თუ კონ­კურ­სზე, ამას ხომ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა? თუ ვერ იმარ­ჯვე­ბენ, ცუ­დად შერ­ჩე­უ­ლი სიმ­ღე­რის ბრა­ლია. დროს და სი­ტუ­ა­ცი­ას უნდა პა­სუ­ხობ­დეს სიმ­ღე­რა. გარ­და ამი­სა, სა­ბავ­შვო კონ­კურ­სზე კონ­კურ­სან­ტე­ბი ცო­ტა­ნი არი­ან, დი­დე­ბის "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" კი 45 ქვე­ყა­ნაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე კონ­კუ­რენ­ცი­ის მას­შტა­ბე­ბიც დი­დია.

ნე­ბის­მი­ე­რი მომ­ღერ­ლის­თვის "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" მოხ­ვედ­რა კარ­გია პი­ა­რის თვალ­საზ­რი­სით, რად­გან მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე გი­წევს გა­მოვ­ლა. მაგ­რამ აი რას ვმღე­რით, ესაა საქ­მე.

დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, მაია ბი­ჭი­კაშ­ვი­ლის თქმით, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და ტექ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი მაქ­სი­მუმს აკე­თებ­და, რათა Candy კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო და პირ­ვე­ლო­ბის­თვის ებ­რძო­ლა.

კომ­პო­ზი­ტო­რი ლი­ლი­კო ნემ­სა­ძე კი ქარ­თვე­ლე­ბის "დი­დე­ბის ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" გა­მოს­ვლის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას ვერ ხსნის.

- აბა რა გი­თხრათ? არ მგო­ნია კონ­კურ­სზე ჩვე­ნი­ა­ნი მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი წა­ვი­დეს. მომ­ღერ­ლებს კარ­გი მო­ნა­ცე­მე­ბი აქვთ, მაგ­რამ საპ­რი­ზო ად­გი­ლებს ვერ იღე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ას", ვი­ტყვი, რომ გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძე თავს აკ­ლავს ბავ­შვებს მე­ცა­დი­ნე­ო­ბი­სას. მისი მოს­წავ­ლე­ე­ბი სის­ტე­მა­ტუ­რად და­დი­ან კონ­კურ­სზე, იცი­ან იქ რა ხდე­ბა, რა მო­თხოვ­ნე­ბია სა­ჭი­რო და ზუს­ტად იმ სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით მუ­შა­ო­ბენ. 

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

რატომ ჯობნიან ”ევროვიზიაზე” გამოცდილ ქართველ მომღერლებს პატარები?

რატომ ჯობნიან ”ევროვიზიაზე” გამოცდილ ქართველ მომღერლებს პატარები?

საბავშვო ანსამბლ "მზიურის" ქვეყანაში  მივეჩვიეთ, რომ საბავშვო "ევროვიზიიდან" ქართველები ხელცარიელები არასოდეს ვბრუნდებით. ერევანში გამართულ საბავშვო "ევროვიზია 2011"- ზე ქართველი გოგონების ჯგუფმა "ქანდიმ" გამარჯვება მოიპოვა. 

საბავშვო ევროვიზიაზე ქართველების გამარჯვება პირველი არ არის, 2008 წელს კვიპროსზე საქართველოს წარგზავნილმა ჯგუფმა "ბზიკებმა" გამარჯვა; 2007 წელს მარიამ რომელაშვილმა როტერდამში მე-4 ადგილი დაიკავა; 2009 წელს კიევში ჯგუფი "პრინცესები" მეექვსე ადგილზე გავიდა; 2010 წელს მინსკში მარიამ კახელიშვილმა, სიმღერით "მარი-დარი" მეოთხე ადგილი დაიმსახურა.

პატარებისგან განსხვავებით, დიდების "ევროვიზიაზე" გამოცდილი ქართველი მომღერლები საუკეთესო შემთხვევაში, პირველი ათეულის ბოლო ადგილებს ჯერდებიან. ამ ტენდენციის მიზეზებზე "ამბები.გე" ანრი ჯოხაძესა და ლილიკო ნემსაძეს ესაუბრა:

არაერთი კონკურსის ლაურეატის ანრი ჯოხაძის აზრით, საბავშვო "ევროვიაზიაზე" წარმატება გასაკვირი არ არის, ვინაიდან პროდიუსერი გიგა კუხიანიძე საკონკურსოდ ბავშვებს სისტემატურად და სერიოზულად ამზადებს.

- გიგა კუხიანიძე ბავშვებთან სერიოზულად მუშაობს. იხვეწება ქორეოგრაფია, ვოკალი, სასცენო მოძრაობა, სიმღერის სტილი და შესრულების მანერა. შედეგიც გვაქვს, ვულოცავ ამ გამარჯვებას.

- დიდების "ევროვიზიაზე" საპრიზო ადგილებს რატომ ვერ ვიღებთ?

- ვერავინ იტყვის იმას, რომ ვინც "ევროვიზიაზე" მიდის, კარგი მომღერლები არ არიან, მაგრამ რას იმღერებს ფესტივალსა თუ კონკურსზე, ამას ხომ აქვს მნიშვნელობა? თუ ვერ იმარჯვებენ, ცუდად შერჩეული სიმღერის ბრალია. დროს და სიტუაციას უნდა პასუხობდეს სიმღერა. გარდა ამისა, საბავშვო კონკურსზე კონკურსანტები ცოტანი არიან, დიდების "ევროვიზიაზე" კი 45 ქვეყანაა წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე კონკურენციის მასშტაბებიც დიდია.

ნებისმიერი მომღერლისთვის "ევროვიზიაზე" მოხვედრა კარგია პიარის თვალსაზრისით, რადგან მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე გიწევს გამოვლა. მაგრამ აი რას ვმღერით, ესაა საქმე.

დელეგაციის ხელმძღვანელის, მაია ბიჭიკაშვილის თქმით, შემოქმედებითი და ტექნიკური ჯგუფი მაქსიმუმს აკეთებდა, რათა Candy კარგად მომზადებულიყო და პირველობისთვის ებრძოლა.

კომპოზიტორი ლილიკო ნემსაძე კი  ქართველების "დიდების ევროვიზიაზე" გამოსვლის წარუმატებლობას ვერ ხსნის.

- აბა რა გითხრათ? არ მგონია კონკურსზე ჩვენიანი მოუმზადებელი წავიდეს. მომღერლებს კარგი მონაცემები აქვთ, მაგრამ საპრიზო ადგილებს ვერ იღებენ. რაც შეეხება საბავშვო ”ევროვიზიას”, ვიტყვი, რომ გიგა კუხიანიძე თავს აკლავს ბავშვებს მეცადინეობისას. მისი მოსწავლეები სისტემატურად დადიან კონკურსზე, იციან იქ რა ხდება, რა მოთხოვნებია საჭირო და ზუსტად იმ სტანდარტების მიხედვით მუშაობენ. 

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება