ევროვიზიის კონკურსზე წვეროსანი ტრანსგენდერის, ავსტრიელი კონჩიტა ვურსტის გამარჯვებას რუსეთი დუმის დეპუტატი, ვლადიმერ ჟირინოვსკი გამოეხმაურა.
დეპუტატი კონკურსის შედეგით აღშფოთებულია და აცხადებს, რომ თავის დროზე საბჭოთა კავშირმა შეცდომა დაუშვა, როცა ავსტრია გერმანელი ოკუპანტებისგან იხსნა.
"ღირსია ევროპა, რომ ამ წვერის იმედად დატოვო. ეს წვერი განწირულობის, აპოკალიფისისა და მარტოობის ნიშანია. ევროპა დალპა. ქალები და კაცები გამოელიათ. სულ ტყუილად გავათავისუფლეთ ავსტრია. დღეს მათ ჯოჯოხეთის ცეცხლი წვავთ. მარტო კონჩიტა კი არა, მთელი ახალი თაობა ასეთი ჰყავთ. ჩვენ ცრემლიანი გამარჯვება მოვიპოვეთ, მათ კი დღეს კულტურა უტირით" - განაცხადა ჟიურინოვსკიმ ერთ-ერთ ტელეგადაცემაში.
ევროვიზია 2014-ის კონკურსზე გამარჯვებულად ავსტრიელი ტრანსგედერი გამოცხადდა, რომელიც მსმენელის წინაშე წვერმოშვებული ქალის იმიჯით წარსდგა.
მომზადებულია news.am-ის მიხედვით.
ნახეთ ვიდეო: ჟირინოვსკის რეაქცია "ევროვიზიის" ფინალში კონჩიტა ვურსტის გამარჯვებაზე