პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საკუთარ თავთან ბევრი პრეტენზია მაქვს" - ნინას პირველი კომენტარი ''ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩენის შემდეგ
"საკუთარ თავთან ბევრი პრეტენზია მაქვს" - ნინას პირველი კომენტარი ''ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩენის შემდეგ

პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" მომ­ღე­რა­ლი ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი გა­მოჩ­ნდა. მარ­თა­ლია, პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი არ არის, მაგ­რამ მისი რე­ი­ტინ­გუ­ლო­ბის ფონ­ზე, გა­დამ­ღებ­მა ჯგუფ­მა გა­რის­კა და ორ სე­რი­ა­ში მი­იწ­ვია. თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი კას­ტინ­გის გავ­ლა მა­ინც მო­უხ­და. მისი ნა­მუ­შე­ვა­რი ბევ­რს მო­ე­წო­ნა.

- ნინა, კი­დევ გი­ხი­ლავთ სე­რი­ალ­ში თუ ერთჯე­რა­დად შე­მო­ი­ფარ­გლ­ნენ?

- მხო­ლოდ ის ვიცი, რომ კი­დევ ერთ ეპი­ზოდ­ში ვიქ­ნე­ბი, და­ნარ­ჩენს ვე­რა­ფერს გე­ტყვით…

- რას იტყვი შენს გმირ­ზე?

- ერთი გა­ტუ­ტუ­ცე­ბუ­ლი, მდი­და­რი გო­გოს როლი მომ­ცეს, რო­მე­ლიც ქმარს ღა­ლა­ტობს, რი­თიც მე­გო­ბარს და სა­კუ­თარ თავს შარ­ში გაჰ­ხვევს. მოკ­ლედ, სუ­ლე­ლი და არა­ბო­რო­ტი ქა­ლია დო­დოშ­კა.

- მო­გე­წო­ნა სე­რი­ალ­ში გა­და­ღე­ბის პრო­ცე­სი?

- გა­მი­ხარ­და, რომ ამ სე­რი­ალ­ში მოვ­ხვდი, რად­გა­ნაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი". პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი­დან ბო­ლომ­დე, ყვე­ლა სე­რია ნა­ნა­ხი მაქვს და რო­დე­საც მას­ში მო­ნა­წი­ლო­ე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს, არც მი­ფიქ­რია, ისე დავ­თან­ხმდი.

- მოკ­ლედ, ეს შენი მო­რი­გი ახა­ლი ამ­პლუაა?

- არ ვიცი, ეს ჩემი ახა­ლი ამ­პლუა რამ­დე­ნად გაგ­რძელ­დე­ბა, მაგ­რამ თუ მივ­ხვდე­ბი, რომ ეს საქ­მი­ა­ნო­ბა გა­მომ­დის, შე­იძ­ლე­ბა, გაგ­რძელ­დეს კი­დეც. მაგ­რამ ჩემს ნა­მუ­შე­ვარს ეკ­რან­ზე რომ ვუ­ყუ­რე, სა­კუ­თარ თავ­თან ბევ­რი პრე­ტენ­ზია მქონ­და და მაქვს...

- არ გა­მოგ­დის მსა­ხი­ო­ბო­ბა?

- ისე რა (სი­ცი­ლით ამ­ბობს).

- ისე, რო­გორ მოხ­ვდი იქ?

- ძა­ლი­ან სპონ­ტა­ნუ­რად. და­მი­რე­კეს, მი­ვე­დი, სინ­ჯი გა­და­მი­ღეს და მა­შინ­ვე და­მამ­ტკი­ცეს... ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და, რად­გა­ნაც ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ გა­მე­თა­ვი­სე­ბი­ნა, ცოტა დრო მქონ­და.

- რა დრო მოგ­ცეს მო­სამ­ზა­დებ­ლად?

- და­ახ­ლო­ე­ბით, 1 სა­ა­თი. ბევ­რს თუ ვი­მუ­შა­ვებ და ძა­ლი­ან მო­ვინ­დო­მებ, შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია...

- ერთ სა­ათ­ში თუ გარ­და­სახ­ვა შე­ძე­ლი, მგო­ნი, მაგ მი­მარ­თუ­ლე­ბით პერ­სპექ­ტი­ვა გაქვს, რად­გა­ნაც ამას თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტუ­დენ­ტე­ბი წლე­ბი სწავ­ლო­ბენ... ისე, ამ სე­რი­ალ­მა შე­იძ­ლე­ბა ფა­ნე­ბი შეგ­ძი­ნოს...

- ერის ნა­წი­ლი მა­ინც ვერ მშვიდ­დე­ბა, აღელ­ვე­ბუ­ლია... სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი ორ ნა­წი­ლად გა­ი­ყო. ბევ­რი უცხო ადა­მი­ა­ნი მწერს, რომ ჩემი როლი სე­რი­ალ­ში მო­ე­წო­ნა. უხა­რი­ათ ჩემი "და­ქა­ლებ­ში" გა­მო­ჩე­ნა. ზოგი მწერს, აქაც შენ ხარ, ეს უკვე სა­ში­ნე­ლე­ბა­აო... რო­გორც არ უნდა იყოს, ეს სე­რი­ა­ლი ისევ ძა­ლი­ან რე­ი­ტუნ­გუ­ლია, ბოლო 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი ესე­მე­სი მი­ვი­ღე...

- რო­გო­რი აღ­მოჩ­ნდა გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვას­თან (რე­ჟი­სო­რი) მუ­შა­ო­ბა?

- ლი­ფო­ნა­ვას დიდი ხა­ნია ვიც­ნობ, ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ­დი, რომ ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო, მომ­წონს მისი გე­მოვ­ნე­ბა და რე­ჟი­სო­რუ­ლი ხედ­ვა. მას­თან მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი კი არა, ზედ­მე­ტად კომ­ფორ­ტუ­ლია. ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი, ვის­თა­ნაც მუ­შა­ო­ბა მო­მი­წია. თი­თო­ე­ულს დიდი მად­ლო­ბა...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

"საკუთარ თავთან ბევრი პრეტენზია მაქვს" - ნინას პირველი კომენტარი ''ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩენის შემდეგ

"საკუთარ თავთან ბევრი პრეტენზია მაქვს" - ნინას პირველი კომენტარი ''ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩენის შემდეგ

პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" მომღერალი ნინა წკრიალაშვილი გამოჩნდა. მართალია, პროფესიით მსახიობი არ არის, მაგრამ მისი რეიტინგულობის ფონზე, გადამღებმა ჯგუფმა გარისკა და ორ სერიაში მიიწვია. თუმცა გარკვეული კასტინგის გავლა მაინც მოუხდა. მისი ნამუშევარი ბევრს მოეწონა.

- ნინა, კიდევ გიხილავთ სერიალში თუ ერთჯერადად შემოიფარგლნენ?

- მხოლოდ ის ვიცი, რომ კიდევ ერთ ეპიზოდში ვიქნები, დანარჩენს ვერაფერს გეტყვით…

- რას იტყვი შენს გმირზე?

- ერთი გატუტუცებული, მდიდარი გოგოს როლი მომცეს, რომელიც ქმარს ღალატობს, რითიც მეგობარს და საკუთარ თავს შარში გაჰხვევს. მოკლედ, სულელი და არაბოროტი ქალია დოდოშკა.

- მოგეწონა სერიალში გადაღების პროცესი?

- გამიხარდა, რომ ამ სერიალში მოვხვდი, რადგანაც ძალიან მიყვარს "ჩემი ცოლის დაქალები". პირველი სეზონიდან ბოლომდე, ყველა სერია ნანახი მაქვს და როდესაც მასში მონაწილოება შემომთავაზეს, არც მიფიქრია, ისე დავთანხმდი.

- მოკლედ, ეს შენი მორიგი ახალი ამპლუაა?

- არ ვიცი, ეს ჩემი ახალი ამპლუა რამდენად გაგრძელდება, მაგრამ თუ მივხვდები, რომ ეს საქმიანობა გამომდის, შეიძლება, გაგრძელდეს კიდეც. მაგრამ ჩემს ნამუშევარს ეკრანზე რომ ვუყურე, საკუთარ თავთან ბევრი პრეტენზია მქონდა და მაქვს...

- არ გამოგდის მსახიობობა?

- ისე რა (სიცილით ამბობს).

- ისე, როგორ მოხვდი იქ?

- ძალიან სპონტანურად. დამირეკეს, მივედი, სინჯი გადამიღეს და მაშინვე დამამტკიცეს... ძალიან მეშინოდა, რადგანაც ეს ყველაფერი რომ გამეთავისებინა, ცოტა დრო მქონდა.

- რა დრო მოგცეს მოსამზადებლად?

- დაახლოებით, 1 საათი. ბევრს თუ ვიმუშავებ და ძალიან მოვინდომებ, შეუძლებელი არაფერია...

- ერთ საათში თუ გარდასახვა შეძელი, მგონი, მაგ მიმართულებით პერსპექტივა გაქვს, რადგანაც ამას თეატრალურ უნივერსიტეტში სტუდენტები წლები სწავლობენ... ისე, ამ სერიალმა შეიძლება ფანები შეგძინოს...

- ერის ნაწილი მაინც ვერ მშვიდდება, აღელვებულია... საზოგადოებრივი აზრი ორ ნაწილად გაიყო. ბევრი უცხო ადამიანი მწერს, რომ ჩემი როლი სერიალში მოეწონა. უხარიათ ჩემი "დაქალებში" გამოჩენა. ზოგი მწერს, აქაც შენ ხარ, ეს უკვე საშინელებააო... როგორც არ უნდა იყოს, ეს სერიალი ისევ ძალიან რეიტუნგულია, ბოლო 2 დღის განმავლობაში უამრავი ესემესი მივიღე...

- როგორი აღმოჩნდა გიორგი ლიფონავასთან (რეჟისორი) მუშაობა?

- ლიფონავას დიდი ხანია ვიცნობ, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო, მომწონს მისი გემოვნება და რეჟისორული ხედვა. მასთან მუშაობა ძალიან კომფორტული კი არა, ზედმეტად კომფორტულია. ძალიან დამეხმარა ყველა მსახიობი, ვისთანაც მუშაობა მომიწია. თითოეულს დიდი მადლობა...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება