"ახალ ტალღაზე" ორი ქართველი ერთმანეთს დაუპირისპირდება

 "ახალ ტალღაზე" ორი ქართველი ერთმანეთს დაუპირისპირდება

როგორც ცნობილია, "ახალ ტალღაზე" საქართველოს სახელით მონაწილეობისთვის ნინი ცნობილაძესა და ნუცა ბუზალაძეს შორის კეთდებოდა არჩევანი. 24 აპრილს გადაწყდა, რომ იურმალაში საქართველოს ნუცა ბუზალაძე წარადგენს. ნუცას ამ ინფორმაციის მიღებიდან რამდენიმე საათში ვესაუბრეთ. მისი პროდიუსერები "ახალ ტალღაზე" ლელა წურწუმია და მამულიჩა იქნებიან.

- ნუცა, როდის გაიგე, რომ იურმალაში შენ მიემგზავრები?

- 24 აპრილს ღამის ოთხ საათზე დამირეკა ლელა წურწუმიამ და მითხრა, "ახალ ტალღაზე" შენ მიდიხარო. შოკი მივიღე, მერე აღარ დამიძინია, რა დამაძინებდა, თან პასუხს დიდი ხანია, ველოდებოდით. სულ ინტერნეტში ვიყავით ჩასაფრებული და ისეთ დროს დაიდო ნიუსი, რომ არ ველოდი. ძალიან გამიხარდა.

- ელოდი, რომ არჩევანს შენზე გააკეთებდნენ?

- მართლა არ ვიცოდი, რა კრიტერიუმებით გადაწყვეტდნენ, რომელი მომღერალი წასულიყო კონცერტზე. დიდი მოლოდინი არ მქონია, ამიტომ, როცა გავიგე, რომ მე მივდიოდი, ძალიან დიდი ემოციები დამეუფლა.

- ნინი ცნობილაძისგან მიიღე მილოცვა?

- არა, ჯერ არ მიმიღია.

- უკვე ალბათ დაიწყე იმაზე ფიქრი, როგორ გამოხვალ კონკურსზე.

- ამაზე ფიქრით ვეღარ დავიძინე. ყველაფერზე ერთდროულად ვფიქრობ.

- კახა მამულაშვილმა და ლელა წურწუმიამ უკვე გითხრეს, რა გეგმები აქვთ შენთან დაკავშირებით და რა სიმღერებზე შეაჩერებენ არჩევანს?

- საგულშემატკივროდ რომ აუცილებლად წამოვლენ, ზუსტად ვიცი, მაგრამ რეპერტუარი ჯერ ბოლომდე არ შეგვირჩევია. დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარ სიმღერებს შევარჩევთ, ისეთს, რომ საქართველომ მოიგოს. ძალიან მინდა, წელს ამ კონკურსში საქართველომ გაიმარჯვოს.

- კონკურსის რომელიმე მონაწილეს იცნობ?

- არც ერთს არ ვიცნობ. გავიგე, რომ რუსეთის სახელით ქართველი გამოვა, ნოდარ რევია. სამწუხაროდ, არც მას ვიცნობ, მაგრამ ყველას გავიცნობ და იმედი მაქვს, მონაწილეებს დავუმეგობრდები.

- მოსკოვში გამართული შესარჩევი ტურის დეტალები იცი?

- მხოლოდ ის ვიცი, რომ 17 აპრილიდან თვის ბოლომდე უნდა გადაწყვეტილიყო, ვინ მიიღებდა მონაწილეობას. კიდევ არ არის გადაწყვეტილი, რამდენიმე ქვეყანას ვინ წარადგენს. არჩევის პროცესი ძალიან გაიწელა და მიხარია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით არჩევანი უკვე გაკეთდა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება