Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 ქართველი ვარსკვლავი, რომლებმაც დიდი ქონება დააგროვეს
7 ქართველი ვარსკვლავი, რომლებმაც დიდი ქონება დააგროვეს

წარ­მო­გიდ­გენთ ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის რე­ი­ტინგს. რე­ი­ტინგს უპი­რო­ბოდ ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი ლი­დე­რობს.

ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი

ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის ვა­ჟის სა­კუთ­რე­ბა­შია არა­ერ­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი და მი­წის ნაკ­ვე­თი ოზურ­გეთ­ში, ასე­ვე სა­ჩხე­რე­ში. ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ახალ­გაზ­რდა და­ახ­ლო­ე­ბით 60-მდე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მფლო­ბე­ლია. გა­სულ წელს ბე­რას მიერ შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, რე­პერ­მა 5 860 550 ლარი და­ხარ­ჯა. ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­კუ­თარ ტე­ლე­ვი­ზი­ა­საც ფლობს.

ქეთი მე­ლუა

ორი წლის წინ, 30 წლამ­დე ასა­კის ბრი­ტა­ნე­ლი მი­ლი­ო­ნე­რი მომ­ღერ­ლე­ბის სი­ა­ში, რო­მე­ლიც The Sunday Times-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი ქეთი მე­ლუა მე­ო­რე ად­გილ­ზე მოხ­ვდა. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ქეთი მე­ლუა 12 მი­ლი­ო­ნი გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გის მფლო­ბე­ლია. შე­იძ­ლე­ბა გა­გიკ­ვირ­დეთ, მაგ­რამ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ბრი­ტა­ნე­თის ყვე­ლა­ზე მდი­დარ­მა ვარ­სკვლავ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­მოსს ძველ­მა­ნე­ბის მა­ღა­ზი­ებ­ში ყი­დუ­ლობს. ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სი 1984 წელს ქუ­თა­ის­ში და­ი­ბა­და, თავ­და­პირ­ვე­ლად თბი­ლის­ში იზ­რდე­ბო­და ბე­ბი­ას­თან, შემ­დეგ კი ბა­თუმ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­დაც მამა კარ­დი­ო­ლო­გად მუ­შა­ობ­და. სა­ქარ­თვე­ლო­დან მე­ლუ­ე­ბის ოჯა­ხი 1993 წელს წა­ვი­და ბელ­ფას­ტში. 1998 წელს კი ირ­ლან­დი­ი­დან ბრი­ტა­ნეთ­ში გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად. ქე­თიმ კა­თო­ლი­კუ­რი სკო­ლა და დო­მი­ნი­კუ­რი კო­ლე­ჯი და­ამ­თავ­რა, მისი ძმა კი პრო­ტეს­ტან­ტულ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. რამ­დე­ნი­მე წლის წინ მე­ლუ­ამ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ონ ჯე­იმს ტო­უს­ლენ­დზე იქორ­წი­ნა, მაგ­რამ მათი ოჯა­ხი მალე და­ინ­გრა. ქეთი ხში­რად ჩა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ქეთა თო­ფუ­რია

ზუს­ტად რა ოდე­ნო­ბი­საა მისი ქო­ნე­ბა არა­ვინ იცის, მაგ­რამ ქეთა თო­ფუ­რია რუ­სეთ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი მომ­ღე­რა­ლია. რო­გორც ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში თო­ფუ­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, მან სა­კუ­თა­რი შრო­მით იყი­და სა­ოც­ნე­ბო სახ­ლი მოს­კო­ვის ცენ­ტრში და სა­ოც­ნე­ბო მან­ქა­ნა. ზა­ფხულ­ში ქე­თამ ებ­რა­ელ ბიზ­ნეს­მენ ლევ გე­იხ­მან­ზე იქორ­წი­ნა, რო­მე­ლიც თვითმფრი­ნავ­ში გა­იც­ნო. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლევ გე­იხ­მა­ნი ნავ­თო­ბის ბიზ­ნეს­შია ჩარ­თუ­ლი და სურს ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ქე­თაც ჩარ­თოს.

ჯაბა ქარ­სე­ლა­ძე

ჯაბა ქარ­სე­ლა­ძის ქო­ნე­ბა­ზე თბი­ლის­ში ყო­ველ­თვის ბევ­რს სა­უბ­რობ­დნენ. ამ­ბობ­დნენ, რომ ძა­ლი­ან მდი­და­რია და მა­მა­მი­სი, სოსო ქარ­სე­ლა­ძე მი­ლი­ო­ნე­რია. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, სოსო ქარ­სე­ლა­ძე ორი კა­ზი­ნოს მფლო­ბე­ლი იყო, 18 წლის ასაკ­ში შვილს "ია­გუ­ა­რი" უყი­და, მაგ­რამ ჯა­ბამ გა­სა­ღე­ბი არ გა­მო­არ­თვა. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ქარ­სე­ლა­ძემ სიმ­ღე­რას თავი და­ა­ნე­ბა და მას შემ­დეგ მთელ დროს სწავ­ლას უთ­მობს - "სიმ­დიდ­რის მარ­თვის" ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა მო­ნა­კო­ში. უკვე ოთხი წე­ლია უცხო­ეთ­ში ცხოვ­რობს და თბი­ლის­ში ხში­რად, მაგ­რამ ცოტა ხნით ჩა­მო­დის. სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლის გამო ჯა­ბას ლექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბის დათ­მო­ბაც მო­უ­წია, ის კავ­კა­სი­ის ბიზ­ნესს­კო­ლა­ში ას­წავ­ლი­და. ჯა­ბამ საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რე­ბი­სას სექ­სის კურ­სე­ბიც გა­ი­ა­რა. ამ­ბო­ბენ, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქარ­სე­ლა­ძე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნია, ღა­მით სა­თა­მა­შო და­თუ­ნი­ას­თან იძი­ნებს.

შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი

მსა­ხი­ო­ბი შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის ის­ტო­რია ძა­ლი­ან ჰგავს უცხო­ე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის ამ­ბავს, რომ­ლებ­მაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა და ფული რთუ­ლი გზით იშო­ვეს. შო­რე­ნა პა­ტა­რა ასაკ­ში გა­თხოვ­და, და­ამ­თავ­რა თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტი. ოჯა­ხი რომ ერ­ჩი­ნა, არა­ნა­ირ სა­მუ­შა­ო­ზე უარს არ ამ­ბობ­და, ამ­ბო­ბენ, რომ ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლელ ჯი­ხურ­შიც მუ­შა­ობ­და. თუმ­ცა "პლე­ი­ბო­ი­ში" გა­და­ღე­ბის შემ­დეგ მისი ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლა, ფო­ტო­ო­ბი­ექ­ტი­ვის წინ გა­შიშ­ვლე­ბამ მას წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა, ამას მოჰ­ყვა ფილ­მე­ბი, გა­და­ცე­მე­ბი. თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გახ­და, თა­მამ რო­ლებ­ზე უარს ამ­ბობს. ქარ­თველ მსა­ხი­ობს გა­და­სა­ღე­ბად იწ­ვე­ვენ სხვა ქვეყ­ნებ­შიც. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბე­გაშ­ვი­ლი კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას სა­ზღვარ­გა­რეთ აპი­რებს.

ლელა წურ­წუ­მია

ლელა წურ­წუ­მია ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლია. ამ­ბო­ბენ, რომ სიმ­ღე­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, ლელა წურ­წუ­მი­ას და მა­მუ­ლი­ჩას ოჯახს ბიზ­ნე­სიც აქვს. ისი­ნი ვა­კე­ში ცხოვ­რო­ბენ - "ვარ­სკვლა­ვე­ბის სახ­ლში", წურ­წუ­მი­ას დაც­ვა და მძღო­ლი ემ­სა­ხუ­რე­ბა, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნა ჰყავს. აქვს სა­კუ­თა­რი ხმის ჩამ­წე­რი სტუ­დია.

ნინო ჩხე­ი­ძე

მომ­ღე­რა­ლი ნინო ჩხე­ი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბას ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­მო­სით იქ­ცევს. სა­უბ­რო­ბენ, რომ ის "შა­ნე­ლის" მა­ღა­ზი­ის VIP კლი­ენ­ტია სა­ქარ­თვე­ლო­დან. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნინო მა­ღა­ზია "პიერ კარ­დე­ნის" და ორი რა­დი­ოს მფლო­ბე­ლია. მისი მე­უღ­ლე კი ბიზ­ნეს­მე­ნი გი­ორ­გი კო­რა­ხაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მა­ღა­ზი­ე­ბის ქსელს ფლობს, აქვს სხვა ბიზ­ნე­სიც.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, ambebi.ge

7 ქართველი ვარსკვლავი, რომლებმაც დიდი ქონება დააგროვეს

7 ქართველი ვარსკვლავი, რომლებმაც დიდი ქონება დააგროვეს

წარმოგიდგენთ ყველაზე მდიდარი ქართველი ვარსკვლავების რეიტინგს. რეიტინგს უპირობოდ ბერა ივანიშვილი ლიდერობს.

ბერა ივანიშვილი

ყოფილი პრემიერის ვაჟის საკუთრებაშია არაერთი საცხოვრებელი, არასაცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკვეთი ოზურგეთში, ასევე საჩხერეში. ქვეყნის ყველაზე მდიდარი ახალგაზრდა დაახლოებით 60-მდე უძრავი ქონების მფლობელია. გასულ წელს ბერას მიერ შევსებული დეკლარაციის თანახმად, რეპერმა 5 860 550 ლარი დახარჯა. ბერა ივანიშვილი საკუთარ ტელევიზიასაც ფლობს.

ქეთი მელუა

ორი წლის წინ, 30 წლამდე ასაკის ბრიტანელი მილიონერი მომღერლების სიაში, რომელიც The Sunday Times-მა გამოაქვეყნა, ქართველი მომღერალი ქეთი მელუა მეორე ადგილზე მოხვდა. გამოცემის ცნობით, ქეთი მელუა 12 მილიონი გირვანქა სტერლინგის მფლობელია. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ერთ-ერთ ინტერვიუში ბრიტანეთის ყველაზე მდიდარმა ვარსკვლავმა განაცხადა, რომ სამოსს ძველმანების მაღაზიებში ყიდულობს. ქართველი მუსიკოსი 1984 წელს ქუთაისში დაიბადა, თავდაპირველად თბილისში იზრდებოდა ბებიასთან, შემდეგ კი ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მამა კარდიოლოგად მუშაობდა. საქართველოდან მელუების ოჯახი 1993 წელს წავიდა ბელფასტში. 1998 წელს კი ირლანდიიდან ბრიტანეთში გადავიდნენ საცხოვრებლად. ქეთიმ კათოლიკური სკოლა და დომინიკური კოლეჯი დაამთავრა, მისი ძმა კი პროტესტანტულ სკოლაში სწავლობდა. რამდენიმე წლის წინ მელუამ მსოფლიო ჩემპიონ ჯეიმს ტოუსლენდზე იქორწინა, მაგრამ მათი ოჯახი მალე დაინგრა. ქეთი ხშირად ჩამოდის საქართველოში.

ქეთა თოფურია

ზუსტად რა ოდენობისაა მისი ქონება არავინ იცის, მაგრამ ქეთა თოფურია რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალია. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში თოფურიამ განაცხადა, მან საკუთარი შრომით იყიდა საოცნებო სახლი მოსკოვის ცენტრში და საოცნებო მანქანა. ზაფხულში ქეთამ ებრაელ ბიზნესმენ ლევ გეიხმანზე იქორწინა, რომელიც თვითმფრინავში გაიცნო. გავრცელებული ინფორმაციით, ლევ გეიხმანი ნავთობის ბიზნესშია ჩართული და სურს ბიზნესსაქმიანობაში ქეთაც ჩართოს.

ჯაბა ქარსელაძე

ჯაბა ქარსელაძის ქონებაზე თბილისში ყოველთვის ბევრს საუბრობდნენ. ამბობდნენ, რომ ძალიან მდიდარია და მამამისი, სოსო ქარსელაძე მილიონერია. ამ ინფორმაციის თანახმად, სოსო ქარსელაძე ორი კაზინოს მფლობელი იყო, 18 წლის ასაკში შვილს "იაგუარი" უყიდა, მაგრამ ჯაბამ გასაღები არ გამოართვა. რამდენიმე წლის წინ, ქარსელაძემ სიმღერას თავი დაანება და მას შემდეგ მთელ დროს სწავლას უთმობს - "სიმდიდრის მართვის" ფაკულტეტი დაამთავრა მონაკოში. უკვე ოთხი წელია უცხოეთში ცხოვრობს და თბილისში ხშირად, მაგრამ ცოტა ხნით ჩამოდის. საზღვარგარეთ წასვლის გამო ჯაბას ლექტორის თანამდებობის დათმობაც მოუწია, ის კავკასიის ბიზნესსკოლაში ასწავლიდა. ჯაბამ საფრანგეთში ცხოვრებისას სექსის კურსებიც გაიარა. ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქარსელაძე დამოუკიდებელი ადამიანია, ღამით სათამაშო დათუნიასთან იძინებს.

შორენა ბეგაშვილი

მსახიობი შორენა ბეგაშვილის ისტორია ძალიან ჰგავს უცხოელი ვარსკვლავების ამბავს, რომლებმაც წარმატებული კარიერა და ფული რთული გზით იშოვეს. შორენა პატარა ასაკში გათხოვდა, დაამთავრა თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. ოჯახი რომ ერჩინა, არანაირ სამუშაოზე უარს არ ამბობდა, ამბობენ, რომ ვალუტის გადამცვლელ ჯიხურშიც მუშაობდა. თუმცა "პლეიბოიში" გადაღების შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა, ფოტოობიექტივის წინ გაშიშვლებამ მას წარმატება მოუტანა, ამას მოჰყვა ფილმები, გადაცემები. თუმცა მას შემდეგ, რაც მაღალანაზღაურებადი მსახიობი და ტელეწამყვანი გახდა, თამამ როლებზე უარს ამბობს. ქართველ მსახიობს გადასაღებად იწვევენ სხვა ქვეყნებშიც. გავრცელებული ინფორმაციით, ბეგაშვილი კარიერის გაგრძელებას საზღვარგარეთ აპირებს.

ლელა წურწუმია

ლელა წურწუმია ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი მომღერალია. ამბობენ, რომ სიმღერის პარალელურად, ლელა წურწუმიას და მამულიჩას ოჯახს ბიზნესიც აქვს. ისინი ვაკეში ცხოვრობენ - "ვარსკვლავების სახლში", წურწუმიას დაცვა და მძღოლი ემსახურება, ძვირადღირებული მანქანა ჰყავს. აქვს საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია.

ნინო ჩხეიძე

მომღერალი ნინო ჩხეიძე საზოგადოების ყურადღებას ძვირადღირებული სამოსით იქცევს. საუბრობენ, რომ ის "შანელის" მაღაზიის VIP კლიენტია საქართველოდან. გავრცელებული ინფორმაციით, ნინო მაღაზია "პიერ კარდენის" და ორი რადიოს მფლობელია. მისი მეუღლე კი ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილია, რომელიც კომპიუტერული მაღაზიების ქსელს ფლობს, აქვს სხვა ბიზნესიც.

თამარ ბოჭორიშვილი, ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება