პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ქართველი მოდელი ქრისტინე ძიძიგური პრინც ხუანზე დაინიშნა - ექსკლუზიური ინტერვიუ წყვილთან
ცნობილი ქართველი მოდელი ქრისტინე ძიძიგური პრინც ხუანზე დაინიშნა - ექსკლუზიური ინტერვიუ წყვილთან

საფ­რან­გეთ­ში მოღ­ვა­წე ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რი და­ი­ნიშ­ნა. ქრის­ტი­ნეს რჩე­უ­ლი პრინ­ცი ხუ­ა­ნია. მათი შეხ­ვედ­რის და სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს წყვილ­მა ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა.

– ქრის­ტი­ნე, სად გა­ი­ცა­ნით პრინ­ცი ხუ­ა­ნი?

– ხუ­ა­ნი საფ­რან­გეთ­ში გა­ვი­ცა­ნი, მი­თხრეს, სა­ქარ­თვე­ლო კარ­გად რომ გა­იც­ნოს, ქარ­თვე­ლი მე­გობ­რე­ბი სჭირ­დე­ბაო. ხუ­ანს კი უთხრეს, ქრის­ტი­ნეს დიდი გეგ­მე­ბი აქვს და სხვა რამე არც იფიქ­როო, თუმ­ცა, როცა ჩემი სუ­რა­თე­ბი უნა­ხავს, თურ­მე, თა­ვი­დან­ვე მო­ვე­წო­ნე. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ კი, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვბრუნ­დე­ბო­დი, მომ­წე­რა თბი­ლის­ში ვარო, ვუ­თხა­რი, მე ხვალ მოვფრი­ნავ სა­ქარ­თვე­ლო­ში-თქო. როცა ჩა­მო­ვე­დი და ტე­ლე­ფო­ნი ჩავ­რთე, პირ­ვე­ლი მე­სი­ჯი ხუ­ანს ჰქონ­და გა­მოგ­ზავ­ნი­ლი, მერე შეხ­ვედ­რა მთხო­ვა. შემ­თხვე­ვით აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ მე­ზობ­ლად ვცხოვ­რობ­დით - ჩემი სახ­ლის გვერ­დით მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო­ში იყო და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლი. 

– სიყ­ვა­რულ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­გი­ტყდა ხუ­ა­ნი?

– კი, ფუ­ნი­კუ­ლი­ორ­ზე ვი­ყა­ვით რეს­ტო­რან­ში და სწო­რედ იქ გა­მო­მი­ტყდა სიყ­ვა­რულ­ში. თავ­და­პირ­ვე­ლად, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში შევ­ხვდით, მი­თხრა სამ დღე­ში მივფრი­ნა­ვო, მაგ­რამ აღარ წა­ვი­და, აე­რო­პორ­ტი­დან მობ­რუნ­და. მეც ათ დღე­ში ვა­პი­რებ­დი დაბ­რუ­ნე­ბას საფ­რან­გეთ­ში, მაგ­რამ აღარ დავ­ბრუნ­დი, ერთი თვე დავ­რჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში და ხუ­ან­მა მი­ი­ღო ნიშ­ნო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. როცა ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი მო­დის, ხვდე­ბი, რომ ეს ის არის და ასე მოხ­და ჩემი და ხუ­ა­ნის შემ­თხვე­ვა­ში.

Ambebi.ge-ს პრინ­ცი ხუ­ა­ნი ესა­უბ­რა:

– რით მოგ­ხიბ­ლათ ქრის­ტი­ნემ?

– მე ვხვდე­ბი, რა­ტომ არის სა­ქარ­თვე­ლო ქრის­ტი­ნე­თი ამა­ყი, როცა მას პირ­ვე­ლად შევ­ხვდი, მა­შინ მივ­ხვდი ამას. ყვე­ლაფ­რით მომ­ხიბ­ლა ქრის­ტი­ნემ.

– გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლის გა­დახ­დას აპი­რებთ?

– ჯერ­ჯე­რო­ბით ქორ­წი­ლის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ.

– გა­აგ­რძე­ლებს ქრის­ტი­ნე მო­დე­ლო­ბას?

– მე ნე­ბას მივ­ცემ, გა­აგ­რძე­ლოს ის საქ­მე, რა­საც აკე­თებ­და, რად­გან აქამ­დე ყვე­ლა­ფერს შე­უც­დომ­ლად აკე­თებ­და.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: ერეკ­ლე II-ს შთა­მო­მა­ვა­ლი პრინ­ცი ხუ­ა­ნი - ვინ და­ი­პყრო ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ლა­მაზ­მა­ნის გული? (+ ფოტო)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ცნობილი ქართველი მოდელი ქრისტინე ძიძიგური პრინც ხუანზე დაინიშნა - ექსკლუზიური ინტერვიუ წყვილთან

ცნობილი ქართველი მოდელი ქრისტინე ძიძიგური პრინც ხუანზე დაინიშნა - ექსკლუზიური ინტერვიუ წყვილთან

საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მოდელი ქრისტინე ძიძიგური დაინიშნა. ქრისტინეს რჩეული პრინცი ხუანია. მათი შეხვედრის და სიყვარულის ისტორიის შესახებ Ambebi.ge-ს წყვილმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

– ქრისტინე, სად გაიცანით პრინცი ხუანი?

– ხუანი საფრანგეთში გავიცანი, მითხრეს, საქართველო კარგად რომ გაიცნოს, ქართველი მეგობრები სჭირდებაო. ხუანს კი უთხრეს, ქრისტინეს დიდი გეგმები აქვს და სხვა რამე არც იფიქროო, თუმცა, როცა ჩემი სურათები უნახავს, თურმე, თავიდანვე მოვეწონე. რამდენიმე კვირის წინ კი, როცა საქართველოში ვბრუნდებოდი, მომწერა თბილისში ვარო, ვუთხარი, მე ხვალ მოვფრინავ საქართველოში-თქო. როცა ჩამოვედი და ტელეფონი ჩავრთე, პირველი მესიჯი ხუანს ჰქონდა გამოგზავნილი, მერე შეხვედრა მთხოვა. შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ მეზობლად ვცხოვრობდით - ჩემი სახლის გვერდით მდებარე სასტუმროში იყო დაბინავებული. 

– სიყვარულში საქართველოში გამოგიტყდა ხუანი?

– კი, ფუნიკულიორზე ვიყავით რესტორანში და სწორედ იქ გამომიტყდა სიყვარულში. თავდაპირველად, როცა საქართველოში შევხვდით, მითხრა სამ დღეში მივფრინავო, მაგრამ აღარ წავიდა, აეროპორტიდან მობრუნდა. მეც ათ დღეში ვაპირებდი დაბრუნებას საფრანგეთში, მაგრამ აღარ დავბრუნდი, ერთი თვე დავრჩი საქართველოში და ხუანმა მიიღო ნიშნობის გადაწყვეტილება. როცა ნამდვილი სიყვარული მოდის, ხვდები, რომ ეს ის არის და ასე მოხდა ჩემი და ხუანის შემთხვევაში.

Ambebi.ge-ს პრინცი ხუანი ესაუბრა:

– რით მოგხიბლათ ქრისტინემ?

– მე ვხვდები, რატომ არის საქართველო ქრისტინეთი ამაყი, როცა მას პირველად შევხვდი, მაშინ მივხვდი ამას. ყველაფრით მომხიბლა ქრისტინემ.

– გრანდიოზული ქორწილის გადახდას აპირებთ?

– ჯერჯერობით ქორწილის დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ.

– გააგრძელებს ქრისტინე მოდელობას?

– მე ნებას მივცემ, გააგრძელოს ის საქმე, რასაც აკეთებდა, რადგან აქამდე ყველაფერს შეუცდომლად აკეთებდა.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ: ერეკლე II-ს შთამომავალი პრინცი ხუანი - ვინ დაიპყრო ცნობილი ქართველი ლამაზმანის გული? (+ ფოტო)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება