პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვერ ახერხებს სწავლის გაგრძელებას ქართველი ინტერნეტვარსკვლავი
რატომ ვერ ახერხებს სწავლის გაგრძელებას ქართველი ინტერნეტვარსკვლავი

ღმერ­თმა სიმ­ღე­რის ნიჭი და­ა­ნათ­ლა, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ 6 წლი­სა მა­მამ მი­ა­ტო­ვა და პა­ტა­რა სა­ლო­მე დე­დას­თან ერ­თად დარ­ჩა. დე­დამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ შვილს არ გას­ჭირ­ვე­ბო­და, მაგ­რამ იმ­დე­ნი ვე­ღარ შეძ­ლო, გო­გო­ნას­თვის სიმ­ღე­რა­ში კერ­ძო პე­და­გო­გი და­ე­ქი­რა­ვე­ბი­ნა, რომ ბავ­შვს მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი გა­ნე­ვი­თა­რე­ბი­ნა...

თუმ­ცა სა­ლო­მე ტე­ტი­აშ­ვი­ლი, 19 წლის ასაკ­ში, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ინ­ტერ­ნეტ­ვარ­სკვლა­ვი გახ­და. მას ამის­თვის არც უზ­რუ­ნია, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სით მოხ­და. მე­გობ­რე­ბის წრე­ში სა­ლო­მეს ნამ­ღე­რი ინ­ტერ­ნეტ­ში აიტ­ვირ­თა და სას­წა­უ­ლი წა­მი­ე­რად მოხ­და...

"ამ­ბე­ბი.გე" ამ­ჟა­მად სწო­რედ მისი ცხოვ­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­და.

- სა­ლო­მე, ერთ დღე­საც ინ­ტერ­ნეტ­ში შენი ნამ­ღე­რი აიტ­ვირ­თა, რო­მე­ლიც მა­შინ­ვე ნა­ხე­ვარ­მა მი­ლი­ონ­მა ადა­მი­ან­მა მო­ი­წო­ნა... სიმ­ღე­რა რო­დი­დან და­ი­წყე?

- 3-4 წლი­დან, მაგ­რამ ამ ყვე­ლაფ­რის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლად არას­დროს შე­მი­ხე­დავს.

- ვო­კა­ლის პე­და­გო­გი არ გყო­ლია?

- ორი წლის წინ მას­წავ­ლე­ბელ­თან მცი­რე ხნით დავ­დი­ო­დი, შე­იძ­ლე­ბა, ის პე­რი­ო­დი სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბის ეტა­პად არც ჩა­ით­ვა­ლოს. ბო­ლოს კი, რამ­დე­ნი­მე თვის წინ, პე­და­გოგ­თან ერთი თვე ვი­ა­რე... ისე, სიმ­ღე­რებს ჩემ­თვის სულ ვმღე­რო­დი: მე­გობ­რე­ბის წრე­ებ­ში, და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე, ბა­რებ­ში...

- არა­და, ძლი­ე­რი ხმა გაქვს. ამ საქ­მეს პრო­ფე­სი­უ­ლად რომ ვერ მი­ხე­დე, იმის ბრა­ლია, რომ ოჯახს სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­და?

- ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი ეს არის, რად­გა­ნაც კერ­ძო პედ­გო­გის და­ქი­რა­ვე­ბა ძვი­რი ჯდე­ბა, რის გა­დახ­და­საც ჩემი ოჯა­ხი ვერ ახერ­ხებს...…

- სად სწავ­ლობ?

- ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ვსწავ­ლობ.

- ამა­შიც ისევ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მა გიშ­ლის ხელს?

- ერთ-ერთი მი­ზე­ზი ეს არის. სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, სას­წავ­ლებ­ლად გერ­მა­ნი­ა­ში ვა­პი­რებ­დი წას­ვლას, იქი­დან და­ფი­ნან­სე­ბა კი მქონ­და, მაგ­რამ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა, ამის მი­ზე­ზი ფი­ნან­სე­ბიც გახ­და და კი­დევ არა­ერ­თი დე­ტა­ლი. მოკ­ლედ, ვე­ღარ ჩა­ვა­ბა­რე... მერე რჩე­ვე­ბი მი­ვი­ღე, რომ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, მაგ­რამ ეს საქ­მე რამ­დე­ნად გა­მო­ვა, არ ვიცი. ისე, დედა, მე­გობ­რე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას მირ­ჩე­ვენ და იმა­საც მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­მი­ვა. თუმ­ცა სა­კუ­თა­რი თავი კლა­სი­კურ სტილ­ში ცოტა ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, მაგრმ ვნა­ხოთ. წი­ნა­აღ­მდე­გი არ ვარ.

- წელს გინ­და მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზე გას­ვლა?

- წელს თუ არა, მო­მა­ვალ წელს მა­ინც, აუ­ცი­ლებ­ლად.

- სე­რი­ო­ზულ­მა პე­და­გოგ­მა და მუ­სი­კოს­მა ვინ მო­გის­მი­ნა?

- კომ­პო­ზი­ტორ­მა რუსა მორ­ჩი­ლა­ძემ. მას­თან და­ახ­ლო­ე­ბით თვე-ნა­ხე­ვა­რი ვი­ა­რე.

- რა მი­თი­თე­ბე­ბი მოგ­ცა?

- ძი­რი­თა­დად სუნ­თქვის პრობ­ლე­მა მაქვს, მაგ მხრივ ვარ და­სახ­ვე­წი. სიმ­ღე­რის დროს ფრა­ზე­ბის მი­ხედ­ვით სწო­რად უნდა ვის­წავ­ლო სუნ­თქვის რე­გუ­ლი­რე­ბა. ჩემი ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა ეგ არის და მაგ მი­მარ­თუ­ლე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მუ­შაო მაქვს.

- ვიცი, რომ რა­ღაც კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ. კლუ­ბებ­ში მღე­რი. ამ საქ­მე­ში ვინ გეხ­მა­რე­ბა?

- კონ­ცერ­ტებს რომ ვმარ­თავ, ეს ძი­რი­თა­დად ბა­რის, კლუ­ბის მე­პატ­რო­ნე­ე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით ხდე­ბა. ისი­ნი მიწ­ვე­ვენ, მაგ­რამ ისე არ არის, რომ სად­მე სის­ტე­მა­ტი­უ­რად ვმღე­რი.

- რე­პერ­ტუ­ა­რი გაქვს?

- კი, მაქვს. უცხო­ურ სიმ­ღე­რებ­საც ვმღე­რი, არა­და, რა­ტომ­ღაც ჰგო­ნი­ათ, რომ მხო­ლოდ ქარ­თულ სიმ­ღე­რებს ვას­რუ­ლებ. ეს ნამ­დვი­ლად არ არის ასე.

- იმი­ტომ რომ, მა­სობ­რი­ვად ქარ­თუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბით გა­გიც­ნეს...

- კი, ბარ­ში და კლუბ­ში და ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ხალ­ხს რაც უნდა, იმას ვმღე­რი.

- იქ ღირს სიმ­ღე­რა?

- კი, ჩემ­თვის მი­სა­ღე­ბია. სა­კუ­თა­რი სა­ხარ­ჯო ფული მაქვს და მშო­ბელ­ზე არ ვარ და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მთა­ვა­რი ეს არის. ბარ­ში ისე­დაც დავ­დი­ვარ ხოლ­მე მე­გობ­რებ­თან ერ­თად და ამას ემა­ტე­ბა ის, რომ იქ ვმღე­რი კი­დეც. როცა შე­იძ­ლე­ბა, შენი ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­ხარ­ჯო ფული გქონ­დეს, მშვე­ნი­ე­რია. რა­ტო­მაც არა.

- ერთ-ერთ შო­უ­შიც გა­მოჩ­ნდი, შენს პრობ­ლე­მებ­სა და სატ­კი­ვარ­ზე ილა­პა­რა­კე, რომ ბავ­შვო­ბა­ში მა­მამ მი­გა­ტო­ვა. იმ გა­და­ცე­მის შემ­დე­გაც არ გა­მო­გეხ­მა­უ­რა ის ადა­მი­ა­ნი?

- არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. არა­ვინ გა­მომ­ხმა­უ­რე­ბია, არ ის და არც მისი ახ­ლობ­ლე­ბი.

- 6 წლის იყა­ვი, რაცა მამა შენ­გან წა­ვი­და. ეს, ალ­ბათ, დიდი ტკი­ვი­ლია შენ­თვის, არა?.

- კი, რო­დე­საც მშო­ბე­ლი ასე პა­ტა­რას გტო­ვებს, რა თქმა უნდა, დიდი ტრავ­მაა. მაგ­რამ იზ­რდე­ბი და ნელ-ნელა აც­ნო­ბი­ე­რებ, არ გკი­თხუ­ლობს, არ აინ­ტე­რე­სებს, რო­გორ ცხოვ­რობ, რას აკე­თებ. გი­ყა­ლიბ­დე­ბა და გიმ­ყარ­დე­ბა აზრი, რომ ყვე­ლა­ფე­რი შე­ნით უნდა შეძ­ლო, ცხოვ­რე­ბა გა­აგ­რძე­ლო. გყავს მხო­ლოდ ერთი მშო­ბე­ლი, დედა, რო­მე­ლიც ას­რუ­ლებს რო­გორც დე­დის, ასე­ვე მა­მის ფუნ­ქცი­ას. ალ­ბათ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია, მით უფრო გო­გოს­თვის, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბი ალ­ბათ ეჩ­ვე­ვი­ან სა­კუ­თარ გა­სა­ჭირს, თუმ­ცა ჩემ­თვის მა­ინც რთუ­ლად შე­სა­გუ­ე­ბე­ლი და მკივ­ნე­უ­ლია.

- სკო­ლა­ში რო­გორ სწავ­ლობ­დი?

- სკო­ლა­ში კარ­გად რომ ვსწავ­ლობ­დი, გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით გერ­მა­ნი­ა­ში მოვ­ხვდი. იქ და­მა­ფი­ნან­სეს და მუ­სი­კა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას ვა­პი­რებ­დი. პა­ტა­რა კონ­ცერ­ტი გავ­მარ­თეთ და შვიდ სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლეს შო­რის მოვ­ხვდი. მყავ­და გერ­მა­ნე­ლი პე­და­გო­გი. იქ ვი­ღაც კაცს ჰქონ­და საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი, რო­მე­ლიც სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან ჩა­სულ ნი­ჭი­ერ ბავ­შვებს აფი­ნა­სებ­და. მო­ე­წო­ნათ ჩემი ხმა. რომ ჩა­მო­ვე­დი, რა­ღაც თან­ხაც გა­მო­აგ­ზავ­ნა, რომ კერ­ძო პე­და­გო­გი ამეყ­ვა­ნა, რი­თაც მას­წავ­ლე­ბელ­თან ვი­ა­რე. მერე მუ­სი­კა­ლურ კო­ლე­ჯში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ რო­გორც გა­ვი­გე, იმ ფონდმა მუ­შა­ო­ბა შე­წყვი­ტა, ამი­ტომ ჩემი სწავ­ლის სა­კი­თხი აღარ გა­მო­ვი­და.

- ცოტა ხნის წინ უსი­ა­მოვ­ნო ამ­ბა­ვი შე­გემ­თხვე­ვა: ქუ­ჩა­ში გა­გა­ჩე­რა ადა­მი­ან­მა, რო­მელ­მაც ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი გთხო­ვა. რომ არ მი­ე­ცი, დანა გეს­რო­ლა... იმ ინ­ცინ­დენტს რა­ი­მე გაგ­რძე­ლე­ბა ხომ არ ჰქო­ნია?

- არა, იქ დამ­თავ­რდა ყვე­ლა­ფე­რი. ჩემ­თვის იმ ფაქ­ტი ცოტა შავი პი­ა­რი­ვით კი იუო...

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გყავს?

- აღარ მყავს (სი­ცი­ლით ამ­ბობს). ცოტა ხნის წინ დავ­შორ­დით...

- ადა­მი­ა­ნი ასე უეც­რად, მხო­ლოდ ინ­ტერ­ნეტ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ვი­დე­ოს შემ­დეგ რომ გახ­დე­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლი. ეს რას ნიშ­ნავს შენ­თვის?

- ჩემ­თვის ცოტა და­უ­ჯე­რე­ბე­ლი კი იყო, მაგ­რამ ნელ-ნელა გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რაც მოხ­და ბევ­რჯერ ყო­ფი­ლა ისე­თი შემ­თხვე­ვა, რომ ქუ­ჩა­ში ქა­ლე­ბი, ბავ­შვე­ბი მე­სიყ­ვა­რუ­ლე­ბი­ან, სით­ბოს გა­მო­ხა­ტა­ვენ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც მწე­რენ. ეს არის შემ­თხვე­ვა, როცა რა­ღაც მო­უ­ლოდ­ნე­ლად მო­დის შენ­თან და თვი­თონ ამის­თვის არა­ფერს აკე­თებ. უბ­რა­ლოდ მე­გობ­რე­ბის წრე­ში ნამ­ღე­რი ვი­დე­ო­თი გავ­ხდი პო­პუ­ლა­რუ­ლი. ეს სა­სი­ხა­რუ­ლოა.

- დედა ისევ "რუს­თა­ვი 2"-ში მუ­შა­ობს?

- კი, იქ არის...

- ისევ ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რობთ და ამ მხრი­ვაც არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, ხომ?

- დიახ, არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა...

- დედა რას გე­უბ­ნე­ბა?

- რო­გორც გი­თხა­რით, მე­უბ­ნე­ბა, რომ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში გა­ვაგ­რძე­ლო სწავ­ლა. ერთხელ არ და­ვუ­ჯე­რე, რო­დე­საც ვი­ო­ლი­ნო­ზე დაკ­ვრას თავი და­ვა­ნე­ბე, რა­საც ვნა­ნობ. ამი­ტომ ახლა უნდა და­ვუ­ჯე­რო. მშო­ბე­ლია და იცის, რო­გორ ჯო­ბია.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

რატომ ვერ ახერხებს სწავლის გაგრძელებას ქართველი ინტერნეტვარსკვლავი

რატომ ვერ ახერხებს სწავლის გაგრძელებას ქართველი ინტერნეტვარსკვლავი

ღმერთმა სიმღერის ნიჭი დაანათლა, მაგრამ ისე მოხდა, რომ 6 წლისა მამამ მიატოვა და პატარა სალომე დედასთან ერთად დარჩა. დედამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შვილს არ გასჭირვებოდა, მაგრამ იმდენი ვეღარ შეძლო, გოგონასთვის სიმღერაში კერძო პედაგოგი დაექირავებინა, რომ ბავშვს მუსიკალური მონაცემები განევითარებინა...

თუმცა სალომე ტეტიაშვილი, 19 წლის ასაკში, შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტვარსკვლავი გახდა. მას ამისთვის არც უზრუნია, ყველაფერი თავისით მოხდა. მეგობრების წრეში სალომეს ნამღერი ინტერნეტში აიტვირთა და სასწაული წამიერად მოხდა...

"ამბები.გე" ამჟამად სწორედ მისი ცხოვრებით დაინტერესდა.

- სალომე, ერთ დღესაც ინტერნეტში შენი ნამღერი აიტვირთა, რომელიც მაშინვე ნახევარმა მილიონმა ადამიანმა მოიწონა... სიმღერა როდიდან დაიწყე?

- 3-4 წლიდან, მაგრამ ამ ყველაფრისთვის სერიოზულად არასდროს შემიხედავს.

- ვოკალის პედაგოგი არ გყოლია?

- ორი წლის წინ მასწავლებელთან მცირე ხნით დავდიოდი, შეიძლება, ის პერიოდი სერიოზული მუშაობის ეტაპად არც ჩაითვალოს. ბოლოს კი, რამდენიმე თვის წინ, პედაგოგთან ერთი თვე ვიარე... ისე, სიმღერებს ჩემთვის სულ ვმღეროდი: მეგობრების წრეებში, დაბადების დღეებზე, ბარებში...

- არადა, ძლიერი ხმა გაქვს. ამ საქმეს პროფესიულად რომ ვერ მიხედე, იმის ბრალია, რომ ოჯახს საშუალება არ ჰქონდა?

- ძირითადი მიზეზი ეს არის, რადგანაც კერძო პედგოგის დაქირავება ძვირი ჯდება, რის გადახდასაც ჩემი ოჯახი ვერ ახერხებს...…

- სად სწავლობ?

- ჯერჯერობით ვერ ვსწავლობ.

- ამაშიც ისევ ფინანსური პრობლემა გიშლის ხელს?

- ერთ-ერთი მიზეზი ეს არის. სკოლა რომ დავამთავრე, სასწავლებლად გერმანიაში ვაპირებდი წასვლას, იქიდან დაფინანსება კი მქონდა, მაგრამ სწავლის გაგრძელება ვერ მოხერხდა, ამის მიზეზი ფინანსებიც გახდა და კიდევ არაერთი დეტალი. მოკლედ, ვეღარ ჩავაბარე... მერე რჩევები მივიღე, რომ კონსერვატორიაში ჩამებარებინა. დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ ეს საქმე რამდენად გამოვა, არ ვიცი. ისე, დედა, მეგობრები ამ მიმართულებით სწავლის გაგრძელებას მირჩევენ და იმასაც მეუბნებიან, რომ აუცილებლად გამომივა. თუმცა საკუთარი თავი კლასიკურ სტილში ცოტა ვერ წარმომიდგენია, მაგრმ ვნახოთ. წინააღმდეგი არ ვარ.

- წელს გინდა მისაღებ გამოცდებზე გასვლა?

- წელს თუ არა, მომავალ წელს მაინც, აუცილებლად.

- სერიოზულმა პედაგოგმა და მუსიკოსმა ვინ მოგისმინა?

- კომპოზიტორმა რუსა მორჩილაძემ. მასთან დაახლოებით თვე-ნახევარი ვიარე.

- რა მითითებები მოგცა?

- ძირითადად სუნთქვის პრობლემა მაქვს, მაგ მხრივ ვარ დასახვეწი. სიმღერის დროს ფრაზების მიხედვით სწორად უნდა ვისწავლო სუნთქვის რეგულირება. ჩემი ძირითადი პრობლემა ეგ არის და მაგ მიმართულებით სერიოზული სამუშაო მაქვს.

- ვიცი, რომ რაღაც კონცერტებში მონაწილეობ. კლუბებში მღერი. ამ საქმეში ვინ გეხმარება?

- კონცერტებს რომ ვმართავ, ეს ძირითადად ბარის, კლუბის მეპატრონეების ინიციატივით ხდება. ისინი მიწვევენ, მაგრამ ისე არ არის, რომ სადმე სისტემატიურად ვმღერი.

- რეპერტუარი გაქვს?

- კი, მაქვს. უცხოურ სიმღერებსაც ვმღერი, არადა, რატომღაც ჰგონიათ, რომ მხოლოდ ქართულ სიმღერებს ვასრულებ. ეს ნამდვილად არ არის ასე.

- იმიტომ რომ, მასობრივად ქართული ნამუშევრებით გაგიცნეს...

- კი, ბარში და კლუბში და ასეთ სიტუაციებში ხალხს რაც უნდა, იმას ვმღერი.

- იქ ღირს სიმღერა?

- კი, ჩემთვის მისაღებია. საკუთარი სახარჯო ფული მაქვს და მშობელზე არ ვარ დამოკიდებული. მთავარი ეს არის. ბარში ისედაც დავდივარ ხოლმე მეგობრებთან ერთად და ამას ემატება ის, რომ იქ ვმღერი კიდეც. როცა შეიძლება, შენი ელემენტარული სახარჯო ფული გქონდეს, მშვენიერია. რატომაც არა.

- ერთ-ერთ შოუშიც გამოჩნდი, შენს პრობლემებსა და სატკივარზე ილაპარაკე, რომ ბავშვობაში მამამ მიგატოვა. იმ გადაცემის შემდეგაც არ გამოგეხმაურა ის ადამიანი?

- არ გამოჩენილა. არავინ გამომხმაურებია, არ ის და არც მისი ახლობლები.

- 6 წლის იყავი, რაცა მამა შენგან წავიდა. ეს, ალბათ, დიდი ტკივილია შენთვის, არა?.

- კი, როდესაც მშობელი ასე პატარას გტოვებს, რა თქმა უნდა, დიდი ტრავმაა. მაგრამ იზრდები და ნელ-ნელა აცნობიერებ, არ გკითხულობს, არ აინტერესებს, როგორ ცხოვრობ, რას აკეთებ. გიყალიბდება და გიმყარდება აზრი, რომ ყველაფერი შენით უნდა შეძლო, ცხოვრება გააგრძელო. გყავს მხოლოდ ერთი მშობელი, დედა, რომელიც ასრულებს როგორც დედის, ასევე მამის ფუნქციას. ალბათ, ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეულია, მით უფრო გოგოსთვის, მაგრამ ადამიანები ალბათ ეჩვევიან საკუთარ გასაჭირს, თუმცა ჩემთვის მაინც რთულად შესაგუებელი და მკივნეულია.

- სკოლაში როგორ სწავლობდი?

- სკოლაში კარგად რომ ვსწავლობდი, გაცვლითი პროგრამით გერმანიაში მოვხვდი. იქ დამაფინანსეს და მუსიკალური მიმართულებით სწავლის გაგრძელებას ვაპირებდი. პატარა კონცერტი გავმართეთ და შვიდ საუკეთესო მოსწავლეს შორის მოვხვდი. მყავდა გერმანელი პედაგოგი. იქ ვიღაც კაცს ჰქონდა საქველმოქმედო ფონდი, რომელიც საზღვარგარეთიდან ჩასულ ნიჭიერ ბავშვებს აფინასებდა. მოეწონათ ჩემი ხმა. რომ ჩამოვედი, რაღაც თანხაც გამოაგზავნა, რომ კერძო პედაგოგი ამეყვანა, რითაც მასწავლებელთან ვიარე. მერე მუსიკალურ კოლეჯში უნდა წავსულიყავი, მაგრამ როგორც გავიგე, იმ ფონდმა მუშაობა შეწყვიტა, ამიტომ ჩემი სწავლის საკითხი აღარ გამოვიდა.

- ცოტა ხნის წინ უსიამოვნო ამბავი შეგემთხვევა: ქუჩაში გაგაჩერა ადამიანმა, რომელმაც ტელეფონის ნომერი გთხოვა. რომ არ მიეცი, დანა გესროლა... იმ ინცინდენტს რაიმე გაგრძელება ხომ არ ჰქონია?

- არა, იქ დამთავრდა ყველაფერი. ჩემთვის იმ ფაქტი ცოტა შავი პიარივით კი იუო...

- შეყვარებული გყავს?

- აღარ მყავს (სიცილით ამბობს). ცოტა ხნის წინ დავშორდით...

- ადამიანი ასე უეცრად, მხოლოდ ინტერნეტში განთავსებული ვიდეოს შემდეგ რომ გახდები პოპულარული. ეს რას ნიშნავს შენთვის?

- ჩემთვის ცოტა დაუჯერებელი კი იყო, მაგრამ ნელ-ნელა გავაცნობიერე, რაც მოხდა ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ქუჩაში ქალები, ბავშვები მესიყვარულებიან, სითბოს გამოხატავენ, სოციალურ ქსელშიც მწერენ. ეს არის შემთხვევა, როცა რაღაც მოულოდნელად მოდის შენთან და თვითონ ამისთვის არაფერს აკეთებ. უბრალოდ მეგობრების წრეში ნამღერი ვიდეოთი გავხდი პოპულარული. ეს სასიხარულოა.

- დედა ისევ "რუსთავი 2"-ში მუშაობს?

- კი, იქ არის...

- ისევ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობთ და ამ მხრივაც არაფერი შეცვლილა, ხომ?

- დიახ, არაფერი შეცვლილა...

- დედა რას გეუბნება?

- როგორც გითხარით, მეუბნება, რომ კონსერვატორიაში გავაგრძელო სწავლა. ერთხელ არ დავუჯერე, როდესაც ვიოლინოზე დაკვრას თავი დავანებე, რასაც ვნანობ. ამიტომ ახლა უნდა დავუჯერო. მშობელია და იცის, როგორ ჯობია.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება