სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე მასთან აღარ ვიმეგობრებ" - რის გამო იჩხუბეს ანრი ჯოხაძემ და ვერიკო ტურაშვილმა
"მე მასთან აღარ ვიმეგობრებ" - რის გამო იჩხუბეს ანრი ჯოხაძემ და ვერიკო ტურაშვილმა

ამ­ბო­ბენ, ერთ დროს გა­ნუყ­რელ­მა მე­გობ­რებ­მა ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვილ­მა და ანრი ჯო­ხა­ძემ იჩხუ­ბეს და ერ­თმა­ნეთს უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა აღარ ელა­პა­რა­კე­ბი­ა­ნო. მომ­ღერ­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტზე ერ­თობ­ლი­ვად იმუ­შა­ვეს. მათი სიმ­ღე­რა "ჰავა ნა­გი­ლა" მსმე­ნელ­თა შო­რის დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ კი ან­რიმ ვე­რი­კოს მო­რი­გი კლი­პი გა­და­ი­ღო, "რაც ამ­ქვეყ­ნად სიყ­ვა­რუ­ლი მე­ფობს", სა­დაც ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის თით­ქმის ყვე­ლა თა­ო­ბის ვარ­სკვლა­ვე­ბის თავ­შეყ­რა მო­ხერ­ხდა. ერ­თობ­ლი­ვად იმუ­შა­ვეს კლიპ­ზე "თუ არ იცო­დი სიყ­ვა­რუ­ლი, რას მპირ­დე­ბო­დი".… მოკ­ლედ, ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ეს ორი მომ­ღე­რა­ლი სულ ცდი­ლობ­და, რომ ახა­ლი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის­თვის. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კი­დევ ერთი კლი­პის გა­და­ღე­ბას გეგ­მავ­დნენ, მაგ­რამ მათ შო­რის სი­ტუ­ა­ცია ისე და­ი­ძა­ბა, რომ, სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აღარ მო­ხერ­ხდე­ბა.

და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ "რე­ი­ტინ­გი" გიყ­ვე­ბო­დათ, რომ ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია და რომ მისი რჩე­უ­ლი "რუს­თა­ვი 2"-ის ოპე­რა­ტო­რი ლაშა ნა­კა­ი­ძეა. ლაშა ან­რის სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ ბა­ქო­ში "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზეც" იყო წა­სუ­ლი. გახ­სოვთ ალ­ბათ, რომ ან­რის ბე­ქებ­ში ნინი შერ­მა­დინ­თან, ნინო ძო­წე­ნი­ძე­სა და მაგ­და ჯო­ხა­ძეს­თან ერ­თად ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლიც მღე­რო­და. რამ­დე­ნი­მე თვის წინ ან­რი­სა და ვე­რი­კოს უთან­ხმო­ე­ბა იმით და­ი­წყო, რომ ანრი შე­ე­ცა­და, ვე­რი­კოს­თვის თვა­ლი აე­ხი­ლა - უთ­ქვამს, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გღა­ლა­ტობ­სო. თა­ვი­დან ვე­რი­კოს და­უ­ჯე­რე­ბია ან­რის­თვის, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით საყ­ვა­რელ­მა ადა­მი­ან­მა მისი გა­დარ­წმუ­ნე­ბა მო­ა­ხერ­ხა. ან­რის ვე­რი­კოს­თვის ფული ჰქო­ნია ნა­სეს­ხე­ბი და მათ შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა რომ და­ი­ძა­ბა, ან­რის ფუ­ლის დაბ­რუ­ნე­ბა უთხო­ვია. ვე­რი­კოს პა­სუ­ხი კი ყო­ფი­ლა, რომ მისი არა­ნა­ი­რი ვალი არ ჰქონ­და. გა­გე­ბუ­ლი ამ­ბის გა­და­მოწ­მე­ბა ანრი ჯო­ხა­ძე­სა და ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვილ­თან ვცა­დეთ.

- ანრი, გა­ვი­გეთ, რომ შენ­სა და ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვილს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­ძა­ბა. ერთ დროს ახლო მე­გობ­რე­ბი იყა­ვით. რამ­დე­ნი­მე ძა­ლი­ან კარ­გი კლი­პი გა­და­ი­ღეთ. რა მოხ­და თქვენ შო­რის?

ანრი ჯო­ხა­ძე:

- ვის­გა­ნაც გა­ი­გეთ ეს ამ­ბა­ვი, დე­ტა­ლებ­საც გე­ტყოდ­ნენ. ჩემ­გან კო­მენ­ტა­რი რა­ტომ გინ­დათ?

- და­ახ­ლო­ე­ბით ვი­ცით, მაგ­რამ თქვენ­გან გვინ­და გა­ვი­გოთ, რე­ა­ლუ­რად რა მოხ­და.

- არაფ­რის თქმა არ მინ­და. სირ­ცხვი­ლია ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ლა­პა­რა­კი.

- ვი­ხი­ლავთ თუ არა თქვენს ერ­თობ­ლივ ნა­მუ­შევ­რებს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში?

- არა­სო­დეს. ამ ფაქტს და­გი­დას­ტუ­რებთ. მე მას­თან აღარ ვი­მე­გობ­რებ. და­ნარ­ჩენ­ზე არა­ფერს ვი­ტყვი.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"მე მასთან აღარ ვიმეგობრებ" - რის გამო იჩხუბეს ანრი ჯოხაძემ და ვერიკო ტურაშვილმა

"მე მასთან აღარ ვიმეგობრებ" - რის გამო იჩხუბეს ანრი ჯოხაძემ და ვერიკო ტურაშვილმა

ამბობენ, ერთ დროს განუყრელმა მეგობრებმა ვერიკო ტურაშვილმა და ანრი ჯოხაძემ იჩხუბეს და ერთმანეთს უკვე რამდენიმე თვეა აღარ ელაპარაკებიანო. მომღერლებმა რამდენიმე პროექტზე ერთობლივად იმუშავეს. მათი სიმღერა "ჰავა ნაგილა" მსმენელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

დაახლოებით ერთი წლის წინ კი ანრიმ ვერიკოს მორიგი კლიპი გადაიღო, "რაც ამქვეყნად სიყვარული მეფობს", სადაც ქართველი მსახიობების თითქმის ყველა თაობის ვარსკვლავების თავშეყრა მოხერხდა. ერთობლივად იმუშავეს კლიპზე "თუ არ იცოდი სიყვარული, რას მპირდებოდი".… მოკლედ, ბოლო რამდენიმე წელია, ეს ორი მომღერალი სულ ცდილობდა, რომ ახალი და განსხვავებული ვიდეორგოლები შეეთავაზებინა ქართველი მსმენელისთვის. უახლოეს მომავალში კიდევ ერთი კლიპის გადაღებას გეგმავდნენ, მაგრამ მათ შორის სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ, სავარაუდოდ, თანამშრომლობა აღარ მოხერხდება.

დაახლოებით ერთი წლის წინ "რეიტინგი" გიყვებოდათ, რომ ვერიკო ტურაშვილი შეყვარებულია და რომ მისი რჩეული "რუსთავი 2"-ის ოპერატორი ლაშა ნაკაიძეა. ლაშა ანრის საგულშემატკივროდ ბაქოში "ევროვიზიაზეც" იყო წასული. გახსოვთ ალბათ, რომ ანრის ბექებში ნინი შერმადინთან, ნინო ძოწენიძესა და მაგდა ჯოხაძესთან ერთად ვერიკო ტურაშვილიც მღეროდა. რამდენიმე თვის წინ ანრისა და ვერიკოს უთანხმოება იმით დაიწყო, რომ ანრი შეეცადა, ვერიკოსთვის თვალი აეხილა - უთქვამს, შეყვარებული გღალატობსო. თავიდან ვერიკოს დაუჯერებია ანრისთვის, მაგრამ მოგვიანებით საყვარელმა ადამიანმა მისი გადარწმუნება მოახერხა. ანრის ვერიკოსთვის ფული ჰქონია ნასესხები და მათ შორის ურთიერთობა რომ დაიძაბა, ანრის ფულის დაბრუნება უთხოვია. ვერიკოს პასუხი კი ყოფილა, რომ მისი არანაირი ვალი არ ჰქონდა. გაგებული ამბის გადამოწმება ანრი ჯოხაძესა და ვერიკო ტურაშვილთან ვცადეთ.

- ანრი, გავიგეთ, რომ შენსა და ვერიკო ტურაშვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ერთ დროს ახლო მეგობრები იყავით. რამდენიმე ძალიან კარგი კლიპი გადაიღეთ. რა მოხდა თქვენ შორის?

ანრი ჯოხაძე:

- ვისგანაც გაიგეთ ეს ამბავი, დეტალებსაც გეტყოდნენ. ჩემგან კომენტარი რატომ გინდათ?

- დაახლოებით ვიცით, მაგრამ თქვენგან გვინდა გავიგოთ, რეალურად რა მოხდა.

- არაფრის თქმა არ მინდა. სირცხვილია ამ ყველაფერზე ლაპარაკი.

- ვიხილავთ თუ არა თქვენს ერთობლივ ნამუშევრებს უახლოეს მომავალში?

- არასოდეს. ამ ფაქტს დაგიდასტურებთ. მე მასთან აღარ ვიმეგობრებ. დანარჩენზე არაფერს ვიტყვი.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება