Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეგონა, მისნაირ კაცებს ქალები თავისი ნებით არ ტოვებდნენ" - მელაძის ყოფილი ცოლი ქმრის ღალატის დეტალებს ჰყვება
"ეგონა, მისნაირ კაცებს ქალები თავისი ნებით არ ტოვებდნენ" - მელაძის ყოფილი ცოლი ქმრის ღალატის დეტალებს ჰყვება

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სის, კონ­ტან­ტი­ნე მე­ლა­ძის ყო­ფი­ლი ცოლი იანა მე­ლა­ძე პრე­სას პირ­ველ გუ­ლახ­დილ ინ­ტერ­ვი­უს აძ­ლევს. იანა პირ­ვე­ლად ალა­პა­რაკ­და კონ­სტან­ტი­ნე­სა და ვერა ბრეჟნე­ვას რო­მან­ზე, რა­საც მათი ოჯა­ხის დან­გრე­ვა მოჰ­ყვა. თუმ­ცა ისიც გა­იხ­სე­ნა, რო­გორ უყ­ვარ­დათ ერთ დროს ერ­თმა­ნე­თი და რა ჰარ­მო­ნი­ულ ოჯახ­ში ზრდიდ­ნენ სამ შვილს.

- პირ­ვე­ლად რომ შე­ვი­ტყვე მე­ო­რე ქა­ლის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, ვერ და­ვი­ჯე­რე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და. მალე არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დავ­დე­ქი, ან ოჯა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და ყვე­ლა­ფერ­ზე თვა­ლის და­ხუჭ­ვა (დღემ­დე არ მეს­მის რო­გორ ახერ­ხე­ბენ ასე ცხოვ­რე­ბას ქა­ლე­ბი) ან სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­დარ­ჩე­ნა. სხვა­თა შო­რის, არა­ვის ურ­ჩე­ვია, ნუ ყოყ­მა­ნობ, უნდა გა­ე­ყა­როო. ყვე­ლა­ზე კარ­გად ვა­ლე­რის ყო­ფილ ცოლს, ირი­ნას ეს­მო­და ჩემი.

- კონ­სტან­ტი­ნეს ღა­ლა­ტის შე­სა­ხებ სხვე­ბის­გან შე­ი­ტყვეთ?

- თა­ვად მივ­ხვდი. 2005 წელს, როცა მე­სა­მე შვილს ვე­ლო­დე­ბო­დი, ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ბზა­რი გაჩ­ნდა. მა­შინ ვა­პა­ტიე ღა­ლა­ტი, თუმ­ცა მხო­ლოდ 2 წლის შემ­დეგ დავ­რწმუნ­დი, რომ მე­უღ­ლე ორ­მაგ ცხოვ­რე­ბას ეწე­ო­და.

გა­მო­გი­ტყდე­ბით, იმ ქალ­თა შო­რის ვარ, რომ­ლე­ბიც ეჭ­ვის გა­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში ქმრის სა­ფუ­ლეს ან ტე­ლე­ფონს ჩხრე­კენ... დავ­რე­კე იმ ნო­მერ­ზე და ვუ­თხა­რი: "არც ბრალ­დე­ბებს გი­ყე­ნებთ, არც პრე­ტენ­ზი­ებს. თქვენ­თან და­რეკ­ვა ჩემ­თვის დიდი დამ­ცი­რე­ბაა, მაგ­რამ ამა­ზე ერთი რა­მის გამო მივ­დი­ვარ - მინ­და გა­ვი­გო რა ხდე­ბა ჩემს ოჯახ­ში-მეთ­ქი". სამ­წუ­ხა­როდ, არა­გულ­წრფე­ლი პა­სუ­ხი მი­ვი­ღე. "მხო­ლოდ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, ვმე­გობ­რობთ, მამა-შვი­ლით ვარ­თო... ". 2013 წელს კი ეს ქალი ია­ტაკ­ქვე­შე­თი­დან გა­მო­ვი­და... ერ­თა­დერ­თი კი­თხვა მქონ­და - "რა­ტომ გაგ­რძელ­და ეს თა­მა­ში ასე დიდ­ხანს, ხომ და­გი­რე­კეთ, გა­მო­დის, რომ თით­ქმის 10 წელი მომ­პა­რეთ". მან კი გუ­ლუბ­რყვი­ლო სა­ხით მო­მახ­სე­ნა, მე­გო­ნა, ასე უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და ყვე­ლას­თვი­სო.

- კონ­სტან­ტი­ნეს რა რე­აქ­ცია ჰქონ­და, როცა გან­ქორ­წი­ნე­ბა მოს­თხო­ვეთ?

- არ და­ი­ჯე­რა. ეგო­ნა, მის­ნა­ი­რი კა­ცებს ქა­ლე­ბი თა­ვი­სი ნე­ბით არ ტო­ვებ­დნენ. არც გან­ქორ­წი­ნე­ბა უნ­დო­და. ცალ-ცალ­კე ცხოვ­რე­ბა მო­ვი­თხო­ვე, ის თუ არა, მე წა­ვი­დო­დი შვი­ლებ­თან ერ­თად. ახ­ლობ­ლე­ბი ჩემს გა­დარ­წმუ­ნე­ბას ცდი­ლობ­დნენ, ეგო­ნათ, შევ­რიგ­დე­ბო­დით, მაგ­რამ მე მა­მას და­ვუ­ჯე­რე, რო­მე­ლიც მე­უბ­ნე­ბო­და: სიყ­ვა­რულს მხო­ლოდ ბედ­ნი­ე­რე­ბა მო­აქ­ვსო. როცა უბე­დუ­რე­ბა იწყე­ბა, იქ სიყ­ვა­რუ­ლი აღარ არის.

- არ გე­ნა­ნე­ბათ, მდი­და­რი და ცნო­ბი­ლი კაცი სხვას რომ და­უთ­მეთ?

- ეს ქალი ან და­ღუ­პავს, ან გა­ა­ბედ­ნი­ე­რებს. არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­ვუშ­ლი ხელს.

- რის­თვის გა­და­უხ­დი­დით მად­ლო­ბას ყო­ფილ მე­უღ­ლეს?

- მად­ლო­ბე­ლი, ვარ ზედ­მე­ტი და­ვი­და­რა­ბის გა­რე­შე, სწრა­ფად და წყნა­რად რომ წა­ვი­და. ამით ემო­ცი­უ­რი ჯო­ჯო­ხე­თის­გან გა­მა­თა­ვი­სუფ­ლა. კოს­ტია რომ არ წა­სულ­ყო, ვერ შევ­ხვდე­ბო­დი ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და პა­ტივს ვცემ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია kp.ru-ს მი­ხედ­ვით.

"ეგონა, მისნაირ კაცებს ქალები თავისი ნებით არ ტოვებდნენ" - მელაძის ყოფილი ცოლი ქმრის ღალატის დეტალებს ჰყვება

"ეგონა, მისნაირ კაცებს ქალები თავისი ნებით არ ტოვებდნენ" - მელაძის ყოფილი ცოლი ქმრის ღალატის დეტალებს ჰყვება

რუსეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოსის, კონტანტინე მელაძის ყოფილი ცოლი იანა მელაძე პრესას პირველ გულახდილ ინტერვიუს აძლევს. იანა პირველად ალაპარაკდა კონსტანტინესა და ვერა ბრეჟნევას რომანზე, რასაც მათი ოჯახის დანგრევა მოჰყვა. თუმცა ისიც გაიხსენა, როგორ უყვარდათ ერთ დროს ერთმანეთი და რა ჰარმონიულ ოჯახში ზრდიდნენ სამ შვილს.

- პირველად რომ შევიტყვე მეორე ქალის არსებობის შესახებ, ვერ დავიჯერე. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ეს ყველაფერი დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. მალე არჩევანის წინაშე დავდექი, ან ოჯახის შენარჩუნება და ყველაფერზე თვალის დახუჭვა (დღემდე არ მესმის როგორ ახერხებენ ასე ცხოვრებას ქალები) ან საკუთარი თავის გადარჩენა. სხვათა შორის, არავის ურჩევია, ნუ ყოყმანობ, უნდა გაეყაროო. ყველაზე კარგად ვალერის ყოფილ ცოლს, ირინას ესმოდა ჩემი.

- კონსტანტინეს ღალატის შესახებ სხვებისგან შეიტყვეთ?

- თავად მივხვდი. 2005 წელს, როცა მესამე შვილს ველოდებოდი, ჩვენს ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა. მაშინ ვაპატიე ღალატი, თუმცა მხოლოდ 2 წლის შემდეგ დავრწმუნდი, რომ მეუღლე ორმაგ ცხოვრებას ეწეოდა.

გამოგიტყდებით, იმ ქალთა შორის ვარ, რომლებიც ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ქმრის საფულეს ან ტელეფონს ჩხრეკენ... დავრეკე იმ ნომერზე და ვუთხარი: "არც ბრალდებებს გიყენებთ, არც პრეტენზიებს. თქვენთან დარეკვა ჩემთვის დიდი დამცირებაა, მაგრამ ამაზე ერთი რამის გამო მივდივარ -  მინდა გავიგო რა ხდება ჩემს ოჯახში-მეთქი". სამწუხაროდ, არაგულწრფელი პასუხი მივიღე. "მხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობა გვაქვს, ვმეგობრობთ, მამა-შვილით ვართო... ". 2013 წელს კი ეს ქალი იატაკქვეშეთიდან გამოვიდა... ერთადერთი კითხვა მქონდა - "რატომ გაგრძელდა ეს თამაში ასე დიდხანს, ხომ დაგირეკეთ, გამოდის, რომ თითქმის 10 წელი მომპარეთ". მან კი გულუბრყვილო სახით მომახსენა, მეგონა, ასე უკეთესი იქნებოდა ყველასთვისო.

- კონსტანტინეს რა რეაქცია ჰქონდა, როცა განქორწინება მოსთხოვეთ?

- არ დაიჯერა. ეგონა, მისნაირი კაცებს ქალები თავისი ნებით არ ტოვებდნენ. არც განქორწინება უნდოდა. ცალ-ცალკე ცხოვრება მოვითხოვე, ის თუ არა, მე წავიდოდი შვილებთან ერთად. ახლობლები ჩემს გადარწმუნებას ცდილობდნენ, ეგონათ, შევრიგდებოდით, მაგრამ მე მამას დავუჯერე, რომელიც მეუბნებოდა: სიყვარულს მხოლოდ ბედნიერება მოაქვსო. როცა უბედურება იწყება, იქ სიყვარული აღარ არის.

- არ გენანებათ, მდიდარი და ცნობილი კაცი სხვას რომ დაუთმეთ?

- ეს ქალი ან დაღუპავს, ან გააბედნიერებს. არცერთ შემთხვევაში არ შევუშლი ხელს.

- რისთვის გადაუხდიდით მადლობას ყოფილ მეუღლეს?

- მადლობელი, ვარ ზედმეტი დავიდარაბის გარეშე, სწრაფად და წყნარად რომ წავიდა. ამით ემოციური ჯოჯოხეთისგან გამათავისუფლა. კოსტია რომ არ წასულყო, ვერ შევხვდებოდი ადამიანს, რომელიც ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება