პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალი - "ნიჭიერმა" შემომთავაზა, ტყუილი მეთქვა"
სკანდალი - "ნიჭიერმა" შემომთავაზა, ტყუილი მეთქვა"

14 წლის ნინო გო­თო­შია "ნი­ჭი­ე­რის" კონ­კურ­სან­ტის ამ­პლუ­ა­ში ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბელ­მა წელს იხი­ლა (გო­გო­ნა ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლურ ტურ­ში ვერ გა­და­ვი­და), მაგ­რამ თურ­მე უკვე მე­სა­მე წე­ლია, პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობს. ჟი­უ­რი­სა და დარ­ბაზ­ში მყო­ფი მა­ყუ­რებ­ლე­ბის და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 2 სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ნინო ეთერ­შიც არ მოხ­ვედ­რი­ლა. ჩვენ გო­გო­ნას დედა - ქალ­ბა­ტო­ნი რუ­სუ­დან ბაგ­რა­ტია დაგ­ვი­კავ­შირ­და და აღ­შფო­თე­ბულ­მა გვი­თხრა, რომ "ნი­ჭი­ე­რის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მის შვილს კა­მე­რის წინ ტყუ­ი­ლის თქმაც კი შეს­თა­ვა­ზეს, რა­ზეც გო­გო­ნა არ და­თან­ხმდა...

ნინო გო­თო­შია ხობ­ში ცხოვ­რობს. ის მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს და რამ­დე­ნი­მე გრან-პრის, ოქ­როს მედ­ლის მფლო­ბე­ლია. წელს რომ­სა და ფლო­რენ­ცი­ა­შიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი სას­ცე­ნო გა­მოს­ვლა ჰქონ­და, სა­დაც იტა­ლი­ე­ლი და ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლე­ბი აღაფრ­თო­ვა­ნა...

რუ­სუ­დან ბაგ­რა­ტია:

- როცა პრო­ექ­ტი "ნი­ჭი­ე­რი" და­ი­წყო, ნინო 11 წლის იყო. კონ­კურ­სზე ედიტ პი­ა­ფის რე­პერ­ტუ­ა­რი­დან ფრან­გუ­ლე­ნო­ვა­ნი სიმ­ღე­რა შე­ას­რუ­ლა. თა­ვად თიკა ფა­ცა­ცია აღ­ფრთო­ვან­და: მცი­რე ასა­კის ბავ­შვმა ასე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბა რო­გორ გა­ბე­დაო?! მთე­ლი დარ­ბა­ზი ფეხ­ზე წა­მო­უდ­გა, მათ შო­რის - მაია ასა­თი­ა­ნიც, რო­მელ­მაც თქვა: ნინო, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ხარო! ჟი­უ­რის წევ­რებ­მა ჩემს შვილს მე­ო­რე ტურ­ში გა­დას­ვლა მი­უ­ლო­ცეს. რა თქმა უნდა, პრო­ექ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაც გა­ვა­ფორ­მეთ: ერთ-ერთი მუხ­ლის თა­ნახ­მად, "ნი­ჭი­ე­რის" ნე­ბარ­თვის გა­რე­შე, 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლეს არც ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ის­თვის სიმ­ღე­რის, არც ერთი ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის - ინ­ტერ­ვი­უს მი­ცე­მის უფ­ლე­ბაც კი არ ჰქონ­და. მა­შინ ამას კარ­გად ვერ ჩავ­წვდი და ხელი მო­ვა­წე­რე. კონ­კურ­სი­დან რა­ი­ონ­ში იმე­დი­ა­ნად - გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი დავ­ბრუნ­დით. ვი­წა­მე, რომ ჟი­უ­რი სა­მარ­თლი­ა­ნი იყო.

"ნი­ჭი­ე­რი" რომ და­ი­წყო, პირ­ველ ორ­შა­ბათს ნინო გა­და­ცე­მა­ში არ გა­მოჩ­ნდა, მხო­ლოდ ანონსში "გა­ი­ელ­ვა". პრო­ექ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან რომ დავ­რე­კე, მი­თხრეს: ქალ­ბა­ტო­ნო, ნუ ნერ­ვი­უ­ლობთ, მე­ო­რე ტურ­ში გა­და­სუ­ლი ყვე­ლა კონ­კურ­სან­ტის გა­მოს­ვლას ვუჩ­ვე­ნებ­თო... ბავ­შვი ეკ­რან­ზე მე­ექ­ვსე ორ­შა­ბათ­საც რომ არ გა­მოჩ­ნდა, მა­შინ მი­თხრეს: სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ იყო, ყვე­ლა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ეთერ­ში გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, ამას მონ­ტა­ჟის რე­ჟი­სო­რი წყვეტ­სო. არ მეს­მის, ტექ­ნი­კურ მუ­შა­კებს ვინ ეკი­თხე­ბა, გა­და­ცე­მა­ში ვინ აჩ­ვე­ნონ?! გა­მო­დის, რომ ჟი­უ­რის შე­ფა­სე­ბა არა­ფე­რი ყო­ფი­ლა! თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მქონ­და - ნი­ნოს მამა ონ­კო­ლო­გი­უ­რი ავად­მყო­ფია, ამი­ტომ ვცდი­ლობ­დი, ყვე­ლა­ფე­რი ტე­ლე­ფო­ნით გა­მერ­კვია. პრო­ექ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს ვუ­თხა­რი: ბავ­შვი სკო­ლა­ში არ და­დის, რად­გან მის მე­გობ­რებს არ სჯე­რათ, რომ პირ­ველ ტურ­ში გა­ი­მარ­ჯვა-მეთ­ქი. ეს ჩემი ერთ-ერთი ხრი­კი იყო - მინ­დო­და, ნი­ნოს გა­მოს­ვლის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი ჩა­მეგ­დო ხელ­ში. დის­კი რომ მქო­ნო­და, ამ ამ­ბავს "ნი­ჭი­ე­რის" პირ­ვე­ლი­ვე სე­ზონ­ზე გა­ვა­სა­ჩივ­რებ­დი. ალ­ბათ ყვე­ლა­ფერს მი­მიხ­ვდნენ და ჩა­ნა­წე­რი არ მომ­ცეს - ეს "რუს­თა­ვი 2"-ის სა­კუთ­რე­ბაა, არ­ქივ­შია ჩა­ბა­რე­ბუ­ლი და არა­ვი­თა­რი უფ­ლე­ბა არ გაქვთ, დის­კი წა­ი­ღო­თო...

მე­ო­რე წელს, როცა "ნი­ჭი­ე­რის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სე­ნაკ­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ, მათ ვუ­თხა­რი: წელ­საც უმ­სგავ­სო­ბის ჩა­დე­ნას თუ აპი­რებთ, კას­ტინგზე ბავ­შვის გა­მოს­ვლას რა აზრი აქვს-მეთ­ქი? ეტყო­ბა, ძა­ლი­ან გაბ­რაზ­დნენ და როცა ნინო უიტ­ნი ჰი­უს­ტო­ნის სიმ­ღე­რას ას­რუ­ლებ­და, შუა სიმ­ღე­რი­სას "ნი­ჭი­ე­რის" ორი­ვე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გო­გო­ნა ოთა­ხი­დან გა­მო­ვი­და; ბავ­შვი ოპე­რა­ტო­რის ამა­რა მი­ა­ტო­ვეს. მას გო­გო­ნას­თვის უთ­ქვამს: გო­თო­შია, მახ­სოვ­ხარ, შარ­შან ფრან­გუ­ლი სიმ­ღე­რა რომ შე­ას­რუ­ლეო...

ამა­სო­ბა­ში, ხობ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი - "სიმ­ღე­რა სა­მეგ­რე­ლო­ზე" ჩა­ტარ­და, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ: ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლი, გო­მარ სი­ხა­რუ­ლი­ძე, ვაჟა დურ­გლიშ­ვი­ლი, ვაჟა აზა­რაშ­ვი­ლი... ფეს­ტი­ვა­ლი სხვას უნდა გა­ეხ­სნა, მაგ­რამ როცა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ნი­ნოს სიმ­ღე­რას მო­უს­მი­ნეს, ოფი­ცი­ა­ლუ­რი გახ­სნა მას მი­ან­დვეს და "ფეს­ტი­ვა­ლის აღ­მო­ჩე­ნა" უწო­დეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­მეგ­რე­ლო­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი უნი­კა­ლუ­რი ხმის მქო­ნე გო­გო­ნას სა­ხით, მა­ყუ­რებ­ლებს სი­ურპრიზს უმ­ზა­დებ­და. ჰოდა, 7 თე­ბერ­ვალს ნინო იტა­ლი­ა­ში (რომ­სა და ფლო­რენ­ცი­ა­ში) მი­იწ­ვი­ეს, მისი გამ­გზავ­რე­ბა კი "ჩვე­ნე­ბუ­რებ­მა" და­ა­ფი­ნან­სა. სხვა­თა შო­რის, 4 მარტს "კუ­რი­ერ P.S"-ში სი­უ­ჟე­ტი გა­ვი­და, სა­დაც უჩ­ვე­ნეს, თუ რო­გორ მღე­რო­და ნინო იტა­ლი­ა­ში. მას მა­ყუ­რებ­ლე­ბი ფეხ­ზე წა­მო­უდ­გნენ და ცრემ­ლი­ა­ნი თვა­ლე­ბით უყუ­რებ­დნენ...

მოკ­ლედ, წელს, როცა პრო­ექ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ხობ­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ, ნი­ნოს გამ­გე­ო­ბი­დან და­უ­რე­კეს: ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის ხალ­ხს "ნი­ჭი­ერ­ში" ძა­ლი­ან გვა­შა­ყი­რე­ბენ და მოდი, სირ­ცხვი­ლი ჩა­მოგ­ვრე­ცხე; ყვე­ლას და­ვა­ნახ­ვოთ, რომ ნი­ჭი­ე­რე­ბი სა­მეგ­რე­ლო­შიც არი­ა­ნო. კას­ტინ­გი აგ­ვის­ტო­ში იყო. 25 იან­ვარს "ნი­ჭი­ე­რი­დან" დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ. მათ ვკი­თხე: ჩა­წე­რა რო­დის გაქვთ? ბავ­შვი იტა­ლი­ა­ში მიფ­რი­ნავს, 6 დღე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იქ­ნე­ბა-მეთ­ქი. - მა­შინ, 5 თე­ბერ­ვალს ჩავ­წერთ და იტა­ლი­ა­ში მერე გაფ­რინ­დე­სო, - მი­პა­სუ­ხეს. გო­გო­ნა სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში წა­იყ­ვა­ნეს, მა­კი­ა­ჟი გა­უ­კე­თეს, ჩა­აც­ვეს... ერთ-ერ­თმა კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა (მისი გვარ-სა­ხე­ლი არ ვი­ცით) ნი­ნოს შეს­თა­ვა­ზა: კა­მე­რის წინ უნდა თქვა, რომ პრო­ექტ "ნი­ჭი­ე­რის" გამო, იტა­ლი­ა­ში წას­ვლა­ზე უარს ამ­ბო­ბო. გაბ­რა­ზე­ბულ­მა ბავ­შვმა უთხრა: არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში! ერთჯე­რა­დი პრო­ექ­ტის გამო უარს ვერ ვი­ტყვი; იტა­ლი­ა­ში ბა­ტო­ნი ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლი და და­რე­ჯან კუ­ხი­ა­ნი­ძე მგზავ­ნი­ან, ევ­რო­პის­კენ გზას მიკ­ვა­ლა­ვენ, ზეგ მივფრი­ნა­ვო! იცით, რა უპა­სუ­ხეს? - ვი­ცით, რომ ზეგ მიფ­რი­ნავ და 15 თე­ბერ­ვალს ბრუნ­დე­ბი; ეს სი­უ­ჟე­ტი ეთერ­ში მა­ინც აპ­რილ­ში გავა და რას და­ე­ძებ, სიც­რუე თქვი, ამით ხომ არა­ფერს წა­ა­გე­ბო.

ნინო მათ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას არ და­თან­ხმდა, - ეთერ­ში სიც­რუ­ეს ვერ ვი­ტყვი; ბა­ტონ ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვილს რო­გორ უნდა შევ­ხე­დო, როცა იტა­ლი­ა­ში უკვე ნამ­ყო­ფი ვიქ­ნე­ბიო?! სა­ბო­ლოო ჯამ­ში, რა­ღაც სი­უ­ჟე­ტი გა­და­ი­ღეს, რო­მელ­შიც ნი­ნოს ტყუ­ი­ლი არ უთ­ქვამს... მახ­სოვს, სცე­ნა­ზე მდგომს, გეგა ფა­ლა­ვან­დიშ­ვილ­მა უთხრა: უკან მი­ი­ხე­დე - შენ ხარ ის, რაც შენ უკან წე­რი­აო (მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბა­ნერ­ზე "ნი­ჭი­ე­რი" წე­რია); ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლიც აღ­ფრთო­ვან­და, სოფო ნი­ჟა­რა­ძემ კი ბავ­შვი ასე შე­ა­ფა­სა: ძა­ლი­ან მუ­სი­კა­ლუ­რი გოგო ყო­ფილ­ხარ და ამა­ვე დროს, ძა­ლი­ან ლა­მა­ზიო. ჟი­უ­რის წევ­რებ­მა გო­გო­ნას უთხრეს, - 4 "კი" გაქვს: 3 - ჩვენ­გან, 1 - დარ­ბა­ზის­გა­ნო... 10 დღის წინ დაგ­ვი­რე­კეს: გი­ლო­ცავთ, თქვე­ნი შვი­ლი მე­ო­რე ტურ­ში გა­და­ვი­და და ახლა ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის სა­კი­თხი წყდე­ბა, უნდა მო­ვი­დე­სო. გა­მოთ­ქმის­თვის ბო­დიშს ვიხ­დი, მაგ­რამ სწო­რედ იქ იყო "სა­ჩა­ლი­ჩო" სი­ტუ­ა­ცია.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- 4 ბავ­შვს (მათ შო­რის - ნი­ნოს) უთხრეს: და­მა­ტე­ბი­თი ტური უნდა შედ­გეს; თქვენ შო­რის "გა­და­თა­მა­შე­ბა" მოხ­დე­ბა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე ან ერთს გა­და­გიყ­ვანთ, ან - ორს ან სამს, ან - ოთხი­ვე­სო. თუ ოთხი­ვეს გა­და­იყ­ვან­დნენ, მა­შინ "გა­და­თა­მა­შე­ბა" რა სა­ჭი­რო იყო, არ მეს­მის... 3 დღე­ში ისევ დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ: კვლავ ინ­ტერ­ვიუ, სი­უ­ჟე­ტი...

აპ­რილ­ში, ხე­ლოვ­ნე­ბის აკა­დე­მი­ა­ში ნი­ნომ 300 ბავ­შვს შო­რის გა­მარ­თულ კონ­კურ­სზე პირ­ვე­ლი პრე­მია მი­ი­ღო. ჟი­უ­რის თავ­მჯდო­მა­რე ნანი ბრეგ­ვა­ძე გახ­ლდათ, წევ­რე­ბი კი - მა­რი­ნა ბე­რი­ძე, კახა ცა­ბა­ძე, ნეკა სე­ბის­კვე­რა­ძე და ვა­ლე­რი­ან ში­უ­კაშ­ვი­ლი. ნინო და მა­რი­ამ კა­ხე­ლიშ­ვი­ლის ძმა თე­მუ­რი ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ კონ­კურ­სში და მე­გობ­რო­ბენ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "ნი­ჭი­ე­რის" "გა­და­თა­მა­შე­ბა­ში" ისიც მოხ­ვდა.

თე­მუ­რი მიც­ნობ­და და მი­თხრა: დე­ი­და, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ - არ ვიცი, ჩემი გა­მარ­ჯვე­ბა უნდა მი­ხა­რო­დეს თუ არაო... პრო­დი­უ­სერ გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნი­ას­თან შეხ­ვედ­რა მო­ვი­თხო­ვე. მან ყუ­რა­დღე­ბა არ მო­მაქ­ცია, ადა­მი­ა­ნად არ ჩამ­თვა­ლა. ვყვი­რო­დი: აღი­ა­რეთ, რომ "ნი­ჭი­ერ­ში" ნი­ჭი­ე­რი არ გინ­დათ-მეთ­ქი! რომ აღარ გავ­ჩერ­დი, გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნია გა­მობ­რძან­და და მი­თხრა: სა­ერ­თოდ არ ვარ ვალ­დე­ბუ­ლი, მო­გის­მი­ნო­თო. არა­და, და­ლა­პა­რა­კე­ბა ადა­მი­ა­ნუ­რად ვთხო­ვე. ვუ­თხა­რი: - იქ­ნებ პრო­ექ­ტში არა­ო­ბი­ექ­ტუ­რო­ბა თქვენ მიღ­მა ხდე­ბა-მეთ­ქი? - პატ­რუ­ლის გა­მო­ძა­ხე­ბით და­მე­მუქ­რა. კარ­გად ვიცი, ქცე­ვის ნორ­მე­ბის ზღვა­რი სად მთავ­რდე­ბა და ხუ­ლიგ­ნო­ბა სად იწყე­ბა. ამის შე­სა­ხებ ხა­ბურ­ზა­ნი­ა­საც ვუ­თხა­რი. შე­მახ­სე­ნა, - ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ხელი ხომ მო­ა­წე­რეთ, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ზოგი კონ­კურ­სან­ტი მომ­დევ­ნო ტურ­ში გა­და­ვი­დო­და, ზოგი - ვე­რაო? მაგ­რამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა იმას არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, რომ თუ ბავ­შვი კარ­გად იმ­ღე­რებ­და, შემ­დეგ ეტაპ­ზე მა­ინც არ გა­და­იყ­ვან­დნენ...

აქვე იმა­საც გე­ტყვით, რომ "ნი­ჭი­ერ­ში" მა­ყუ­რებ­ლებს შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­დნენ: კას­ტინგზე სცე­ნის წინ "დი­რი­ჟო­რი" იდგა, რო­მე­ლიც დარ­ბაზ­ში მყო­ფებს ანიშ­ნებ­და, რო­მე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლის­თვის და­ეკ­რათ ტაში ან ხე­ლის ორი­ვე ცერა თითი დაბ­ლა რო­დის უნდა და­ეშ­ვათ. ე.ი. ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი ისე­თი სუ­ლე­ლი, ბრმა და ყრუ ყო­ფი­ლა, რომ თა­ვად ვერ გან­სა­ზღვრავს, ტაში ვის და­უკ­რას და ვის - არა?!.

ნინო გო­თო­შია:

- "ნი­ჭი­ე­რი" ჩემ­თვის ის მწვერ­ვა­ლი არ არის, რო­მელ­ზე ას­ვლაც მიზ­ნად მაქვს და­სა­ხუ­ლი. ფი­ნალ­ში გა­დას­ვლის პრე­ტენ­ზია არც მქონ­და. უბ­რა­ლოდ, შარ­შან­წინ­დე­ლი და შარ­შან­დე­ლი წყე­ნა მახ­სოვს და პრო­ექ­ტში ამის გამო ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. "ნი­ჭი­ერ­მა" შე­მომ­თა­ვა­ზა, ტყუ­ი­ლი მეთ­ქვა. ამ წი­ნა­და­დე­ბა­ზე და­თან­ხმე­ბა ძა­ლი­ან და­მამ­ცი­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ჩემ­თვი­საც და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საც, ვინც იტა­ლი­ა­ში მი­მიწ­ვია.

- "ნი­ჭი­ე­რის" პი­ა­რის გამო, მსგავ­სი წი­ნა­და­დე­ბით კი­დევ რო­მე­ლი­მე კონ­კურ­სან­ტის­თვის მი­უ­მარ­თავთ?

- კონ­კრე­ტულ გვა­რებს ვერ და­გი­სა­ხე­ლებთ, მაგ­რამ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, როცა პრო­ექ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ებს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ: თქვი, რომ პე­და­გო­გი არ გყავს, რომ თვით­ნას­წავ­ლი ხარ, სცე­ნა სა­ერ­თოდ "არ გი­ნა­ხავ­სო" და ა.შ. წინ "ნი­ჭი­ერ­ზე" ბევ­რად უფრო სა­ინ­ტე­რე­სო კონ­კურ­სე­ბი მე­ლის.

- რო­მელ კონ­კურ­სებს გუ­ლის­ხმობ?

- "ფრან­კო­ფო­ნი­ა­ზე" გა­მოჩ­ნდა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ ჩემი "პატ­რო­ნო­ბა" სურს. ამ­ჟა­მად, კონ­კურ­სე­ბის­თვის მამ­ზა­დე­ბენ...

ჩვენ "ნი­ჭი­ე­რის" პრო­დი­უ­სერს - გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნი­ას და­ვუ­კავ­შირ­დით და ნინო გო­თო­ში­ას ამ­ბავ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა ვთხო­ვეთ.

- "ნი­ჭი­ე­რის" კას­ტინგზე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მო­დის. ცხა­დია, ეთერ­ში ბევ­რი მათ­გა­ნი არ ხვდე­ბა. ვინც შო­უს­თვის სა­ჭი­როა, ეკ­რან­ზე მხო­ლოდ მას ვაჩ­ვე­ნებთ - ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ასეა.

- ეთერ­ში ყვე­ლა ვერ მოხ­ვდე­ბა - ეს გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ თუკი კონ­კურ­სან­ტმა ჟი­უ­რის­გან და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა მი­ი­ღო და დარ­ბაზ­ში მყო­ფი მა­ყუ­რებ­ლე­ბიც აღაფრ­თო­ვა­ნა, მა­შინ რა ხდე­ბა?

- ეს ცოტა არ იყოს გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლი ნათ­ქვა­მია. შე­იძ­ლე­ბა, კონ­კურ­სან­ტი ჟი­უ­რი­საც მო­ე­წო­ნოს, მაგ­რამ შოუ იმის სა­ფუძ­ველ­ზე "კეთ­დე­ბა", თუ რო­მე­ლი სას­ცე­ნო ნო­მე­რია მომ­გე­ბი­ა­ნი, "ყუ­რე­ბა­დი"... სა­შუ­ა­ლო დო­ნის ნომ­რე­ბი ეთერ­ში არ ხვდე­ბა. მე­ო­რე ტურ­ში გა­და­საყ­ვა­ნი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჟი­უ­რის წევ­რებს არ ვზღუ­დავთ, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, ეთერ­ში ყვე­ლა კონ­კურ­სან­ტი გა­მოჩ­ნდეს. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, გა­და­ცე­მა მო­სა­წყე­ნი კი არა, დი­ნა­მი­კუ­რი იყოს.

- ნინო გო­თო­ში­ას დე­დამ გვი­თხრა, თით­ქოს პო­ლი­ცი­ით და­ე­მუქ­რეთ, როცა მან თქვენ­თან და­ლა­პა­რა­კე­ბა ითხო­ვა.

- (იცი­ნის) ჩა­წე­რის დროს ერთი ქალ­ბა­ტო­ნი ყვი­რო­და, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წეს­რიგს არ­ღვევ­და. შე­სა­ბა­მი­სად, გა­აფრ­თხი­ლეს, რომ თუ ამას გა­ნაგ­რძობ­და, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თავ­დნენ.

- მას­თან სა­უ­ბა­რი რა­ტომ არ მო­ი­სურ­ვეთ?

- რო­გორ არ მო­ვი­სურ­ვე?! ვუ­თხა­რი, რომ მე­ო­რე დღეს და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, რად­გან იმ დღეს ჩა­წე­რა გვქონ­და.

- არ ვარ ვალ­დე­ბუ­ლი, რა­ღა­ცე­ბი აგიხ­სნა­თო, - გით­ქვამთ.

- ჩხუ­ბი­თა და ყვი­რი­ლით ითხოვ­და, - პრო­დი­უ­სე­რი გა­მო­ვი­დეს, და­მე­ლა­პა­რა­კო­სო, თო­რემ მერ­წმუ­ნეთ, კონ­კურ­სან­ტებ­საც შევ­ხვედ­რი­ვარ და მათ მშობ­ლებ­საც.

- თით­ქოს "ნი­ჭი­ე­რის" წარ­მო­მად­გენ­ლებს ნი­ნოს­თვის ტყუ­ი­ლის თქმა შე­უ­თა­ვა­ზე­ბი­ათ...

- წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, რა­ზეა ლა­პა­რა­კი. შე­უძ­ლე­ბე­ლია, ათა­სო­ბით კონ­კურ­სან­ტის ნათ­ქვა­მი გა­და­ვა­მოწ­მო, მაგ­რამ ვინც ეთერ­ში ხვდე­ბა, იმას ყო­ველ­თვის ვა­მოწ­მებ, რათა ფაქ­ტობ­რი­ვი შეც­დო­მა არ იყოს დაშ­ვე­ბუ­ლი... კონ­კურ­სან­ტი ინ­ტერ­ვი­უ­ში რას იტყვის, ამას შემ­დეგ ტურ­ში მის გა­დას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს.

- შე­იძ­ლე­ბა, კონ­კურ­სან­ტის­თვის - არა, მაგ­რამ თქვე­ნი პრო­ექ­ტი ხომ უკეთ წარ­მოჩ­ნდე­ბა, თუკი მო­ნა­წი­ლე სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტზე "ნი­ჭი­ე­რის" გამო იტყვის უარს?

- იცი, პრო­ექ­ტი უკეთ რო­დის წარ­მოჩ­ნდე­ბა? როცა კონ­კურ­სან­ტი თა­ვის სას­ცე­ნო ნო­მერს უკეთ შე­ას­რუ­ლებს. მოკ­ლედ, მთა­ვა­რი ესაა, და­ნარ­ჩე­ნი - მხო­ლოდ "ბო­ნუ­სე­ბია" "ნი­ჭი­ე­რის" მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის. ზოგი კონ­კურ­სან­ტი თა­ვად გვე­უბ­ნე­ბა, რომ თვით­ნას­წავ­ლია, რად­გან ჰგო­ნი­ათ, თით­ქოს ასე უკე­თე­სე­ბად გა­მოჩ­ნდე­ბი­ან. მა­გა­ლი­თად, ტყუპ­მა კონ­კურ­სან­ტმა თქვა: - თვით­ნას­წავ­ლე­ბი ვარ­თო, მაგ­რამ გა­და­ვა­მოწ­მეთ (როცა მო­ნა­წი­ლე ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გა­და­დის, ამას მა­შინ ვა­მოწ­მებთ) და სი­ნამ­დვი­ლე­ში ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად ყო­ფი­ლა... მე­სა­მე წე­ლია, ამ პრო­ექტს გამჭვირ­ვა­ლედ "ვა­კე­თებთ" - მისი ფორ­მა­ტი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით. არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა აქ­ტი­ურ მშობ­ლებს თა­ვი­ან­თი შვი­ლი სა­უ­კე­თე­სო ჰგო­ნი­ათ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ნინო გო­თო­შია კარ­გად მღე­რის, მაგ­რამ ჟი­უ­რის უფ­ლე­ბა ჰქონ­და, 4 კონ­კურ­სან­ტი­დან 2 აერ­ჩია...

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები

სკანდალი - "ნიჭიერმა" შემომთავაზა, ტყუილი მეთქვა"

სკანდალი - "ნიჭიერმა" შემომთავაზა, ტყუილი მეთქვა"

14 წლის ნინო გოთოშია "ნიჭიერის" კონკურსანტის ამპლუაში ტელემაყურებელმა წელს იხილა (გოგონა ნახევარფინალურ ტურში ვერ გადავიდა), მაგრამ თურმე უკვე მესამე წელია, პროექტში მონაწილეობს. ჟიურისა და დარბაზში მყოფი მაყურებლების დადებითი შეფასების მიუხედავად, 2 სეზონის განმავლობაში ნინო ეთერშიც არ მოხვედრილა. ჩვენ გოგონას დედა - ქალბატონი რუსუდან ბაგრატია დაგვიკავშირდა და აღშფოთებულმა გვითხრა, რომ "ნიჭიერის" წარმომადგენლებმა მის შვილს კამერის წინ ტყუილის თქმაც კი შესთავაზეს, რაზეც გოგონა არ დათანხმდა...

ნინო გოთოშია ხობში ცხოვრობს. ის მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობს და რამდენიმე გრან-პრის, ოქროს მედლის მფლობელია. წელს რომსა და ფლორენციაშიც წარმატებული სასცენო გამოსვლა ჰქონდა, სადაც იტალიელი და ქართველი მაყურებლები აღაფრთოვანა...

რუსუდან ბაგრატია:

- როცა პროექტი "ნიჭიერი" დაიწყო, ნინო 11 წლის იყო. კონკურსზე ედიტ პიაფის რეპერტუარიდან ფრანგულენოვანი სიმღერა შეასრულა. თავად თიკა ფაცაცია აღფრთოვანდა: მცირე ასაკის ბავშვმა ასეთი სერიოზული სიმღერის შესრულება როგორ გაბედაო?! მთელი დარბაზი ფეხზე წამოუდგა, მათ შორის - მაია ასათიანიც, რომელმაც თქვა: ნინო, ძალიან ნიჭიერი ხარო! ჟიურის წევრებმა ჩემს შვილს მეორე ტურში გადასვლა მიულოცეს. რა თქმა უნდა, პროექტის წარმომადგენლებთან ხელშეკრულებაც გავაფორმეთ: ერთ-ერთი მუხლის თანახმად, "ნიჭიერის" ნებართვის გარეშე, 1 წლის განმავლობაში, პროექტის მონაწილეს არც ერთი ტელევიზიისთვის სიმღერის, არც ერთი ჟურნალისტისთვის - ინტერვიუს მიცემის უფლებაც კი არ ჰქონდა. მაშინ ამას კარგად ვერ ჩავწვდი და ხელი მოვაწერე. კონკურსიდან რაიონში იმედიანად - გამარჯვებულები და აღფრთოვანებულები დავბრუნდით. ვიწამე, რომ ჟიური სამართლიანი იყო.

"ნიჭიერი" რომ დაიწყო, პირველ ორშაბათს ნინო გადაცემაში არ გამოჩნდა, მხოლოდ ანონსში "გაიელვა". პროექტის წარმომადგენლებთან რომ დავრეკე, მითხრეს: ქალბატონო, ნუ ნერვიულობთ, მეორე ტურში გადასული ყველა კონკურსანტის გამოსვლას ვუჩვენებთო... ბავშვი ეკრანზე მეექვსე ორშაბათსაც რომ არ გამოჩნდა, მაშინ მითხრეს: სავალდებულო არ იყო, ყველა გამარჯვებული ეთერში გვეჩვენებინა, ამას მონტაჟის რეჟისორი წყვეტსო. არ მესმის, ტექნიკურ მუშაკებს ვინ ეკითხება, გადაცემაში ვინ აჩვენონ?! გამოდის, რომ ჟიურის შეფასება არაფერი ყოფილა! თბილისში ჩამოსვლის საშუალება არ მქონდა - ნინოს მამა ონკოლოგიური ავადმყოფია, ამიტომ ვცდილობდი, ყველაფერი ტელეფონით გამერკვია. პროექტის წარმომადგენლებს ვუთხარი: ბავშვი სკოლაში არ დადის, რადგან მის მეგობრებს არ სჯერათ, რომ პირველ ტურში გაიმარჯვა-მეთქი. ეს ჩემი ერთ-ერთი ხრიკი იყო - მინდოდა, ნინოს გამოსვლის ამსახველი ვიდეოჩანაწერი ჩამეგდო ხელში. დისკი რომ მქონოდა, ამ ამბავს "ნიჭიერის" პირველივე სეზონზე გავასაჩივრებდი. ალბათ ყველაფერს მიმიხვდნენ და ჩანაწერი არ მომცეს - ეს "რუსთავი 2"-ის საკუთრებაა, არქივშია ჩაბარებული და არავითარი უფლება არ გაქვთ, დისკი წაიღოთო...

მეორე წელს, როცა "ნიჭიერის" წარმომადგენლები სენაკში ჩამოვიდნენ, მათ ვუთხარი: წელსაც უმსგავსობის ჩადენას თუ აპირებთ, კასტინგზე ბავშვის გამოსვლას რა აზრი აქვს-მეთქი? ეტყობა, ძალიან გაბრაზდნენ და როცა ნინო უიტნი ჰიუსტონის სიმღერას ასრულებდა, შუა სიმღერისას "ნიჭიერის" ორივე წარმომადგენელი გოგონა ოთახიდან გამოვიდა; ბავშვი ოპერატორის ამარა მიატოვეს. მას გოგონასთვის უთქვამს: გოთოშია, მახსოვხარ, შარშან ფრანგული სიმღერა რომ შეასრულეო...

ამასობაში, ხობში საერთაშორისო ფესტივალი - "სიმღერა სამეგრელოზე" ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ: ანზორ ერქომაიშვილი, გომარ სიხარულიძე, ვაჟა დურგლიშვილი, ვაჟა აზარაშვილი... ფესტივალი სხვას უნდა გაეხსნა, მაგრამ როცა ორგანიზატორებმა ნინოს სიმღერას მოუსმინეს, ოფიციალური გახსნა მას მიანდვეს და "ფესტივალის აღმოჩენა" უწოდეს. მოგვიანებით ანზორ ერქომაიშვილმა განაცხადა, რომ სამეგრელოში აღმოჩენილი უნიკალური ხმის მქონე გოგონას სახით, მაყურებლებს სიურპრიზს უმზადებდა. ჰოდა, 7 თებერვალს ნინო იტალიაში (რომსა და ფლორენციაში) მიიწვიეს, მისი გამგზავრება კი "ჩვენებურებმა" დააფინანსა. სხვათა შორის, 4 მარტს "კურიერ P.S"-ში სიუჟეტი გავიდა, სადაც უჩვენეს, თუ როგორ მღეროდა ნინო იტალიაში. მას მაყურებლები ფეხზე წამოუდგნენ და ცრემლიანი თვალებით უყურებდნენ...

მოკლედ, წელს, როცა პროექტის წარმომადგენლები ხობში ჩამოვიდნენ, ნინოს გამგეობიდან დაურეკეს: ჩვენი რეგიონის ხალხს "ნიჭიერში" ძალიან გვაშაყირებენ და მოდი, სირცხვილი ჩამოგვრეცხე; ყველას დავანახვოთ, რომ ნიჭიერები სამეგრელოშიც არიანო. კასტინგი აგვისტოში იყო. 25 იანვარს "ნიჭიერიდან" დაგვიკავშირდნენ. მათ ვკითხე: ჩაწერა როდის გაქვთ? ბავშვი იტალიაში მიფრინავს, 6 დღე საქართველოში არ იქნება-მეთქი. - მაშინ, 5 თებერვალს ჩავწერთ და იტალიაში მერე გაფრინდესო, - მიპასუხეს. გოგონა სილამაზის სალონში წაიყვანეს, მაკიაჟი გაუკეთეს, ჩააცვეს... ერთ-ერთმა კოორდინატორმა (მისი გვარ-სახელი არ ვიცით) ნინოს შესთავაზა: კამერის წინ უნდა თქვა, რომ პროექტ "ნიჭიერის" გამო, იტალიაში წასვლაზე უარს ამბობო. გაბრაზებულმა ბავშვმა უთხრა: არავითარ შემთხვევაში! ერთჯერადი პროექტის გამო უარს ვერ ვიტყვი; იტალიაში ბატონი ანზორ ერქომაიშვილი და დარეჯან კუხიანიძე მგზავნიან, ევროპისკენ გზას მიკვალავენ, ზეგ მივფრინავო! იცით, რა უპასუხეს? - ვიცით, რომ ზეგ მიფრინავ და 15 თებერვალს ბრუნდები; ეს სიუჟეტი ეთერში მაინც აპრილში გავა და რას დაეძებ, სიცრუე თქვი, ამით ხომ არაფერს წააგებო.

ნინო მათ შემოთავაზებას არ დათანხმდა, - ეთერში სიცრუეს ვერ ვიტყვი; ბატონ ანზორ ერქომაიშვილს როგორ უნდა შევხედო, როცა იტალიაში უკვე ნამყოფი ვიქნებიო?! საბოლოო ჯამში, რაღაც სიუჟეტი გადაიღეს, რომელშიც ნინოს ტყუილი არ უთქვამს... მახსოვს, სცენაზე მდგომს, გეგა ფალავანდიშვილმა უთხრა: უკან მიიხედე - შენ ხარ ის, რაც შენ უკან წერიაო (მოგეხსენებათ, ბანერზე "ნიჭიერი" წერია); ვანო ჯავახიშვილიც აღფრთოვანდა, სოფო ნიჟარაძემ კი ბავშვი ასე შეაფასა: ძალიან მუსიკალური გოგო ყოფილხარ და ამავე დროს, ძალიან ლამაზიო. ჟიურის წევრებმა გოგონას უთხრეს, - 4 "კი" გაქვს: 3 - ჩვენგან, 1 - დარბაზისგანო... 10 დღის წინ დაგვირეკეს: გილოცავთ, თქვენი შვილი მეორე ტურში გადავიდა და ახლა ნახევარფინალის საკითხი წყდება, უნდა მოვიდესო. გამოთქმისთვის ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სწორედ იქ იყო "საჩალიჩო" სიტუაცია.

- რას გულისხმობთ?

- 4 ბავშვს (მათ შორის - ნინოს) უთხრეს: დამატებითი ტური უნდა შედგეს; თქვენ შორის "გადათამაშება" მოხდება, რომლის შედეგადაც მომდევნო ეტაპზე ან ერთს გადაგიყვანთ, ან - ორს ან სამს, ან - ოთხივესო. თუ ოთხივეს გადაიყვანდნენ, მაშინ "გადათამაშება" რა საჭირო იყო, არ მესმის... 3 დღეში ისევ დაგვიკავშირდნენ: კვლავ ინტერვიუ, სიუჟეტი...

აპრილში, ხელოვნების აკადემიაში ნინომ 300 ბავშვს შორის გამართულ კონკურსზე პირველი პრემია მიიღო. ჟიურის თავმჯდომარე ნანი ბრეგვაძე გახლდათ, წევრები კი - მარინა ბერიძე, კახა ცაბაძე, ნეკა სებისკვერაძე და ვალერიან შიუკაშვილი. ნინო და მარიამ კახელიშვილის ძმა თემური ერთად მონაწილეობდნენ კონკურსში და მეგობრობენ. მოგეხსენებათ, "ნიჭიერის" "გადათამაშებაში" ისიც მოხვდა.

თემური მიცნობდა და მითხრა: დეიდა, გაოგნებული ვარ - არ ვიცი, ჩემი გამარჯვება უნდა მიხაროდეს თუ არაო... პროდიუსერ გიორგი ხაბურზანიასთან შეხვედრა მოვითხოვე. მან ყურადღება არ მომაქცია, ადამიანად არ ჩამთვალა. ვყვიროდი: აღიარეთ, რომ "ნიჭიერში" ნიჭიერი არ გინდათ-მეთქი! რომ აღარ გავჩერდი, გიორგი ხაბურზანია გამობრძანდა და მითხრა: საერთოდ არ ვარ ვალდებული, მოგისმინოთო. არადა, დალაპარაკება ადამიანურად ვთხოვე. ვუთხარი: - იქნებ პროექტში არაობიექტურობა თქვენ მიღმა ხდება-მეთქი? - პატრულის გამოძახებით დამემუქრა. კარგად ვიცი, ქცევის ნორმების ზღვარი სად მთავრდება და ხულიგნობა სად იწყება. ამის შესახებ ხაბურზანიასაც ვუთხარი. შემახსენა, - ხელშეკრულებას ხელი ხომ მოაწერეთ, რომლის მიხედვითაც ზოგი კონკურსანტი მომდევნო ტურში გადავიდოდა, ზოგი - ვერაო? მაგრამ ხელშეკრულება იმას არ ითვალისწინებდა, რომ თუ ბავშვი კარგად იმღერებდა, შემდეგ ეტაპზე მაინც არ გადაიყვანდნენ...

აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ნიჭიერში" მაყურებლებს შეურაცხყოფას აყენებდნენ: კასტინგზე სცენის წინ "დირიჟორი" იდგა, რომელიც დარბაზში მყოფებს ანიშნებდა, რომელი შემსრულებლისთვის დაეკრათ ტაში ან ხელის ორივე ცერა თითი დაბლა როდის უნდა დაეშვათ. ე.ი. ქართველი მაყურებელი ისეთი სულელი, ბრმა და ყრუ ყოფილა, რომ თავად ვერ განსაზღვრავს, ტაში ვის დაუკრას და ვის - არა?!.

ნინო გოთოშია:

- "ნიჭიერი" ჩემთვის ის მწვერვალი არ არის, რომელზე ასვლაც მიზნად მაქვს დასახული. ფინალში გადასვლის პრეტენზია არც მქონდა. უბრალოდ, შარშანწინდელი და შარშანდელი წყენა მახსოვს და პროექტში ამის გამო ვმონაწილეობდი. "ნიჭიერმა" შემომთავაზა, ტყუილი მეთქვა. ამ წინადადებაზე დათანხმება ძალიან დამამცირებელი იქნებოდა ჩემთვისაც და იმ ადამიანებისთვისაც, ვინც იტალიაში მიმიწვია.

- "ნიჭიერის" პიარის გამო, მსგავსი წინადადებით კიდევ რომელიმე კონკურსანტისთვის მიუმართავთ?

- კონკრეტულ გვარებს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა პროექტის წარმომადგენლები მონაწილეებს ეუბნებოდნენ: თქვი, რომ პედაგოგი არ გყავს, რომ თვითნასწავლი ხარ, სცენა საერთოდ "არ გინახავსო" და ა.შ. წინ "ნიჭიერზე" ბევრად უფრო საინტერესო კონკურსები მელის.

- რომელ კონკურსებს გულისხმობ?

- "ფრანკოფონიაზე" გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც განაცხადა, რომ ჩემი "პატრონობა" სურს. ამჟამად, კონკურსებისთვის მამზადებენ...

ჩვენ "ნიჭიერის" პროდიუსერს - გიორგი ხაბურზანიას დავუკავშირდით და ნინო გოთოშიას ამბავთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

- "ნიჭიერის" კასტინგზე უამრავი ადამიანი მოდის. ცხადია, ეთერში ბევრი მათგანი არ ხვდება. ვინც შოუსთვის საჭიროა, ეკრანზე მხოლოდ მას ვაჩვენებთ - ყველა ქვეყანაში ასეა.

- ეთერში ყველა ვერ მოხვდება - ეს გასაგებია, მაგრამ თუკი კონკურსანტმა ჟიურისგან დადებითი შეფასება მიიღო და დარბაზში მყოფი მაყურებლებიც აღაფრთოვანა, მაშინ რა ხდება?

- ეს ცოტა არ იყოს გაზვიადებული ნათქვამია. შეიძლება, კონკურსანტი ჟიურისაც მოეწონოს, მაგრამ შოუ იმის საფუძველზე "კეთდება", თუ რომელი სასცენო ნომერია მომგებიანი, "ყურებადი"... საშუალო დონის ნომრები ეთერში არ ხვდება. მეორე ტურში გადასაყვანი მონაწილეების რაოდენობასთან დაკავშირებით, ჟიურის წევრებს არ ვზღუდავთ, მაგრამ აუცილებელი არ არის, ეთერში ყველა კონკურსანტი გამოჩნდეს. ჩვენი ამოცანაა, გადაცემა მოსაწყენი კი არა, დინამიკური იყოს.

- ნინო გოთოშიას დედამ გვითხრა, თითქოს პოლიციით დაემუქრეთ, როცა მან თქვენთან დალაპარაკება ითხოვა.

- (იცინის) ჩაწერის დროს ერთი ქალბატონი ყვიროდა, საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა. შესაბამისად, გააფრთხილეს, რომ თუ ამას განაგრძობდა, საპატრულო პოლიციას მიმართავდნენ.

- მასთან საუბარი რატომ არ მოისურვეთ?

- როგორ არ მოვისურვე?! ვუთხარი, რომ მეორე დღეს დაველაპარაკებოდი, რადგან იმ დღეს ჩაწერა გვქონდა.

- არ ვარ ვალდებული, რაღაცები აგიხსნათო, - გითქვამთ.

- ჩხუბითა და ყვირილით ითხოვდა, - პროდიუსერი გამოვიდეს, დამელაპარაკოსო, თორემ მერწმუნეთ, კონკურსანტებსაც შევხვედრივარ და მათ მშობლებსაც.

- თითქოს "ნიჭიერის" წარმომადგენლებს ნინოსთვის ტყუილის თქმა შეუთავაზებიათ...

- წარმოდგენა არ მაქვს, რაზეა ლაპარაკი. შეუძლებელია, ათასობით კონკურსანტის ნათქვამი გადავამოწმო, მაგრამ ვინც ეთერში ხვდება, იმას ყოველთვის ვამოწმებ, რათა ფაქტობრივი შეცდომა არ იყოს დაშვებული... კონკურსანტი ინტერვიუში რას იტყვის, ამას შემდეგ ტურში მის გადასვლასთან დაკავშირებით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

- შეიძლება, კონკურსანტისთვის - არა, მაგრამ თქვენი პროექტი ხომ უკეთ წარმოჩნდება, თუკი მონაწილე სხვა მნიშვნელოვან პროექტზე "ნიჭიერის" გამო იტყვის უარს?

- იცი, პროექტი უკეთ როდის წარმოჩნდება? როცა კონკურსანტი თავის სასცენო ნომერს უკეთ შეასრულებს. მოკლედ, მთავარი ესაა, დანარჩენი - მხოლოდ "ბონუსებია" "ნიჭიერის" მონაწილეებისთვის. ზოგი კონკურსანტი თავად გვეუბნება, რომ თვითნასწავლია, რადგან ჰგონიათ, თითქოს ასე უკეთესებად გამოჩნდებიან. მაგალითად, ტყუპმა კონკურსანტმა თქვა: - თვითნასწავლები ვართო, მაგრამ გადავამოწმეთ (როცა მონაწილე ნახევარფინალში გადადის, ამას მაშინ ვამოწმებთ) და სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად ყოფილა... მესამე წელია, ამ პროექტს გამჭვირვალედ "ვაკეთებთ" - მისი ფორმატისა და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. არის შემთხვევები, როცა აქტიურ მშობლებს თავიანთი შვილი საუკეთესო ჰგონიათ. რასაკვირველია, ნინო გოთოშია კარგად მღერის, მაგრამ ჟიურის უფლება ჰქონდა, 4 კონკურსანტიდან 2 აერჩია...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება