სამართალი
სამხედრო
პოლიტიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დაიძვრინა თავი ალკოჰოლური დამოკიდებულებისგან ზურა პირველმა
როგორ დაიძვრინა თავი ალკოჰოლური დამოკიდებულებისგან ზურა პირველმა

მსა­ხი­ო­ბი ზურა პირ­ვე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გახ­და. მის მიერ შექ­მნი­ლი გმი­რე­ბი, ვულ­კან ბოგ­რე­შე­ლი და მისი მე­უღ­ლე მე­რი­კო, "ფე­ის­ბუ­ქის" მომ­ხმა­რე­ბელ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აი­ტა­ცა. ამ­ჟა­მად პო­ლო­ნეთ­ში, ქა­ლაქ შჩე­ჩინ­ში ცხოვ­რობს. გა­სულ ხუთ­შა­ბათს მაია ასა­თი­ან­მა "პრო­ფილ­ში" მი­იწ­ვია და სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ გა­და­ცე­მის­თვის სამი დღით ეს­ტუმ­რა თბი­ლისს. გა­დავ­წყვი­ტეთ, მკი­თხვე­ლის­თვის ახ­ლოს გაგ­ვეც­ნო პო­ლო­ნეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი, რო­მელ­საც ვულ­კა­ნი­სა და მე­რის გმი­რე­ბის შექ­მნის გარ­და, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­უ­კე­თე­ბია სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ა­ში.

- თბი­ლის­ში ლე­ნი­ნის ქუ­ჩა­ზე და­ვი­ბა­დე, ახ­ლან­დელ კოს­ტა­ვა­ზე. თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დანს დღემ­დე ლე­ნი­ნის მო­ე­დანს ვე­ძა­ხი და ამა­ზე ხში­რად დამ­ცი­ნი­ან მე­გობ­რე­ბი. ეს იყო ჩემი ბავ­შვო­ბის უბედ­ნი­ე­რე­სი პე­რი­ო­დი. გან­სა­კუთ­რე­ბულ გა­რე­მო­ში ვცხოვ­რობ­დი. უზარ­მა­ზა­რი სახ­ლი იდგა, ჩვიდ­მე­ტი ოთა­ხი, ორი ეზო, სა­სახ­ლე იყო. ჩვენ­თან მა­მი­სა და მა­მი­დის მე­გობ­რე­ბი, ძვე­ლი ვე­რე­ლე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ. დიდ ოთახ­ში ორი ფორ­ტე­პი­ა­ნო იდგა და სა­ლო­ნუ­რი სა­ღა­მო­ე­ბი ეწყო­ბო­და. ბავ­შვე­ბიც ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი დღე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ვი­ყა­ვით. დიდ­ხანს მე­გო­ნა, რომ უფ­რო­სებ­მა ცუდი სი­ტყვე­ბი არ იცოდ­ნენ. სა­ნამ დედ-მამა ცო­ცხა­ლი მყავ­და, მათ შო­რის და­ძა­ბუ­ლი სა­უ­ბა­რიც კი არ ყო­ფი­ლა, ამას რო­გორ ახერ­ხებ­დნენ, დღემ­დე არ ვიცი. ახ­ლაც, როცა რამე მი­ჭირს და ცუ­დად ვარ, ძა­ლას იმ პე­რი­ო­დის გახ­სე­ნე­ბით ვიკ­რებ.

- დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­ზე მოგ­ვი­ყე­ვით.

- მყავს უფ­რო­სი და მა­რი­კა, რო­მე­ლიც მეც­ნი­ე­რია და მას­თან ერ­თად ვცხოვ­რობ პო­ლო­ნეთ­ში, და ორი წლით უმ­ცრო­სი ძმა, გოგი პირ­ვე­ლი. პრო­ფე­სი­ით ფი­ზი­კო­სია, მაგ­რამ დღეს რა­ღაც ბიზ­ნე­სი აქვს, არ ვიცი, რა.

- პრო­ფე­სია რო­გორ შე­არ­ჩი­ეთ?

- ბავ­შვო­ბი­დან ვი­ცო­დი, რომ მსა­ხი­ო­ბი უნდა გავმხდა­რი­ყა­ვი. სპექ­ტაკ­ლებს არ ვდგამ­დი, მაგ­რამ გა­ნუ­წყვეტ­ლივ ვცეკ­ვავ­დი და ვმღე­რო­დი. მა­მას სა­ო­ცა­რი ფე­რის ზა­პო­რო­ჟე­ცი ჰყავ­და, რო­მელ­შიც მთე­ლი თბი­ლი­სი ეტე­ო­და. და­ნომ­რი­ლი მქონ­და სიმ­ღე­რე­ბი და მახ­სოვს მიკ­ვეთ­დნენ, ახლა პირ­ვე­ლი იმ­ღე­რე, მე­ო­რე, მე­ათე... ნო­მე­რი პირ­ვე­ლი სიმ­ღე­რა იყო - "ყვა­ვი­ლებ­ში და­მე­კარ­გე", მე­ო­რე - "სირ­ტა­კი"... ბავ­შვო­ბა­ში კბი­ლის ექი­მო­ბაც მინ­დო­და. დღი­სით ექი­მი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და სა­ღა­მოს "რი­ჟი­კა". არა მას­ხა­რა, არა­მედ "რი­ჟი­კა". ოლეგ პო­პოვს წე­რი­ლებს ვუგ­ზავ­ნი­დი და პა­სუხს ჩე­მე­ბი მიგ­ზავ­ნიდ­ნენ, ნა­წე­რი აუ­ცი­ლებ­ლად წი­თე­ლი ფე­რის იყო. მე და ოლე­გი ერ­თმა­ნეთს აზ­რებს ვუ­ზი­ა­რებ­დით და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ მას ვწერ­დი.

- სკო­ლის პე­რი­ოდ­ში თე­ატ­რა­ლური თვალ­საზ­რი­სით არ აქ­ტი­უ­რობ­დით?

- არა, ძა­ლი­ან მიყ­ვარს გარ­თო­ბა და მი­მაჩ­ნია, რომ ადა­მი­ა­ნი იმის­თვის და­ი­ბა­და, ბედ­ნი­ე­რი იყოს და არა ჯან­მრთე­ლი. თე­ატ­რში, ოპე­რა­ში ხში­რად დავ­დი­ო­დი მე­გო­ბარ ნინო კვი­ტა­ტი­ან­თან ერ­თად. ორ­კესტრან­ტე­ბი უკვე გვცნობ­დნენ, მერე ჩუ­მად სი­გა­რეტს ვე­წე­ო­დით, ქუ­ჩა­ში ვცეკ­ვავ­დით, სა­ო­ცარ დროს ვა­ტა­რებ­დით. 55-ე სკო­ლა და­ვამ­თავ­რე და პირ­ვე­ლი­ვე წელს თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში მო­ვე­წყვე. ისე­თი თავ­ხე­დი ვი­ყა­ვი, რომ ერთ-ერთი გა­მოც­დის ნიშ­ნე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა­ზე არ მი­ვე­დი. ხუთს მი­ვი­ღებ­დი აბა, რა იქ­ნე­ბო­და-მეთ­ქი. ტუ­ტუ­ცი ბავ­შვი ვი­ყა­ვი.

- ვინ იყ­ვნენ კო­მი­სი­ა­ში, რო­დე­საც აბა­რებ­დით?

- მიშა თუ­მა­ნიშ­ვი­ლი იყო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე და ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი პე­და­გო­გი ლილი იო­სე­ლი­ა­ნი. მა­შინ ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო კბი­ლე­ბი მქონ­და. ლექ­სი რომ წა­ვი­კი­თხე, მე­ტყვე­ლე­ბის პე­და­გოგ­მა ბა­ბუ­ლია ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა მი­თხრა, ახ­ლოს მოდი, ზურა, ახ­ლოს. დაკ­რი­ჭე, აბა, კბი­ლე­ბი და უცებ ამ­ბობს, დედა, ღმერ­თო ჩემო, რა არე­უ­ლო­ბა აქვს პირ­ში (იცი­ნის).

- ვინ იყ­ვნენ თქვე­ნი ჯგუ­ფე­ლე­ბი?

- ნინო ბრეგ­ვა­ძე, ლიკა გუნ­ცა­ძე, ლელა ალი­ბე­გა­შა­ვი­ლი, თი­ნი­კო თურ­ქი­აშ­ვი­ლი, ნინო კვი­ტა­ტი­ა­ნი, შალ­ვა კიკ­ვა­ძე, ალექ­სი ჯა­ყე­ლი, რო­მე­ლიც ახლა საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს და იქ შე­სა­ნიშ­ნა­ვი თე­ატ­რი აქვს, მიშა გო­მი­აშ­ვი­ლი, გია რო­ი­ნიშ­ვი­ლი, დათო ბა­სი­ლი­ძე, ბესო მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი. ჩვე­ნი პე­და­გო­გი ლილი იო­სე­ლი­ა­ნი გახ­ლდათ, ქალი მოვ­ლე­ნა. ამ პა­ტა­რა არ­სე­ბა­ში უდი­დე­სი ძა­ლაა. რე­პე­ტი­ცი­ე­ბის დროს ტუ­ა­ლეტ­ში არ გა­დი­ო­და, საჭ­მელს არ ჭამ­და. პირ­ვე­ლად მას­თან სახ­ლში რომ მი­ვე­დით და და­ვი­ნა­ხეთ, ქალ­ბა­ტონ­მა ლი­ლიმ შე­ჭა­მა და ჩაი და­ლია, გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი ვუ­ყუ­რებ­დით.

- პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი როლი გა­იხ­სე­ნეთ.

- ეს იყო დონ კი­ხო­ტი, რო­მელ­მაც ისე ჩა­ი­ა­რა, არა­ფე­რი გა­მი­გია. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ქალ­ბა­ტო­ნი ლილი სულ მე­უბ­ნე­ბო­და, ინა­ნებ, ზურა, ინა­ნებ, შე­იძ­ლე­ბა, ასე­თი რო­ლის თა­მაშ­მა აღარ მო­გი­წი­ო­სო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­მი­მარ­თლა და ბევ­რი კარ­გი როლი ვი­თა­მა­შე.

- თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ობი­ექ­ტიც მსა­ხი­ო­ბი იყო?

- არა, ჩემ­ზე ხუთი წლით უფ­რო­სი ექი­მი. ჩემი ჯგუ­ფე­ლის მე­გო­ბა­რი გახ­ლდათ. მა­შინ ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა გულ­შიც, ყურ­შიც და ყველ­გან ხვდე­ბო­დათ. მა­სას ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა არ მოს­წონ­და. ერ­თად ცხრა წელი გა­ვა­ტა­რეთ. დღეს აღარ არის ცო­ცხა­ლი. ჩერ­ნო­ბი­ლის აფეთ­ქე­ბა რომ მოხ­და, რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო მუ­შა­კი, თან გა­სა­თხო­ვა­რი, იქ მიჰ­ყავ­დათ, ამი­ტომ ხელი მო­ვა­წე­რეთ. ფიქ­ტი­ურ ხელ­მო­წე­რას ვე­ძახ­დით, მაგ­რამ ეს აღარ იყო ფიქ­ტი­უ­რი. ის ისე­თი დაბ­ნე­უ­ლი იყო, მეჯ­ვა­რემ ყვა­ვი­ლე­ბი რომ მო­უ­ტა­ნა, ამას რა ვუ­ყოო და ნაგ­ვის ყუთ­ში ჩა­აგ­დო. შემ­დეგ დავ­შორ­დით. მე, რო­გორც უზ­ნეო ადა­მი­ანს, მალე გა­მი­ა­რა სიყ­ვა­რულ­მა, მაგ­რამ ბო­ლომ­დე მე­გობ­რე­ბად დავ­რჩით.

- პა­რა­ლე­ლუ­რად სამ­სა­ხი­ო­ბო საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ეწე­ო­დით?

- თე­ატ­რა­ლუ­რის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გა­ნა­წი­ლე­ბა და­ი­წყო, მაგ­რამ არც ერთი ად­გი­ლი არ მო­მე­წო­ნა. გა­დავ­წყვი­ტე, სო­ხუ­მის თე­ატ­რში წავ­სუ­ლი­ყა­ვი. ქალ­ბა­ტონ­მა ლი­ლიმ მი­თხრა, სი­სუ­ლე­ლეს ნუ აკე­თებ, ორი ად­გი­ლია მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში შალ­ვა გა­წე­რე­ლი­ას­თან და იქ წა­დიო. ბა­ტო­ნი შალ­ვა იყო ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა. რო­დე­საც გარ­და­იც­ვა­ლა, კი­ნა­ღამ თან გავ­ყე­ვი. პირ­ვე­ლი პე­რი­ო­დი და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე ვიგ­ვი­ა­ნებ­დი. მერე, რო­დე­საც დავ­მე­გობ­რდით, მსა­ხი­ო­ბე­ბი რომ შვე­ბუ­ლე­ბა­ში მი­დი­ოდ­ნენ, ჩვენ მა­ინც ვრჩე­ბო­დით. დავ­რბო­დით კუს ტბა­ზე, სულ ერ­თად ვი­ყა­ვით.

- ზურა, ვის­თან ერ­თად ცხოვ­რობ­დით?

- თა­ვი­დან მშობ­ლებ­თან. შემ­დეგ ჩემი და პო­ლო­ნეთ­ში წა­ვი­და და მის სახ­ლში, ვა­კე­ში სა­მო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში გა­და­ვე­დი. ერთხელ სპექ­ტაკლს ვეს­წრე­ბო­დი. სლა­ვა ნა­თე­ნა­ძე თა­მა­შობ­და და მსა­ხი­ობს მუდ­მი­ვი კონ­ტაქ­ტი ჰქონ­და მა­ყუ­რებლთან. უცებ ამ­ბობს, ახალ­გაზ­რდებს პრობ­ლე­მე­ბი აქვთ. ახლა ამ დარ­ბაზ­ში იქ­ნე­ბა ახალ­გაზ­რდა კაცი, რო­მელ­საც ჯი­ბე­ში ვა­კე­ში სა­მო­თა­ხი­ა­ნი ბი­ნის გა­სა­ღე­ბი ედე­ბაო. ავ­დე­ქი, მე მაქვს-მეთ­ქი (იცი­ნის).

- სიყ­ვა­რუ­ლი აღარ მო­ვი­და?

- სიყ­ვა­რუ­ლი სულ მიდი-მო­დის. სიყ­ვა­რუ­ლის გა­რე­შე ახლა ვცხოვ­რობ პო­ლო­ნეთ­ში. შე­იძ­ლე­ბა, მა­რა­დი­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი არ მქო­ნია, მაგ­რამ რამ­დენ­ჯე­რაც მო­დი­ო­და, იმ­დენ­ჯერ მა­ნად­გუ­რებ­და. ახლა პენ­სი­ა­ში ვარ თუ შვე­ბუ­ლე­ბა­ში, არ ვიცი. ახალ ურ­თი­ერ­თო­ბას თუ ვი­წყებ და ვგრძნობ, ცოტა მე­სი­ა­მოვ­ნა, იმ­წუ­თას დავ­კრავ ფეხს და მივ­დი­ვარ. ამ გან­ცდე­ბის თავი აღარ მაქვს.

- პო­ლო­ნეთ­ში წას­ვლამ­დე აქ რო­გორ ცხოვ­რობ­დით?

- თე­ატ­რი ბა­ტონ შალ­ვა გა­წე­რე­ლი­ას­თან ერ­თად დავ­ტო­ვე. სულ ვე­რი­დე­ბო­დი აქამ­დე სა­უ­ბარს და ახლა აღარ დავ­მა­ლავ. საკ­მა­ოდ უსა­მარ­თლო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში წა­მო­ვი­და ბა­ტო­ნი შალ­ვა, მას უღა­ლა­ტეს. რო­გო­რიც არის ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის ის­ტო­რია - ყვე­ლა გე­ნი­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი უნდა გა­მო­აგ­დონ. ბა­ტო­ნი შალ­ვაც გა­მო­აგ­დეს. უღა­ლა­ტეს, ზურ­გში და­ნის დარ­ტყმით. მას­თან სახ­ლში წა­ვე­დით და იქ ვიკ­რი­ბე­ბო­დით. მსა­ხი­ო­ბე­ბი ალ­ბათ ცოტა ქა­რაფ­შუ­ტა ხალ­ხი ვართ, რად­გან იქაც ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით. მერე ჩვენ­მა ძვირ­ფას­მა სა­ხელ­მწი­ფომ რა­ღაც მოგ­ვი­ხერ­ხა და ყვე­ლა მუს­კო­მე­დი­ის თე­ატ­რში მიგ­ვი­ღეს. "უზარ­მა­ზა­რი" ხელ­ფა­სი, ათი ლარი გვქონ­და. ასე­ვე ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბას ვი­ღებ­დით, ვა­ზე­ლი­ნი და გრი­მი ჩა­მო­დი­ო­და (იცი­ნის). მერე ბა­ტონ­მა შალ­ვამ "გაყ­რის" დად­გმა და­ი­წყო. მას­თან ვრე­პე­ტი­ცი­ობ­დით, მაგ­რამ მა­შინ­ვე ვი­ცო­დით, რომ ამ სპექ­ტაკლს თე­ატ­რში დად­გმა არ ეწე­რა. მერე და­ი­წყო მიწ­ვე­ვე­ბი სხვა­დას­ხვა თე­ატ­რი­დან, მაგ­რამ მე ინ­სტი­ტუ­ტში ბა­ტონ შალ­ვას­თან ასის­ტენ­ტად წა­ვე­დი. ბო­ლოს სამი წლის წინ ვნა­ხე. ცუ­დად იყო. და­რი­გე­ბა და­მი­წყო, რაც არ სჩ­ვე­ო­და, თავი ცუ­დად ვიგ­რძე­ნი, რად­გან მისი სა­უ­ბა­რი ან­დერძს ჰგავ­და. არ მო­გის­მენთ-მეთ­ქი და გაბ­რაზ­და, გა­ჩერ­დი ახლა, მო­მის­მი­ნეო. ან­დერ­ძი­ვით რა­ღაც მი­თხრა, არ მოს­წონ­და, პო­ლო­ნეთ­ში რა­საც ვა­კე­თებ­დი.

- სა­ქარ­თვე­ლო­დან რა­ტომ წახ­ვე­დით?

- ალ­კოჰო­ლი­კი გავ­ხდი. ამის­თვის ყვე­ლა პი­რო­ბა მქონ­და. სა­მო­თა­ხი­ა­ნი ბინა ვა­კე­ში, ფულს ჩემი და მიგ­ზავ­ნი­და და ერთი ძაღ­ლი მყავ­და - აგა­მემ­ნო­ნი. სა­შინ­ლად არ უყ­ვარ­და, როცა ვსვამ­დი. დიდ ლო­გინ­ზე ერ­თად გვე­ძი­ნა. ღამე რომ გა­მეღ­ვი­ძე­ბო­და და გვერ­დზე მდგა­რი არ­ყის ბოთ­ლის­კენ ხელს წა­ვი­ღებ­დი, გად­მომ­ხე­დავ­და და ეჭ­ვი­ა­ნი ცო­ლი­ვით გა­დაბ­რუნ­დე­ბო­და. ოჯა­ხი შე­წუხ­და, ორ­ჯერ ვცა­დე მკურ­ნა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ ისევ ძველ მდგო­მა­რე­ო­ბას ვუბ­რუნ­დე­ბო­დი. თა­ვის და­ნე­ბე­ბა­ში ხელს ის მიშ­ლი­და, რომ სას­მე­ლი არ მე­ტყო­ბო­და და სა­მარ­ცხვი­ნოდ ვიქ­ცე­ო­დი. ამის გამო შევ­ყე­ვი. ბო­ლოს პო­ლო­ნეთ­ში დას­თან გამ­გზავ­ნეს. რად­გან უკვე ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი, რომ ხე­ლე­ბი მი­კან­კა­ლებ­და და გა­და­ად­გი­ლე­ბა მი­ჭირ­და. პო­ლო­ნეთ­ში წას­ვლა ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა. თან მი­დი­ხარ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ალ­კოჰო­ლიზ­მი ყვა­ვის. იქ ალი­მა, მონ­ღო­ლი ექი­მი გა­ვი­ცა­ნი. მან მიმ­კურ­ნა­ლა და ბო­ლომ­დე გა­მო­მიყ­ვა­ნა მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ახლა ათას­ში ერთხელ თუ დავ­ლევ.

- რო­გორ და­უბ­რუნ­დით თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბას?

- პო­ლო­ნე­თის ქა­ლაქ შჩე­ჩინ­ში ვცხოვ­რობ, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ის სა­ზღვარ­თან მდე­ბა­რე­ობს. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ქა­ლა­ქია, მდი­ნა­რე ოდ­რა­ზე დიდი სა­სახ­ლე­ე­ბით. ერთ-ერ­თში, სა­ზღვაო უფ­ლის­წულ­თა სა­სახ­ლე­ში ვმუ­შა­ობ, ვმღე­რი. ისე დას­თან ერ­თად სას­ტუმ­რო­ში ვცხოვ­რობ. პრო­ფე­სი­ას მა­შინ­ვე და­ვუბ­რუნ­დი. თე­ატ­რა­ლურ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. მთე­ლი დასი მივ­დი­ვართ იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლებ­საც გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­უძ­ლი­ათ. ბავ­შვებ­თან, რომ­ლებ­საც ერთი თვე ან კვი­რა დარ­ჩათ. მერე გვი­მე­გობ­რდე­ბი­ან, ღმერ­თზე, რე­ლი­გი­ა­ზე გე­უ­სა­უბ­რე­ბი­ან. ამ ფონდს ასე­ვე აქვს ნამ­ცე­ცე­ბის თე­ატ­რი. 0-3 წლამ­დე ბავ­შვე­ბი და ფეხ­მძი­მე ქა­ლე­ბი მო­დი­ან. ისე­თი ფა­ნე­ბი გვყავს, ქუ­ჩა­ში რომ გვხე­და­ვენ, მშობ­ლე­ბი ვერ აკა­ვე­ბენ. ძა­ლი­ან მოს­წონთ ქარ­თუ­ლი ასო­ე­ბი და შჩე­ჩინ­ში ყვე­ლა ბავ­შვმა იცის ქარ­თუ­ლად სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლის და­წე­რა.

მერე სიმ­ღე­რა და­ვი­წყე, არა­და, არც ხმა მაქვს და არც სმე­ნა. თა­ვი­დან ელი­ტურ კლუბ­ში ვიმ­ღე­რე და ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა ისე მო­ე­წო­ნათ, სა­ღა­მო­ე­ბის გა­მარ­თვა შე­მომ­თა­ვა­ზეს. ქარ­თულ სა­დღეგ­რძე­ლო­ებს რომ ვამ­ბობ­დი, თა­ვი­დან ანეკ­დო­ტე­ბი ეგო­ნათ. არა­და, უდ­რო­ოდ წა­სუ­ლე­ბი­სა და დაშ­ლა-არ­მოშ­ლის სა­დღეგ­რძე­ლო რო­გორ არის ანეკ­დო­ტი? ქარ­თუ­ლი სა­დღეგ­რძე­ლო ფი­ლო­სო­ფი­ი­სა და იუ­მო­რის სინ­თე­ზია. ჩემი კონ­ცერ­ტე­ბიც სიმ­ღე­რი­სა და სა­დღეგ­რძე­ლოს ნა­ერ­თი იყო.

- ბა­ტო­ნი შალ­ვას ან­დერ­ძი თუ შე­ას­რუ­ლეთ?

- დიახ, ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე, ბა­ყა­ყე­ბის, კუსა და მზის თა­მა­შით. არამ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რი შევ­ქმე­ნი. ახლა ცა­მე­ტი "მსა­ხი­ო­ბი" მყავს, იქი­დან ექ­ვსი უფა­სო. ძვე­ლი ვილა ვი­ქი­რა­ვე და რე­პე­ტი­ცი­ებს იქ ვა­ტა­რებთ. სპექ­ტაკ­ლებ­ზე ბი­ლე­თებს ვერ ვყი­დით, რად­გან და­ცუ­ლია სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი და თუ ბი­ლეთს ყიდი, ყვე­ლა­ფერ­ზე თან­ხა უნდა გა­და­ი­ხა­დო.

- ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია თქვე­ნი გმი­რე­ბი, ვულ­კა­ნი და მერი. მათი პერ­სო­ნა­ჟე­ბი რო­გორ შე­იქ­მნა?

- რამ­დე­ნი­მე დღე ვის­ვე­ნებ­დი, ლექ­სი "გაზა გაზა გა­ზა­ფხუ­ლი" დავ­წე­რე, გა­ვი­წე­წე თმა და ვი­დეო გა­და­ვი­ღე. "ფე­ის­ბუქ­ზე" და­დე­ბის შემ­დეგ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი შე­მეხ­მი­ა­ნა. მერე გა­მოჩ­ნდა მისი მე­უღ­ლე მერი. მისი პა­რი­კი ჰე­ლო­უ­ი­ნის­თვის მქონ­და შე­ძე­ნი­ლი. მათ ცხოვ­რე­ბა­ში არც ერთი ისე­თი პერ­სო­ნა­ჟი არ შე­მო­მიყ­ვა­ნია, რო­მელ­ზეც არ ვგიჟ­დე­ბი. დოს­ტო­ევ­სკი, კაფ­კა, გა­ლა­კტი­ო­ნი, ბრი­ჯიტ ბარ­დო, მა­იკლ ჯექ­სო­ნი.

- და ყვე­ლა გმი­რი თქვენს სახ­ლში ცხოვ­რობს ან სტუმ­რად მო­დი­ან...

- დიახ, ვულ­კა­ნი და მერი პა­რიზ­ში, "მუ­ლენ რუ­ჟის" მახ­ლობ­ლად ცხოვ­რო­ბენ. ხან­და­ხან ჩა­დი­ან და იქვე კა­რაქ­სა და ქარ­თულ მი­ნე­რა­ლურ წყალს ყი­დუ­ლო­ბენ, მაგ­რამ არ მგო­ნია, იქ ნამ­დვი­ლად იყი­დე­ბო­დეს (იღი­მე­ბა). უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მწერს, ძა­ლი­ან შე­იყ­ვა­რეს ეს პერ­სო­ნა­ჟე­ბი. მათ წე­რი­ლებს ცრემ­ლის გა­რე­შე ვერ ვკი­თხუ­ლობ. სა­ერ­თოდ, ნოს­ტალ­გია კლავს ადა­მი­ანს, სა­ში­ნე­ლე­ბაა, ღა­მუ­რაა. მე იქაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობ, "ფე­ის­ბუ­ქი" ჩემ­თვის სა­ქარ­თვე­ლოა. თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ვთქვა, რომ "რუს­თა­ვი 2"-მა სიკ­ვდილს გა­და­მარ­ჩი­ნა. ბა­ტო­ნი შალ­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ჭამა შევ­წყვი­ტე. არა­ფერ­ზე არ ვფიქ­რობ­დი. მის ვი­დე­ო­ებს ვუ­ყუ­რებ­დი და იმ დღეს, რო­დე­საც გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი გა­ვი­გე, სპექ­ტაკ­ლის და­სას­რულს გული წა­მი­ვი­და. დღემ­დე ცუ­დად ვარ. წელს არც ვა­პი­რებ­დი ჩა­მოს­ვლას და რო­დე­საც შე­მომ­თა­ვა­ზეს, პირ­ვე­ლი, რაც ვთქვი, ის იყო, რომ ბა­ტო­ნი შალ­ვას საფ­ლავ­ზე წა­ვი­დო­დი.

- თქვენს გმი­რებს რა ბედი ეწე­ვათ, რო­დე­საც პო­ლო­ნეთ­ში დაბ­რუნ­დე­ბით?

- იმე­დი მაქვს, ასე­თი დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი არ მექ­ნე­ბა და რო­გორც და­სა­წყი­სი არ და­მი­გეგ­მავს, ფი­ნალ­საც ვერ დავ­გეგ­მავ. მე­რი­კოს გმი­რი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ბრძე­ნი ადა­მი­ა­ნია. არ ვიცი, ოდეს­მე ამ გმი­რებს გა­და­ვი­ტან თუ არა სცე­ნა­ზე. ალ­ბათ არა... რე­ჟი­სო­რი თუ რა­მეს მო­ი­ფიქ­რებს, მა­შინ დავ­ფიქ­რდე­ბი, თო­რემ მსა­ხი­ო­ბი რე­ჟი­სო­რის გა­რე­შე ძა­ლი­ან უსუ­სუ­რია.

ნინო გი­გიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

როგორ დაიძვრინა თავი ალკოჰოლური დამოკიდებულებისგან ზურა პირველმა

როგორ დაიძვრინა თავი ალკოჰოლური დამოკიდებულებისგან ზურა პირველმა

მსახიობი ზურა პირველი განსაკუთრებულად პოპულარული სოციალურ ქსელში გახდა. მის მიერ შექმნილი გმირები, ვულკან ბოგრეშელი და მისი მეუღლე მერიკო, "ფეისბუქის" მომხმარებელმა განსაკუთრებულად აიტაცა. ამჟამად პოლონეთში, ქალაქ შჩეჩინში ცხოვრობს. გასულ ხუთშაბათს მაია ასათიანმა "პროფილში" მიიწვია და სპეციალურად ამ გადაცემისთვის სამი დღით ესტუმრა თბილისს. გადავწყვიტეთ, მკითხველისთვის ახლოს გაგვეცნო პოლონეთში მოღვაწე ქართველი მსახიობი, რომელსაც ვულკანისა და მერის გმირების შექმნის გარდა, ძალიან ბევრი რამ გაუკეთებია საკუთარ პროფესიაში.

-  თბილისში ლენინის ქუჩაზე დავიბადე, ახლანდელ კოსტავაზე. თავისუფლების მოედანს დღემდე ლენინის მოედანს ვეძახი და ამაზე ხშირად დამცინიან მეგობრები. ეს იყო ჩემი ბავშვობის უბედნიერესი პერიოდი. განსაკუთრებულ გარემოში ვცხოვრობდი. უზარმაზარი სახლი იდგა, ჩვიდმეტი ოთახი, ორი ეზო, სასახლე იყო. ჩვენთან მამისა და მამიდის მეგობრები, ძველი ვერელები იკრიბებოდნენ. დიდ ოთახში ორი ფორტეპიანო იდგა და სალონური საღამოები ეწყობოდა. ბავშვებიც ამ შესანიშნავი დღეების მონაწილეები ვიყავით. დიდხანს მეგონა, რომ უფროსებმა ცუდი სიტყვები არ იცოდნენ. სანამ დედ-მამა ცოცხალი მყავდა, მათ შორის დაძაბული საუბარიც კი არ ყოფილა, ამას როგორ ახერხებდნენ, დღემდე არ ვიცი. ახლაც, როცა რამე მიჭირს და ცუდად ვარ, ძალას იმ პერიოდის გახსენებით ვიკრებ.

-  დედმამიშვილებზე მოგვიყევით.

-  მყავს უფროსი და მარიკა, რომელიც მეცნიერია და მასთან ერთად ვცხოვრობ პოლონეთში, და ორი წლით უმცროსი ძმა, გოგი პირველი. პროფესიით ფიზიკოსია, მაგრამ დღეს რაღაც ბიზნესი აქვს, არ ვიცი, რა.

-  პროფესია როგორ შეარჩიეთ?

-  ბავშვობიდან ვიცოდი, რომ მსახიობი უნდა გავმხდარიყავი. სპექტაკლებს არ ვდგამდი, მაგრამ განუწყვეტლივ ვცეკვავდი და ვმღეროდი. მამას საოცარი ფერის ზაპოროჟეცი ჰყავდა, რომელშიც მთელი თბილისი ეტეოდა. დანომრილი მქონდა სიმღერები და მახსოვს მიკვეთდნენ, ახლა პირველი იმღერე, მეორე, მე­ათე... ნომერი პირველი სიმღერა იყო - "ყვავილებში დამეკარგე", მეორე - "სირტაკი"... ბავშვობაში კბილის ექიმობაც მინდოდა. დღისით ექიმი ვყოფილიყავი და საღამოს "რიჟიკა". არა მასხარა, არამედ "რიჟიკა". ოლეგ პოპოვს წერილებს ვუგზავნიდი და პასუხს ჩემები მიგზავნიდნენ, ნაწერი აუცილებლად წითელი ფერის იყო. მე და ოლეგი ერთმანეთს აზრებს ვუზიარებდით და დარწმუნებული ვიყავი, რომ მას ვწერდი.

-  სკოლის პერიოდში თეატრა­ლური თვალსაზრისით არ აქტიურობდით?

-  არა, ძალიან მიყვარს გართობა და მიმაჩნია, რომ ადამიანი იმისთვის დაიბადა, ბედნიერი იყოს და არა ჯანმრთელი. თეატრში, ოპერაში ხშირად დავდიოდი მეგობარ ნინო კვიტატიანთან ერთად. ორკესტრანტები უკვე გვცნობდნენ, მერე ჩუმად სიგარეტს ვეწეოდით, ქუჩაში ვცეკვავდით, საოცარ დროს ვატარებდით. 55-ე სკოლა დავამთავრე და პირველივე წელს თეატრალურ ინსტიტუტში მოვეწყვე. ისეთი თავხედი ვიყავი, რომ ერთ-ერთი გამოცდის ნიშნების გამოცხადებაზე არ მივედი. ხუთს მივიღებდი აბა, რა იქნებოდა-მეთქი. ტუტუცი ბავშვი ვიყავი.

-  ვინ იყვნენ კომისიაში, როდესაც აბარებდით?

-  მიშა თუმანიშვილი იყო კომისიის თავმჯდომარე და ჩემი უსაყვარლესი პედაგოგი ლილი იოსელიანი. მაშინ ძალიან სასაცილო კბილები მქონდა. ლექსი რომ წავიკითხე, მეტყველების პედაგოგმა ბაბულია ნიკოლაიშვილმა მითხრა, ახლოს მოდი, ზურა, ახლოს. დაკრიჭე, აბა, კბილები და უცებ ამბობს, დედა, ღმერთო ჩემო, რა არეულობა აქვს პირში (იცინის).

-  ვინ იყვნენ თქვენი ჯგუფელები?

-  ნინო ბრეგვაძე, ლიკა გუნცაძე, ლელა ალიბეგაშავილი, თინიკო თურქიაშვილი, ნინო კვიტატიანი, შალვა კიკვაძე, ალექსი ჯაყელი, რომელიც ახლა საფრანგეთში ცხოვრობს და იქ შესანიშნავი თეატრი აქვს, მიშა გომიაშვილი, გია როინიშვილი, დათო ბასილიძე, ბესო მეგრელიშვილი. ჩვენი პედაგოგი ლილი იოსელიანი გახლდათ, ქალი მოვლენა. ამ პატარა არსებაში უდიდესი ძალაა. რეპეტიციების დროს ტუალეტში არ გადიოდა, საჭმელს არ ჭამდა. პირველად მასთან სახლში რომ მივედით და დავინახეთ, ქალბატონმა ლილიმ შეჭამა და ჩაი დალია, გაოგნებულები ვუყურებდით.

-  პირველი სერიოზული როლი გაიხსენეთ.

-  ეს იყო დონ კიხოტი, რომელმაც ისე ჩაიარა, არაფერი გამიგია. შეყვარებული ვიყავი და არ მაინტერესებდა. ქალბატონი ლილი სულ მეუბნებოდა, ინანებ, ზურა, ინანებ, შეიძლება, ასეთი როლის თამაშმა აღარ მოგიწიოსო. საბედნიეროდ, გამიმართლა და ბევრი კარგი როლი ვითამაშე.

-  თქვენი სიყვარულის ობიექტიც მსახიობი იყო?

-  არა, ჩემზე ხუთი წლით უფროსი ექიმი. ჩემი ჯგუფელის მეგობარი გახლდათ. მაშინ ასაკობრივი სხვაობა გულშიც, ყურშიც და ყველგან ხვდებოდათ. მასას ჩვენი ურთიერთობა არ მოსწონდა. ერთად ცხრა წელი გავატარეთ. დღეს აღარ არის ცოცხალი. ჩერნობილის აფეთქება რომ მოხდა, როგორც სამედიცინო მუშაკი, თან გასათხოვარი, იქ მიჰყავდათ, ამიტომ ხელი მოვაწერეთ. ფიქტიურ ხელმოწერას ვეძახდით, მაგრამ ეს აღარ იყო ფიქტიური. ის ისეთი დაბნეული იყო, მეჯვარემ ყვავილები რომ მოუტანა, ამას რა ვუყოო და ნაგვის ყუთში ჩააგდო. შემდეგ დავშორდით. მე, როგორც უზნეო ადამიანს, მალე გამიარა სიყვარულმა, მაგრამ ბოლომდე მეგობრებად დავრჩით.

-  პარალელურად სამსახიობო საქმიანობასაც ეწეოდით?

-  თეატრალურის დამთავრების შემდეგ განაწილება დაიწყო, მაგრამ არც ერთი ადგილი არ მომეწონა. გადავწყვიტე, სოხუმის თეატრში წავსულიყავი. ქალბატონმა ლილიმ მითხრა, სისულელეს ნუ აკეთებ, ორი ადგილია მოზარდ მაყურებელთა თეატრში შალვა გაწერელიასთან და იქ წადიო. ბატონი შალვა იყო ის ადამიანი, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. როდესაც გარდაიცვალა, კინაღამ თან გავყევი. პირველი პერიოდი დაძაბული ურთიერთობა გვქონდა, რეპეტიციებზე ვიგვიანებდი. მერე, როდესაც დავმეგობრდით, მსახიობები რომ შვებულებაში მიდიოდნენ, ჩვენ მაინც ვრჩებოდით. დავრბოდით კუს ტბაზე, სულ ერთად ვიყავით.

-  ზურა, ვისთან ერთად ცხოვრობდით?

-  თავიდან მშობლებთან. შემდეგ ჩემი და პოლონეთში წავიდა და მის სახლში, ვაკეში სამოთახიან ბინაში გადავედი. ერთხელ სპექტაკლს ვესწრებოდი. სლავა ნათენაძე თამაშობდა და მსახიობს მუდმივი კონტაქტი ჰქონდა მაყურებლთან. უცებ ამბობს, ახალგაზრდებს პრობლემები აქვთ. ახლა ამ დარბაზში იქნება ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ჯიბეში ვაკეში სამოთახიანი ბინის გასაღები ედებაო. ავდექი, მე მაქვს-მეთქი (იცინის).

-  სიყვარული აღარ მოვიდა?

-  სიყვარული სულ მიდი-მოდის. სიყვარულის გარეშე ახლა ვცხოვრობ პოლონეთში. შეიძლება, მარადიული სიყვარული არ მქონია, მაგრამ რამდენჯერაც მოდიოდა, იმდენჯერ მანადგურებდა. ახლა პენსიაში ვარ თუ შვებულებაში, არ ვიცი. ახალ ურთიერთობას თუ ვიწყებ და ვგრძნობ, ცოტა მესიამოვნა, იმწუთას დავკრავ ფეხს და მივდივარ. ამ განცდების თავი აღარ მაქვს.

-  პოლონეთში წასვლამდე აქ როგორ ცხოვრობდით?

-  თეატრი ბატონ შალვა გაწერელიასთან ერთად დავტოვე. სულ ვერიდებოდი აქამდე საუბარს და ახლა აღარ დავმალავ. საკმაოდ უსამართლო სიტუაციაში წამოვიდა ბატონი შალვა, მას უღალატეს. როგორიც არის ქართული თეატრის ისტორია - ყველა გენიალური ადამიანი უნდა გამოაგდონ. ბატონი შალვაც გამოაგდეს. უღალატეს, ზურგში დანის დარტყმით. მასთან სახლში წავედით და იქ ვიკრიბებოდით. მსახიობები ალბათ ცოტა ქარაფშუტა ხალხი ვართ, რადგან იქაც ბედნიერები ვიყავით. მერე ჩვენმა ძვირფასმა სახელმწიფომ რაღაც მოგვიხერხა და ყველა მუსკომედიის თეატრში მიგვიღეს. "უზარმაზარი" ხელფასი, ათი ლარი გვქონდა. ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას ვიღებდით, ვაზელინი და გრიმი ჩამოდიოდა (იცინის). მერე ბატონმა შალვამ "გაყრის" დადგმა დაიწყო. მასთან ვრეპეტიციობდით, მაგრამ მაშინვე ვიცოდით, რომ ამ სპექტაკლს თეატრში დადგმა არ ეწერა. მერე დაიწყო მიწვევები სხვადასხვა თეატრიდან, მაგრამ მე ინსტიტუტში ბატონ შალვასთან ასისტენტად წავედი. ბოლოს სამი წლის წინ ვნახე. ცუდად იყო. დარიგება დამიწყო, რაც არ სჩვეოდა, თავი ცუდად ვიგრძენი, რადგან მისი საუბარი ანდერძს ჰგავდა. არ მოგისმენთ-მეთქი და გაბრაზდა, გაჩერდი ახლა, მომისმინეო. ანდერძივით რაღაც მითხრა, არ მოსწონდა, პოლონეთში რასაც ვაკეთებდი.

-  საქართველოდან რატომ წახვედით?

-  ალკოჰოლიკი გავხდი. ამისთვის ყველა პირობა მქონდა. სამოთახიანი ბინა ვაკეში, ფულს ჩემი და მიგზავნიდა და ერთი ძაღლი მყავდა - აგამემნონი. საშინლად არ უყვარდა, როცა ვსვამდი. დიდ ლოგინზე ერთად გვეძინა. ღამე რომ გამეღვიძებოდა და გვერდზე მდგარი არყის ბოთლისკენ ხელს წავიღებდი, გადმომხედავდა და ეჭვიანი ცოლივით გადაბრუნდებოდა. ოჯახი შეწუხდა, ორჯერ ვცადე მკურნალობა საქართველოში, მაგრამ ისევ ძველ მდგომარეობას ვუბრუნდებოდი. თავის დანებებაში ხელს ის მიშლიდა, რომ სასმელი არ მეტყობოდა და სამარცხვინოდ ვიქცეოდი. ამის გამო შევყევი. ბოლოს პოლონეთში დასთან გამგზავნეს. რადგან უკვე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ხელები მიკანკალებდა და გადაადგილება მიჭირდა. პოლონეთში წასვლა ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა. თან მიდიხარ ქვეყანაში, სადაც ალკოჰოლიზმი ყვავის. იქ ალიმა, მონღოლი ექიმი გავიცანი. მან მიმკურნალა და ბოლომდე გამომიყვანა მდგომარეობიდან. ახლა ათასში ერთხელ თუ დავლევ.

-  როგორ დაუბრუნდით თქვენს საქმიანობას?

-  პოლონეთის ქალაქ შჩეჩინში ვცხოვრობ, რომელიც გერმანიის საზღვართან მდებარეობს. ძალიან ლამაზი ქალაქია, მდინარე ოდრაზე დიდი სასახლეებით. ერთ-ერთში, საზღვაო უფლისწულთა სასახლეში ვმუშაობ, ვმღერი. ისე დასთან ერთად სასტუმროში ვცხოვრობ. პროფესიას მაშინვე დავუბრუნდი. თეატრალურ სასწრაფო დახმარებაში დავიწყე მუშაობა. მთელი დასი მივდივართ იმ ადამიანებთან, რომლებსაც გადაადგილება არ შეუძლიათ. ბავშვებთან, რომლებსაც ერთი თვე ან კვირა დარჩათ. მერე გვიმეგობრდებიან, ღმერთზე, რელიგიაზე გეუსაუბრებიან. ამ ფონდს ასევე აქვს ნამცეცების თეატრი. 0-3 წლამდე ბავშვები და ფეხმძიმე ქალები მოდიან. ისეთი ფანები გვყავს, ქუჩაში რომ გვხედავენ, მშობლები ვერ აკავებენ. ძალიან მოსწონთ ქართული ასოები და შჩეჩინში ყველა ბავშვმა იცის ქართულად საკუთარი სახელის დაწერა.

მერე სიმღერა დავიწყე, არადა, არც ხმა მაქვს და არც სმენა. თავიდან ელიტურ კლუბში ვიმღერე და ქართული სიმღერა ისე მოეწონათ, საღამოების გამართვა შემომთავაზეს. ქართულ სადღეგრძელოებს რომ ვამბობდი, თავიდან ანეკდოტები ეგონათ. არადა, უდროოდ წასულებისა და დაშლა-არმოშლის სადღეგრძელო როგორ არის ანეკდოტი? ქართული სადღეგრძელო ფილოსოფიისა და იუმორის სინთეზია. ჩემი კონცერტებიც სიმღერისა და სადღეგრძელოს ნაერთი იყო.

-  ბატონი შალვას ანდერძი თუ შეასრულეთ?

-  დიახ, ძალიან დავიღალე, ბაყაყების, კუსა და მზის თამაშით. არამსახიობთა თეატრი შევქმენი. ახლა ცამეტი "მსახიობი" მყავს, იქიდან ექვსი უფასო. ძველი ვილა ვიქირავე და რეპეტიციებს იქ ვატარებთ. სპექტაკლებზე ბილეთებს ვერ ვყიდით, რადგან დაცულია საავტორო უფლებები და თუ ბილეთს ყიდი, ყველაფერზე თანხა უნდა გადაიხადო.

-  ინტერნეტსივრცეში ძალიან პოპულარულია თქვენი გმირები, ვულკანი და მერი. მათი პერსონაჟები როგორ შეიქმნა?

-  რამდენიმე დღე ვისვენებდი, ლექსი "გაზა გაზა გაზაფხული" დავწერე, გავიწეწე თმა და ვიდეო გადავიღე. "ფეისბუქზე" დადების შემდეგ უამრავი ადამიანი შემეხმიანა. მერე გამოჩნდა მისი მეუღლე მერი. მისი პარიკი ჰელოუინისთვის მქონდა შეძენილი. მათ ცხოვრებაში არც ერთი ისეთი პერსონაჟი არ შემომიყვანია, რომელზეც არ ვგიჟდები. დოსტოევსკი, კაფკა, გალაკტიონი, ბრიჯიტ ბარდო, მაიკლ ჯექსონი.

-  და ყველა გმირი თქვენს სახლში ცხოვრობს ან სტუმრად მოდიან...

-  დიახ, ვულკანი და მერი პარიზში, "მულენ რუჟის" მახლობლად ცხოვრობენ. ხანდახან ჩადიან და იქვე კარაქსა და ქართულ მინერალურ წყალს ყიდულობენ, მაგრამ არ მგონია, იქ ნამდვილად იყიდებოდეს (იღიმება). უამრავი ადამიანი მწერს, ძალიან შეიყვარეს ეს პერსონაჟები. მათ წერილებს ცრემლის გარეშე ვერ ვკითხულობ. საერთოდ, ნოსტალგია კლავს ადამიანს, საშინელებაა, ღამურაა. მე იქაც საქართველოში ვცხოვრობ, "ფეისბუქი" ჩემთვის საქართველოა. თამამად შეიძლება ვთქვა, რომ "რუსთავი 2"-მა სიკვდილს გადამარჩინა. ბატონი შალვას გარდაცვალების შემდეგ ჭამა შევწყვიტე. არაფერზე არ ვფიქრობდი. მის ვიდეოებს ვუყურებდი და იმ დღეს, როდესაც გარდაცვალების ამბავი გავიგე, სპექტაკლის დასასრულს გული წამივიდა. დღემდე ცუდად ვარ. წელს არც ვაპირებდი ჩამოსვლას და როდესაც შემომთავაზეს, პირველი, რაც ვთქვი, ის იყო, რომ ბატონი შალვას საფლავზე წავიდოდი.

-  თქვენს გმირებს რა ბედი ეწევათ, როდესაც პოლონეთში დაბრუნდებით?

-  იმედი მაქვს, ასეთი დატვირთული გრაფიკი არ მექნება და როგორც დასაწყისი არ დამიგეგმავს, ფინალსაც ვერ დავგეგმავ. მერიკოს გმირი ძალიან მიყვარს, ბრძენი ადამიანია. არ ვიცი, ოდესმე ამ გმირებს გადავიტან თუ არა სცენაზე. ალბათ არა... რეჟისორი თუ რამეს მოიფიქრებს, მაშინ დავფიქრდები, თორემ მსახიობი რეჟისორის გარეშე ძალიან უსუსურია.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება