ცნობილი ქართველი მსახიობი შორენა ბეგაშვილი დსთ-ს სივრცეში მოქმედი ერთ-ერთი ბუკმეკერული კომპანიის სარეკლამო სახე გახდა. კომპანიასთან, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა სპორტულ თამაშებზე ფსონების დადებას სთავაზობს, ბეგაშვილი ერთი წლის განმავლობაში ითანამშრომლებს.
სარეკლამო კამპანიის ფარგლებში უკვე მომზადდა ფოტოსესია და ვიდეო-რგოლი. შორენას ფოტოებით გაფორმებული ბანერები ბეჭდვით საშუალებებსა და ინტერნეტ-გვერდებზეც გამოჩნდება.
ეს ყოფილ საბჭოთა სივრცეში ყველაზე პოპულარული ბუკმეკერული კომპანიაა. მას ოფისი საქართელოშიც აქვს.
2012 წლის სახედ კომპანიამ ბეგაშვილი მისი სკანდალური იმიჯის გამო შეარჩია. მსახიობის ფოტოები საქართველოში გამოცემული Playboy-ს პირველივე ნომრებში მოხვდა. მსახიობი ეროტიკული შინაარსის ტელეპროექტის, ”ღამე შორენასთან” წამყვანი იყო.
მომზადებულია news.am-ის მიხედვით.